“ძალიან ბევრმა დარეკა, თამუნას ვიშვილებთო” - რა შეიცვალა ლაგოდეხელი პაპა-შვილიშვილისთვის
16-10-2014
“ძალიან ბევრმა დარეკა, თამუნას ვიშვილებთო” -  რა შეიცვალა ლაგოდეხელი პაპა-შვილიშვილისთვის
”დიდი მადლობა "კვირის პალიტრას" ამ სიხარულისთვის... უნდა გენახათ ბაღიდან რა თვალებგაბრწყინებული დაბრუნდა თამუნა, - პაპა,  ბავშვებთან ვითამაშეო


"დიდი მადლობა "კვირის პალიტრას". თქვენი დახმარებით ძალიან ბევრი პრობლემა მომიგვარდა, - უამრავი ადამიანი გამომეხმაურა. დღემდე რეკავენ, ზოგმა დეტალურად გამომკითხა, რა სჭირდება ბავშვსო, მე მაინც მერიდება", - ამბობს თენგიზ ხელაშვილი ჩვენთან საუბარში. ლაგოდეხელი პაპა-შვილიშვილის საოცრად თბილმა და სევდიანმა ამბავმა, რომელიც “კვირის პალიტრაში” გამოქვეყნდა და “პალიტ
რა ტვ”-სთვის სიუჟეტიც მომზადდა,  საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენ დავინტერესდით, რა შეიცვალა მისთვის პუბლიკაციის შემდეგ...


- უამრავი ადამიანი მირეკავს. მერიდება. ისედაც ამ მძიმე სოციალური ფონით შეწუხებულ, ღვთისნიერ ადამიანებს რამე ვთხოვო, ამისთვის ენა არ მიტრიალდება. არ ზის ეს ჩემს ხასიათში... ძალიან ბევრმა დარეკა, თამუნას ვიშვილებთო და  თქვენ როცა მოისურვებთ მაშინ გექნებათ ბავშვთან ურთიერთობის საშუალებაო. მე ამის
კატეგორიული წინააღმდეგი ვარ. თამუნა ჩემთვის ყველაფერია. იმაზე მეტი, ვიდრე პაპისთვის შვილიშვილი... ამას წინათ გამგებელი იყო მოსული, საჩუქრები და ტკბილეული მოუტანა თამუნას. ძალიან გახარებული იყო ჩემი პატარა. დიდი მადლობა "კვირის პალიტრას" ამ სიხარულისთვის.

- ინტერვიუში გოგონას საბავშვო ბაღში მიყვანის პრობლემაზე საუბრობდით.
- დიახ, ეს პრობლემაც მოგვარდა, - მიიღეს საბავშვო ბაღში მივიყვანე და ძალიან კმაყოფილია თამუნა. სოფლის ცენტრში ვცხოვრობ, მაგრამ ბაშვის ჭაჭანება არ არის. ამიტომ ჩემი პატარა თანატოლებთან თამაშს სულ მონატრებული იყო და უნდა გენახათ ბაღიდან რა თვალებგაბრწყინებული დაბრუნდა, - პაპა,  ბავშვებთან ვითამაშეო, მითხრა... ასე მეგონა, თავიდან დავიბადე. არ ველოდი, თუ ამდენი რამე ასე ერთბაშად მოხდებოდა.  როგორც გითხარით, მირეკავენ და თანხით დახმარებასაც მპირდებიან. ჩემი შვილიშვილი მიხვდება, რომ  ადამიანური თანადგომა ყველანაირ პრობლემას ამარცხებს... რამდენიმე დღის წინ ვნახე, რომ სატელეფონო დეპოზიტზე თანხა ჩაურიცხავთ  ისე, რომ არც კი უთქვამთ... სოციალური დახმარების სააგენტოდანაც იყვნენ მოსული, თავიდან ყოველთვიურ შემწეობას შემპირდნენ, მაგრამ მერე ნახეს, რომ პატარა მანქანა მყავს, "სუძუკი" და არ გამოვაო, მითხრეს,.სამაგიეროდ ერთჯერადი ფულადი დახმარებას მიიღებთო, მითხრეს.

იხილეთ სიუჟეტი palitratv.ge-ზე


ლალი პაპასკირი

cicino
18 ოქტომბერი 2014 16:47
კვირის პალიტრა რომ არ დაინტერესებულიყო მათი ბედით, დღესაც იგივე მდგომარეობა ექნებოდათ. სოფლის გამგებელმა უნდა იცოდეს ყველა ოჯახის სატკივარი და მიხედოს.აბა რისთვის ვირჩევთ გამგებლებს, მარტო ხელფასის ასაღებად?
დათო
18 ოქტომბერი 2014 15:52
პირველ რიგში ის ბაღის გამგე უნდა მოიხსნას, გამგებელი რომ არ მისულიყო და ამ ამბით არ დაინტერესებულიყო ალბათ ის ბავშვი ისე მივიდოდა სკოლაში რომ ბაღში ვერც მივიდოდა, ძალიან კარგი რომ გამგებელი ესტუმრა და ბავშვს სიხარული აჩუქა ნამდვილად მისასალმებელია მაგრამ შემდეგში შEსაძლოა სხვა ბავშვ და სხვა ოჯახს დაემართოს იგივე და მაგდაგვარი ბარის გამგეები და ასე შედეგ არ უნდა მუშაობდნენ.
ana
18 ოქტომბერი 2014 02:30
ღმერთო შენ დალოცე ყველა კეთილი ადამიანი და ყველა გაჭირვებულს შენ უშველე. გაიხარეთ კეთილო ხალხო

რედაქტორის რჩევით