ჯარიმები - დაუსრულებელი საცობების წამალი?!
20-10-2014
ჯარიმები - დაუსრულებელი საცობების წამალი?!
"პატრული ადრე უფრო არეგულირებდა მოძრაობის წესებს, ვიდრე ახლა და საცობის განტვირთვაზეც ნაკლებად ზრუნავს"

რამდენიმე დღის წინ, საღამოს, სამსახურიდან გამოსული ერთი საათი ჯერ სამარშრუტო ტაქსის ველოდე, მერე კი გადაჭედილ "135"-ში როგორღაც ავედი და ცალ ფეხზე მდგარმა კიდევ ერთი საათი საცობში გავატარე. პეკინიდან მარჯანიშვილის მოედნამდე ზუსტად 45 წუთი მივდიოდით. ყველა "სიკეთეს" უჰაერობაც ემატებოდა. ყველაზე მეტად  ბავშვებიანი ქალი შემეცოდა, რომელიც შეწუხებულ და ატირებულ პატარებს ვერაფრით აწყნარებ
და. "მარშრუტკის" 60 წლამდე იმერელი მძღოლი კი, შევარდნაძისა და სააკაშვილის პერიოდში მართვის მოწმობის გამცემ ორგანოს თანამშრომლებს ცოცხალ-მკვდარს უგინებდა. ლაძღვა-გინებას მგზავრებიც აჰყვნენ და ქოქოლამიყრილი ამჟამინდელი მთავრობისა და მიწაში ჩადებული შევარდნაძე-სააკაშვილის რეჟიმის შემდეგ ქართველ მძღოლებსაც მიადგნენ, განსაკუთრებით - ქალბატონებს...


ერთი სიტყვით, ქალაქის ქუჩებში უკვე ტრადიციად ქცეულ საცობებს დასასრული არ უჩანს... თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ გასულ
წელს საქართველოში 900 000-ზე მეტი ავტომობილი იყო რეგისტრირებული, წელს ეს რიცხვი უფრო გაიზარდა და მომავალ წელს კიდევ გაიზრდება, ჩნდება ლოგიკური კითხვა: რა იქნება ხვალ?..

შალვა ბუაჩიძე, ჟურნალ "ავტობილდის"  მთავარი რედაქტორი: "კარგი იქნება, თუ ამ პრობლემის მოგვარებას ყველა მძღოლი საკუთარი თავიდან დაიწყებს. დღის განმავლობაში თითოეული ჩვენგანი ძალიან ბევრჯერ ვარღვევთ მოძრაობის წესებს. მაგალითად,
როცა ვხედავთ, რომ შუქნიშანზე წითელი ფერის ანთებამდე სამი წამია დარჩენილი, მაინც ვკვეთთ გზაჯვარედინს.

კარგად ვიცით, რომ ამან შესაძლოა საცობი გამოიწვიოს, მაგრამ მაინც გავდივართ... ისიც უნდა აღინიშნოს, რომ პატრული ადრე უფრო არეგულირებდა მოძრაობის წესებს, ვიდრე ახლა და საცობის განტვირთვაზეც ნაკლებად ზრუნავს.

ბევრჯერ მინახავს ავტობუსის გაჩერებაზე ჩამწკრივებული ავტომობილებიც. თუმცა, ისეთ შემთხვევაშიც კი, როდესაც ავტობუსის გაჩერებაზე ავტომობილები არ დგას, ხშირად ავტობუსის მძღოლი მაინც მეორე ზოლში აჩერებს... იგივე პრობლემაა სამარშრუტო ტაქსების შემთხვევაშიც - ისინიც პირდაპირ შუა გზაზე უჩერებენ მგზავრებს.

ამ პრობლემების მოსაგვარებლად, აუცილებელია მოძრაობის წესების დამრღვევის დაჯარიმება.  წლების წინ უსაფრთხოების ღვედს არავინ იკეთებდა, სანამ არ დააწესეს ჯარიმა.
რომში, მილანსა და ბევრ ევროპულ ქალაქში, სადაც ვიწრო ქუჩებია, საერთოდ ვერ ნახავთ დიდ ავტომობილს, იგივე "ლენდკრუიზერსა" და "პრადოს", რომელიც ორი ავტომობილის ადგილს იკავებს.

- გამოცდა (პრაქტიკას ვგულისხმობ), მართვის მოწმობის ასაღებად, ქალაქში რომ ტარდებოდეს, ალბათ, მომავალი მძღოლი უფრო მობილიზებული იქნებოდა...
- სხვათა შორის, ვიცი, რომ შს სამინისტროს მომსახურების სააგენტო აპირებს მართვის მოწმობის გამოცდის პრაქტიკული ნაწილის ქალაქში გადმოტანას, რაც ძალიან  კარგი იქნება...

- ისევ საცობებს რომ დავუბრუნდეთ, ხშირად მისი გამომწვევი მიზეზი პარკინგიც არის...
- არასწორად პარკირებული ავტომობილი საცობების გამომწვევი ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. წლების წინ ლაპარაკი იყო მიწისქვეშა პარკინგებზე, თუმცა იმდენად ძვირი სიამოვნებაა, რომ მისი განხორციელება კიდევ რამდენი წლით გადაიდო, არავინ იცის... ავტომობილების მატებასთან ერთად, კიდევ უფრო შემაწუხებელი გახდება საცობები...

P.S.  ყოველდღიურად სულ უფრო გაუსაძლისი ხდება საცობში დგომა, როდემდე გაგრძელდება ეს, არავინ იცის.

თორნიკე ყაჯრიშვილი
temo
27 ოქტომბერი 2014 12:54
ამ პრობლემის მოგვარება ადვილად შეიზლება, უნდა იქნეს მიღებული კანონი რომელიც აკრძალავს მარჯვენა საჭიანი ავტომობილების შემოყვანას, რაც სემოსულია შემოსულია და ახალი აღარ დაემატება, ეს საჭიროა იმისთვის რომ ავარიულ სიტუაციებს ქმნიან, ტან კაპიკები ღირს და ყველა ყიდულობს და გაივსო ქვეყანა და მოძრაობა აღარ შეიძლება, მეორე ასევე უნდა დადგინდეს ზღვარი წლოვანებაზე რომ გარკვეული წლოვანების მაქნანების სეოსვლა უნდა აიკრძალოს და მოგვარდება სიტუაცია
dato
25 ოქტომბერი 2014 18:33
არ მესმის რა საჭიროა ეს ლუწი და კენტი ეგ ადამიანებს სერიოზულ პრობლემას შეუქმნის ტვინის დატანებაა საჭირო მეტი არაფერი არის სულ რამდენიმე პრობლემა პირველი ხუთსართულიან კორპუსებს ანგრევენ და თხუთმეტიანს აშენებენ გმირთამოედანი სუფთა სისულელეა რაც გაკეთდა აშკარაა რომ ვაგზლის მხრიდან მიმავალ მანქანებს ჭირდებათპირდაპირი გადასვლა ვარაზის ხევზე ხოლო რაც შეხება კენტს და ლუწს მეორე მანქანას ვიყიდი და ხან ერთით ვივლი და ხან მეორეთი და ესე იზავს ბევრი ადამიანი რაც კიდევ დამატებიტ პარკირების პრობლემას შექმნის
მარიკა
25 ოქტომბერი 2014 15:33
პარკირების პრობლემა თუ არ მოგვარდა საცობები კიდევ უფრო მოიმატებს. მანქანების ამხელა ნაკადის დარეგულირებაცაა საჭირო. მეც ვიდექი ანალოგიუ რაცობში, სამსახურიდან სახლამდე 12 კმ.ის გავლას 1,5 საათი მოვუნდი. მძღოლი იგონებდა, რომ კომუნისტების დროს შეზღუდვები დაწესდა:კენტ ნომრიანი მანქანები კენტ დღეებში უნდა გამოსულიყვნენ, ლუწ ნომრიანი ლუწ დღეებში. არ ვიცი მართალია თუ არა, მაგრამ ახლა ეს ნამდვილად არ გვაწყენდა. ბოლო ბოლო სასაწრაფო ვერ მოძრაობ, ვინმე ხომ არ ინდა იმსხვერპლოს ამ გაუთავებელმა საცობებმა!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები