"ჩვენთვის 15 ლარი დიდი ფულია; დღეში 20 პური მაინც მჭირდება და ყიდვა ხომ უნდა"
20-10-2014
"ჩვენთვის 15 ლარი დიდი ფულია; დღეში 20 პური მაინც მჭირდება და ყიდვა ხომ უნდა"
"თუ ნახირში არ წავედით, პური არ გვექნება"

"უფასო სასადილოში არ მიგვიღეს, - ბევრნი ხართ და უფასოდ ვერ გაჭმევთო"


- გამჯაშვილები სად ცხოვრობენ? - ვეკითხები ბიჭუნას სოფელ გლდანში, თან იქაურობას თვალს ვავლებ.
- რომელი, დეიდა, 12 ბავშვი რომ ჰყავთ? ეგენი ყველაზე ღარიბები არიან! - მიხსნის პატარა და მაკვირდება, - ეტყობა, გამჯაშვილებს აქ უცხო არასოდეს არავინ კითხულობს, - ამ გზას გაჰყევით, სადაც ყველაზე ცუდი სახლი შეგხვდებათ, ის არის, - მითითებს და მერე
უცებ ამატებს:  - კარგი, მე წამოგყვებით, მაგრამ იქ რატომ მიდიხართ?
- მათზე ალბათ რაიმეს დავწერ, - ვეუბნები ბიჭუნას. ამასობაში გამჯაშვილების სადგომსაც მივადექით - ჩამოქცეული სახლი, ეზოში აზელილი ტალახი და ნაკელი, აქეთ-იქით გაფანტული საქონელი და ბავშვები.

- აი, დეიდა, ეს არის, - მეუბნება ბიჭი, თან იქვე
მდგარ ცხენს მხიარულად უვლის გარშემო... ამასობაში ბავშვების დედა ბოსლიდან გამოდის:

- თუკი პირუტყვი თქვენია, ესე იგი, შიმშილით არ დაიხოცებით-მეთქი. ის კი მშვიდად მეუბნება:
- ყველა ვშრომობთ... თუ ნახირში არ წავედით და ფული არ ავიღეთ, შინ პური არ გვექნება. აქ ბევრს ჰყავს საქონელი, საძოვარზე მორიგეობით გაჰყავთ, ზოგჯერ რომელიმე მორიგე რომ ვერ ახერხებს საძოვარზე წასვლას, ჩემს შვილებს თავის მაგივრად უშვებს და ამაში 15 ლარს აძლევენ. 8 ბიჭი მყავს და 4 გოგო. ბიჭები ყველანი ნახირში დადიან, ყველაზე უმცროსიც. ერთი ბიჭი დაოჯახებულია. ბინა იქირავა. ისიც შრომობს, მაგრამ ზოგჯერ ქირის ფულს რომ ვერ იხდის, ისევ ჩვენ ვეხმარებით. ბოსელი ამიტომაც ავაშენეთ. თითოს მოვლაში თვეში 50 ლარს გვიხდიან.

- მცირეწლოვანი ბავშვი მთელ დღეს პირუტყვთან ზამთარ-ზაფხულ მარტოდმარტო როგორ ძლებს? ჭამა არ უნდა, ან დასვენება?!

- ნეტა სამუშაო იყოს და შეჩვეულები არიან, - საჭმელად ხან პური და პომიდორი მიაქვთ, ხან პური და კარტოფილი. ჩვენთვის 15 ლარი დიდი ფულია; დღეში 20 პური მაინც მჭირდება და ყიდვა ხომ უნდა. სოციალური დახმარება გვაქვს, მაგრამ ეს რას ეყოფა, - უფასო სასადილოშიც კი არ მიგვიღეს, - ბევრნი ხართ და უფასოდ ვერ გაჭმევთო. ვის არ მივმართე, მაგრამ, არ გამოვიდა ეს საქმე. არადა, დღეში ერთხელ მაინც ცხელი კერძი რომ წამოგვეღო, ცოტა შვება გვექნებოდა.
ერთმანეთზე უკეთესი შვილები მყავს, არავის იმედად არ გამიჩენია არც ერთი, მაგრამ სახელმწიფო ნუთუ არ შეიძლება დაფიქრდეს, ერი რომ მრავლდება, ამას გვერდში დგომა სჭირდება. აბა, სხვას უკეთესს რას აკეთებენ?!

- ბინის გამო თუ შეაწუხეთ ვინმე? რაც გიდგათ, იმას სახლი არ ჰქვია...
- ვერც ერქმევა, მაგრამ ეგ სახლი მამამთილმა აგვიშენა და იმან მეტი ვერ შეძლო. ვერც ჩვენ შევძელით... ვითომ ორსართულიანი სახლი გვიდგას, მაგრამ პირველ სართულზე მარტო მიწაა, მეორე სართულზე სულ ორი ოთახი. ერთში, ჩემს შვილებს სძინავთ,  მეორე ოთახში - რომელსაც კარი არ აქვს, მე და ჩემს ქმარს 2 წლის წინ, არჩევნებისას, ხელისუფლებამ დამპალი ფანჯრები გამოგვიცვალა. მეორე სართულიდან პირველზე ჩასასვლელად შიგნით კიბე გვქონდა, ახალმა ხელისუფლებამ დაიჟინა, - გინდა თუ არა, ამ ადგილას იატაკი უნდა დაგიგოთო და კიბე სახლს გარედან მიადგეს. იმ დალოცვილებს ვეხვეწე, - ხის კიბის ღია ცის ქვეშ გამოტანა არ შეიძლება, დასველდება და ბავშვები კისერს მოიტეხენ-მეთქი. არ დამიჯერეს. ახლა ზედ ბავშვები პანტაპუნტით ცვივიან. მეც ფეხი დამისხლტა, დავიჟეჟე და ერთი თვე ვიწექი. ყველაზე მეტად ნაბოლარა ტყუპის მეშინია - რაიმე არ დაიშავონ, მარიამი და ანი 4 წლისანი არიან.

ორივენი ძალიან ნიჭიერები არიან, ბაღის მასწავლებლები მეუბნებიან ასე. ნეტავ განათლება მაგათ მაინც მივცე...
მე  ჩემი შვილებით არავინ შემიწუხებია და არც ქუჩაში ვმათხოვრობ, მთელი ოჯახი ვშრომობთ... კი, ყველაფერი გვაკლია, მაგრამ იმისთანა სიმდიდრე, ჩემს შვილებს რომ აქვთ, - ერთმანეთი ჰყავთ, ბევრს არავის ექნება - 12 დედმამიშვილი არიან.

- არ გაწუხებთ, ბავშვები რომ რამეს ნატრულობენ და ვერ ყიდულობთ?
- ეგ რომელ დედას არ შეაწუხებს... უფროსები ჭკვიანები არიან და უსიტყვოდ ითმენენ ყველაფერს; მაგრამ მარიამმა და ანიმ იციან ტირილი - კანფეტი გვინდაო და მეც მაღაზიიდან ნისიად მომაქვს, მერე ერთად ვიხდი ვალს, ყველა ნისიად გვაძლევს ყველაფერს; იციან, რომ არ მოვატყუებ და ფულს მივიტან,
- მითხრა ლალი გამჯაშვილმა. მერე ბოდიში მომიხადა, - შეღამებულია და ბავშვებს უნდა დავუძახოო და თავისი  ულამაზესი ბავშვების შესაგროვებლად წავიდა. პატარები ტირილით შემოიყვანა, - მეზობელს ხინკალზე დაუპატიჟია, მაგრამ ღამდებოდა და წამოვიყვანეო. მერე ისინი შინ დატოვა და დანარჩენების მოსაძებნად გაემართა. ტყუპი ისე გულამოსკვნილი ტიროდა, გული მომიკვდა და დავპირდი, - თუ აღარ იტირებთ, კანფეტებს გიყიდით-მეთქი. ნაწვიმარზე გამოსულ ცისარტყელასავით გაუბრწყინდათ თვალები. მე, ანი და მარიამი კანფეტების საყიდლად წავედით. გზაზე მათი 4 ძმა წამოგვეწია. ასე იქცა ანი და მარიამი ექვსად და მეც ფულის თვლა თავიდან დავიწყე....

ამ მშრომელი ოჯახიდან წამოსულს სევდა წამომყვა, - ეს  ბავშვები დახმარებას არავის სთხოვენ, მაგრამ დახმარება სჭირდებათ...

P.S. იმედია, ამ წერილს შესაბამისი ორგანოების მხრიდან გამოხმაურება მოჰყვება. მათი ანგარიშია:
"საქართველოს ბანკი"
კოდი: BAGAGE22;
მიმღები: გამჯაშვილი ლალი
მიმღების ანგარიშის ნომერი: GE60BG0000000791045400

ტელ:  595 48 50 58 გამჯაშვილი ლალი

ana
09 ნოემბერი 2014 19:56
მე 4 შვილი მკავს და რო მეუბნებიან რაამბავია რტ გინდოდაო გული მიკვდება,კოჰაგ რო ააასეტი კრგი სჰვილები კავს და ტან 12 ზოგი ერტის აგზრდს ვერ ახერეხებს,გმერის ცალიტ კველაპერი კაარგდ იქნება
zviadi
01 ნოემბერი 2014 10:19
gio ს კარგო კაცო ამ ხალხს კარგად რომ ეცხოვრათ აბორტი უნდა გაეკეთებინათ? როდესაც აბორტის გამკეთებსლი მშობელი აცნობიერებს რომ შვილი მუცელში მოკლა , მისი ყველა ბედნიერება ამ ლაქით იჩრდილება. ბედნიერება შვილის მკვლელობის ხარჯზე - ხომ სრული აბსურდია?

ვალე
26 ოქტომბერი 2014 11:30
gio-ს და სხვა ბავშვთმოძულეებს ეგ ქალბატონი ბავშებს კი არ აშიმშილებს შრომას აჩვევს მაშინ როცა თქვენ კლავიატურაზე ხელებს აკაკუნებთ მთელი დღე. ასწავლის თავისი თავი, როგორ არჩინონ და იმას ეჩვევიან , რომ თქვენს მიერ არჩეული უნიათო მთავრობების და ტქვენი იმედი არ უნდა ჰქონდეთ

რედაქტორის რჩევით