ვერიკო ტურაშვილი ბავშვს ქმრის გარეშე აჩენს
03-11-2014
ვერიკო ტურაშვილი ბავშვს ქმრის გარეშე აჩენს
"როგორც ჩანს, მე და ლაშამ ერთმანეთი დავღალეთ. შესაძლოა, მომავალში ყველაფერი შეიცვალოს... მე სხვა ოჯახში ვარ  გაზრდილი, ჩვენ ძალიან განსხვავებული ხასიათი გვაქვს - მე რაღაცებს მეტად  ვუღრმავდები, ის - ნაკლებად..."

ბოლო დროს მომღერალი ვერიკო ტურაშვილი საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა - ის ბიჭის დედა ხდება ქორწინებისა და ტრადიციული ადათ-წესების გარეშე. ბავშვის მამა ლაშა ნაკაიძეა. ვერიკო მასზე ხუთი წლით უფროსია. წყვილმა ერთად სამი წელი გაატარა, დაშორების მიზეზი კი მათი განსხვავებული ხასიათი აღმოჩნდა.


ვერიკო
ტურაშვილი:
- ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა ის არის, რომ შვილს ველოდები. ბედნიერი ვარ, 11 წლის შემდეგ კვლავ ვხდები დედა... ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი ნამდვილად არ მქონია, ასე მოხდა და ვერაფერს შევცვლი... 

- რატომ ვერ შედგა თქვენი წყვილი?

- როგორც ჩანს, ერთმანეთი დავღალეთ. შესაძლოა, მომავალში ყველაფერი შეიცვალოს...

- ახლა როგორი ურთიერთობა გაქვთ?
- რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, მე და ლაშას არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს.

- თქვით, რომ ის რაღაც საკითხებს ზედაპირულად უყურებდა...
- რადგან ასე ვთქვი, ასეც იყო. მე აბსოლუტურად სხვა ადამიანი ვარ, სხვა ოჯახში გაზრდილი. ჩვენ ძალიან განსხვავებული ხასიათი გვაქვს. მე რაღაცებს მეტად  ვუღრმავდები, ის - ნაკლებად...

- როგორი იყო საზოგადოების რეაქცია?
- რაც მთავარია, ოჯახი გვერდით დამიდგა და ეს ყველაზე მნიშვნელოვნია. რაც შეეხება საზოგადოებას, მგონი, ამაში საგანგაშოს ვერაფერს ხედავენ. რა თქმა უნდა, იყო აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ დღეს ასეთ საკითხებზე ისე აღარ ამახვილებენ ყურადღებას, როგორც ადრე... არა მგონია, რომ დღეს უქმროდ შვილის გაჩენა პრობლემა იყოს...

- ბავშვის სქესი უკვე ცნობილია?
- რამდენჯერმე ვიყავი ექიმთან. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ მგონი, ბიჭის დედა გავხდები.

- ბოლო დროს ქალებზე ძალადობის  ფაქტები გახშირდა, რას იტყვით ამაზე?
- ეს ადრეც ხდებოდა, რამდენიმე  წლის წინაც და ჩემს ბავშვობაშიც, უბრალოდ, ქალებმა ახლა ამოიღეს ხმა. ვფიქრობ, რა მიზეზიც უნდა არსებობდეს, ეჭვიანობა თუ სხვა, ქალზე ძალადობა დანაშაულია და დამნაშავე მკაცრად უნდა დაისაჯოს! ეს საზარელი ფაქტები ძირითადად, ეჭვიანობის გამო ხდება. ვფიქრობ, ჩვენი საზოგადოება ფსიქიკური აშლილობის ზღვარზეა და ამის შედეგია ის, რაც ქვეყანაში ხდება...

- თქვენს შემოქმედებაში თუ არის სიახლე?

- ახლა მხოლოდ მომავალ შვილზე ვარ გადართული, მაგრამ როცა ამის დრო მოვა, აუცილებლად განვაგრძობ ჩემს საქმეს.  სახლში ჩაჯდომას არ ვაპირებ...

ქეთი საგინაშვილი
lika
15 ნოემბერი 2014 20:07
ცოდოა ბავშვი უმამოდ.....
mar92-s
11 ნოემბერი 2014 12:41
მარი ეს შენისთანა ვაი-თანამედროვეებს ჰგონიათ რომ ევროპაში მსგავს რაღაცეებს კრიტიკულად არ უდგებიან!!

ოჯახური გარემოს დანგრევა და გენერაციების ერთმანეთთან დაშორება შენ ტამაში გგონია??ოჯახი რომ არ არსებობდეს უნდა გამოიგონოს ადამიანმა!! ევროპასი საშინელი სიტუაციაა, ვინ ვისი დედაა და ვინ ვისი მამა კაციშვილმა არ იცის, ამის შედეგი კი ფრუსტრირებული ახალგაზრდობა, აგრესიული, უგულო და ეგოისტი თაობაა!!

თუ სადმე ევროპაში ნორმალური ფსიქოლოგი და პედაგოგი შემორჩა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ოჯახის კულტის დანგრევა არის კატასტროფა! დედა, მამა, და-ძმა, ბებია-ბაბუის როლი ბავშვის აღზრდა-ადამიანობაზე ძალიან დიდ გავლენას ახდენს! ამდენი პარტნიორის და ქმრების ცვლა უარყოფითად მოქმედებს ბავშვის ფსიქიკაზე! დედებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ გათხოვება და შვილის გაჩენა თამაში არაა და ცხოვრებასი კომპრომისზე წასვლა არ ნიშნავს იმას, რომ "დაჩაგრული", "ოჯახის ქალი" და "არარეალიზირებულია".დღევანდელ დროში მრავალშვილიან ოჯახებს დაცინიან, ან კიდე ქალი რომელიც ოჯახს უვლის და შვილებს ზრდის "უსქმურია", არადა ზუსტად დედას აქვს შვილის აღზრდაზე ყველაზე დიდი გავლენა!! ცოტა დაფიქრდით-ხოლმე რმ დაახლით უაზრო კომენტარებს!არავინ იცის ტურაშვილის ბავშვი რა აზრზე იქნება , როცა უმამოდ გაიზრდება და ვინ იცის ქალბატონ ტურაშვილს კიდე რამდენი "სიყვარული" მოუკაკუნებს კარზე!...დაღუპა ევროპა ამ არაავტორიტეტულმა და "პაჩვორკ"-ოჯახებმა!!
mar92
08 ნოემბერი 2014 13:12
ჭურალისტებო როგორ იცით ყოველთვის კრიტიკული სათარებოის დაწერა სყტატიებზე ჯერ ერთი ვერიკო ბაVსვი არააა და მისი გადასაწყვეტია ქმრის გარშე გააჩენს თუ ქმრიანად ზრდა სრული ქალია რო გაიძახით ევროპა გვინდაო იქ ევროპაში ქართველებივცით არავის უკვირს უქმროთ ბავშვის გაჩენეა და არც ცვენსავით უარყოფითად ლაოპარაკობენ ამ თემაზე დავრწმუნდი რომ ჩვენ მენტალიტეეტს არასფრროს არაფერი არ ეშველება რადგან ჩვენ თვიტონ ვაღტ ქართველ;ები ესეთი უარყოფითი ერი.

რედაქტორის რჩევით