"არც შეერთებულ შტატებს, არც რუსეთს საქართველო არ უყვარს!"
29-12-2014
"არც შეერთებულ შტატებს, არც რუსეთს საქართველო არ უყვარს!"
"არ შეიძლება პუშკინის სიყვარულის გამო, შეეგუო და დაინდო რუსული იმპერიალიზმი! ისევე, როგორც არ შეიძლება ჰემინგუეის სიყვარულის გამო აშშ-ის მმართველი წრეების მონად იქცე!"

12 იანვარს მკითხველი "კვირის პალიტრის" 20-წლიანი ქრონიკის მიხედვით შედგენილი "ჩვენი ეპოქის" ხუთტომეულის მეორე ტომს იხილავს. ეს წიგნი შესანიშნავი საჩუქარია ყველასთვის, ვისაც სურს, თვალი გადაავლოს წარსულს, რათა უკეთესად გაისარჯოს მომავლისთვის. მცდარი ნაბიჯი ისევ რომ არ გადადგა, კარგად უნდა გახსოვდეს პირველი...

"ჩვენი ეპოქის" II ტომში სხვა საინტერესო წერილებთან ერთად ამერიკაში
მცხოვრები ცნობილი ქართველი ჟურნალისტის, მელორ სტურუას ინტერვიუს გთავაზობთ, რომელიც "კვირის პალიტრამ" 2001 წლის იანვარშDი ჩაწერა. ინტერვიუ სავსეა სამშობლოზე ფიქრით და ანალიზით, თუ როგორ შეიძლებოდა ვყოფილიყავით დღეს უფრო უკეთ, ან სულაც ძალიან კარგად, დამოუკიდებელი და ძლიერი ქვეყნის იმიჯით. სამწუხაროდ, დღესაც პრობლემაა ის, რაც 14 წლის წინ
უპირველესი საზრუნავი იყო საქართველოსთვის. ამიტომაც უახლესი წარსულის დღევანდელობასთან შედარებისას ბევრ პარალელს გაავლებთ...
აი, რას ფიქრობდა მელორ სტურუა, როდესაც აშშ-ის ხელისუფლებაში ახალი ადმინისტრაცია მოვიდა, რომლისგანაც საქართველო დიდ მხარდაჭერას ელოდა...


მელორ სტურუა: "უწინარესად, უნდა გავიაზროთ და შევიგნოთ, რომ არც შეერთებულ შტატებს, არც რუსეთს საქართველო არ უყვარს! მათთვის საქართველო არის Hფპვტყყფზ ვჯყტნფ დიდ გეოპოლიტიკურ თამაშში. საქართველომ ეს უნდა იცოდეს და არ უნდა იკვებებოდეს ილუზიებით, რომ უცებ კვლავ წარმოიქმნება რაღაცნაირი ქართულ-რუსული სიყვარული, რომ გაჩნდება ახალი ქართულ-ამერიკული სიყვარული. წარმოუდგენელია ასეთი სიყვარული და მას არც უნდა ველოდოთ! მეტიც, არ უნდა ველოდოთ დახმარებასაც. საჭიროა მხოლოდ თამაში აშშ-რუსეთის დაპირისპირებაზე.

ეს არის ერთადერთი კოზირი, რომელიც ხელთ აქვს საქართველოს პოლიტიკური თვალსაზრისით. რამდენად მოქნილად გავათამაშებთ ამ კოზირს, მასზე იქნება დამოკიდებული ის, თუ რა სასარგებლო დივიდენდებს მივიღებთ აშშ-რუსეთის ურთიერთწინააღმდეგობებიდან გამომდინარე. ამიტომ, დღეს, მხოლოდ ერთი კრიტერიუმით უნდა ვხელმძღვანელობდეთ - რა არის კარგი და სასარგებლო საქართველოსთვის! ხოლო იმედი და აქცენტის გადატანა იმაზე, რომ ჩვენ მაქსიმალურად გამოვწუროთ ამერიკა, არ შეიძლება. ისინი ზუსტად იმდენ დახმარებას მოგვცემენ, რამდენიც მათ სჭირდებათ იმის საგარანტიოდ, რომ რუსებთან არ გადავბარგდეთ და არავითარ შემთხვევაში მეტს არ გადმოგვიგდებენ. სწორედ ამიტომ, ისინი იმდენს მოგვცემენ, რომ ჩვენ კარგა ხნის მანძილზე ვიყოთ ნახევრად მშივრები, ანუ არ ვიყოთ არც მშივრები, არც მაძღრები. თუ ჩვენ მაძღრად ვიქნებით, საქართველოს იმდენად აღარ დასჭირდება ამერიკა, როგორც დღეს. ხოლო თუ ვიშიმშილებთ, რუსებთან გავიქცევით. ეს იციან ამერიკაშიც და რუსეთშიც. ისინი ძალიან ცინიკურად უდგებიან საქართველოს. ამიტომ, ჩვენი მხრიდან მორალურად გამართლებული იქნება ის, თუ ასევე ცინიკური და ირაციონალური დამოკიდებულება გვექნება მოსკოვის მიმართაც და ვაშინგტონის მიმართაც! ამას ვაცხადებ პირადი გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან საქართველოს შესახებ ბევრი საუბარი მქონია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპერტებთან და რუსეთის ლიდერებთან.

ყველა საუბრისას, განსაკუთრებით რუსების მხრიდან თქმული ქართულ-რუსული ისტორიული მეგობრობის შესახებ, იმაზე, თუ როგორი ახლო ურთიერთობები ჰქონდათ ჩვენს დიდ მწერლებს, ეს, რა თქმა უნდა, მართალია, მაგრამ საქმეც ის არის, რომ თავად დიდი რუსი მწერლები ხომ ებრძოდნენ ცარიზმს, კომუნიზმს! ბევრი მათგანი დახვრეტილ-რეპრესირებულია. ასე რომ, არ შეიძლება პუშკინის სიყვარულის გამო, შეეგუო და დაინდო რუსული იმპერიალიზმი! ისევე, როგორც არ შეიძლება ჰემინგუეის სიყვარულის გამო აშშ-ის მმართველი წრეების მონად იქცე! ჩვენ შეგვიძლია გვიყვარდეს პუშკინი, გვიყვარდეს ჰემინგუეი, მაგრამ ყველაზე მეტად საკუთარი ქვეყანა და ხალხი უნდა გვიყვარდეს! ამ ინტერესებით უნდა ვხელმძღვანელობდეთ. იმის იმედიც, რომ ვთქვათ, საქართველოზე ნავთობსადენის გატარება გადაწყვეტს ჩვენს ეკონომიკურ პრობლემებს, ოცნების სფერო და შესაბამისად, შეცდომაა. რა თქმა უნდა, ეს პროექტი რაღაც მოგებას მოგვიტანს, მაგრამ იმედი, რომ მთელი ქვეყანა მიუჯდება ამ ნავთობსადენს, სადაც მიედინება უზარმაზარი სიმდიდრე და მისი ნამცეცებით გამოიკვებება, ეკონომიკურადაც საზიანოა და დამღუპველია ფსიქოლოგიურად. ასეთი მიდგომა გაგვხრწნის და გამოგვფიტავს მორალურად".

ამას ამბობდა მელორ სტურუა 14 წლის წინ. თუმცა, მისი რჩევა არავის უღია ყურად და დღესაც ამერიკის იმედად ვცხოვრობთ, ან მასზე განაწყენებულს ე.წ. მეორე, დემოკრატიული რუსეთის იმედი გვაქვს, იმ რუსეთის, რომლის არსებობა ყველაზე პროგრესულად მოაზროვნე რუსებისთვისაც კი ილუზიაა...  


ედუარდ შევარდნაძის პოლიტიკური რეჟიმის დასასრულით სრულდება "ჩვენი ეპოქის" მეორე ტომი. "შევარდნაძემ არჩევნები გააყალბა. დავიცავთ ჩვენს ხმებს, არაფრის გვეშინია... თუ შევარდნაძე არ გადადგამს გონივრულ ნაბიჯს, თუ შევარდნაძე ახლა მაინც არ განიმსჭვალება პასუხისმგებლობით, ის მოიმკის იმას, რასაც იმსახურებს ხალხისაგან!" - ამ მოწოდებებით ოპოზიციის ერთიანმა ფრონტმა ხელისუფლებასა და პრეზიდენტს შეუტიეს. შემდეგ იყო მცდელობა, მოლაპარაკების მაგიდას მისხდომოდნენ სახელმწიფოს პირველი პირი და ოპოზიციის ლიდერები. ხელისუფლებას მზად ჰყავდა სამხედრო ტექნიკა და მცირე პროვოკაციაც საკმარისი იყო რუსთაველის გამზირისა და თბილისის კიდევ ერთხელ სამოქალაქო ცეცხლის ალში გასახვევად. ხელისუფლება ზეწოლას განიცდიდა ყველა მხრიდან, შევარდნაძეს ურეკავდნენ ნატოდან სხეფერი, აშშ-დან გავლენიანი პოლიტიკური ფიგურები, მოითხოვდნენ, სისხლი არ დაეღვარა. ნატოს პირველი პირის მოთხოვნაზე - სისხლი არ დაღვაროთ, ჩვენ ოპოზიციას ვუჭერთ მხარსო, - გაბრაზებულმა პრეზიდენტმა მიუგო: "ალბათ, ვერ ხვდებით ვის ელაპარაკებით, ეს რომ მნდომოდა, მაშინ გავაკეთებდი, როდესაც მომიტინგეები პარლამენტში შემოიჭრნენ", - მიახალა სხეფერს და ნაწყენმა დაუგდო ყურმილი...

მათ, ვინც პარლამენტში შეიჭრა, მხარს უჭერდა "მილიონი გაბრაზებული", რომლებიც რაიონებიდან თბილისისკენ დაიძრნენ... საზოგადოების დიდი ნაწილი მხარს უჭერდა ოპოზიციას, ერთი ნაწილი კი "შპანას" უწოდებდა და მიაჩნდა, რომ მაშინდელი საზოგადოების უმრავლესობის არჩევანი სულაც არ იყო მომგებიანი. თუმცა, ამაზე "ჩვენი ეპოქის" დანარჩენ ტომებში ვისაუბრებთ...  


მეორე ტომი დასასრულითაც გაგაოცებთ, კიდევ უფრო გაგიმტკიცებთ აზრს, რომ სამწუხაროდ, საქართველოში მხოლოდ დრო გადის, პოლიტიკურ ცხოვრებაში კი პრობლემებს მავნე ტრადიციის სახე მიეცა.  
"ჩვენ სისხლი გამშრალი გვქონდა და ვეღარ დავღვრიდით, ამიტომ რევოლუცია გავახავერდ-ვარდ-ყვავილეთ", - ამ სიტყვებს  აწ გარდაცვლილი ოტია იოსელიანი ამბობს 2003 წლის ''"კვირის პალიტრაში". საგულისხმოა ამონარიდი მისი ინტერვიუდან:

"ნურავის ეგონება, რომ ის უტიფრები, ვისაც გუშინ ძალაუფლება ჰქონდა, ასე იოლად დათმობენ რამეს. ასი თვალი და ასი ყური უნდა გამოვისხათ, თორემ გგონიათ - ქვეყანა დავაქციეთო, დაიმორცხვებენ, ნაქურდალს დააბრუნებენ და მოსანანიებლად ბერმონაზვნად აღიკვეცებიან?! იმათ რაც დათესეს, ის მოიმკეს, ჩვენ ჩვენი დასათესი უნდა დავთესოთ. მარტო მათი დასჯა რას გვიშველის. ნურც იმის იმედი გვექნება, რომ ყველაფერი უცებ გამოსწორდება. სხვისი ხელით და ნაწყალობებ-ნამათხოვრებით კი არა, სახარებაში წერია: ოფლითა შენითა მოიპოვე პური შენიო... შენი ოფლითო და არა - ვიღაც კანადელის თუ ავსტრალიელისითო... შენი ოფლით შენს მიწაზე მოწეულ პურს აქვს შენი სისხლის და ჯიშის გადარჩენის ძალა, უნდა დავანებოთ თავი ვინცხეის ქვეყანაში ძუნძულს. იმათ კაი ქვეყანა თუ აქვთ, შენ კი არ აგიშენებია! ჩვენ რასაც დავთესავთ, მხოლოდ იმით დაპურების უფლება გვაქვს..."
გეცნოთ წარსული? სამწუხაროდ, ის ჯერაც აწმყოა.  


საჩუქარი "კვირის პალიტრის" მკითხველს

2015 წლის 5 იანვრიდან 18 აპრილამდე, ვიდრე გაზეთის 20 წლის იუბილე შესრულდება, ყოველ ორშაბათს გეძლევათ შანსი, ჯილდო მიიღოთ თქვენი საყვარელი გაზეთისგან. ყოველ ორშაბათს "კვირის პალიტრის" წარმომადგენელი გავა ქუჩაში, სხვადასხვა ადგილას იმოძრავებს და ვინც პირველი მოხვდება თვალში "კვირის პალიტრით" ხელში, საჩუქრებს გადასცემს. ეს მცირედია იმ სიყვარულისა და ერთგულებისთვის, რასაც 20 წელია, გვაგრძნობინებთ, ჩვენო მკითხველო. დასაჩუქრებულის ვინაობას და იმას, თუ რატომ არის "კვირის პალიტრა" მისი გაზეთი, ყოველ მომდევნო ნომერში შეიტყობთ. ნუ დაკარგავთ შანსს, მიიღოთ ჩვენი საჩუქარი...
ზაზა
30 დეკემბერი 2016 14:03
ასეთი ჭეშმარიტება მე დიდი.ხანია კი არა და,ალბათ არასდროს არ წამიკითხავს.რა თქმა უნდა,ჩვენ არავის არ ვუყვარვართ ისევე,როგორც ჩვენ არ გვიყვარს სხვა ერი... და საერთოდ,საკუთარი ერი გვიყვარს კი?
antibneleti
10 იანვარი 2015 11:06
რა შესაყვარებელი ჩვენ კი ვართ? ერთმანეთს ვჭამთ, ქვეყანას ვხრავთ, ზომა-წონა ჩვენ არ ვიცით არაფერში და არც სხვას ვუსმენთ! ყველა "პროფესორია" ყველაფერში და კუდი ყავარზე აქვს გადებული მშიერი იმერელი აზნაურივით. ასეთი ქვეყანა და ერი მეც შემზიზღდა დიდიხანია და სხვამ როგორ უნდა შეგვიყვაროს?
გიგილო
02 იანვარი 2015 16:54
თქვენ თვითონ არ გიყვართ ერთმანეთი და სხვას რატომ უნდა უყვარდე??? :DDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDDD

რედაქტორის რჩევით