ცნობილი თხები - "მიშაც თუ თხა იყო, არ ვიცოდი. აი, თურმე რატომ გარბოდა მარდად"
05-01-2015
ცნობილი თხები - "მიშაც თუ თხა იყო, არ ვიცოდი. აი, თურმე რატომ გარბოდა მარდად"
თხები მერყევი ხასიათისა და პერიოდულად პესიმიზმის შემოტევის გამო ხშირად ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ

ცხენის წელმა თვალის დახამხამებაში ჩაიქროლა და აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის წელმა შემოაბიჯა.
ასტროლოგების თქმით, თხის წელში დაბადებული ადამიანები არტისტიზმით, ელეგანტურობითა და კომუნიკაბელურობით გამოირჩევიან. თუმცა, მერყევი ხასიათისა და პერიოდულად პესიმიზმის შემოტევის გამო ხშირად ცუდი რეპუტაციით სარგებლობენ. მიუხედავად ამისა, თხას აქვს ქარიზმა და უნარი, თავი მოაწონოს ადამიანებს. თხას აქვს გემოვნება, ნიჭი და ბევრი დადებითი თვისება წარმატების მისაღწევად. ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი
თხის წელშია დაბადებული, თხები არიან მისი გუნდის წევრები სერგო რატიანი და მარიამ საჯაია.


- არ ვიცი, როგორ აღწერენ თხის წელში დაბადებულ ადამიანებს ასტროლოგები. ამიტომაც ვერ გეტყვით, ვგავარ თუ არა თხას, - გვეუბნება მარიამ საჯაია.

- როგორც მეგრელს, გეცოდინებათ, რომ სამეგრელოში დიდ სუფრაზე ხშირად შემოაქვთ ფეხზე
დამდგარი შემწვარი ციკანი.

- ჩემს ოჯახში მსგავსი რამ არასდროს მომხდარა. რა თხა და ჯიხვი, არც  ასტროლოგიისთვის არ მცალია, ამიტომ კითხვებზეც ვერ გიპასუხებთ. 

მარიამისგან განსხვავებით ენაწყლიანია ცნობილი თხა-კირჩხიბი ნანუკა ჟორჟოლიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ჰგავს თხას, უფრო სწორად, სადღაც ბეკეკასა და ვაცს შორის არის გაჭედილი.

- არც ძალიან ქალური ვარ და კაცურსაც ვერ იტყვით ჩემზე. ძალიან მაინტერესებს ასტროლოგია, ჩემი პირადი კალენდარიც მაქვს, ასტროლოგს შევადგენინე. არის დღეები, როდესაც დაძაბულობასა და კონფლიქტებს ვერიდები. არ გეგონოთ, ასტროლოგიურ კალენდარზე დამოკიდებული ვარ, უბრალოდ, მიმაჩნია, რომ ინფორმირებული ადამიანი შეიარაღებულია.

- თხა მფლანგველი, ჯიუტი, ზარმაცი და უწესრიგო ყოფილა.

- ალბათ, ვარ, თუმცა, ეს უფრო იმით არის განპირობებული, რომ ფულს არ ვითვლი და თუ ვინმე ფულს მთხოვს, დაუთვლელად შემიძლია გავცე. ჯიუტი ვარ, ოღონდ დაუდევარი არა და ძალიან ორგანიზებულიც. ზარმაცი ვიქნებოდი, მაგრამ საქმე არ მაძლევს საშუალებას. უფრო სწორად, ძალიან მომწონს ის საქმე, რომელსაც ვაკეთებ... არასწორად რომ შემერჩია საქმე, შესაძლოა, ზარმაცი ვყოფილიყავი.

- თხას ტყუილი არ უყვარს და იღბლიანიაო.
- ყოველთვის სიმართლეს ვამბობ. ამასთან, ძალიან ყურადღებიანიც ვარ და მომწონს, როდესაც ყველაფერი ვიცი ჩემი ოჯახის წევრების შესახებ.

- ჩვეულებრივ თხასთან რა დამოკიდებულება გაქვს?

- თხას ვერიდები, რადგან არ ვიცი, როდის ამიხტება. მეც არაპროგნოზირებადი ვარ ხოლმე, რადგან ხანდახან უმნიშვნელო რამეები მწყინს, მნიშვნელოვანზე კი რეაქცია არა მაქვს.

- იცოდი, რომ სააკაშვილიც თხის წელშია დაბადებული?
- უი, მიშაც თუ თხა იყო, არ ვიცოდი. აი, თურმე რატომ გარბოდა ბათუმში მარდად, "ცათამბჯენის" კიბეზე.

- როგორ შეხვდი ახალ წელს?
- ბოლო ორი წელი ირაკლი აქ არ არის, ამიტომ ახალ წელს შინ ვერ ვხვდები, არადა, ჩემთვის ახალი წელი იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ ოჯახის წევრები, ყველა ერთად ოჯახში ვხვდებით, მერე კი მეგობრებს ჩამოვუვლით ხოლმე.

თხის წელში დაბადებული ყოფილან ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, რომლებსაც ასტროლოგიაზე სასაუბროდ ჯერ არ სცალიათ, ცხენის წელს აცილებენ.

თხის წელში არის დაბადებული შოუბიზნესის ერთ-ერთი კაშკაშა პერსონა სტეფანე მღებრიშვილი:

- ჯიუტი არა ვარ, არც მერყევი და გაუწონასწორებელი, თუმცა, ბევრი რამ, რასაც ასტროლოგები „გვაბრალებენ, მეც მახასიათებს.

- ნანუკა ჟორჟოლიანს ეშინია ნამდვილი თხის, თქვენ?

- არ მეშინია, ცხოველები მიყვარს.

- ახალ წელს როგორ შეხვდი?
- მას შემდეგ, რაც 18 წელი შემისრულდა, ყოველ ახალ წელს ქუჩაში ვხვდები. წელს პირველად მომეცა  შანსი, 12 საათზე ოჯახის წევრებთან  შამპანურის ბოკალი მიმეჭახუნებინა, მერე კი კონცერტზე გავიქეცი.

- ვინ გინდა, ხოლმე რომ მეკვლედ გესტუმროს.
- ეს რა მკითხე, იმდენი ვინმე მინდა, რომ ჩემს კართან რიგი დადგება.

- მაინც?
- მადონა. ძალიან გამიხარდება, თუ ამ გიჟ ქალს დავინახავდი. არ ვიცი, მადონა რის წელს არის დაბადებული, მაგრამ ზოდიაქოთი ჩემსავით "ლომია".
lu
09 იანვარი 2015 19:15
სათაური რომ წავიკითხე, მეგონა მიშა მარდად გარბოდაო, ყუმბარის ხმაზე რომ გარბოდა, იმაზე იყო ლაპარაკი:)))))
pio
07 იანვარი 2015 11:54
მამულო, რა შუაშია ერთ დღეს დაბდება?
თხის წელია თხის დღე კი არა

სტალინი, თუ მართალა 1878 წელს დაიბადა, ვეფხვი გამოდის და არა თხა
mamulo
06 იანვარი 2015 16:41
მერე რა ავტორო,რისი თქმა გინდა?მიშა რომ თხაა?მიშა და სტალინი ერთ დღესაა დაბადებული-ე.ი. მიშა სტალინია?სტალინი კი თხაა?მოეშვით ამ უაზრო სტატიების წერას.

რედაქტორის რჩევით