"კვირის პალიტრის" საჩუქარი ერთგულ მკითხველს
12-01-2015
"კვირის პალიტრის" საჩუქარი ერთგულ მკითხველს
2015 წლის 5 იანვარი. მე და ჩემი ოპერატორი ქუჩაში ჩვენი გაზეთის ერთგულ მკითხველს ვეძებთ "კვირის პალიტრით" ხელში. რამდენიმეწუთიანი ლოდინის შემდეგ პრესის სტელაჟთან პირველი მკითხველი გამოჩნდა საყვარელი გაზეთის შესაძენად. როგორც აღმოჩნდა, გურამ ჩიქოვანი "კვირის პალიტრას" გამოსვლის დღიდან ადევნებს თვალს და მისი ყოველი ორშაბათი სწორედ "კვირის პალიტრის" შეძენით იწყება.

გურამ ჩიქოვანი: "კვირის პალიტრა" ჩემი ორშაბათის სტუმარია. ვიცი, რომ ძალიან ბევრი მკითხველი ჰყავს და ვიმედოვნებ, მომავალში მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება, რადგან გამორჩეულად საინტერესო
და  მრავალფეროვანი სტატიებია. როგორც ყველა ქართველს, პოლიტიკა მეც ყველაზე მეტად მაინტერესებს, რაც გაზეთში ობიექტურად არის წარმოჩენილი. დარწმუნებული ვარ, "კვირის პალიტრა" არასოდეს დაკარგავს თავის ნიშას და ქართულ ბაზარზე ყოველთვის ლიდერი იქნება".

იღბლიან მკითხველს "პალიტრამედიისგან"  საჩუქარი გადავეცით...
შეგახსენებთ, რომ
2015 წლის 5 იანვრიდან 18 აპრილამდე "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიების ფარგლებში, ყოველ ორშაბათს გეძლევათ შანსი, საჩუქარი მიიღოთ საყვარელი გაზეთისგან!
ყოველ ორშაბათს "კვირის პალიტრის" წარმომადგენელი გავა ქუჩაში, ქალაქის სხვადასხვა ადგილას, მოძებნის ადამიანს "კვირის პალიტრით" ხელში და სპეციალურად დაწესებულ საჩუქარს გადასცემს.

12 იანვარს "კვირის პალიტრა" კიდევ ერთ იღბლიან ადამიანს დააჯილდოებს. ნუ დაკარგავთ შანსს, მიიღოთ ჩვენი საჩუქარი...

თორნიკე ყაჯრიშვილი

იხილეთ ვიდეო palitratv.ge-ზე
nino
13 იანვარი 2015 21:57
chemi mshoblebis orshabatic kviris palitris kidvit ickeba. ogond isini raionshi arian cinascar ukvetaven da rogorc me vici fulsac chuqnian gamkidvels rom sheunaxos. kargi gazeti gaqvt. mec chemi mshoblebis rekomendaciit tqveni gazetis mkitxveli gavxdi da orshabats vcdilob internetit cavikitxo. kvelapers kargs gisurvebt.

რედაქტორის რჩევით