ვინ არის ტერორის "სცენარისტი"? - ევროპა უარესის მოლოდინშია
12-01-2015
ვინ არის ტერორის "სცენარისტი"? -  ევროპა უარესის მოლოდინშია
პარიზში ტერორისტების  ლიკვიდირების შემდეგ დრამა მხოლოდ ერთი შეხედვით დასრულდა - ევროპა უარესის მოლოდინშია. დიდი ბრიტანეთის საინფორმაციო საშუალებათა ცნობით, ტერორისტული დარტყმები მთელ ევროპაშია დაგეგმილი. საფრანგეთის ხელისუფლებაც წინასწარ გააფრთხილეს შესაძლო ტერაქტის შესახებ - ალჟირის სპეცსამსახურებმა ჯერ კიდევ 6 ნოემბერს აცნობეს, რომ  დარტყმას პირველად პარიზს მიაყენებდნენ. ინფორმაციას ფლობდა ლიბანის დაზვერვაც, რომელმაც ფრანგული მედიის ცნობით, ასევე გააფრთხილა საფრანგეთი, თუმცა...
ახლა, როდესაც  ტერაქტების განმეორების საფრთხე კვლავ არსებობს,  უმთავრეს კითხვად რჩება, ვინ არის ტერორის "სცენარისტი"?

ტრაგედიის
დატრიალებისთანავე ითქვა, რომ ტერორისტები ჩეჩნეთის პრეზიდენტ კადიროვის მომხრეები იყვნენ. მოგვიანებით, ვიდრე ისინი პოლიციელების ტყვიას ემსხვერპლებოდნენ,  ფრანგულმა მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ერთმა თავდამსხმელმა, შარიფ კუაშმა, სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ მას "ალ-ქაიდა" აფინანსებდა. პარიზის აღმოსავლეთ გარეუბანში, ვენსენში მდებარე ქაშერულ (სადაც იყიდება ებრაული რიტუალური საკვები, სამოსი და საკულტო
ნივთები) სუპერმარკეტში შეჭრილი თავდამსხმელი ამედ კულიბალი კი აცხადებდა, რომ  წარმოადგენდა დაჯგუფება "ისლამურ სახელმწიფოს".

პოლიტოლოგი გიორგი კუჭავა მიიჩნევს, რომ პარიზული ტრაგედიის უკან რუსული კვალია:  - პუტინმა სამაგიერო გადაუხადა საფრანგეთს "მისტრალებისა" (პარიზმა რუსეთს "მისტრალების" გადაცემაზე უარი უთხრა) და ევროპულ ეკონომიკურ სანქციებში მონაწილეობის გამო. საფრანგეთის პრეზიდენტი მუდმივად ითხოვდა, შეერბილებინათ სანქციები რუსეთისთვის. ბრიტანეთის განცხადებაც, რომ ტერაქტები დაგეგმილია მთელ ევროპაში, ნიშნავს იმას, რომ პუტინი ცდილობს, ისლამისტების ხელით დაარღვიოს დასავლეთ ევროპის მოქალაქეთა მშვიდობა.  დასავლელი ექსპერტების დიდი ნაწილის აზრით, ტერორის თარიღი, 7 იანვარი, შემთხვევითი არ ყოფილა. ამ დღეს გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ლონდონში ხვდებოდა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კემერონს. მათ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, რომ მოუთმენლად ელიან ასთანაში (ყაზახეთი) 15 იანვარს დაგეგმილ კიევისა და მოსკოვის მოლაპარაკების შედეგებს. ამ ტერაქტით რუსეთმა ევროპას აგრძნობინა, რომ სჯობს საკუთარ ქვეყნებს მიხედონ, რომლის დედაქალაქები ტერორისტებისგან დაუცველია და ყოველ წამს შეიძლება გახდეს სამიზნე.

- ამბობენ, რომ ტერორისტები კადიროვის მომხრეები იყვნენ. ამასთან, კადიროვმა ხოდორკოვსკი პირად მტრად გამოაცხადა მას შემდეგ, რაც მან მედიას მოუწოდა, ფრანგულ ჟურნალში დაბეჭდილი კარიკატურები სოლიდარობის ნიშნად საკუთარ გამოცემებშიც გადაბეჭდონ.
- იმით, რომ ხოდორკოვსკის უპირისპირდება და ფაქტობრივად მოუწოდებს ტერორისტებს მისი ლიკვიდაციისკენ, კადიროვი ცდილობს, აამოს პუტინს. მას არ აქვს უფლება, სრულიად ისლამური სამყაროს სახელით ილაპარაკოს, რადგან არ არის სულიერი ლიდერი, მაგრამ ამ ფორმით ემუქრება მედიას - აბა, გაბედეთ და გადაბეჭდეთ კარიკატურები, "შარლი ებდოს" სოლიდარობისთვის თქვენც  ტერორს მიიღებთო.

- როგორ ფიქრობთ, გართულდება ევროპაში ჩეჩნების მიმართ დამოკიდებულება?

- მხოლოდ ჩეჩნებზე აქცენტის გაკეთება სისულელეა. 1989 წელს ჯერ კიდევ საბჭოთა კა-გე-ბემ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც ყოფილი სსრ კავშირიდან ემიგრანტებისა და ბიზნესმენების სახით  დასავლეთის საზოგადოებაში უნდა ჩანერგილიყო საბჭოთა-რუსული აგენტურა. მათ უნდა შეეღწიათ დასავლეთის ქვეყნების საზოგადოების ყველა ფენაში. თავდაპირველად ამოცანა მარტივი იყო: ეკეთებინათ ბიზნესი და დაემყარებინათ საჭირო კავშირები.  ევროპაში უამრავი ჩეჩენი ცხოვრობს, მათ შორის ბევრი კადიროველია ჩანერგილი. დასავლურ მედიაში კარგა ხანია გავრცელებულია ინფორმაცია, რომ რუსული სპეცსამსახურები აქტიურად მუშაობენ რაც შეიძლება მეტი გავლენიანი პირის გადაბირებისთვის, რის გამოც დააფინანსეს ევროპის პოლიტიკური პარტიები და ცალკეული ლიდერები. ფაქტობრივად, რუსეთი აკონტროლებს საფრანგეთს. 

ამ ტერაქტით პუტინმა ომი გამოუცხადა ევროკავშირს - ჰიბრიდული ომი დაიწყო ევროპასთან. ომს აწარმოებს არა რეგულარული არმია,  არამედ ფანატიკოსები, პარტიზანები, ტერორისტები. მისი აზრით, ტერაქტით პუტინმა ოლანდი დასაჯა და გაამყარა ულტრანაციონალისტი მარი ლე პენის პოზიცია. შეგახსენებთ, ლე პენმა პუტინისგან დიდი თანხა მიიღო, რაც არც უარყო და განაცხადა რომ ეს იყო კრედიტი, ვითომ ფული ვისესხეო!
ექსპერტების აზრით, ენერგომატარებლებზე ფასების ვარდნამ რუსეთის ბიუჯეტი დააზარალა, პუტინი ამიტომაც ცდილობს ძალადობით მოვლენების მისთვის სასურველი მიმართულებით წარმართვას.  ჩანს, გადაწყვიტა, ერთმანეთს დაუპირისპიროს ევროპაში მცხოვრები მიგრანტი მუსლიმები და ევროპის ქვეყნების ადგილობრივი მოსახლეობა. მინდა ოპტიმისტი ვიყო და ვიფიქრო, რომ პარიზის ტრაგედია რაღაც ახლის დასაწყისია, რომელიც არ უნდა დასრულდეს რუსეთისთვის სასარგებლოდ. ევროპამ არ უნდა წააგოს!
.
13 იანვარი 2015 07:21
სავსეა საფრანგეთი კალაშნიკოვით, პირადად რომ არ მენახა კიდევ ხო.... საქმე ისე მიდის, რომ მალე ჩავალთ სამშობლოში

რედაქტორის რჩევით