საშიში მძღოლები - ვინ აგებს პასუხს მგზავრთა უსაფრთხოებაზე
19-01-2015
საშიში მძღოლები - ვინ აგებს პასუხს მგზავრთა უსაფრთხოებაზე
"მძღოლებს ლამის 12-14 საათი უწევთ საჭესთან ჯდომა. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზიც ხშირ შემთხვევაში მათი გადაღლილობაა"

ბოლო პერიოდში მომხდარი რამდენიმე მძიმე ავარიის მიზეზი მძღოლთა ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო. საზოგადოების წარმომადგენლები სვამენ კითხვას - რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ მძღოლის ჯანმრთელობა კატასტროფის მიზეზი არ გახდეს. ამ საკითხზე  ფედერაციის პრეზიდენტი შალვა ოგბაიძე გვესაუბრება:


- საქართველოს კანონმდებლობით, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება მართვის მოწმობის აღებამდეა სავალდებულო - მხედველობა, ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა და ფერთა გ
ამის აღქმის ხარისხი სწორედ ამ დროს მოწმდება. გათვალისწინებულია ვერბალური გასაუბრებაც, არის თუ არა ეპილეპტიკი ან კარგავს თუ არა ხშირად გონებას... ნარკოლოგიური მდგომარეობა მხოლოდ გონივრული ეჭვის საფუძველზე მოწმდება...

- საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლების უმრავლესობა შუახნისაა და მართვის მოწმობა დიდი ხნის წინ აქვთ აღებული. ისიც ვიცით, რომ წლების წინ გასამრჯელოს სანაცვლოდ სასურველი
ჯანმრთელობის ცნობის მიღება შეეძლოთ.

- ძველი მართვის მოწმობები უვადოა, ახალს კი 15-წლიანი ვადა აქვს. მართალია, მძღოლს გამოცდის ჩაბარება არ უწევს, მაგრამ ჯანმრთელობის ცნობის განახლება ევალება... აბსოლუტურად მოუწესრიგებელია ტაქსების მიმოსვლის რეჟიმიც. ტაქსის მძღოლთა უმეტესობამ ქალაქის ქუჩებიც კი არ იცის... დღეს მძღოლს ტაქსისტობა ზუსტად იმდენი უჯდება, რაც ავტომობილზე დასამონტაჟებელი სპეციალური ყვითელი მანათობელი ღირს, ანუ დაახლოებით 5-10 ლარი.

- გამოდის, მხედველობადაქვეითებულ, მაღალწნევიან თუ სხვა დაავადების მქონე ადამიანს შეუძლია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მძღოლი გახდეს და მერია მას მოქალაქეების სიცოცხლეს ანდობს?

- დღეს მძღოლად მიღების ძირითადი კრიტერიუმი მართვის მოწმობაა, რაც ავტომატურად ფსიქოსა და ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობად ითვლება. მძღოლის სტაჟს, უნარ-ჩვევებსა თუ ექსტრემალურ პირობებში მოძრაობის რეაქციასაც არავინ აქცევს ყურადღებას.

ამ საკითხზე პასუხისმგებელი თბილისის მერიის მიერ დაფუძნებული შპს "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაა".

- მგზავრების უსაფრთხოებაზე პასუხს ვინ აგებს, მხოლოდ მძღოლი?
- ასე გამოდის.„მართალია, ფორმალურად, მაგრამ კომუნისტების დროსაც კი მძღოლს ყოველ დილით კოორდინაციის უნარსა და ვიზუალურ მდგომარეობას უმოწმებდნენ. მართალია, მაშინ ეს კორუფციის ბუდედ იქცა, მაგრამ არა მგონია, დღეს მსგავსი გარიგებების კანონიერად აღმოფხვრა პრობლემას წარმოადგენდეს.

- სხვა ქვეყნებში მსგავსი პრაქტიკა არ არსებობს?

- გერმანიაში, ავსტრიაში, ინგლისში და ა.შ. მძღოლის ჯანმრთელობა პრიორიტეტულია. ისინი სავალდებულო კონტროლს ყოველწლიურად გადიან. 

- ქართულ რეალობაში კიდევ ერთი პრობლემა სამუშაო გრაფიკია, მძღოლებს, ფაქტობრივად, 12-საათიან რეჟიმში უწევთ საჭესთან ჯდომა. გადაღლილი მძღოლის დასვენების საათებს შრომის კოდექსიც ვერ არეგულირებს?

- მძღოლები, რომლებსაც საერთაშორისო ტვირთები გადააქვთ, ან ერთი სახელმწიფოდან მეორეში მგზავრები გადაჰყავთ, ავტომატურად მძღოლის შრომისა და დასვენების პირობების განმსაზღვრელი კომისია "აეტრის" წევრები არიან. კომისიის დებულების მიხედვით, მძღოლმა მანქანა მხოლოდ რვა საათი უნდა მართოს, ისიც ხანმოკლე შესვენების პირობით. სამუშაო დღის დასრულების შემდეგ კი ვალდებულია კარგად გამოიძინოს. მძღოლის რეჟიმს სპეციალური მოწყობილობა აკონტროლებს, რომელიც ავტომობილშია დამონტაჟებული. მას შავ ყუთსაც უწოდებენ, რომელიც ადგენს გრაფიკს, რამდენი საათი იარა მძღოლმა, რამდენჯერ შეისვენა და ა.შ.

მსგავსი ვალდებულება შიდასაქალაქო ან ქვეყნის საქალაქთაშორისო გადაზიდვებზე არ ვრცელდება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სახელმწიფოს მძღოლის შრომის უზომო ექსპლუატაციის უფლება აქვს. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების მიზეზი ხშირად სწორედ ასეთი მიდგომა ხდება.
წინა ხელისუფლების დროს გაფორმებული ხელშეკრულების გამო, მძღოლებს ლამის 12-14 საათი უწევთ საჭესთან ჯდომა.

მაგალითად, ყვითელი სამარშრუტო ტაქსების შემომყვანმა კომპანიამ აიღო ვალდებულება ბოლო გაჩერებებზე, მძღოლისთვის ელემენტარული პირობები მოეწყო, რათა მას პირის დაბანისა და 5 წუთით წამოწოლის საშუალება ჰქონოდა. ეს პირობაც კი არ შესრულდა და დღეს მძღოლები საკუთარი ჯანმრთელობისა და ენერგიის უზომო ექსპლუატაციის ხარჯზე მუშაობენ.

მძღოლებს იმდენად მაღალი დღიური გეგმის შესრულება უწევთ, რომ თავდაუზოგავად მუშაობენ. ამასთან, ხშირად მგზავრებს ფეხზე აყენებენ და საწვავის დაზოგვის მიზნით არც კონდიციონერს რთავენ. კომპანიამ კეთილი ინებოს და მიკროავტობუსების შემოყვანის ხარჯის დაფარვის გეგმა ოთხის ნაცვლად, 5-6 წლამდე გაზარდოს. რაც შეეხება ავტობუსის მძღოლებს, ისინი ბევრად მძიმე მდგომარეობაში არიან - მოძველებულ ავტობუსებს, მეტიც, მოსიარულე ჯართებს მართავენ. ხალხით გადაჭედილ სალონში ხომ სუნთქვაც არ შეიძლება. დარწმუნებული ვარ, უმრავლესობა ელემენტარულ ტექდათვალიერებასაც ვერ გაივლის. არაფერს ვამბობ სალონის ესთეტიკურ მდგომარეობაზე.

რუსუდან შელია
77 marshutka
28 იანვარი 2015 13:27
მარშუტკა 77.გლდანი ნაძალადევის მარშრუტი, თუ სუსტი გული გაქვთ,არ გირჩევთ 77 ით მგზავრობას,არ დატოვეს ბავში და პენსიონერი ტრასაზე,ისეთი სიჩქარით დაჰქრიან და დაგრიალობენ,მიხეილ შუმახერი რა არი.....
XXX
25 იანვარი 2015 16:41
ეხლა რო მართვის მოწმობებს იღებენ რას ამბობთ ხომ იციან მანქანის მართვა. მარტო თეორიას რომ ექცება ყურადღება და მანქანის მართვას არა პირიქით რომ იყოს ხომ არ აჯობებდა?
ლაშა
22 იანვარი 2015 16:26
დავიდ78 სანამ მაგ დონემდე მივალთ ...

რედაქტორის რჩევით