გარყვნილების პროპაგანდის ანატომია - კვირის პალიტრა

გარყვნილების პროპაგანდის ანატომია

„კაცსა დასვრის უგულობა და დიაცსა ბოზი ნაცი*“

„ვეფხისტყაოსანი“

ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღების სიჩქარემ და ანტიდემოკრატიულობამ დააგვირგვინა საქართველოში დამყარებული დასავლური ლიბერალიზმის დიქტატურის ხელწერა.  პარლამენტში დაუმსახურებლად აღმოჩენილმა ნულოვანი რეიტინგის მქონე რესპუბლიკელებმა გააგრძელეს მოღვაწეობა ქვეყნის გარყვნისა და დეგრადაციის მიმართულებით. სხვა ტაქტიკით, მაგრამ იმავე სტრატეგიით.  მათმა მოჩვენებითმა კორექტულობამ უფრო დიდი ნაყოფი გამოიღო, ვიდრე ხალხის მაწამებელი სააკაშვილის ეპატაჟურმა ისტერიულობამ, როგორც საკანონმდებლო დონეზე, ასევე ეკლესიის პოზიციიების შევიწროების მიმართულებით. 

როგორც  აღმოჩნდა, საქართველოს არ ჰყავს ეროვნული იდეოლოგიისა და ინტერესების გამტარებელი პარლამენტი და ამის შედეგად – ნაწილობრივ მთავრობაც, თუმცა, ჯერჯერობით, იქ საქმე უკეთესადაა, ვიდრე პარლამენტში.  ბრტყელი შაბლონები, რომლებსაც ჩვენი ქვისსახიანი ახალი პოლიტიკოსები მანტრასავით იმეორებენ, გამოფატრული და უშინაარსოა.  „ქვეყნის ევროპული არჩევანი“, „ევროპული ზოგადსაკაცობრიო ღირებულებები“, „საერთაშორისო თანამეგობრობის ღირსეული წევრობა“, „საქართველოს ტრადიციებისა და ეკლესიის პატივისცემა“ და სხვა მსგავსი კლიშეები უმოწყალოდ იშიგნება თვიდან თვემდე და ყოველგვარ შინაარსს კარგავს მოსახლეობისათვის.

ამ ფუღურო მიდგომის განსაკუთრებული ლუსტრაცია ჯერ კიდევ შარშან ვიხილეთ, როდესაც მისი უწმინდესობის, როგორც ყოველთვის, ბრწყინვალე და მეტად საჭირბოროტო საშობაო ეპისტოლემ ჩვენი საზოგადოების ანტიეროვნულ და ანტიეკლესიურ მცირე, მაგრამ ყველაზე მიკროფონიან და ხმაურიან ნაწილში დიდი აყალმაყალი გამოიწვია.  სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების ვითომ მომხრეების მხრიდან ეს უკვე სასაცილო ტენდენციად იქცა:  აზრი ან ადამიანი, რომელსაც ისინი არ ეთანხმებიან, უმალვე ხდება მათი მხრიდან აგრესიისა და შეურაცხყოფის ობიექტი.  ამჯერად ნაყოფის მკვლელობის გზით განაყოფიერების ტექნოლოგიის ეკლესიური კრიტიკა გახდა მათი „შემწყნარებლობის“ გამოვლენის კიდევ ერთი საბაბი.

----------------------------

(*ნაცი - უკანალი)

საერთოდ, ბოლო 30-ოდე წლის განმავლობაში მსოფლიოს ზოგიერთ რეგიონში, კერძოდ კი დასავლეთის ქვეყნებში, გარყვნილების პროპაგანდამ აგრესიული რელიგიის თვისებები შეიძინა.  ეს უეცარი მეტამორფოზა არ არის შემთხვევითი ან ქაოსური.  იგი კარგად ორგანიზებული იდეოლოგიის შედეგია, რომელიც ემყარება გასაიდუმლოებულ რელიგიას.  მისი გამტარებლები არიან ის ძალები, რომელთა მიზანი არის კაცობრიობაზე სრული კონტროლის დამყარება ერთი მსოფლიო ხელისუფლის გამეფების გზით.  ეს არ არის იდეოლოგია, ეს არის რელიგია, რომელიც კაცობრიობისათვის სხვადასხვა სახელით არის ცნობილი და რომლის მიმდევართა საერთაშორისო ქსელიც ბოლო ათწლეულებია უკვე თითქმის სრულიად აკონტროლებს დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკას, მედიასა და ბიზნესს და ასევე დიდი გავლენა აქვს მსოფლიოს სხვა რეგიონების მრავალ ქვეყანაზეც.  იდეოლოგია კი, რომელსაც ჩვენ ყველაზე ხშირად დასავლური ლიბერალიზმის სახელით ვიცნობთ, უბრალოდ ამ რელიგიის საჯარო ნაწილია, მიმართული საიდუმლო რელიგიის ნამდვილი რაობის შენიღბვასა და მისი ფარული მიზნების რეალიზაციაზე.  რადგან ამ რელიგიას არსებული სახით კაცობრიობა არასოდეს მიიღებს, ამიტომ მისი ცბიერი, საჯარო იდეოლოგიური ნაწილი ცდილობს ადამიანების გაუცნობიერებელ დაყოლიებას ამ რელიგიის სამსახურში.  ამისათვის ეს იდეოლოგია შთააგონებს ადამიანებს, რომ ისინი არიან დატუსაღებულნი თავს მოხვეული მორალური ნორმებით და რომ მათი ბედნიერება არის ზნეობისაგან გათავისუფლებაში.

თავად იდეოლოგიის მშობელი საიდუმლო რელიგიის მიზანი არის მსოფლიოს ხალხთა ყველა მთავრობის ერთ ორგანიზაციაში გაერთიანება და დამორჩილება და ამის გვირგვინად ამ მთავრობის ერთიანი ხელმძღვანელის, მეფის დასმა.  ამ ეზოთერიული რელიგიის მიხედვით, რომლის სრულ რაობას მხოლოდ ამ რელიგიის ქურუმთა უმნიშვნელო ნაწილი ფლობს, მსოფლიოში ერთიანი მთავრობის გამეფების შემდეგ სამყაროში მოხდება ზებუნებრივი ცვლილება და ისინი, ამ რელიგიის მიმდევრები, ფიზიკურად უკვდავნი გახდებიან, სამყაროში დამყარდება ადამიანთა სრული ჰარმონია და ბედნიერება მკაცრი იერარქიით: რელიგიის ელიტის წარმომადგენლებს მოემსახურებიან დანარჩენი ადამიანები, ყველას ეცოდინება თავისი ადგილი და იქნება სამუდამოდ ბედნიერი თავისი რანგის შესაბამისად, მონა - მონურად და ბატონი - ბატონურად.  მანამდე კი ყველას აქვს საშუალება ამ რელიგიაზე გადასვლისა, ამა თუ იმ ფორმით.  ამ „ბედნიერებამდე“, გარდაცვალების შემთხვევაშიც კი, ამ რელიგიის მიმდევართა აზრით, ხდება ადამიანის რეინკარნაცია, ანუ თავიდან ხორციელად დაბადება  და გამომდინარე მისი დამოკიდებულებიდან ამ რელიგიის მიმართ ხდება მისი აღმა ან დაღმა სვლა რელიგიის იერარქიასა და შესაბამისად, ამქვეყნიურ კეთილდღეობაშიც.  ამ რელიგიის ქურუმთათვის ყველა, ვინც ე. წ. „მსოფლიოს ახალი წესრიგის“ ელიტის წევრი არ არის, არის დამონებისა და განადგურების კანდიდატი და იყოფა ორ ნაწილად: 1.  ის, ვინც ამ რელიგიის გასაჯაროებული ნაწილის პროპაგანდას დაიჯერებს და აჰყვება და გადავა მის მხარეზე იქნება მისი მსახური და 2.  ის, ვინც ამას არ იზამს, განადგურდება.

საჯაროდ ამ რელიგიას და მის ორგანიზაციას ორი განზრახ ურთიერთგამომრიცხავი გზავნილი აქვს კაცობრიობისათვის: 1.  ის არ არსებობს და 2. ის არის კარგი და კაცობრიობისათვის სინათლის, ანუ ილუმინაციის მომტანი.  ამგვარი, ერთი შეხედვით, ალოგიკური და წინააღმდეგობრივი გზავნილის კონსტრუქციის მიზეზებზე საუბრის საშუალებას, სამწუხაროდ, ჩვენი წერილი არ იძლევა.

დასავლური ლიბერალიზმის იდეოლოგიის სპონსორების მიზნების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს, ამიტომ მათ შესახებ ვიტყვით, რომ ყველა, ვინც მათზე გარედან ბედავს საუბარს, დასაწყისისათვის გიჟად ირაცხება, ან საზოგადოებისათვის არასანდო, ბინძური მიზნების მატარებელ, ფლიდ, თავად შეფარულად გარყვნილ ადამიანად და თუ კი მისი ხმა ზედმეტად ხმამაღლა გაისმის კაცობრიობისათვის, მას ხშირად კლავენ კიდეც.

ასე, მაგალითად, ამ წერილის ავტორს, თქვენს მონა-მორჩილს,რომელიც მსოფლიოში არაფერ საფრთხეს წარმოადგენს ამ იდეოლოგიისათვის, მაგრამ საქართველოში ღიად უპირისპირდება მას, რეგულარულად სწამებენ ცილს განცხადებებში, რომლებიც მას არასოდეს გაუკეთებია, პოლიტიკური მიზნების ქონაში, რომლებიც მას არასოდეს ჰქონია, მისი სახელით აქვთ გახსნილი ყალბი გვერდები სოციალურ ქსელებში, „ემეგობრებიან“ ადამიანებს, გასცემენ მისი სახელით დაპირებებს, რომლებსაც არ ასრულებენ, რეგულარულად აქილიკებენ ტელევიზიით, ქმნიან მის გროტესკულ ტელეპროტოტიპებს, აბრალებენ რუსეთის აგენტობას და ცილს სწამებენ გაუგონარ სიბინძურეებსა და გარყვნილებაში, რომელშიც თითონ არიან ჩართულები.  და თუმცა წერილის ავტორი ნამდვილად არ წარმოადგენს რაიმე სერიოზულ საფრთხეს ნახსენები იდეოლოგიისათვის საერთაშორისო არენაზე, მაინც თქვენივე მონა-მორჩილის მიმართ საქართველოში რეგულარულად გაისმის ძალადობისა და ფიზიკური განადგურების მოწოდებები, უკიდურესად შეურაცხმყოფელი გამონათქვამები.  საგულისხმოა, რომ არც ერთი ამ ფაქტთაგანი არ ხდება ჩვენი უფლებებისა და დისკრიმინაციისაგან დამცველი სახელმწიფოს სტრუქტურებისათვის შემჩნევისა და მოქალაქის ღირსებისა და გამოხატვის თავისუფლების დაცვაზე ზრუნვის საგანი.

ამ იდეოლოგიასა და მის მსახურებს ბევრი სახელი ჰქვიათ, ამ წერილში ჩვენ მათ ვუწოდებთ ფანატიკურ მატერიალისტებს.  მატერიალისტებს  იმიტომ, რომ მათი მიზნის მიღწევის მთავარი ხერხი არის ადამიანების ჩამოშორება სულიერი ღირებულებებისგან და მათი სიამოვნებასა და ფულზე დამონება თავისუფლების სახელით.  და ფანატიკურს იმიტომ, რომ მათი მატერიალიზმის საბოლოო მიზანი მაინც ზებუნებრივი, არამატერიალური ცვლილების რწმენას ემყარება, რომლებიც უკვე ვახსენეთ.

ამ მიზნის მიღწევაში მათი მთავარი მოწინააღმდეგე არის კაცობრიობის სულიერი ღირებულებები, რომლებიც ემყარება სხვადასხვა ხალხის რელიგიებს, ტრადიციებსა და ოჯახს. ამიტომ ფანატიკური მატერიალისტებისათვის ყველა სხვა რელიგია, იდეოლოგია, ტრადიცია და ოჯახის ინსტიტუტი არის გასანადგურებელი მტერი.  აცხადებს რა, რომ ის თავად, როგორც რელიგია და იდეოლოგია არ არსებობს, ფანატიკური მატერიალიზმი მოუწოდებს კაცობრიობას, გათავისუფლდეს ყოველგვარი რელიგიისა, იდეოლოგიისა, ტრადიციისა და ოჯახისაგან.  ამგვარი „გათავისუფლებული“ ადამიანი კი ავტომატურად ხდება ფანატიკური მატერიალიზმის მონა, რადგან მას საკუთარი ფიზიოლოგიური სურვილების დასაკმაყოფილებლად სჭირდება სულ უფრო მეტი და მეტი ფული.  რაც მეტი სურვილი ექნება ასეთ ადამიანს ნივთებისა თუ ხორციელი სიამოვნებისადმი, მით უფრო დამონებული იქნება ის ფულის შოვნაზე, რომელსაც, როგორც მას არწმუნებენ, იგი მით მეტს იშოვის, რაც უფრო გათავისუფლდება რელიგიისგან, ტრადიციისა და ოჯახისგან.

ეს წერილი ვერ დაიტევს ფანატიკური მატერიალიზმის ბრძოლის ხერხების მრავალფეროვნების აღწერას სხვადასხვა რელიგიასა და სარწმუნოებრივ სისტემასთან.  იგი ურტყამს რელიგიებს იქ, სადაც მათი სუსტი წერტილია.  კათოლიციზმს, რომელიც მღვდლებს ქორწინებას უკრძალავს, იგი მუდმივი სექსუალური სკანდალების პიარით ებრძვის,

გიაურთა მიმართ შეუწყნარებელ ისლამს ტერორიზმის სავანედ რაცხავს,

ბუდიზმის გადამეტებული ასკეზის საპირწონედ აზიური შრომოჰოლიზმის სისტემას ავითარებს,

ადამიანის თავშეკავებისა და თავგანწირვის მაქებ შინტოიზმს დოვლათის მომტან კერპად აფეტიშებს,

ჰინდუიზმის პოლითეისტურ სიუჟეტებს დასცინისა და ინფანტილურობას აბრალებს

მართლმადიდებლობას, ვერ პოულობს რა ლოგიკურ არგუმენტებს, უბრალოდ, ფიზიკურად ანადგურებს და ასე შემდეგ.

ფანატიკური მატერიალიზმის მსოფლიოს რელიგიებთან ბრძოლა გუშინ არ დაწყებულა და ხვალ არ დამთავრდება. იგი მუდმივ ხასიათს ატარებს და თითოეული დიდი რელიგიის შემთვევაში განვითარების საკუთარი დინამიკა, მიმართულება და სავარაუდო საბოლოო შედეგები გააჩნია.

ამასთან ერთად და ამის მეშვეობითაც მიმდინარეობს ოჯახის ინსტიტუტთან დაუნდობელი ბრძოლაც.  საკმარისია გადავხედოთ დასავლური ქვეყნების სტატისტიკას და ყოველგვარი ეჭვის გარეშე დავინახავთ, რომ დასავლეთში, ე.წ. „ადამიანის უფლებების“ დროშით სწრაფი ტემპებით მიმდინარეობს ოჯახის ინსტიტუტის სრული განადგურება.  შეერთებულ შტატებში საშუალოდ ქვეყნის მასშტაბითა და ევროპის დიდ ქალაქებში ოჯახების სტაბილურობის სტატისტიკა ბოლო 30 წლის მანძილზე მეწყერივით მოწყდა და ოჯახების ნგრევის პროცენტი ასცდა 50%-ს და ზოგან 80%-ს უახლოვდება.  იზრდება ასობითმილიონიანი არმია გულმოკლული ბავშვებისა, რომლებისათვისაც დედასა და მამასთან განშორება, ეს უმძიმესი ფსიქოლოგიური ტრავმა, მათი გაგულცივებისა და სამყაროსა და ადამიანისადმი მათი ცინიკური დამოკიდებულების საფუძველი ხდება.

ოჯახის ნგრევისა და გარყვნილების ზვავისებრი მოძალების ფონზე არნახულ მასშტაბებს აღწევს პედოფილია, რომელიც უკვე პოლიტიკურ მოძრაობად იჩენს თავს დასავლეთში იმავე „ადამიანის უფლებების“ კონტექსტში.

ოჯახური კულტურის ვარდნის ბუნებრივ შედეგად იზრდება ძალადობა ბავშვებზე.  ამ ძალადობის საპირწონედ იქმნება, ერთი შეხედვით, ჰუმანური მიზნების მატარებელი ე.წ. იუვენალური იუსტიციის კანონმდებლობა, რომელიც ბავშვთა უფლებების დაცვის დროშით სინამდვილეში საშინელ, საპირისპირო შედეგებს ემსახურება.  დაჩაგრული ბავშვის მოძებნით მოტივირებული და პრემირებული დაბალანაზღაურებადი, გაუნათლებელი სოცმუშაკები, რომელთა შორის ძალიან ხშირია უოჯახო, გაბოროტებული, პედოფილიური მიდრეკილებების მატარებელი ადამიანები, მასიურად იჭრებიან დასავლურ ქვეყნებში ოჯახებში და მშობლებს ართმევენ ბავშვებს.  რა თქმა უნდა, არის შემთხვევები, როდესაც წართმეულ ბავშვებს ნამდვილად ესაჭიროებათ დაცვა დასავლეთშიც და სხვაგანაც, სადაც ლიბერალიზმის შედეგად ასე დაეცა ოჯახური კულტურა. თუმცა, ბავშვის მშობლისთვის წართმევა მისი, როგორც სრულყოფილი ადამიანის აღსასრულს ნიშნავს და სამწუხაროდ, ეს მხოლოდ საპატიო მიზეზების შემთხვევაში როდი ხდება იუვენალური იუსტიციის პირობებში.

მაგალითები უამრავია და ისინი წლიდან წლამდე სულ უფრო შემაშფოთებელ ხასიათს იძენს.  მილიონიდან ერთ-ერთ მაგალითად გასულ წელს გერმანიაში დედას ორი შვილი წაართვეს მხოლოდ იმისთვის, რომ მან უარი თქვა მათ სკოლაში ტარებაზე, სადაც ბავშვებს ჩუკენობას ასწავლიდნენ და საკლასო ოთახში აჩვენებდნენ ადამიანს ორგაზმის დროს.

ამისათვის დედა დატოვეს შვილების გარეშე და აქამდე მან მხოლოდ ერთი შვილის დაბრუნება შეძლო რაღაცნაირად, მეორე კი დაკარგა.  ამიერიდან ბავშვების წართმევის საბაბად შეიძლება გამოდგეს მშობლების მხრიდან ბავშვების დასჯა, სიმკაცრე, მათი „არასწორი“კვება და თქვენ წარმოიდგინეთ, მშობლების მხრიდან ე.წ. „ჰომოფობიური განცხადებების“ გაკეთებაც კი.  ბავშვებს ამასობაში სკოლებში ასწავლიან სექსს, ხის ფალოსის იმიტატორებზე პრეზერვატივების წამოცმას, ჩუკენობას და ყველანაირად ამზადებენ სექსუალური გარყვნილებისათვის.  მშობლებს კი უკრძალავენ (მაგალითად, გერმანიაში) Homeschooling-ს, ანუ სახლში საშუალო განათლების მიღებას, რათა ოჯახებმა ვერ აირიდონ თავიდან სკოლის მიერ მათი შვილების გარყვნა.

ბავშვებს უხსნიან მათ „უფლებებს“ მშობლების წინააღმდეგ და მოუწოდებენ მათ, დააბეზღონ მშობლები სახელმწიფო ორგანოებში.  წელს მიშელ ობამამ ამერიკელ სკოლის მოსწავლეებს მოუწოდა, დააბეზღონ მშობლები ვახშმის მაგიდასთან მოყოლილი არაკორექტული ანეკდოტებისა და გამოთქმული აზრებისათვის.

ეს პავლიკა მოროზოვის ინსტიტუტი ასევე ფართოდაა დანერგილი დასავლეთის საშუალო საგანმანათლებლო სისტემაშიც.

წართმეული ბავშვების გაშვილება და შენახვა უხვად ფინანსდება დასავლური ქვეყნების ბიუჯეტებიდან, რომლებსაც ფანატიკური მატერიალისტები აკონტროლებენ.  ბოლო ოცი წლის მანძილზე დასავლეთის ქვეყნებში მშობლებისთვის წართმეული ბავშვების ჯამური რაოდენობა ასცდა ერთ მილიონს.  მათი დიდი ნაწილი ბავშვთა სახლებში იზრდება და სულ უფრო ხშირად ხდება  მათი გაშვილება ე.წ. „ერთსქესიან ოჯახებში. საერთო ჯამში ასეთ ე.წ. „ოჯახებს“ ნაშვილები ჰყავთ ორ მილიონზე მეტი ბავშვი მთელ მსოფლიოში.

აღსანიშნავია, რომ თითქმის ყოველთვის მამათმავლებს სურთ „იშვილონ“ ბიჭი, ხოლო დედათმავლებს – გოგო. შემდგომში ამ უბედური ბავშვების მნიშვნელოვან ნაწილს აქვს თვითმკვლელობის მცდელობა, თითქმის ყველას კი – ნარკოლოგიური და ალკოჰოლური პრობლემები, რადგან როდესაც ისინი  მოზარდულ ასაკში შედიან, ხშირად მათი „ორი მამა“ ან „ორი დედა“ მათზე სექსუალური სურვილების დაკმაყოფილებას ახდენს, რადგან ამ გარყვნილთათვის, ბუნებრივია, ეს ბავშვები არანაირი შვილები არ არიან.  ამის შედეგად ამ საწყალ ბავშვებს სრულიად ენგრევათ ფსიქიკა. ჯერ შეგუებულნი იმ სიმახინჯეს, რომ მათ მამისა და დედის ნაცვლად ჰყავთ „ორი მამა“ ან „ორი დედა“, ისინი აღმოაჩენენ, რომ სინამდვილეში მათ ჰყავთ ორი ცინიკური, გარყვნილი მხეცი.  ამის შედეგად ისინი ხშირად ხდებიან ალკოჰოლიკები და ნარკომანები, კრიმინალები და უბედური ადამიანები.

ყველაზე ირონიული კი ის არის, რომ ასეთი გაუბედურებული ახალგაზრდების მომდევნო ქცევის სტატისტიკას აანალიზებს იგივე სახელმწიფო, რომელმაც ისინი ასეთებად შექმნა.  ეს ადამიანები ხშირად წინასწარ ცხადდებიან „სოციალურად არასანდოდ“ იმავე სოციალური სამსახურების მიერ და ტრაგედია გადის მეორე წრეზე:  ამგვარი ტრავმირებული ადამიანების მიერ შექმნილ იშვიათ ოჯახებში გაჩენილ ბავშვებს ხშირად თითქმის დაბადებისთანავე ართმევენ სამშობიარო სახლებიდან და მათაც უშვებენ სოციალური ზრუნვისა და მინდობით აღზრდის მორიგ წრეზე.  უკვე გაიზარდა ანტიქრისტეს არმია ადამიანებისა, რომლებსაც სრულიად შეცვლილი აქვთ შეხედულება ოჯახისა და წესიერების საუკუნოვან, ზეეროვნულ და ზოგადსაკაცობრიო, საერთაშორისო ნორმებზე.  სწორედ ეს ადამიანები ხდებიან შემდგომში თანამედროვე დასავლურ სახელმწიფო ორგანოებში დასაქმების სასურველი კანდიდატები, რადგან მათ გამოარჩევთ განსაკუთრებული ცინიზმი ადამიანების მიმართ და მონური მორჩილება სისტემისა.

თითქოსდა ლოგიკური იქნებოდა გვევარაუდა, რომ რადგან დასავლეთში კაცობრიობის ისტორიაში ყველაზე უფრო განადგურდა ოჯახი და წესიერება, ეს სფერო ავტომატურად ვეღარ უნდა ყოფილიყო მათი მხრიდან ჩვენისთანა საზოგადოებებისთვის ჭკუის სწავლების საგანი.  განა შეიძლება ის საზოგადოებრივი იდეოლოგია, რომელიც ყველაზე მეტ ოჯახს ანგრევს და ყველაზე მეტ ბავშვს კლავს დედის საშოში და აბორტს გადარჩენილებს ატირებს და აუბედურებს მშობლების გაშორებით, აცხადებდეს პრეტენზიას სხვა ქვეყნებისთვის ჭკუის სწავლებაზე ადამიანური და სქესობრივი ნორმების სფეროში?  მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ ეს სწორედ ასე ხდება და განსაკუთრებული ცინიზმით ერთხმად მიღებული ანტიდისკრიმინაციული კანონი, რომელსაც საქართველოში 1%-ც კი არ უჭერს მხარს, ამის ბრწყინვალე მაგალითია.

ამ კონტექსტში საინტერესოა, როდესაც ჩვენი ყველა ნირისა და ფრთის პოლიტიკოსები საუბრობენ ჩვენს ე.წ. „ევროპულ არჩევანზე“, რას ფიქრობენ ისინი ამ ანტიოჯახურ, ანუ ანტიჰუმანურ დასავლურ ნორმებზე. ჩვენი პოლიტიკოსებისა და საზოგადოების გარკვეულ ნაწილში შეინიშნება არხეინი ილუზია იმის თაობაზე, რომ ჩვენ ევროპის ნაწილი გავხდებით, მაგრამ ეს პერვერსიები საქართველოში არასოდეს გახდება რეალობა,  ჩვენ ფეხი ფეხზე გადადებულები რომც ვისხდეთ.

ეს ახალი, დასავლური ნორმები, რომლებიც საღდება მეცნიერულად, ძირითადად, ემყარება გასული საუკუნის ფსიქოანალიზის ყველაზე დიდი მთხზველის,ზიგმუნდ ფროიდის ნაშრომებს, რომელიც ადამიანის ფსიქიკის ე.წ. „ქვეცნობიერის“ მჩხიბაობაზე დაყრდნობით აცხადებს ბუნებრივად ადამიანის ყველაზე ბინძურ და ცოდვილ სურვილებს.

ფროიდი, თავის მხრივ, არის გვირგვინი რამდენიმე საუკუნის განმავლობაში დასავლეთში მიმდინარე ე.წ. რეფორმაციისა და ე.წ. ილუმინაციის პროცესებისა, სადაც სარწმუნოება გამოცხადდა ადამიანის მთავარ მტრად და დამტუსაღებლად.

ამ ეპოქის გვირგვინად მოვლენილი ინდუსტრიული რევოლუციის გვიანდელ, ე.წ. სამეცნიერო მწვერვალს შეადგენს ფროიდის ფსიქოანალიზის თეორია.

თავიდან ფროიდს ამ თავის ფსევდომეცნიერული თეორიის შექმნაში აფინანსებდა საბჭოთა ბოლშევიზმის ლიდერი ლევ  დავიდის ძე ტროცკი (ნამდვილი სახელი ლეიბა დავიდის ძე ბრონშტეინი).

და მერე, ტროცკის საბჭოთა კავშირიდან გაქცევის შემდგომ, როკფელერების მიერ დასავლეთში დაფინანსებული ერთ-ერთი ორგანიზაცია.  ის, რომ ფროიდი იყო კოკაინისა და ოპიუმის მოხმარებისაგან დამპალი ნარკომანი, რომელსაც სქესობრივად გარყვნილი ცხოვრების შემდგომ სიბერეში დაემართა სასის კიბო, რის გამოც მას გარდაცვალებამდე სასაზე ოცდაცამეტი ოპერაცია გაუკეთდა, სახის ნაწილი ცოცხლად დაულპა და ის, რომ იგი ღრმად დასნეულებულ, ჭინკად ქცეულ არსებად გარდაიცვალა, არ უშლის დასავლურ ლიბერალიზმს მის დოქტრინაზე გააგრძელოს ადამიანის სქესობრივი გარყვნის ფსევდომეცნიერული თეორიების მშენებლობა.  და თუმცა ფროიდს მართლა ჰქონდა დიდი კონცეპტუალური აღმოჩენები ფსიქოლოგიაში, შაბლონების კონცეპტი იქნება ეს, ტრანსფერისა თუ კონ–ტრანსფერის თუ სხვა, ფროიდი თავისი პანსექსუალური თეორიის განვითარებას ავადმყოფებისა და დევიაციების მქონე რამდენიმეათასიან პაციენტთა მასაზე აწარმოებდა.  ხოლო ამ თეორიის დებულებების ნორმის რანგში აყვანა და დასავლური საზოგადოებრივი წესების შესაცვლელ პლატფორმად გამოყენება უკვე ფანატიკური მატერიალისტების ნახელავია, რომლებიც ფროიდის სპონსორები იყვნენ მთელი მისი მოღვაწეობის განმავლობაში.  მისი სწავლების გარკვეული ნაწილების ჰიპერტროფირებაცა და იგნორირებაც ძალიან ჰგავს მათსავე დამოკიდებულებას საკუთარი კერპების სწავლებათა მიმართ, ჟან ჟაკ რუსო იქნება ეს დემოკრატიის თეორიაში თუ მილტონ ფრიდმანი ეკონომიკური ლიბერტარიანიზმის პოსტულატებში.

მოგვიანებით ფროიდის ნაშრომების საფუძველზე დასავლეთში მართული სექსუალური რევოლუციისა

და მის საფუძველზე განვითარებული გარყვნილების პროპაგანდის თეორიის ყველაზე დიდი ტყუილი არის ე.წ. „სექსუალური ორიენტაცია“. ეს ტერმინი გულისხმობს, რომ ადამიანის სქესობრივი გარყვნილების სხვადასხვა ფორმა ადამიანის მიერ საკუთარ ცოდვილ მიდრეკილებებზე აყოლისა და ამის გამო მისი სულიერი გახრწნის შედეგი კი არ არის, არამედ, თურმე, მისი ბუნებრივი, ფიზიოლოგიური მოთხოვნილება.

ამ ფლიდი თეორიის მიხედვით გარყვნილების საჯარო ექსჰიბიციონიზმი არავითარ საფრთხეს არ წარმოადგეს, რადგან იგი თურმე ვერ გადმოიბირებს თავის მხარეზე ვერც ერთ ადამიანს, რომელიც არ არის „ბუნებრივად“ დაბადებული გარყვნილად.  იმ ფაქტს კი, რომ იმ ქვეყნებში, სადაც ამგვარი ექსჰიბიციონიზმმი მიღებულია, ბევრად მეტი გარყვნილი ადამიანი ცხოვრობს და მრავლდება, ვიდრე ტრადიციულ საზოგადოებებში, გარყვნილების პროპაგანდა გამოხატვის თავისუფლების შედეგებით ხსნის.

ანუ, თურმე, პროცენტულად ჩვენც საქართველოში იმდენივე პედერასტი გვყავს, რამდენიც შეერთებულ შტატებში, ოღონდ ამ საწყალმა ხალხმა არ იცის ჯერჯერობით, რომ ისინი პედერასტები არიან და ეს მათ ახლა „თავისუფლების ინსტიტუტმა“, „იდენტობამ“, და სხვა დასავლეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა აუხსნან.

მათი ფლიდი მშობელი იდეოლოგიის დემაგოგია და სიცრუე იქამდეც კი მიდის, რომ თურმე ის ადამიანები, ვინც მათ ყველაზე უფრო ეწინააღმდეგებიან, თავად არიან შეფარულად და ქვეცნობიერად ამ მიდრეკილებებისა და სურვილების მატარებლები.  ეს ფსევდომეცნიერული თეზა, ე.წ. „ლატენტურობის“კლიშეთი ცნობილი, აეჭვებს და აფიქრებს უამრავ გზააბნეულ ადამიანს, რომელნიც წლების მანძილზე არიან ამ იდეოლოგიის პროპაგანდის მსხვერპლი და არ ესმით ან დაავიწყდათ მარტივი ჭეშმარიტება: ყველა ადამიანი ცოდვილია, და ადამიანობა გამოიხატება არა ცოდვების აღმოჩენისა და მათ ბუნებრივ სურვილებად შერაცხვაში, არამედ მათთან ღმერთის შეწევნით პიროვნების ბრძოლაში.  საქმე იქამდეც კი მიდის, რომ მსოფლიოში უკვე გაისმის მოწოდებები, დაიცვან იმ ბავშვების ე.წ. „უფლებები,“ რომლებიც თურმე ამ გარყვნილი მიდრეკილებებით ბუნებრივად იბადებიან და დაეხმარონ მათ, რაც შეიძლება მალე გამოავლინონ ეს მიდრეკილებები და ყველა, ვინც მათ ამაში ხელს შეუშლის, დასაჯონ და წაართვან მათ ეს ბავშვები.  ნამდვილ მეცნიერულ კვლევებს, რომლებიც უტყუარად ამტკიცებს, რომ ყველაფერი ეს სიცრუეა და რომ ადამიანის გარყვნა ხდება იმდენად, რამდენადაც გარყვნილია მის გარშემო საზოგადოება, ლიბერალური სისტემა აჩუმათებს და ანადგურებს.  უფრო მეტიც, ამიერიდან ევროპასა და შეერთებულ შტატებში ფსიქოლოგებსა და ფსიქოთერაპევტებს, რომლებიც პაციენტებს არ ეხმარებიან გარყვნილების წაქეზებასა და სტიმულაციაში, ლიცენზიებს ართმევენ და, ალბათ, მალე ციხეშიც დაუწყებენ ჩასმას.  და არავითარ ფაქტებსა და უტყუარ სტატისტიკურ მონაცემებს არ ძალუძთ კაცობრიობის ისტორიაში ამ ყველაზე დიდი პროპაგანდის მანქანის გადარწმუნება, რადგან იგი მუშაობს არა სიმართლის, არამედ სიცრუის სამსახურში, რომელსაც ლიბერალური იდეოლოგია ჰქვია და რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოზე ბატონობის მსურველ საიდუმლო რელიგიას ექვემდებარება.  და საკმარისია ადამიანი საკუთარი ავხორცობის ან ანგარების გამო აჰყვეს ამ მანქანას, იგი უმალვე ხდება ამ იდეოლოგიის გაავებული, პირზე დუჟმომდგარი მიმდევარი, რადგან საპირისპირო აზრის დაჯერება მისთვის უნდა ნიშნავდეს წესიერებისა და სინდისის უკიდურესი ღალატის აღიარებას.  ამის გამო გასაიდუმლოებული რელიგიის საჯარო ნაწილის იდეოლოგიის მიმდევრები, რომლებმაც უმეტეს შემთხვევაში არც კი იციან, რა ანტიჰუმანურ რელიგიას ემსახურებიან, გვევლინებიან აგრესიულ, სხვისი აზრის შეუწყნარებელ ბრიყვებად, რომელთათვისაც ცხოვრების აზრი და სარჩოს წყარო არის ეკლესიის, ტრადიციისა და ოჯახის გინება, დაცინვა და თუ ამის საშუალება მიეცათ, დარბევა და განადგურება.

ფანატიკური მატერიალისტები ყველა ქვეყანაში თავიანთი იდეოლოგიის დამკვიდრებას სხვადასხვა ხერხით ცდილობენ.  ისინი ირჩევენ იმ გასაჭირს, რომელიც ყველაზე უფრო აწუხებს ამა თუ იმ ქვეყანას და ამ გასაჭირის მანიპულირებით ცდილობენ თავიანთი იდეოლოგიის დანერგვასა და გავრცელებას ქვეყანაში.  ეს არის ფინანსური და პოლიტიკური ზეწოლისა და ურჩი პოლიტიკოსებისათვის რევოლუციების მოწყობის მეთოდიკები.  საქართველოს უახლესი ისტორია ყოველივე ამის ნათელი მაგალითია.

საქართველოში გარყვნილების პროპაგანდის ფუნდამენტი არის რუსული საფრთხით დაშინება: აირჩიეთ, ან  ჩვენ დაგვემორჩილებით და რასაც გეტყვით, იმას გააკეთებთ, ან გადაგივლით კრემლი!

საქმე იქამდეც კი მიდის, რომ თუ ადამიანი გამოდის ქვეყნის პედერასტიზაციის წინააღმდეგ, იგი კრემლის აგენტად ირაცხება. მეტიც, საქმე იქამდეც კი მიდის, რომ დამოუკიდებელი სახელმწიფოს მაშენებელი ერის ნაწილი მიიჩნევს, რომ რომელიმე სახელმწიფოს (მაგალითად, რუსეთის) აგენტობა, ბუნებრივია, აგენტობაა და რომელიმე სახელმწიფოს (მაგალითად, აშშ-სი) აგენტობა - არ არის აგენტობა.  ყველაფერი არის დახატული შავ-თეთრ ფერებში:  ვარდისფერი მომავალი ევროპაში ან რუსული ურჩხული.

ამას ყველაფერს, ბუნებრივია, დიდად უწყობს ხელს კრემლის მხრიდან ქართული ტერიტორიების დროებითი და დარწმუნებული ვართ, საბოლოო ჯამში, უნაყოფო ოკუპაცია და რუსეთში ისეთი ქართველოფობიური ისტერიჩკების მოღვაწეობაც, როგორებიც არიან ვითომ ერთმანეთის საპირისპირო ფლანგზე მოღვაწე, ვითომ რუსეთის პატრიოტი, ვითომ სხვადასხვა ნირის ამხანაგები ლეონტიევი, სოლოვიოვი, ჟირინოვსკი, ზატულინი, ნოვოდვორსკაია, ლატინინა, და სხვები,

რომლებიც ქართველებს და მათ სახელმწიფოს სრულიად დაუსჯელად, წლების მანძილზე ისევე ცინიკურად შეურაცხყოფენ, როგორც თავის დროზე ადოლფ ჰიტლერი აკეთებდა ებრაელი ხალხის მიმართ.

ამ სცილასა და ქარიბდას შორის მიმავალ ქართველ ერს, ბუნებრივია, ძალიან უჭირს ორიენტირება და დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი კურსის განსაზღვრა.  საქმე იქამდეც კი მიდის, რომ ყველა, ვინც ქვეყნის ნამდვილ დამოუკიდებლობაზე საუბრობს, გიჟად ან მოგზავნილ აგენტად ირაცხება.

ამასობაში, ამ გეოპოლიტიკური ვითარების გამოყენებით, გარყვნილების პროპაგანდამ საქართველოში არნახულ, ლამის დამღუპველ მასშტაბებს მიაღწია, გაზარდა ოჯახისა და ქართული ტრადიციებისადმი ცინიკურად განწყობილი თაობის, თუნდაც მცირე ნაწილი, ქვეყანაში უიმედობისა, ზიზღისა და არაჯანსაღი პესიმიზმის ატმოსფერო დაამკვიდრა და დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა საქართველო.

ამ გამუდმებული მუშაობისათვის დასავლეთიდან ფინანსდება არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებშიც, იშვიათი გამონაკლისების გარდა, სამუშაოდ აჰყავთ სამი კატეგორიის ახალგაზრდები: (1) მამათმავლები და დედათმავლები, (2) ოჯახის დამანგრეველი, გარყვნილი ქალები, რომლებიც ქვეცნობიერად „აპრავებენ“ საკუთარ მემრუშეობას მამათმავლებისა და დედათმავლების გვერდზე დგომით, რადგან მათ ფონზე თავი წმინდანებად ეჩვენებათ და (3) ქართული ტრადიციებისადმი ცინიკურად განწყობილ, გვარგადაკეთებულ ოჯახებში გაზრდილი, ქართველი ერისადმი განსაკუთრებული სიძულვილით გამორჩეული პიროვნებები.

ეს კუდებით გადაბმული სექტა თავისი საქმიანობის მთავარ მიზნად ისახავს ეკლესიისა და ოჯახური ტრადიციების დანგრევას და მუდმივად ეძებს გზააბნეულ, უოჯახო ახალგაზრდებს, რომლებსაც რყვნის და ამის სანაცვლოდ ასაქმებს, ხან ტელეოპერატორად და ხან ინტერნეტბლოგერად.  თითოეული ასეთი ღირსება შელახული და კომპრომეტირებული ახალგაზრდა ამ რეკრუტერებს აჰყავთ ხელფასზე და ხდიან მას მონად თავიანთი დაკვეთების შესრულებისა.  ეს დაკვეთები, ძირითადად, ეხება იმ ადამიანებისა და იდეების ხალხის თვალში გაშავებას, რომლებიც ემსახურებიან ოჯახს, ტრადიციას, სამშობლოსა და სარწმუნოებას.

ცილისწამებისა და გაშავების მეთოდები სტანდარტულია: წარმოაჩინონ ასეთი ადამიანებიცა და იდეებიც მიამიტურად, გიჟურად ან ფარისევლურად, დაუმტკიცონ გზააბნეულ ხალხს, რომ ყველა და ყველაფერი, რაც არამატერიალურ ფასეულობასა და სიწმინდეს ემსახურება, ან სისულელეა, ან ცინიკური ტყუილი, უთხრან ამ ხალხს, რომ ეს ადამიანები მათ ატყუებენ, ან თავისუფლებას უზღუდავენ, დაქოქონ ეს ისედაც გაწვალებული, მოტყუებული ხალხი და მიუქსიონ ისინი სამიზნე ადამიანებსა და იდეებს, ისე, რომ მიქსეულები ვერც კი მიხვდნენ, რომ ისინი გამოათაყვანეს და დაზომბეს. ამ მიმართულებით საქართველოში მუშაობს ერთმანეთთან ზიარჭურჭლის პრინციპით, კარგად დაკავშირებული რამდენიმე ათეული ორგანიზაცია, რომლებიც თითქოს სხვადასხვა საქმეს აკეთებენ, სინამდვილეში კი ერთ დიად, ნეობოლშევიკურ მიზანს ემსახურებიან - ქართველ ხალხს ძალადობით მოახვიონ თავს ანტიოჯახური, ცინიკური, წესიერების უარმყოფელი, ადამიანისა და ერის დამანგრეველი იდეოლოგია.   მათ მიერ დაქირავებული ზემოხსენებული ფსიქოპროფილის ახალგაზრდები, ფსევდონიმებს ამოფარებულები, ყოველდღიურად, დილიდან საღამომდე ანთხევენ ქართულ ინტერნეტსივრცესა და სოციალურ ქსელებში შხამისა და ზიზღის უწყვეტ ნაკადს,  ხოლო საკმარისია, ვინმემ მათი უზნეობისა, ზიზღისა და სიძულვილის წინააღმდეგ რამე თქვას, ისინი უმალ სდებენ ბრალს ასეთ ადამიანს „სიძულვილის ენაზე“ საუბარში - ჩემი შენ გითხარიო.

ეს იდეოლოგიური აქტივისტები დაურიდებლად ერევიან ქვეყნის პარლამენტის საკანონმდებლო მუშაობაშიც, სასამართლოსა და მთავრობის მოღვაწეობაშიც, უფრო სწორად კი ხშირად შეხმატკბილებულად თანამშრომლობენ ამ სახელმწიფო ორგანოების იმ კადრებთან, რომლებიც იმავე AlmaMater-ის შხამიანი ძუძუთი არიან გამოზრდილები.

მათი აქტივობისა და განსაკუთრებული ყურადღების სფერო არის ტელევიზია, ინტერნეტი და პრესა, როგორც საზოგადოებრივი აზრის ფორმირების მთავარი სივრცეები. ისინი აცხადებენ, რომ ეს სფეროები უნდა გაათავისუფლონ ყოველგვარი პროპაგანდისა და იდეოლოგიისაგან და სინამდვილეში კი თავად გააჩნიათ მონოპოლიის პრეტენზია პროპაგანდასა და იდეოლოგიაზე.  ისინი მაფიოზური კლანის პრინციპით ქაჩავენ ერთმანეთს ტელევიზიებსა და პრესაში, სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოში და საკმარისია მათი სექტის რომელიმე წევრს ვინმე შეეხოს, ისინი უმალვე თავად სდებენ ბრალს ამის გამკეთებელ ნებისმიერ ადამიანს მაფიოზურ კლანურობაში - ისევ ჩემი შენ გითხარიო.

განსაკუთრებით სულისშემხუთავია მდგომარეობა ქართული ტელევიზიების აბსოლუტურ უმრავლესობაში, დამოუკიდებლად მათი ფორმალური თუ ნამდვილი მფლობელობისაგან.  ავტორი ბევრ მფლობელსა და ყოფილ მფლობელს იცნობს, რომლებსაც თითქოს კარგი უნდათ, მაგრამ შეშინებულები ხელებს შლიან და იმიზეზებენ სისულელეს: წესიერი ადამიანები უნიჭო და ზარმაცები არიან, მუშაობაში კი სწორედ ეგეთი უწესოები ვარგიანო.  და ისეთი შთაბეჭდილება იქმნება თითქოს თითქმის მთელი ქართული ტელესივრცის სარედაქციო იდეოლოგია კვლავ ერთიანად უტევს ოჯახს, ადამიანს, წესიერებას, სიმშვიდესა და ზრდილობას.

ნახსენები არასამთავრობო ორგანიზაციების წიაღიდან არიან გამოსული ჩვენი პოლიტიკური ელიტის ნაწილიც საპარლამენტო უმრავლესობაშიც და უმცირესობაშიც.  ამ, ბარიკადებს აქეთ-იქით შემთხვევით თუ განზრახ მოხვედრილ იდეოლოგიურ მოძმეებს ერთმანეთთან ჩახუტებისაგან აკავებთ მხოლოდ მიმდინარე პოლიტიკური კონიუნქტურა:  ერთნი მეორეთ გინების ხარჯზე ინარჩუნებენ ადგილს უმრავლესობაში, მეორენი კი პოლიტიკურ გვამებად ქცეულნი იღრინებიან უმცირესობაში.

მაგრამ არსებითად ისინი ერთნი არიან და ეს ბრწყინვალედ გამოჩნდა ანტიდისკრიმინაციული კანონის მიღებისას. მათთვის ჩვენი ეკლესია, ტრადიციები და ოჯახი არის მტერი და აქ ყველა მეთოდი ვარგა, ცილისწამებაც და ფიზიკური განადგურებაც, ოღონდ ხელი მიუწვდეთ და სიამოვნებით გააგრძელებენ ამ საქმეს, ზოგნი უფრო ცბიერად, ვიდრე მათი წინამორბედები.  ისინი მეტყველებენ ზემოხსენებული იდეოლოგიის მიერ ჩამოყალიბებული ტერმინოლოგიით და მისი მეშვეობით ცდილობენ ჩვენში დაამკვიდრონ დამახინჯებული ცნებები როგორებიცაა: „ჰომოფობია“, „სექსუალური ორიენტაცია“, „ქსენოფობია“, „სიძულვილის ენა“, „ტოლერანტულობა“, „ლატენტურობა“ და სხვა.  ჩვენც, მათ შორის ამ წერილის ავტორიც, ზოგჯერ ვიწყებთ ამ ბარბარიზმების ავტომატურად ხმარებას და არ ვუკვირდებით, როგორ შემოდის ჩვენს ცნობიერებაში ამ ფლიდი სიტყვებით შენიღბული ფანატიკური მატერიალიზმის შხამის მორიგი ინიექცია.

ამ იდეოლოგიამ გასულ ათწლეულს საქართველოში 330 000 მამაკაცი ციხეში ჩასვა, ათასობით მათგანზე სექსუალური ძალადობა განახორციელა (საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის განცხადებით, ნაპოვნია 27 000 ვიდეოფაილი, რომელთა დიდ ნაწილზეც, სავარაუდოდ, პატიმართა ღირსების შემლახველი ჩანაწერებია) და ახლა ამ ბარბაროსობის ჩამდენი არაკაცების ნაწილს თავისთან, დასავლეთში მალავს და ვინც სასჯელს იხდის, მათზე გვიყვირის, ხელი არ ახლოთ და სასწრაფოდ გაათავისუფლეთო.

ამ იდეოლოგიამ ჩვენი ერი, გაეროს მონაცემებით, დემოგრაფიული კატასტროფის წინაშე დააყენა: თუ რამე არ შევცვალეთ, 2050 წელს ქვეყნის მოსახლეობა 28%-ით შემცირდება, ხოლო ეთნიკურ ქართველთა რაოდენობა განახევრდება, ანუ ჩვენი ერი ფიზიკური განადგურების საფრთხის წინაშე დგას.

ამის მიზეზია ჩვენს სახელმწიფოსა და ქართულ მედიაში ბოლო ათწლეულების განმავლობაში გამეფებული ანტიოჯახური, ანტიეროვნული იდეოლოგია. იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ ერის დემოგრაფიული კატასტროფა, ქვეყნის მართვის სათავეებიდან იგი უნდა განიდევნოს და უნდა შემუშავდეს ოჯახურ ტრადიციებზე დამყარებული იდეოლოგია, კანონმდებლობა და სახელმწიფო პოლიტიკა.  ყველა ის მავნე ორგანიზაცია, რომელიც ამის წინააღმდეგ წავა, უნდა გამოცხადდეს უკანონოდ და მისი საქმიანობა საქართველოში უნდა აღიკვეთოს, ისევე როგორც მათი უცხოეთიდან დაფინანსება.  ხოლო დანარჩენი არასამთავრობოები, რომლებიც უცხოეთიდან ფინანსდება, უნდა გახდნენ ვალდებულნი, საზოგადოებას საჯაროდ წარუდგინონ თავიანთი დამფინანსებლების ვინაობა და ის მიზნები, რომლებისათვისაც მათ აფინანსებენ.  ამისათვის საქართველოს პარლამენტმა უნდა მიიღოს კანონი „უცხოეთიდან არასამთავრობო ორგანიზაციების საქართველოში დაფინანსების შესახებ“.

ჩვენი საზოგადოების პასიურობის შედეგია, რომ დასავლეთის წარმომადგენლები აქამდე არნახულ საჯარო დემარშებს აწყობენ ჩვენი ტრადიციების წინააღმდეგ.  ისინი უკვე ბედავენ საჯაროდ შეკრიბონ საქართველოში მომუშავე არასამთავრობოები და გააფრთხილონ, რომ ბევრი მოვა, თურმე, მათთან და ეტყვის ქართული ტრადიციებისა და წესების უნიკალურობაზე, მაგრამ ისინი არ უნდა შეშინდნენ და გააგრძელონ მუშაობა.

სრულიად ცხადია, რომ დასავლეთის წარმომადგენლებს ხშირად ავიწყდებათ საქართველოში ქართული ქუდის დახურვის აუცილებლობა, რაც ჩვენივე მონური ფსიქოლოგიით არის განპირობებული.  მათ სულაც არ ადარდებთ, რომ ასეთი დამოკიდებულების ფონზე ჩვენს ერს გაუჭირდება მათი ჭკუის სწავლების მოსმენა და თანასწორი პარტნიორობის თეზისის დაჯერება. ეს ჩვენივე ბრალია, დაჩვეულნი საბჭოთა მონობას, ჩვენ ხშირად ამავე ფსიქოლოგიით, პარტნიორს კი არა, ახალ ბატონს ვეძებთ და მერე გვწყინს, რომ ისიც, როგორც ბატონი და არა როგორც პარტნიორი, ისე გვექცევა.

დასავლეთს, რომლისაგანაც ჩვენ მართლა ბევრი კარგი რამე უნდა ვისწავლოთ და გადმოვიღოთ, ჩვენ უნდა შევთავაზოთ არა მონა-მორჩილება, არამედ თანამშრომლობა, თან არა სიტყვით, არამედ საქმით.  თუ ჩვენ ჩვენივე სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე ვუხდით ხელფასებს ჩვენივე გმირ სამხედროებს მათ ე.წ. ანტიტერორისტულ ოპერაციებში მსხვერპლისა და თავდადებისათვის, ის პატივი მაინც დაგვდონ, რომ არ ჩაერიონ ჩვენი ოჯახური კულტურისა და წესიერების ნორმებზე ჩვენთვის ჭკუის სწავლებაში.

ამრიგად, ჩვენი თანამშრომლობა, და არა მონა-მორჩილება დასავლეთთან უნდა იყოს შერჩევითი: ყველაფერი, რაც ეწინააღმდეგება ჩვენს ტრადიციებსა და დემოგრაფიულ მიზნებს, უნდა დარჩეს საქართველოს გარეთ. ეს სასწრაფოდ უნდა გააკეთოს საქართველოს მთავრობამ, პარლამენტმა და სასამართლომ.  თუ ამ სამიდან რომელიმე (ან სამივე) არ აპირებს ამის გაკეთებას, მაშინ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მათი გადარჩევა ხალხის მიერ ჩვენი ქვეყნის კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურების ჩარჩოებში.

ამ ვითარებაში მოსახლეობას თითქმის არ გააჩნია ხელისუფლებაზე დემოკრატიული გავლენის წახნაგები.  არც რეფერენდუმი და არც პლებისციტი არ არის შესაძლებელი საქართველოს კონსტიტუციით ხელისუფლების ნებართვის გარეშე, თუნდაც 200 000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში.  ამრიგად, საქართველოს ვერ ვუწოდებთ ჭეშმარიტად დემოკრატიულ ქვეყანასა და დამოუკიდებელ სახელმწიფოს.  ხსენებული დებულებების გამო იგი უფრო ჰგავს უცხოეთის მიერ ოკუპირებულ ზონას, რომელიც ატარებს სუვერენული ქვეყნის ზედაპირულ მახასიათებლებს და იმართება დასავლეთიდან ქართველი მარიონეტი პარლამენტის მიერ.  ამის საპირწონედ კი მას ემუქრება კრემლის საოკუპაციო აგრესია.

ამასობაში ჩვენთვის საყვარელი და ორგანული, ტრადიციული ევროპა თავისი ისტორიის მანძილზე უდიდესი შეტევისა და შევიწროების ქვეშ იმყოფება ამჟამად ლიბერასტული იდეოლოგიისაგან.  ტრადიციულ ევროპას მსგავსი საფრთხე არ დამუქრებია არც შუა საუკუნეების ოსმალო დამპყრობლებისაგან და არც გასული საუკუნის ფაშიზმისა და კომუნიზმისაგან.  იგი სულს ღაფავს ამ იდეოლოგიის ხელში.  ჩვენ მივტირით მას მეოჯახე, ტრადიციულ ევროპელებთან ერთად და ჩვენი ვალია, მას დავეხმაროთ ჩვენი მაგალითით,  გავერთიანდეთ ამერიკის, ევროპისა და აზიის კონტინენტენზე აღმავლობის გზაზე შემდგარ კონსერვატიულ, Pro-life, ანუ სიცოცხლის მხარდამჭერ ძალებთან და დავუპირისპირდეთ DeathCulture-ს, ანუ სიკვდილის კულტურას გარყვნილების საერთაშორისო ტერორის ექსპანსიის წინააღმდეგ.

ამ ტერორის მთავარი იარაღი არის ტელევიზია და ინტერნეტი და ჩვენს საზოგადოებასა და სახელმწიფოს ამ ბრძოლაში არაფერი გამოუვა, თუ იგი არ დააწესებს მათზე ეთიკური და ზნეობრივი კონტროლის მკაცრ და ქმედით რეგულაციებსა და მექანიზმებს.  ამაზე, ბუნებრივია, ჩვენი ლიბერასტები ერთ ვაი-უშველებელს ატეხენ, ნახეთ, ნახეთ, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას გვიზღუდავენ და იწყებენ ქვეყნის ირანიზაციასო, მაგრამ ეგ შხამიანი წკავ-წკავი მკაცრი ხელით უნდა აღიკვეთოს, თუ არ გვინდა, საბოლოოდ წაილეკოს ჩვენი შვილების თაობა გარყვნილებისა და ცინიზმის მორევში.

თუ ამისათვის საჭირო გახდება, და ალბათ ასეც იქნება, კანონმდებლობის და თვით კონსტიტუციის გამკაცრებაც კი, ჩვენმა სახელმწიფომ ეს სასწრაფოდ უნდა გააკეთოს, რასაც არ უნდა გვმოძღვრავდენ უცხოელი, ოჯახის დამანგრეველი უფლებადამცველები. დემაგოგია იმის შესახებ, რომ აკრძალვით არაფერი მიიღწევა, სასაცილოა.  თითოეული ჩვენგანი მშობლებმა წესიერ ადამიანებად აკრძალვებითა და პასუხისმგებლობით გაგვზარდეს და არა უფლებებითა და სურვილების შეუზღუდავი დაკმაყოფილებით.  და თუ აკრძალვები არ შეიძლება, მაშინ რატომ გვიკრძალავენ ლიბერასტები ყველაფერს, რაც მათ არ მოსწონთ?

დასავლეთმა დაუშვა საბედისწერო შეცდომა, გამოაცხადა რა გარყვნილება ნორმად და ახლა ისღა დარჩენია, იყვიროს ერთსქესიან „ქორწინებას“ მაინც ნუ დავუშვებთო.  იგი ამ მარგინალურ მოთხოვნაში თავიდანვე დამარცხებულია, გადააქცია რა გარყვნილება სააღლუმე, საზეიმო ნორმად.  საჭიდაო ალეგორია რომ გამოვიყენოთ, საქართველოც ამ ჩოქბჯენში აღმოჩნდა თავს ძალით მოხვეული ანტიდისკრიმინაციული კანონით.  ქართველები არხეინი ხალხი ვართ და ამჟამად სასიკვდილო საფრთხე გვემუქრება:  თუ ამ კანონს სასწრაფოდ არ გავაუქმებთ, მისი თანმდევი შიში წლების მანძილზე იდგება ლიბერალური იდეოლოგიის სამსახურში და შეუწყობს ხელს ქვეყანაში არაკაცობისა და გარყვნილების გამრავლებას, რომელიც არასოდეს, არაფერს სჯერდება და საბოლოო ჯამში უდიდესი აგრესიის მომტანია თითოეული ჩვენგანისათვის.  ამიტომ, თუ გვინდა, რომ შვილები არ გაგვირყვნან, ხმა უნდა ამოვიღოთ და გავინძრეთ, მივხვდეთ, რომ ვართ მორიგ, უკვე მერამდენე ბრძოლაში უცხოეთიდან შემოსულ იდეოლოგიასთან, რომლისნაირიც არაერთი დაუმარცხებიათ ჩვენს ვაჟკაცს წინაპრებს. და ლიბერასტების დადგმულ რეჟისურას კი არ უნდა ავყვეთ ეკლესიისა და ტრადიციების ცილისწამებაში, გინებასა და დაცინვაში, არამედ თეთრი და შავი უნდა გავარჩიოთ და ჩვენი დაქირავებული პოლიტიკოსები ვაიძულოთ, ჩვენი ნება აღასრულონ კანონმდებლობაშიც, მთავრობაშიც და სასამართლოშიც.  ვინც ამ ბრძოლაში სხვის იმედზე იქნება, სწორედ ის დამარცხდება და შესაძლოა, სწორედ მას ეწვევა სახლში ეს არნახული სირცხვილი და უბედურება. ყველას ჯვარი სწერია!

საქართველოს უშუალო სამეზობლო განისაზღვრება ჩეჩნებით, ინგუშებით, ყაბარდოელებით, ბალყარელებით, ყარაჩაელებით, ჩერქეზებით, ადიღეელებით, ოსებით, ავარებით, ლეკებით, სხვა დაღესტნელებით, სამხრეთის რუსებით, თურქებით, სომხებითა და აზერბაიჯანელებით,

ოდნავ მოშორებითი სამხრეთ-დასავლით - უკრაინელებით, რუმინელებით, ბულგარებითა და ბერძნებით, ოდნავ მოშორებითვე სამხრეთ–აღმოსავლით - სპარსელებით, არაბებით, ქურთებითა და კასპიის გადაღმა მცხოვრები თურქმანული ერებით.

ეს სამეზობლო ძალიან შორსაა დასავლეთ ევროპისა და ამერიკისაგან.

ასეთ რეგიონში პატივს სცემენ ტრადიციასა და ოჯახს.  თუ ამას ვუერთგულებთ, დავიცავთ და განვავითარებთ, გავმრავლდებითა და ვიჯანმრთელებთ, მაშინ გავხდებით რეგიონის ღირსეული ქვეყანა, რომელსაც პატივს სცემენ და ანგარიშს გაუწევენ რეგიონშიც და დასავლეთშიც.   ჩვენი ლიბერასტი აქტივისტების სპონსორებს კი აუცილებლად მოუწევთ ნელ-ნელა დაინახონ, რომ მათმა ხარჯებმა ნაყოფი არ გამოიღო და ნელ-ნელა დამთავრდება მათი ეს ათწლიანი შეტევა.  ცოდვა ჩვენთან ცოდვადვე დარჩება და მისი მიმდევარი ეცდება მის დამალვას და მასთან ბრძოლას.  საქართველოზე გულგაცრუებული ლიბერასტები კი, თუ ქართველი თუ უცხოელი, წავლენ მათთვის უფრო ორგანულ გარემოში და იქიდან გვლანძღავენ და ისაუბრებენ ჩვენს გამოუსწორებლობასა და ჩამორჩენილობაზე.  ამ შედეგის მისაღწევად კი საჭიროა, ქვეყნის ინტელიგენციამ და ერმა იბრძოლოს და არ იჯდეს სახლში წაყრუებულ-მოკატუნებული, ერთმანეთის შემხედვარე და მთავრობისაგან სიკეთის მომლოდინე.

ამ ბრძოლაში არ შევა ის, ვისაც საკუთარი საცხოვრისის გახრწნაზე უფრო ქონებისა და სამსახურის დაკარგვა აშინებს, ვისაც არ შეუძლია ცილისწამების მოთმენა და აკანკალებს ფიზიკურ საფრთხეზე. მაგრამ ფანატიკურ მატერიალისტებს ერთი რამ ავიწყდებათ:  ჩვენმა ერმა, შორს რომ არ ვიაროთ, მათსავე მიერ აქ მოვლენილ ბოლშევიზმს გასცა ღირსეული პასუხი, აგერ, ასი წლის წინ.  ჩვენმა დიდმა ბებია-ბაბუებმა სიცოცხლე შესწირეს მათ რეპრესიებს, ოციანი წლებიდან მოყოლებული.  ჩვენ კი მათი ფოტოების დათვალიერებასა და მათთან ოდესმე შეხვედრის სიხარულში გავიზარდეთ, ეკლესიაში, რომელიც იყო აკრძალული და ჩვენს ოჯახებში ინახებოდა.

და დიახ, ეს სამივე კატეგორია, (1) ბოლშევიკების შთამომავლები, (2) მათი იმდროინდელი მდგომარეობის მოშურნე და მათ რიცხვში ვერმოხვედრილი ბოგანოების შთამომავლები და (3) ვითომქართველების შთამომავლები ერთიანად უდგანან ფანატიკურ მატერიალისტებს ამჟამად სამსახურში, ეს ასე იყო ყოველთვის.  მაგრამ ისინი ისევ დამარცხდებიან ჩვენთან ბრძოლაში, რადგან ჩვენნაირი ოჯახების შთამომავლობას არაფრის ეშინია, გარდა წესიერების მოღალატეობისა.  და ჩვენ ამ ცხოვრების გზაზე მიგვიძღვის ჩვენი დიდი ბაბუების მაგალითი ცილისწამების თმენისა, ქვეყნის ზნეობისათვის ყველაფრის გაწირვისა და არა მორიგი რამე მოთრეული იდეოლოგია, თავისი „იზმ“-ებითა და მახვილებიანი ფსევდოქართულით.  ჩვენი მიზანი თმენით მიღმიერის მოპოვებაა, მათი კი – მოუთმენლად აქაურის დათრევა.  რით მთავრება ეს მარადიული ჭიდილი ყველამ ვიცით – ბულგაკოვის არ იყოს, ყველას მიეზღვის მისი რწმენისამებრ.

სცილა და ქარიბდა ვახსენეთ. ქართული სახელმწიფოებრიობის აღდგენის ოდისეა ძალიან ჰგავს ამ განსაცდელს, თუმცა, ერის წმინდა მიზნების შედარება წარმართულ მითოლოგიაზე შეიძლება არც იყოს მართებული;  მეორე მხრივ, კაცობრიობის მეხსიერებაში შესულ ნებისმიერ მითოსს თავისი ინტელექტუალური, კულტურული და ალეგორიული მნიშვნელობა აქვს ხშირად.  იქნებ აქაც ასეა, ჩვენს შემთხვევაში.

გავიხსენოთ, ოდისევსი, იცის რა, რომ მაცდური და დამღუპველი სირენების კუნძულს უნდა ჩაუაროს, თავის მეზღვაურებს წინასწარ უცობს ცვილით ყურებს და თვითონ უბრძანებს მათ, მიაბან ის ანძას ყურებდაუცობელი, რათა მას ყველაფერი ესმოდეს ხომალდის საფრთხეში სვლისას.  აფრთხილებს კი ხალხს, რომ სირენების სიახლოვეს ის სირენების მომაჯადოებელი ხმობის ხიბლში ჩავარდება და ვედრებასა და ბრძანებას დაუწყებს მეზღვაურებს, აუშვან ის და მისცურონ მაცდურ და დამღუპველ სირენებთან.  ოდისევსი წინასწარ უბრძანებს მეზღვაურებს, არაფრისდიდებით არ ისმინონ მაშინ მისი ეს შლეგი ბრძანება და ცვილით ყურებდაცობილებმა უფრო მაგრად მიაბან ის ანძაზე, სამშვიდობოს გაიყვანონ და  მხოლოდ სირენებისაგან შორს აუშვან ის და ამოიღონ ცვილი ყურებიდან.

როდესაც ყველაფერი ასეც მოხდება და გემი სირენებისაგან დაღუპვას გადარჩება, იწყება მთავარი განსაცდელი, სცილასა და ქარიბდას შორის გემის გაყვანა.  ოდისევსი, როგორც ბრძენი მბრძანებელი, თავიდან არ აფრთხილებს ხალხს სცილას შესახებ და მხოლოდ სრულიად დამღუპველი ქარიბდასაგან გადარჩენაზე ზრუნავს მათთან ერთად.

ქარიბდა წყალთან ერთად ოდისევსის გემს სრული შთანთქმითა და დაღუპვით ემუქრება და გულგახეთქილი მეზღვაურები რაც ძალი და ღონე აქვთ მუშაობენ ნიჩბებზე, რათა ქარიბდას ხახაში გაქანებულ მორევს განეშორონ, არ იციან კი, ოდისევსისაგან განსხვავებით, რომ ექვსთავა სცილას უახლოვდებიან, რომელიც მათი მეგობრების ნაწილს შეიწირავს სამწუხაროდ.

და თუმცა ამის თაობაზე გაფრთხილებული ოდისევსი გაფაციცებით უთვალთვალებს ზღვას, რათა დროულად ასცდეს სცილას ექვს ხახასაც, ნაწინასწარმეტყველები უბედურება მაინც გარდაუვალი აღმოჩნდება - ზედმეტად მიახლოებულ ოდისევსის გემს ურჩხული სცილა უეცრად დაეცემა და საშინელი ტანჯვა-წამებით დაღუპავს ოდისევსის გემის მეზღვაურთა ნაწილს.  ამ მსხვერპლის საფასოდ და ერთადერთი სწორი კურსის წყალობით კი ხომალდი სამშვიდობოს გავა და ჰელიოსის ტრინაკრიასთან მივა.

ამ მითოსის ექსტრაპოლაცია ქართულ სინამდვილეზე ორი ან მეტი, სიმეტრიულად საპირისპირო ინტერპრეტაციით შეიძლება. ოდისევსი ნებისმიერ შემთხვევაში საქართველოს საერო ხელისუფლებაა, რომელსაც თავისი გიჟური სურვილებისა და ბრძანებების ასრულების უფლებას მისგანვე წინასწარ განსწავლული და გამოცდილი ერი არ აძლევს და სიცოცხლეს აიძულებს მას.  აი, სირენები, სცილა და ქარიბდა კი სხვადასხვანაირად შეგვიძლია გავიგოთ.  მაგალითად, ერთი მსოფლხედვა გვეტყვის, რომ სირენები საბჭოთა სოციალისტური ბედნიერების დაპირებები იყო ჩვენთვის,

ხოლო ქარიბდა - კრემლი, რომელიც არ ცნობს და სურს შთანთქას და სრულიად გაანადგუროს ქართული სახელმწიფოებრიობა,

სცილა კი ანტიოჯახური, აგრესიული ლიბერალიზმი, რომელმაც მამაკაცების მასობრივი გაუპატიურებითა და ჟლეტით, აბორტებისა და ოჯახების ნგრევის არნახული მოძალებით აიღო ჩვენგან სისხლხორცეული ხარკი.

მეორე მსოფლხედვა კი უპასუხებს, რომ სირენები სწორედ ლიბერასტული სიამტკბილობის ხმები არიან, რომლებიც ადამიანს ნეტარებას ჰპირდებიან და სინამდვილეში უოჯახობასა და დეპრესიულ სიბერეში ღუპავენ,

ქარიბდა ყოვლისმშთანმთქავი კორპორატიული კაპიტალიზმია, რომელიც საბერძნეთისა და ბულგარეთის მსგავსად დააკაბალებს ჩვენს ეკონომიკას და ფორმალურს გახდის ჩვენს დამოუკიდებლობას, ხოლო სცილა კი კრემლი არის, რომელმაც ჩვენი დევნილების ტანჯვა-წამებითა და ხოცვა-ჟლეტით აიღო თავისი სისხლხორცეული ხარკი.

ნებისმიერ შემთხვევაში, ამ ორი საპირისპირო მსოფლხედვის მიუხედავად, მხოლოდ უაღრესად ზედაპირულ ან ორპირ ადამიანს შეუძლია უნდოდეს ჩვენი სახელმწიფოს ხომალდის დაუფიქრებლად შეყვანა ან სცილასა, ან ქარიბდას ხახაში და არ სურდეს მისი სამშვიდობოს გაყვანა ჰელიოსის, ანუ (სიმართლის)მზის

კუნძულ ტრინაკრიასაკენ, რომლის დასახელებასაც ეტიმოლოგიურად სამის ერთოჯახობა ახასიათებს ელინთა წარმართულ აზროვნებაშიც კი.

ლევან ვასაძე, 2014 წლის 11 დეკემბერი

ფოტოები შერჩეულია ავტორის მიერ

ასევე იხ. ლევან ვასაძის პუბლიცისტური წერილი "ერი და სახელმწიფო"