"გუდა-გუდას" ბალიში-თოჯინა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში გაიყიდება
19-01-2015
"გუდა-გუდას" ბალიში-თოჯინა "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში გაიყიდება
მუცელზე შეხებისთანავე თეთრი ფუმფულა თოჯინა მულტფილმის უკვდავ სიმღერას - "გუდა-გუდას" შეასრულებს...

ზუსტად 28 წლის წინ ქართულ მულტიპლიკაციას კიდევ ერთი შედევრი შეემატა. რეჟისორ დავით თოფურიას მულტიზღაპარი, რომელიც ერთი პატარა გოგონასა და ცეროდენა თოვლის გუნდას ამბავს მოგვითხრობს, ყველა თაობის საყვარელ მულტფილმად იქცა. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაშინდელი ბავშვები დღეს უკვე მშობლები არიან და მულტფილმს ახლაც სიამოვნებით უყურებენ შვილებთან ერთად.


ბევრი ბავშვის ოცნება მალე რეალობად იქცევა და ყველასათვის საყვარელი "გუდა
-გუდა, თოვლის გუნდა" - ეკრანული გმირის თოჯინა - "ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში გაიყიდება. მუცელზე შეხებისთანავე თეთრი ფუმფულა ბალიში-თოჯინა მულტფილმის უკვდავ სიმღერას - "გუდა-გუდას" შეასრულებს. სპეციალურად ამ თოჯინისთვის ხელახლა გაკეთდა მუსიკის არანჟირება "სანო სტუდიაში", ხოლო სიმღერა მულტფილმის პირველმა გამხმოვანებელმა ნუგზარ კვაშალმა "პალიტრამედიის" ხმის ჩამწერ სტუდიაში ჩაწერა. ანსამბლ "ივერიის" წევრი ნუგზარ
კვაშალი მულტფილმის ისტორიას იხსენებს.

- 1986 წელს ალექსანდრე ბასილაიას მოკლემეტრაჟიანი მულტფილმისთვის მუსიკის დაწერა შესთავაზეს. ,,გუდა-გუდას" მელოდიას მიუზიკლ ,,თოვლის ბებოს ზღაპარში" ვმღეროდით. როდესაც ბატონ ალექსანდრეს მულტფილმის ნახატები აჩვენეს, დამირეკა და მითხრა: - ნუგზარ, შენ ძალიან ჰგავხარ იმ მულტფილმის გმირს, რომლისთვისაც სიმღერის დაწერა შემომთავაზესო. მოგვიანებით კაბინეტში დამიბარა, ნახატები ამოიღო უჯრიდან და მეუბნება: - "გუდა-გუდა" შენ უნდა გაახმოვანოო.

თავიდან უარი ვუთხარი, რადგან მულტფილმის გახმოვანება საპასუხისმგებლო საქმეა - ყველა გმირი ხომ ბავშვებმა უნდა შეიყვარონ... მაინც დამიყოლია და ჩავწერეთ ,,ცისარტყელები, ათასფერები..." და ,,გუდა-გუდა, თოვლის გუნდა". როდესაც სიმღერის ჩაწერა დავასრულეთ და მომასმენინეს, ბავშვივით აღვფრთოვანდი. ჩვენი ანსაბლის წევრმა ლიკა ურუშაძემ პატარა გოგონას გმირი გაახმოვანა.
სიმღერა მაშინ დიდებმაც და პატარებმაც ერთნაირად აიტაცეს და დღესაც ისეთივე სიყვარულით ღიღინებენ, როგორც 28 წლის წინ.

ისეთი მელოდიებია და ისეთი გმირია შექმნილი გუდა-გუდას სახით, რომ ეს პატარა ზღაპარი კიდევ ძალიან დიდხანს იცოცხლებს.

- თქვენს რეპერტუარში დღემდეა ეს სიმღერა?

- რა თქმა უნდა. როდესაც ამ სიმღერას ვიწყებ, ჩემთან ერთად მთელი დარბაზი მღერის. მიხარია, რომ ყველა პატარამ იცის...

ძალიან მიხარია, რომ მალე ამ მულტფილმის ერთ-ერთი გმირის თოჯინა გამოვა. დარწმუნებული ვარ, ის ისეთივე პოპულარული იქნება, როგორიც მულტფილმია.

ასეთი სათამაშო კარგ როლს ითამაშებს ბავშვების მუსიკალურ განვითარებაშიც, რადგან ის ისეთივე კეთილი და თბილია, როგორიც სიმღერა, როგორიც ყველასთვის საყვარელი "გუდა-გუდა".
ბავშვებისათვის საყვარელი მულტფილმის გმირის ბალიში-თოჯინა ,,ბიბლუსის" მაღაზიათა ქსელში გაიყიდება.

თორნიკე ყაჯრიშვილი
ნანა
19 თებერვალი 2015 17:30
ძალიან კარგი მოფიქრებაა, ახლობლის ბავშვებს ვაჩუქებ დაბადების დღეებზე. მადლობა ინიციატორებს და ნუგზარ კვაშალს
lali
12 თებერვალი 2015 23:13
დიდი ტირაჟით გამოუშვით რო ყველას შეხვდეს რააა ნატლულისთვის მინდა და დახლეით როდის შეგვიძლია რომ მივაკითხოთ ბიბლუს ყველაზე საუკეთესო სათამაშო იქნება ვგიჟდები ამაზე კარგი რომელი სათამაშO შეიძლება იყოს
qeti
11 თებერვალი 2015 00:40
ვაიმეე რა მაგარიაა როგორ გამეხარდა თქვენ ვერც კი წარმოიდგეენთ ....აუცილებლად ვიყიდიი

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები