იკითხეთ "კვირის პალიტრა" და დასაჩუქრდებით!"
09-02-2015
იკითხეთ "კვირის პალიტრა" და დასაჩუქრდებით!"
გაზეთი "კვირის პალიტრა" ერთგული მკითხველისთვის საჩუქრების გადაცემას  აგრძელებს! ამჯერად ჩვენი საჩუქარი მსახიობმა სოსო გოგიჩაიშვილმა მიიღო, რომელმაც სახლთან ახლოს, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, შეიძინა საყვარელი გაზეთი.

- "კვირის პალიტრის" გარეშე ვერც კი წარმომიდგენია ცხოვრება წლებია,  ყოველ ორშაბათს გამოვდივარ გაზეთის შესაძენად. მართლაც გამორჩეული გაზეთია, რომელსაც ჯერ მე ვკითხულობ, მერე კი - ჩემი ოჯახის წევრები. დიდი მადლობა საჩუქრისთვის, მართლაც კარგი სიურპრიზი მომიწყვეთ. საზოგადოებას კი ვეტყვი: იკითხეთ, ბატონებო, "კვირის პალიტრა" და დასაჩუქრდებით!”- გვითხრა ბატონმა სოსომ.

"კვირის
პალიტრის" 20 წლის იუბილეს აღსანიშნავი ღონისძიებების ფარგლებში, 2015 წლის 5 იანვრიდან 18 აპრილამდე, ყოველ ორშაბათს, გეძლევათ შანსი, თქვენი საყვარელი გაზეთისგან საჩუქარი მიიღოთ! ყოველ  ორშაბათს "კვირის პალიტრის" წარმომადგენელი  გადის ქუჩაში და პირველივე შემხვედრს, რომელსაც ხელში ჩვენი გაზეთი უჭირავს, ასაჩუქრებს.  ნუ დაკარგავთ შანსს, მიიღოთ ჩვენი საჩუქარი...
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით