იკითხეთ "კვირის პალიტრა" და დასაჩუქრდებით!" - კვირის პალიტრა

იკითხეთ "კვირის პალიტრა" და დასაჩუქრდებით!"

"კვირის პალიტრა" ერთგული მკითხველის დაჯილდოებას აგრძელებს. ამჯერად, იღბლიანი მკითხველი კოტე კასრაძე აღმოჩნდა, რომელსაც "კვირის პალიტრის" ჯგუფი გაზეთით ხელში, სანაპიროს ქუჩაზე შეხვდა. აღმოჩნდა, რომ კოტე კასრაძე ჩვენი ერთგული მკითხველია და გაზეთს ორშაბათიდან ორშაბათამდე მოთმინებით ელოდება: "წლებია "კვირის პალიტრას" ვკითხულობ - თქვენი გაზეთის კითხვა ჩვენს ოჯახში ერთგვარ ტრადიციადაც ჩამოყალიბდა. ყველა რუბრიკა იმდენად საინტერესოა, რომ განსაკუთრებულად ერთ რუბრიკას ვერ გამოვარჩევ. ორშაბათიდან ორშაბათამდე გელოდებით... ყველას ვურჩევ "კვირის პალიტრის" კითხვას - ყოველთვის საინტერესო და რაც მთავარია, ობიექტურია". მოგვიანებით, ერთგულ მკითხველს "კვირის პალიტრის" საჩუქრები გადავეცით.

შეგახსენებთ, 2015 წლის 5 იანვრიდან 18 აპრილამდე "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით გეძლევათ შანსი, საყვარელი გაზეთისგან საჩუქარი მიიღოთ! ყოველ ორშაბათს "კვირის პალიტრის" წარმომადგენელი ქუჩაში გაზეთის მკითხველს მოძებნის და მას სპეციალურ საჩუქარს გადასცემს.

რუსუდან შელია