"შვილი არ მატირეს, მომეცი ნება, შენთან ვიტირო" - 9 მარტის ცრემლიანი ისტორია
02-03-2015
"შვილი არ მატირეს, მომეცი ნება, შენთან ვიტირო" - 9 მარტის ცრემლიანი ისტორია
"გულის სიღრმეში ახლაც ბევრს სჯერა, რომ სტალინი არაფერ შუაში არ იყო 37 წელთან"

მედეა თიკანაძე 5 წლის იყო 1937-ში დედ-მამა რომ დაუპატიმრეს და მამის აშენებული სახლიც წაართვეს. შემდეგ ნათესავების კარზე იზრდებოდა. ამის მიუხედავად, სიცოცხლე არა ბოროტების, არამედ ადამიანური ღირსებების ძებნაში გაატარა.


- ბევრს უკვირს, რატომ ვიყავით ჩვენ, სტალინის ეპოქის მსხვერპლთა შვილები, სტალინის ერთგულები... დამერწმუნეთ,  გულის სიღრმეში ახლაც ბევრს სჯერა, რომ სტალინი არაფერ შუაში არ იყო 37 წელთან.
ჩემი ოჯახიც 37
წლის მსხვერპლია - როცა მამა მიჰყავდათ, თან მისი ყველა ნივთი მიჰქონდათ და ჰალსტუხი დაუვარდათ. ეს მაინც დამიტოვეთ ქმრის მოსაგონრადო, - იხვეწებოდა დედა, მაგრამ ამის ნაცვლად თავადაც წაიყვანეს... 10 წლის მერე დედა დაბრუნდა, მაგრამ 4 წელიწადში გარდაიცვალა 46 წლისა, მამა თურმე მაშინვე დახვრიტეს... მე კი ნათესავებმა
წამიყვანეს გასაზრდელად...

მიუხედავად ამ ყველაფრისა, 56-ის მარტში მშრალ ხიდთან, ბაღში, სტალინის ძეგლთან მაინც ვიდექით მე და ჩემი მეუღლე. ის 24 წლის იყო, მე - 23-ის. აქვე ახლოს ვცხოვრობდით, შემოგვესმებოდა სტალინის დასაცავად შეკრებილი ხალხის გუგუნი, დავუტოვებდით ბავშვს დედამთილს, გავიქცეოდით ბაღში და როცა ჭამის დრო დაუდგებოდა, უკან გამოვიქცეოდი. 9 მარტის იმ საღამოსაც ამიტომ გამოვიქეცი შინ. ბინდდებოდა, გზად ნათესავი შეგვხვდა, - არ მომწონს ეს ამბავი, ჰაერში დენთის სუნი ტრია­ლებს, ფრთხილად იყავითო. არ დავუჯერეთ, მაგრამ შევედით თუ არა სახლში, სროლა ატყდა. აივანზე გავცვივდით. ამ სროლაში უცებ "მრავალჟამიერი" გაისმა. ხალხს ესროდნენ, ის კი ისევ სტალინის ძეგლთან იდგა და მღეროდა. "მრავალჟამიერს" "გაფრინდი, შავო მერცხალო" მოჰყვა. მერე ჩვენი სახლის წინ მომიტინგეებმა ჩამოიარეს... მათ უკან სროლით რუსული მერვე პოლკი მოჰყვებოდა (მთელი პოლკი საბავშვო სახლებში აღზრდილი უთვისტომო ჯარისკაცებისგან შედგებოდა). სროლისას მომიტინგეების რიგებში დახოცილები ეცემოდნენ, ცოცხლები კი ისევ მღეროდნენ! მაშინდელი განცდა დღემდე მომყვება, მეც ჩემი 9 მარტი მქონდა, მაგრამ რა იყო ეს? ალბათ ის, რომ მაშინ ჩვენ სტალინთან ერთად ეროვნულობასაც ვიცავდით, ის ხომ ქართველი იყო. იმ დღეს დახოცილებისგან ზოგი მტკვარში გადააგდეს, ზოგი კაცმა არ იცის, სად დამარხეს...

ერთი ოსი ქალი დამამახსოვრდა, მისი გარდაცვლილი შვილი სადღაც გააქრეს. თავად კი 40 დღის შემდეგ გაიგო, რომ ორთაჭალაში ვიღაც მოხუცი გარდაცვლილა. მივიდა და მიცვალებულს თავთან ჩამოუჯდა, - შვილი არ მატირეს, მომეცი ნება, შენთან ვიტიროო. ხან ოსურად ტიროდა, ხან ქართულად, მასთან ერთად მისი 16 წლის შვილი მთელმა ორთაჭალამ დაიტირა.
აკა
10 მარტი 2016 11:53
ჩორნას და სტალინის მიერ მილიონობით დამონებულ მონებს, დღესაც,ეს მონობა 21 საუკუნეში ადმოგყვათ უბედურებო...მილიონობით ხალხის ამოწყვეტისათვის,
მილიონობით ოჯახის გაუბედურებისათვის (ბავშვები და დედები).
.. მისი სამშობლოს,-დამოუკიდებელი საქართველოს, ოკუპაციისათვის და ქართველების რუსეთის მიერ ისევ 70 წლით დამონებისათვის...
ამ ურჩხულისათვის, პასუხი არავის მოუთხოვია ისე წავიდა ამ სამოთხე დედამიწიდან...
ყველაფერი შეარჩინეს, მასავით ბოროტმა ადამიანებმა… ე.წ. ჩეკას КГБ-ს მილიონობით თანამშრომელმა მთელ მსოფლიოში...
ფრანგული გილიოტინა, ძალიან მცირე სასჯელი იქნებოდა მისთვის და მისთანებისათვის......
სამწუხაროდ ბევრი ადამიანია ამ ბოროტების მქადაგებელი და თაყვანისმცემელი,... ძლიერია ს ა ტ ა ნ ა, უკვდავია...და არ გვასვენებს.. სიკეთეს ძალიან ებრძვის..
02 თებერვალი 2016 11:35
უკეთესი ცხოვრება რომ იყოს სტალინი ვის ემახსოვრება! საქმეც იმაშია, რომ სტალინის დროს ამოისუნთქა ქართველმა ხალხმა. ხალხზე ვამბობ და არა რჩეულებზე. რჩეულები მაშინაც კარგად იყვნენ და ახლაც კარგად არიან და ყოველთვის კარგად იქნებიან. მე ვლაპარაკობ უბრალო ადამიანებზე.... თქვენ რამდენიც არ უნდა აგინოთ და ენები გადაიტყაოთ ვაი ვინ იყოის ტირანიო, არაფერი არ გამოგივათ,,,
ჩორნას
27 აპრილი 2015 10:14
ცოტა უხერხული ხომ არ არის კაცი რომელიც ანგრევდა და მიწასთან ასწორებდა ეკლესიებს იმის დასაცავად სახარების სიტყვები რომ მოგყავს :))) ერთი რამ ვიცი სტალინზე უკეთესის ღირსი საქართველო უბრალოდ არ არის.. კაცს რომელსაც მთელი გულით ეზიზღებოდა თავის სამშობლო და ყველაფერი გააკეთა მის დასანგრევად ეხლა დგახართ და ამ კაცს იცავთ?! დღეს თუ რამე ტერიტორიული პრობლემა გაქვს მაგ დავით გარეჯი ყველაფერი სტალინის დროს ჩადებული ბომბია!! გაუნათლებლობის თუ არ ვიცი რისი ბრალია ეს ყველაფერი მაგრამ ერთი რამ ფაქტია ქართველები დესპოსტისა და ტირანსი გარდა სხვას არაფერს ვიმსახურებთ!!!!

რედაქტორის რჩევით