"გამიმართლა, რომ აივ-ინფექცია მაქვს და არა - სიმსივნე" - "საიდუმლო" დაავადება
"გამიმართლა, რომ აივ-ინფექცია მაქვს და არა - სიმსივნე" - "საიდუმლო" დაავადება
"თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ადამიანი ინფიცირებულია­ და ამას  გაამჟღავნებთ, ოთხწლიანი ციხე გემუქრებათ"

ჩემ წინ ორი მამაკაცი ზის... ერთი მოუსვენარი და მხიარული, მეორე - დინჯი და სევდიანი... პირველი ამბობს, რომ მოუწესრიგებელი სექსუალური ცხოვრება გახდა დასნებ­ოვნების მიზეზი, მეორე კი ნარკოდამ­ოკიდებული გახლდათ და ევროპაში ცხოვრების დროს დაინფიცირდა. თუმცა, არც იმას გამორიცხავს, რომ  ამის მიზეზი დაუცველი სექსუალური კონტაქტი გახდა.

აივ-ინფიცირებულებთან გასაუ­ბრება შიდსით დაავადებულთა დახმარების ფონდის დირექტორის, იზა ბოდოკიას დახმარებით შევძელი.


ნიკა, აივ-დადებითი სტატუსის მქონე:-
შეიძლება ითქვას, გამიმართლა, რომ აივ-ინფექცია მაქვს და არა - სიმსივნე. მკურნალობა უფასოა. 34 წლის ვარ და იმედი მაქვს, დიდხანს ვიცოცხლებ.

გიგა, აივ-დადებითი სტატუსის მქონე:
- 18 წლიდან წამლის მომხმარებელი ვიყავი. წლების განმავლობაში ევროპაში ვცხოვრობდი. იქ საერთო ნემსით რამდენიმე­ ადამიანს გაგვიკეთებია წამალი. ალბათ, ამ გზით დავინფიცირდი.
საქართველოში რომ დავბრუნდი,  გადავწყვიტე წამლის "გადაგდება". სწორედ ამიტომ ჩავაბ­არე­ ანალიზი. აღმოჩნდა, რომ აივ-ინფ­ე­­ქცია მაქვს. მეგობარი გოგონა მყავდა,­ რომ გაიგო, რაც მჭირდა, დამშორდა. ძალიან უნდა გაგიმართლოს, რომ ისეთ ადამიანს შეხვდე, ვისაცგაგიგებს, არ შეეშინდება და ოჯახის შექმნას მოინდომებს.

საზოგადოებაში არსებული სტიგმა ბევრ პრობლემას უქმნის ინფიცირებულ ადამიანებს. ადამიანებს ეშინიათ ასეთებთან ურთიერთობის, არადა, მათთვის ხელის ჩამორთმევა, გადაკოცნა, ურთიერთობა საშიში არ გახლავთ. 

იზა ბოდოკია: - უამრავი მაგალითი­ გვაქვს, როდესაც ინფიცირებულ წყვილს ჯანმრთელი შვილი შეეძინა. ერთ ამბავს­ გავიხსენებ: ინფიცირებ­ული მამაკაცის საყვ­ა­რ­ელი დაფეხ­მძიმდა. ამ კაცს ცოლიც ჰყავდა­. მამაკაცი არ ეუბნებოდა საყვ­ა­რ­ე­­ლს, რომ ინფიცირებული იყო, სამაგ­იე­რ­ოდ, ცოლმა შეგვატყობინა... მივედი ორს­უ­ლთან და ავუხსენი მდგომარეობა... პატარა სრულიად ჯანმრთელი დაიბადა.

- რამდენი ინფიცირებულია დარეგისტრირებული საქართველოში?
- 6 700-ზე მეტი. თუმცა, ეს რიცხვი 1,5-ზე უნდა გავამრავლოთ, რომ რეალური სურათი მივიღოთ.
კანონით, ინფიცირებულ ადამიანს უფლება აქვს, სამედიცინო დაწესებულებაში მისვლისასაც კი არ განა­ც­ხადოს, რომ აივ-დადებითია. ეს მის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.

ამიტომ, სამედიცინო დაწესებულებებს ყველა­ სანიტარიული ნორმა უნდა ჰქონდეთ დაცული­. შესაძლოა, გაგიკვირდეთ, მაგრამ აივ-ინფიცირებულები სამედიცინო დაწესებულებაში უფრო მეტად განიცდიან დისკრიმინაციას - სტატუსის გამჟღავნების­ შემდეგ, ხშირად მომსახურებაზე უარს იღებენ. ასეთ ფაქტს რამდენჯერმე რომ გადააწყდებიან, შემდეგ სტატუსს­ მალავენ, არადა, ეს ადამიანები არ უნდა გავაბოროტოთ.
აივ-ინფი­ცირებული მამაკაცი კუჭიდან სისხლდენით მიიყვანეს საავადმყოფოში. როგორც კი თქვა, აივ-დადებითი ვარო, მაშინვე მიატოვეს ექიმებმა. რეგიონში დავ­რეკე და მადლობელი ვარ ზუგდიდის საავადმყოფოსი, რომელმაც პაციენტი მიიღო და სიკვდილს გამოსტაცა ხელიდან.

ამ პრობლემის წინაშე ნებისმი­ერი ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. კანონი არეგულირებს საიდუმლოს გამჟღავნ­ებასაც. თუ გაქვთ ინფორმაცია, რომ ადამიანი ინფიცი­რებულია­ და გაამჟღავნებთ, ოთხწლიანი ციხე გემუქრებათ.

- რას ამბობს კანონი იმ შემთხვევაში, როცა ინფიცირებული­ არ აფრთხილებს პარტნიორს? ან სამედიცინო­ პროცედურების შედეგად დაინფიცირებული ჯანმრთელი ადამიანების უფლებებს როგორ იცავენ?
- სამედიცინო დაწესებ­ულება, სადაც სისხლის გადასხმის ან სხვა პროც­ედურ­ების­ შედეგად დაინფიცირდება ადამიანი, ფაქტ­ობრივად, დაუსჯელი რჩება. კანონი ითვალისწინებს სასჯელს, მაგრამ ძნელია, დაამტკიცო, რომ სწორედ ისინი არიან დამნაშავე­. შემთხვევა მახსენდება: გოგო მოიტაცა ბიჭმა, რომელმაც იცოდა, რომ აივ-დად­ე­­ბითი­ იყო, მაგრამ არ გაუმხილა. ერთი თვე ჩაკეტილი ჰყავდა, მერე გოგონა წამოვ­იდა. გარკვეული პერიოდის შემდეგ ბიჭმა უთხრა, C ჰეპატი­ტზე გაესინჯეო. ამ შემთხვევაში ანალიზს შიდსის ვირუსზეც აკეთებენ.­ პასუხი დადებითი­ იყო. გოგონა სტრესის გამო სამი თვე სიბნე­ლეში იჯდა, მერე ბიჭს უჩივლა. ის ბიჭი ციხეში ისე სცემეს, გარეთ გამოსული გარდაიცვალა.

- რამდენი ბავშვია დაინფიცირებული საქართველოში?
- აღრიცხული 65 ბავშვია. აქედან,  ხუთი დაინფიცირებულია სისხლის გადას­ხმით, დანარჩენი კი - მშობლებისგან.
უცხოეთში ფსიქოლოგები ურჩევენ, რომ 7-12 წლის ასაკში უთხრან ბავშვს­ თავისი დაავადების შესახებ.
საქართველოში მშობლებს დანაშაულის შეგრძნების გამო უჭირთ ამის თქმა. მქონდა­ შემთხვევა, როცა მშობლებმა შვილს თავისი სტატუსი დაუმალეს. გაიზარდა ბავშვი. ის წლების განმავლობაში ერთსა და იმავე წამალს  სვამს და ბუნებრივია, აინტერესებს­ - რატომ. წამლის სახელწოდება "გუგლში"­ მოძებნა და აღმოაჩინა, რომ ინფიცირებუ­ლია.

- ხშირად ინგრევა ოჯახები იმის გამო, რომ მეუღლე იგებს თანამეცხედრის აივ-ინფი­ცირების შესახებ?
- გაგიკვირდებათ და შიდსის დიაგნო­ზის გამო არც ერთი ოჯახი არ დანგრეულა.­ ასეთ შემეთხვევაში­ მეუღლე ზრუნვას იწყებს... თუ შვილი გადა­რჩა და არ დაინფიცირდა, ეს უფრო ადუღ­ა­ბებს მათ. წლების წინ მამაკაცმა ჩააბარა ანალიზი და პასუ­ხის გამოსატანად ცოლი გაუშვა. ცოლმა უთხრა, რომ პასუხი უარყოფ­­ითი იყო, არადა, კაცი ინფიცირებულია. ოთხი თვე უმალავდა, რომ ქმარი არ გაშორ­ებოდა. ამას ყველა ვერ შეძლებს. პაციენტი გოგონა მყავდა, რომელმაც შეყვარებულს არ დაუმალა, რომ ინფიცირებული­ იყო. ბიჭს უკან არ დაუხევია და მაინც  დაქორწი­ნდნენ. ახლა 4 წლის ბავშვი ჰყავთ. ის ბიჭი ანალიზსაც არ იღებს, ისიც არ ვიცი, დაინფიცირდა თუ არა... კიდევ ერთ ამბავს გეტყვით, რომელიც გაგაოცებთ:

ქალი, რომელმაც მამაკაცის სტატუსის შესახებ იცოდა, მესამე ცოლად გაჰყვა მას. პირველ ორ ცოლს აქვს ქმრ­ი­ს­გან გადადებული ვირუსი, მესამეს - არა. არსებობს ადამიანის ისეთი გენ­ოტიპი,­ რომელსაც შიდსი არასოდეს დაემართება.

ეს ქალიც ამ ტიპს მიეკუთვნება, როგორც ჩანს. გვქონდა შემთხვევა, როცა ქალი ჯანმრთელ ქმარს გაშორდა და "ჩემს ინფიცირებულს" გაჰყვა.­ ასეთი­ რაღაცები მეც მიკვირს.

- უფრო ხშირად რა გზით ხდება დაინფიცირება?
- ევროპასა და ამერიკაში ყოველთვის მეტი იყო იმათი წილი, ვინც სექსუალური გზით დაინფიცირდა, ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში კი წამ­ლის ინტრავენური მომხმარებ­ლების წილი მეტია. ახლა საქართველოში
შეინიშნება ტენდენცია, რომ ინტრავენური გზით დაინფიცირებულების პროცენტული მონაცემი იკლებს. სამაგიეროდ, იზრდება სექსუალური გზით დაავადებულთა რიცხვი.

-  ინფიცირებულთა რაოდენობა იმატებს?
- ჯანმრთელობის სამინისტრო ამბ­ობს, რომ არ იმატებს. ლაბორატორიაში, სადაც ვმუშაობ, შიდსის ვირუსის გამოვლენა ხდება­, ყველა ადამიანის ანალიზი ჩემს ხელში ხვდება. ადრე თვის განმავლობაში ვაკეთებდი ორი ათას ანალიზს და აქედან 35-40 დადებითი პასუხი­ იყო. ახლა ვაკეთებ დაახლოებით 700 ანალიზს და გამოვლენილთა რაოდენობა იმდენივეა. უბრალო არითმეტიკაა საჭირო, რომ მიხვდე,­ რა სიტუაციაა.

მარი ჯაფარიძე

მკითხველის კომენტარი (6)
...
23 ნოემბერი 2018 12:50
Sexi armqonia mxolod kocna da ravqna ramdenxanshi gaviketo analizi
Tarasa
23 ნოემბერი 2018 12:48
Mainteresebs kocnittugadadis imfeqcia
Zura
18 ივლისი 2018 22:52
Ramden xanshi xdeba gamovlena an ramdenxanshi sheidleba rom dadgindes medikosebis mier anu ra dro unda iyos gasuli ro dadgindes gtxovt mipasuxot?
Gujiko
19 ივნისი 2016 23:55
Da kidev mainteresebss da mipauxe inkurneba tu araaa ra sheidzleba gaaketo adamiantan rom am daavadbas daamarcxoos..wamali ararsebob???
Gujiko
19 ივნისი 2016 23:53
Ki martalixar xar Natali sjobs yvelam vtvaat rom sxvas saprtxe ar shevuqmnaat
natali
11 მარტი 2015 22:44
ბევრი ცოლი ქმარს ამის გამო არ მიატოვებს, თუმცა საცოლესა და შეყვარებულს ნუ მოვთხოვთ ამის გაკეთებას. და კიდევ ერთი _ კანონით ისჯება, თუ პარტნიორი არ გააფრთიხლე შენი დაავადების შესახებ, ხოლო იგივე კანონო ნებას აძლევს დაინფიცირებულს, არ გაამხილოს თავისი ავადმყოფობა სამედიცინო დაწესებულებაში. მესმის, რომ ხშირად არაჰუმანურად თავად ექიმები ექცევიან ასეთ პაციენტებს, მაგრამ დაფიქრდით, რამდენ ადამიანს უქმნის იგი ამით საფრთხეს (ანუ პარტნიორი არ უნდა დაასნებოვანო და საავადმყოფოს პაციენტები _ კი, ბატონო, არავინ გიშლის, აქ პასუხი ექიმს მოეთხოვება).

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები