"თინე­ი­ჯერი გოგონები სათამაშო ფულის საშოვნელად ონლაინსექსით არიან დაკავებუ­ლი" - თვითმკვლელთა ატრაქციონი
09-03-2015
"თინე­ი­ჯერი გოგონები სათამაშო  ფულის  საშოვნელად ონლაინსექსით არიან  დაკავებუ­ლი" - თვითმკვლელთა  ატრაქციონი
"საოცრება ხდება რეკლამის სფეროში, ყველაზე დიდი წილი კაზინოებზე მოდის, ამასთან ეს ბიზნესი უამრავი გადაცემის სპონსორია, ანუ სამაგალითოა. არადა, თავისი არსით დამაქ­ცევარია"

აზარტული თამაშების შესახებ "კვირის პალიტრაში" დაბეჭდილ სტატიას "ლუდომანია - "შავი ჭირი",  რომელიც თაობებს ანადგურებს", მკითხველის გამოხმაურება მოჰყვა. მოქა­ლ­აქეები იმ თავზარდამცემი მდგომარეობის შესახებ გვიამბობენ, რაშიც თვითონ და მათი ახლობლები აღმოჩნდნენ. ერთ-ერთი მკითხველი, გიორგი, აზარტული თამაშებით გატაცებული არ არის, მაგრამ ინტერნეტში გოგონების გაცნობის დიდი გამოცდილება აქვს. ამტკიცებს, რომ ძალიან ბევრი თინე­ი­ჯერი
გოგონა თამაშობს ინტერნეტკაზინ­ოში და იმისათვის, რომ ფული იშოვონ, ონლაინპროსტიტუციასაც კი მიმართავენ.


გიორგი: - “უცნობმა გოგონამ სკაიპში შემომთავაზა, შენთვის გავიხდი, თუ კაზინოს­ ანგარიშზე ფულს ჩამირიცხავო. ამ ტიპის მო­მსახურებას უმეტესად თინეიჯერი გოგონები გვთავაზობენ. ტარიფებიც სხვად­ა­სხვა აქვთ, 10 ლარიდან ზევით. ერთხელ თუ ჩაურიცხე ფული, მერე აღარ მოგასვ­ე­ნებენ, ყოველ
საღამოს შეგეხმია­ნ­ე­ბიან და მათი მომსახურების ასორტიმენტიც­ იზრდება - გთავაზო­ბენ სექსს სკაიპით. ალბათ, კლიენტ­ები ჰყავთ, თორემ ონლაინსექსით, თუ პროს­ტიტუციით­ ამდენი­ გოგონა ხომ არ იქნებოდა დაკავებუ­ლი?! საგანგაშო მდგომარეობაა. არასრულწლოვანები რომ ასეთ დღეში არიან, მათგან ჯანსაღი დედები დადგებიან?! მეგობ­რებისგან ვიცი, ქალის სახელით ფულის ჩარიცხვას მამაკაცებიც გთხოვენ­. თაღლი­თობენ, ისინი ჯერ შიშველი­ ქალების ფოტოებს გიგზავნიან, ცდილობენ, დაგაინტრიგონ და ფულის გადახდაზე დაგიყო­ლიონ იმ პირობით, რომ როგორც კი თანხა მათ ანგა­რიშზე დაჯდება, გაიხდიან.­ ხალხს ფსიქიკური პრობლემები, გადახრები აქვს გემბლინგის გამო. ყველაფერზე მიდიან სათამაშო ფულის ხელში­ ჩასაგდებად.“

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტ გიორგი ბახტურიძის აზრით, თუ სახელმწიფო კაზინოების მოქმედებას კანონით არ შეზღუდავს, კატასტროფულ შე­დეგს მივიღებთ.

- სახელმწიფო არ ცდილობს ყველა ამ წამახალისებელი ფაქტორის არათუ აკრძალვას, შესუსტებასაც კი.

- გქონდათ ხელისუფლების წარმომადგენლებთან ამ თემაზე საუბარი?
- მეტიც, მომზადდა ცვლილებათა პროექტი, რომელიც პარლამენტში განსახილ­ველად­ შეიტანა კობა დავითაშვილმა. სამწუხაროდ, შედეგს ვერ მიაღწია...

იმ ჯგუფს, რომელიც გემბლინგის წინააღმდეგ იბრძვის საქართველოში, წარმოადგენენ ფსიქოლოგები, ნარკოლოგები და სხვა პროფესიის ადამიანები. "ნაციონალური მოძრა­ობის" მმართველობის დროს ამ ჯგუფის წევრებთან გემბლინგზე მკურნალობდნენ ცნობილი ადამიანები, მათ შორის პოლიტიკ­ური პარტიის ლიდერების ოჯახის წევრები, ზოგი თვითონ ლიდერიც. "ნაციონალები" თავად აღნიშნავდნენ, რომ საგანგაშო სიტუაცია იყო ბევრი მათგანის ოჯახში. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, დაგვეყოლიებინა მაშინდელი ხელის­უფლება, რომ აკრძალვები დაეწეს­ები­ნა. ამაოდ. სათამაშო ბიზნესი ის სფერო იყო, სადაც დიდი ფულის შოვნა შეიძლებოდა­ და ვინც ხელს ითბობდა ამ ბიზნესის მფლობელებთან სიახლოვით, ეწინააღმდეგებოდა შეზღუდვებს. ალბათ, მათი გავლენა უფრო დიდი იყო, ვიდრე მოწინააღმდეგეებისა. გვეგონა, ახალი ხელისუფლება დაგვიჭერდა მხარს. კვლავ ამაოდ... დავით­აშვილს ცვლილებათა პროექტი დაუბლოკეს, პარლამენტში განსახილველადაც კი არ გავიდა. მეტიც, დავითაშვილმა პოლიტიკა დავტო­ვეო და, ყველაფერს ზურგი შეაქცია. ვვარაუდობ, რომ ის გააჩერეს, ვიღაცებმა სათამაშო ბიზნესიდან ხელისუფლებაში ლობი გამონახეს, ან უბრალოდ, დაარწმუნეს, რომ კაზინო არჩენს საქართველოს ბიუჯეტს.­ მიმაჩნია, რომ იმაზე ბევრად ნაკლები შედის­ ბიუჯ­ეტში, ვიდრე რეალურად უნდა შედი­ოდეს სათამაშო ბიზნესიდან. ამის დადგენა შეიძლება მონიტორინგით, რომელიც არ უნდა წარმოადგენდეს პრობლემას და ამ მხრივ ხელისუფლებას ძალიან ბევრი ბერკეტი აქვს.

- რა ტიპის აკრძალვები იყო გათვალისწინებული ცვლილებათა პროექტში?
- ინტერნეტკაზინოები უნდა აიკრძალოს, რადგან სრულიად უკონტროლო გახდა მოზარდთა ქცევა. ადამიანს ნებისმიერ დროს აქვს ცდუნება, თუ ჯიბეში ფული აქვს, ჩარიცხოს შესაბამის­ ანგარიშზე და შინიდან გაუსვლელად ითამაშოს. უნდა აიკრძალოს სათამაშო ბიზნესის­ შესახებ ყოველგვარი რეკლამა. საოცრება ხდება რეკლამის სფეროში, ყველაზე დიდი წილი კაზინოებზე მოდის, ამასთან, ეს ბიზ­ნესი უამრავი გადაცემის სპონსორია, ანუ სამაგალითოა. არადა, თავისი არსით დამაქ­ცევარია. 

როგორც მოზარდზე, ისე ზრდასრულ ადამიანზე, რეკლამა განსაკუთრებით დამღუ­პველ გავლენას ახდენს. ერთ-ერთი სკოლის დირექტორი სამსახურიდან რომ დაითხოვეს, სამოც წელს გადაცილებული იყო. სამსახურის დაკარგვამ ძალიან ააფორ­იაქა. ფიქრობდა, როგორ ეშოვა ფული და უცებ კაზინოს რეკლამების ნახვის შემდეგ გადაწყვიტა, ბედი ეცადა. ის მომაკვდინებ­ლად­ დამოკიდებული ლუდომანი გახდა. გაყიდა სახლი, რომელშიც მისი მოხუცი დედა ცხოვრობდა, და ისიც რომ წააგო, გაგიჟდა და თავი მოიკლა. ზოგადად, იმდენი ადამიანი უბედურდება და თავს იკლავს ამ აზარტული თამაშების გამო, რომ ყველაფერი ლამის თვითმკვლელთა ატრაქციონს დაემსგავსა.ჩემი ახლობლის ვაჟებმა ოჯახს გააყიდვინეს თუ რამ ებადათ და ახლა ნაქირავებ ბინაში ცხოვრობენ ვალებში ჩაფლული. მოვითხოვთ, გაიტანონ კაზინოები დასახლებული პუნქტებიდან მოშორებით და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ ეს სფერო აუცილებელია ტურიზმის განვითარებისთვის, შეიქმნას ტურისტებისთვის განკუთვნილი ზონა, საკუთარ, ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას კი ნუ გავწი­რავთ განადგურებისთვის.

დღესვე საჭიროა მკაცრი რეაგირება ისეთ რეკლამებზე, რომელთაც შეცდომაში შეჰყავს მოქალაქეები. მაგალითად, როდესაც თქვენ სარეკლამო კლიპიდან გესმით, რომ არაფერს აგებთ და კაზინო თითოეულ თეთრს გიბრუნებთ უკან, იზრდება ცდუნება, ბედი სცადო. შესაძლოა, ვინმემ თავი იმართლოს, ეს არის აქცია და აქციის ფარგლებში ასეთი­ რამ დასაშვებიაო. ნურას უკაცრავად, ეს არის ჩათრევის მცდელობა, ისეთივე ქმედება,­ როგორიც ნარკომანიის გავრცელების შემთხვე­ვაში ხდებოდა, მოზარდებს უფასოდ აძლევდნენ ნარკოტიკს, აჩვევდნენ და ასე იძენდნენ­ მუდმივ კლიენტურას.

კანონით, არასათანადო რეკლამაზე განკ­უთ­ვნილია საჯარიმო სანქცია. ჩვენ თუ დავუმტ­კიცებთ რეკლამის ავტორებს, რომ ცდილობენ მომხმარებლის შეცდომაში შეყვანას, ამით მნიშვნელოვნად დავეხმარებით საზოგადოების გაჯანსაღებას. ბევრ ადამიანს­ ვიხსნით თამაშის ჭაობში ჩაფლობისგან. არსებ­ობს კომუნიკაციის მარეგულირებელი კომისია,­ რომელმაც უნდა უზრუნველყოს საზოგადოების საჩივარი, თუ, რა თქმა უნდა, ვინმე მიმართავს ამ თხოვნით. ჩვენ ვაპირებთ მივმართოთ...

თუ სახელმწიფომ სასწრაფოდ რამე არ იღონა, შეიძლება დავასკვნათ, რომ სულ არ ანაღვლებს, ნარკოტიკით მოწამლავენ ხალხს თუ ფსიქოლოგიურად, რის შემდეგაც­ ადამიანები ყიდიან ყველაფერს და ცარიელ­-ტარიელი ღია ცის ქვეშ რჩებიან. ვიღაც იტყვის, რომ ეს მათი უნებისყოფობის ბრალია. მერედა, რისთვის ვქირაობთ ხელისუფ­ლებას, განა იმისათვის არა, რომ საზოგადოე­ბის, ცალკეული ინდივიდის განვითარებისთვის ჯანსაღი გარემო შექმნას? როდესაც ვამბობთ, რომ სახელმწიფოს მოვალეობაა თავისი მოქალაქეების დაცვა, ეს იმას ნიშ­ნავს, რომ ხელისუფლებამ დაცვის მექანიზმები საკანონმდებლო სისტემის გამართულობით უნდა უზრუნველყოს...
"კვირის პალიტრა" კომენტარისთვის დაუკავშირდა კობა დავითაშვილს, რომელმაც ამ თემაზე ლაპარაკი, ჩვენდა გასაკვირად, კატეგორიულად არ ისურვა და განაცხადა, რომ თავი დაანება პოლიტიკას... იმის გასარკვევად კი, თუ რატომ ჩაუგდეს კანონპროექტი, პარლამენტში გადაგვამისამართა...


კანონი სათამაშო ბიზნესის შესახებ


საქართველოში სათამაშო ბიზნესი 2005 წლიდან რეგულირებულია სამი კანონით: "ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების შესახებ" "სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ" და "სათამაშო ბიზნესის მოსაკრებლის შესახებ".­

რეგულირების მიზანია საქართვ­ელოში ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშების ბიზნესის სახელმწიფო კონტროლი, მოქალაქეთა ინტერესებისა და მომხმარებელთა უფლების დაცვის გათვალისწინებით(?!).
2011 წელს სათამაშო ბიზნესის მოწყობაზე ნებართვების გაცემა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის პრეროგატივა გახდა. ეს სამსახური აზარტული და მომგებიანი თამაშების ნებართვის გაცემასა და გაუქმებას, მათში ცვლილებების შეტანას უზრუნველყოფს.

შემოსავლების სამსახურს გარკვეული უფლებამოსილებები მიენიჭა, რაც მანამდე აზარტული თამაშების მოწყობაზე ნებართვის გამცემ ფინანსთა სამინისტროს არ გააჩნდა. კერძოდ, შემოსავლების სამსახური უფლებამოსილია, გადაამოწმოს ნებართვის მისაღებად წარმოდგენილი დოკუმენტების უტყუარობა. ასევე, შეუძლია დააწესოს კონტროლი სანებართვო პირობების შესრულებაზე. შემოსავლების სამსახურს ნებისმიერ დროს შეუძლია შეამოწმოს ამგვარი დაწესებულებები­ და პირობების შესრულების მდგომა­რეობა.­
guja
13 მარტი 2015 21:13
ბევრი რამეა ასაკრძალი მაგრამ გულთან არ მიაქვთ ან ნებისყოფა არ ყოფნით ის საკითხები გულთან მიიტანონ რაც ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია
jemali
12 მარტი 2015 23:20
გეთანხმებით ვინც გამოეხმაურეთ ამ სტატიას, რაღაცა ზომებია მისაღები, მართლაც მიჩვევა იცის თამაშებმა, ალბათ უმუშევრობის და უიმედობის ბრალია, ჩემს ამბავს გეტყვით, რაც უმუშევარი დავრჩი, ამ საიტს ისე მივეჩვიე, ყოველდღე ვნახულობ, ეს უმუშევრობის და ხალხთან უკონტაქტობის ბრალია, არა და 55 წლის კაცი ბირჯაზე ხომ არ დავდგები, განსაკუთრებით ამ მთავრობამ გააჩერა ცხოვრება.
.
12 მარტი 2015 14:24
კაზინო ისეთი საქმეა რომელზეც ვერცერთი ხელისუფლება უარს ვერ იტყვის.

კი ადამიანს სპობს, მაგრამ მთავრობამ რაც არ უნდა აკრძალოს თუ ადამიანს იმის ნებისყოფა არა აქვს, რომ კაზინოში არ ითამაშოს რა აზრი აქვს ასეთ აკრძალვას?

რაც შეეხება რეკლამებს. აკრძალვა არა, მაგრამ უნდა შეიზღუდოს.

რედაქტორის რჩევით