ტაძარი ბინაში, სადაც ახალგაზრდობაში პატრიარქი ცხოვრობდა
09-03-2015
ტაძარი ბინაში, სადაც ახალგაზრდობაში პატრიარქი ცხოვრობდა
პატრიარქის ბინაში შესულ ყაჩაღთაგან ერთ-ერთს ცოდვა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოუნანიებია. მძიმე სენით დაავადებუ­ლი კი ტაძრის გარემონტებაში აქტიურად მონაწილეობდა...

"90-იან წლებში ამ ოჯახში შეიარაღებული პირები შეცვივდნენ და პატრიარქის დაწერილი ხატები წაიღეს"


- ხომ არ იცით, თემქაზე რა ადგილას მდებარეობს წმინდა გიორგის სახელობის ტაძარი?­
- მეთერთმეტე მიკრო­რა­იონის პირ­ველ კვარტალში, რვასართულ­იანი სახლის პირველ სართ­ულზე...
- უკაცრავად, მე ტაძარზე გკითხეთ.­
- მეც ტაძარზე გეუბნებით! ამ ტაძარში მამა შოთა წირავს...
- ტაძარი მრავალსართულიანი კორპუსის
პირველ სართულზეა?!..
- არც მე მჯეროდა, სანამ ჩემი თვალით არ ვნახე...

სოციალურ ქსელში გამართულ ამ დიალ­ოგს შემთხვევით გადავაწყდი. თემას უამრავი­ ადამიანი ეხმაურ­ებოდა... ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი სჯობიაო­, - ნათქვამია და რამდენიმე დღის წინ მითითებულ მისამართს კითხვა-კითხვით მივადექი.


კვიპაროსებით შემოფარგლულ ტერიტორიაზე ჯვრის გამოსახულებიანი კარით შევდივარ. ეზოში
აღმა­რთული ჯვარცმით და დაახლოებით სამი მეტრი სიმაღლის ილორის წმინდა გიორგის ხატით ვხვდები,­ რომ სოც­იალურ ქსელში ამოკითხულ მისამა­რთზე ვარ. კართან რამდენიმე ქალბატონი მეგებება... მრავალსართულიანი სახლის პირველ­ სართულზე, სამოთახიან ბინაში, ახალგაზრდობაში პატრიარქი ცხოვრობდა. უკვე 10 წელია, აქ წმინდა გიორგის სახელ­ობის ტაძარია. მრევლით სავსე დერეფნიდან, მთავარ დარბაზში შევდივარ.
ფრესკებით მოხატული კედლები, მედავითნეები, საკუ­რ­თხეველი,­ მოძღვარი...
წირვის დამთავრების­ შემდეგ, ტაძრის წინამძღვრისგან ვიგებ, რომ ასეთი­ ტაძარი, საქართველოში არ არსებობს.

როგორ იქცა პატრიარქის ბინა ტაძრად

უწმინდესმა და უნეტარესმა რამდე­ნიმე საცხოვრებელი­ ადგილი გამოიცვალა. ბათუმში მოღვაწეობისას თბილისში ჩამოსული სწორედ ამ ბინაში ათევდა ღამეს. 1968-1970 წლებში, როდესაც­ სახლის მშენებლობა დასრულდა, მეუფე ილიას ჰკითხეს, რომელ სართულზე გნებავთ ბინაო, - პირველზე, მიწა­სთან ასე უფრო ახლოს ვიქნებიო...
ამ სახლ­ში პატრ­ი­ა­რ­ქის­ მშობლები და დაც ცხო­ვ­რობდნენ.­

მამა შოთა (მიქაბაძე), თემქის წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვარი: - 90-იან წლებში, როდესაც ქვეყანაში არეულობა დაიწყო, ამ ოჯახში შეიარაღებული პირები შეცვივდნენ და პატრიარქის დაწერილი ხატები წაიღეს. ისინი დღემდე დაკარგულად ითვლება. ერთხანს სახლი დაკეტილი იყო. წლების შემდეგ კი მამათა მონასტრად გადაკეთდა, სადაც მამა ისააკი, შემდეგ კი მამა დოსითეოსი იყვნენ მორჩილებად... უწმინდესის განჩინებით, ტაძარი­ ათი წლის წინ იკურთხა... ერთხელ პატრიარქმა თქვა, მე რაც სახლები მქონდა, ყველა დავარიგეო - მათ ტაძრად გადაკეთებას მოიაზრებდა. უწმინდესის სახლები (მცხეთა, სნო), სადაც კი უცხოვრია, დღეს ყველა ტაძარია. სამწუხაროდ, ვლადიკავკაზში ვერ მოხერხდა მის საცხოვრებელ სახლ­თან ტაძრის აშენება... კურთხევა გვაქვს, რომ ჩვენი ტაძრის წინ მდებარე ტერიტორიაზე ტაძარი აშენდეს, თუმცა, უსახსრობის გამო შევფერხდით.

- ტაძრის თავზე ბინაში თუ ცხოვრობს ვინმე?
- რა თქმა უნდა, ახალგაზრდა ოჯახი ცხოვრობს. რამდენიმე დღის წინ ახალ სახლში გადავიდნენ. ჩემი თხოვნით, საკურთხევლის თავზე მდებარე საძინებელი სხვა ოთახში გადაიტანეს... საკურთხევლის ადგილას ადრე  პატრიარქის კაბინეტი იყო. ჩვენს ტაძარში დღემდე ინახება უწმინდესის მაგიდა და კამოდი. ტაძრის კედლებიც პატრიარქის კურთხევით მოიხატა.­

- ტაძარში შემოსვლამდე თვალში გვხვდება წმინდა გიორგის დიდი ხატი...

- ტაძრის კარიბჭესთან მდებარე ილორის წმინდა გიორგის ხატის დედანი აფხაზეთში, ილორის მონასტერში ინახებოდა და დიდი ხნის წინ დაიკარგა. მისი დაწერის შემდეგ გაირკვა, რომ ამ ზომის ილორის წმინდა გიორგის ხატი საქართ­ველოში მხოლოდ ჩვენს ტაძარშია.

„სადარბაზოს კართან ჩამწკრივებულ ბავშვებს პატრიარქი შოკოლადს გვირიგებდა“

ძველ მცხოვრებლებს კარგად ახსოვთ უწმინდესი, რომელიც აქ ხშირად მოდიოდა. 43 წლის ალექსანდრე გვრიტიშვილი­ იხსენებს: - პატრიარქი მაშინ ბათუმში მოღვაწეობდა და აქ ლურჯი "გაზ 24"-ით­ მოდიოდა ხოლმე. სადარბაზოს კართან ჩამწკრ­ივებულ ბავშვებს შოკოლადს გვირიგებდა და შინ შედიოდა. წლების შემდეგ, ამ ბინაში მისი და ნინო და დისშვილი ცხოვრ­ობდნენ. ქეთინო ჩვენი ტოლი იყო და ერთად ვთამაშობდით. ბიბლია და პირველი დიაფილმები საეკლესიო თემაზე, პირველად მათთან ვნახე...

ადგილობრივები ამბობენ, რომ პატრიარქის ბინაში შესულ ყაჩაღთაგან ერთ-ერთს ცოდვა გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მოუნანიებია. მძიმე სენით დაავადებუ­ლი კი ტაძრის გარემონტებაში აქტიურად მონაწილეობდა. ეს ამბავი­ აქ ყველამ იცის, თუმცა, ხმამაღლა საუბარს ერიდებიან...


მაშინ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ბიჭუნა წლების შემდეგ მწყემსმთავარი გახდებოდა...

1933 წლის 4 იანვარს, ვლადი­კავკაზში გიორგი შიოლაშვილისა და  ნატალია კობაიძის ოჯახში ვაჟი (ირაკლი) დაიბ­ადა. მაშინ ალბათ ვერავინ იფიქრებდა, რომ ეს ბიჭუნა წლების შემდეგ ქართველ მართლმადიდებელთა მწყემსმთავარი გახდებოდა...

მომავალი პატრიარქი (ირაკლი შიოლაშვილი) ვლადიკავკაზის 22-ე­ საშუალო სკოლისა და მოსკოვის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, მოსკო­ვის სასულიერო აკადემიაში აგრძელებს სწავლას. ჯერ კიდევ სტუდენტი, მაშინდელი­ კათოლიკოს-პატრიარქის, მელქისედეკ  III-ის ლოცვა-კურთხევით, ბერად აღიკვეცა და წმინდა ილია წინასწარმეტყველის პატი­ვსა­ცემად ილია უწოდეს. 1960 წელს, უკვე მღვდელ-მონაზონი ილია მოსკოვის სასუ­ლიერო აკადემიას ამთავრებს, სამშობლოში ბრუნდება და ბათუმის საკათედრო ტაძარში მღვდელმსახურობს. იღუმენისა და არქიმანდრიტის ხარისხის მიღების შემდეგ, 1963 წელს, ხელი დაასხეს ეპისკოპოსად, გამოირჩიეს ბათუმ-შემოქმედის ეპარქიის მმართველად და კათ­ოლიკოს-პატრიარქის ქორეპისკოპოსად. 1963-1972 წლებში მცხეთის სასულიერო­ სემინარიის - იმ დროისთვის ერთადერთი სასულიერო სასწავლებლის (მაშინ საღვთისმეტყველო კურსები ერქვა) პირველი დირექტორია, 1967 წლიდან აფხაზეთის ეპარქიაში ეწევა სასულიე­რო  მოღვაწეობას. 1977 წელს, კათოლიკოს-პატრიარქ დავით  V-ის გარდაცვალების შემდეგ კი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქად ირჩევენ.

თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხ. პალიტრატვ-ზე

09 მარტი 2018 11:29
შეცღომაა ამ ტაძარში მოღვაწეობწ არა მამა შოთა მიქაბაძე! ,არამეღ შოთა ნიქაბაძე .
მარინე
28 აპრილი 2016 20:26
უფალს დიდება დიდხანს სიცოცხლე პატრიარქს.მამა შოთას მას 7 შვილი ყავს გაიხარონ
სოფია
13 მარტი 2015 00:24
ჩემო პატრიარქო.....დიდხანს გვეყოლე ღვთის მადლით...

რედაქტორის რჩევით