რატომ მიდის საქართველოდან უნიკალური ტექნოლოგიების ავტორი? - სასწაულმოქმედი ქართული ბაზალტის ისტორია
09-03-2015
რატომ მიდის საქართველოდან უნიკალური ტექნოლოგიების ავტორი? - სასწაულმოქმედი ქართული ბაზალტის ისტორია
ლბათ, ჩემსავით უამრავი ადამიანი პირველად გაიგებს, რომ ვულკანური ქანის, ბაზალტისგან, საწარმოო ტექნოლოგიური და საქსოვი ბოჭკო, უნიკალური ძაფი მზადდება, რომელიც წარმოუდგენელი მდგრადობით გამოირჩევა.­ ძაფის წარმოების ტექნოლოგია საბჭოთა კავშირის დროს, კიევში მიუღიათ უკრაინელ მეცნიერებს. ძაფს ყველანაირი ბაზალტისგან ვერ დაამზადებ, საჭიროა შეიცავდეს სპეციფიკურ მინარევებს. ასეთი შემადგენლობა კი ყოფი­ლი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე მხოლოდ ქართულ ბაზალტს ჰქონია. ამიტომაც უკრაინაში ძაფს გასული საუკუნის 70-იანი წლების­ დასაწყისიდან 1994 წლამდე მხოლოდ მარნეულის საბადოდან მოპოვებული ბაზალტით  აწარმოებდნენ. უკრაინელ მეცნიერებთან
ერთად ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი ჯონი გიგინეიშვილი ერთ-ერთია, ვინც  ძაფის გამოყენების უნიკა­ლურ მეთოდებს მიაგნო, რომელთა პრაქტიკაში დანერგვაზე მუშაობას სთხოვს სხვა­დასხვა ქვეყანა, მათ შორის, "ნასა" დიდი ხანია სთავაზობს სამოქმედო პოლიგონს. საქართველოში კი ამით არავინ ინტერესდება...

ჯონი გიგინეიშვილი:
- ძაფისგან შეგვიძლია მივიღოთ ნებისმიერი ფორმისა
და პროფილის კომპოზიციური მასალა და კონსტ­რუქცია, რომელიც სამჯერ მტკიცე­ და მჩატეა, ვიდრე ფოლადისა და ლითონის კონსტრუქციები. ფილები მოუხეშავი და მძიმეა, ძაფის დაპრესვის შედე­გ­ად კი ნებისმიერი ფორმისა და ზომის ფილას დავამზადებთ... უკვე დაპატენტებული­ მაქვს და ინვესტიციის ჩადების შემთხვევაში ვაწარმოებთ უამრავ მასალას მშენებლობის ყველა­ სფეროში: მანქანათმშენებლობაში,­ სამოქა­ლ­ა­ქო, სამხედრო და საავიაციო სფეროში. შეგვიძლია ბაზალტის ძაფით დავამზ­ადოთ არმატურა, ნებისმიერი სახის მილი. იქ, სადაც არმირებულ ასფალტსა და ბეტონს ვიყენებთ, უნიკალურია ბაზალტის ძაფი, ჩვეულებრივი არმატურისგან განსხვავებით კოროზიამედეგია. სიმტკიცით ბაზალტთან ვერც ერთი ლითონი ვერ მივა. მე დავამზადე ბაზალტის ძაფით დაპრესილი შიფერისა და კრამიტის შემცვლელი სახურავის მასალები, ბაზალტის ძაფის ნარჩენებისგან მატა­რებლის ხუნდი, შვერილები, მილები. მე ვარ ბეტონის არმირებული კოჭის ტექნოლოგიის­ ავტორი. ეს ტექნოლოგია დიდი ხანია წარმატებით გამოიყენება რუსეთსა და უკრაინაში,­ მაგრამ საქართველოში - არა. თუ სახელმწიფო ინებებს ქარის გენერატო­რების დადგმას, შემიძლია დავამზადო გენერატორები, დგარები, პროპელერები... არაფრის შემოტანა არ დაგვჭირდება,­ მეტიც, შევძლებთ ექსპორტზე მის გატანას.

- ელაპარაკეთ ხელისუფლებას?
- მყავდა პოტენციური ინვესტორი ჯერ კიდევ გასული საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, უკრაინელები აპირებდნენ საქართველოში­ ბაზალტის ძაფის წარმოებას­ და შესაბამისად­, უახლესი ტექნოლოგიების განვითარებას,­ მაინც მარნეულიდან მოგვაქვს მადანი და მზად ვართ, მანდ ვიმუშაოთო.­ მაშინ ქართველმა ბიზნესმენებმა შემიშალეს ხელი. ჩვენ მივხედავთ ამ საქმესო...­ ფაქტია, როგორც მიხედეს. მოგვიანებით, 2000 წელს, მეცნიერებათა აკა­დემიის საბჭო­ზე მხარი დამიჭირეს - ეს პროექტი ქვეყნის სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამაში ჩავდოთო, მაგ­რამ სახელმწიფოს ერთი ლარი ვერ გავაღებინეთ. სამწუხაროდ, დღემდე არავინ მოსულა, მოდიან მხოლოდ იმისათვის,  რომ ტექნოლოგიის შესახებ ინფორმაცია წამართვან. არ მინდა ასეთ ხალხთან ბრძოლა. ამიტომაც წავალ საქართველოდან და ვეცდები, რეალობად ვაქციო ჩემი პროექტები, რომლებსაც კაცობრიო­ბისთვის უდიდესი სიკეთის მოტანა­ შეუძლია­. რატომ არ უნდა იხეიროს ამ ყველაფრით საქართველომ?

- "ნასაში" როდის შემოგთავაზეს წასვლა?­

- ჯერ კიდევ 1991 წლის ოქტომბერში ჰიუსტონში მიმიწვიეს. მთხოვდნენ დავრჩენილიყავი, მაგრამ მიმაჩნდა, რომ ვჭირდებოდი ჩვენს ქვეყანას, რომელიც მაშინ დამო­უკიდებლობის პირველ ნაბიჯებს დგამდა.  1999-2000 წლებშიც მთხოვეს წასვლა. 2007 წლიდან მიწვე­ვენ სხვადასხვა საერთაშორისო კონფერენციაზე... დროდ­ადრო მეხმიანებიან უკრაი­ნ­ე­ლ­ე­ბიც, რატომ არაფერს არ ცდილობო. თავის დროზე რომ აგვეწყო ბაზალტის ბიზნესი, დღეს ტექნიკური მრეწველობის განვითარებით გამ­ორ­ჩეული ქვეყანა ვიქნებოდით. გონივრულად დაგეგმარების შემთხვევაში, საქართველო ბაზალ­ტით ისევე წარდგება მსოფლიოში, როგორც აზერბაიჯანი ნავთობით.
ნადიმი
15 აპრილი 2018 20:27
თუ ეს ყველაფერი მართალია, წადი და მოძებნე ის ქვეყანა, სადაც ინტელექტუალური საკუტრების დაცვას დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ! - საქართველოს არ სჭირდება წესიერი და ჭკვიანი ადამიანები და პატრიოტობა აქ უაზრობაა! - წადი და შენს თავს და შენს ოჯახს გამოადგები!
LIA
16 ივლისი 2015 12:14
ვინც ბატონ ჯონის წასვლას უკიჟინებს ნეტა ისინი მოშორდებოდნენ აქაურობას. ბატონო ჯონი ამ კომენტარებიდან ერთს ვეთანხმები: უცხოელი ინვესტორები აქ ჩამოიყვანეთ,იქნებ აქვე საწარმო გაიხსნას და საქართველოდან მხოლოდ მზა პროდუქცია გაიტანონ.მუშახელიც ქართველებში მოიძებნოს.ამ მთავრობის დიდი დახმარების იმედი ნუ გაქვთ,ნურც ქართველი ყაჩაღი ბიზნესმენების,იქნებ როგორმე ირაკლი კოვზანაძეს დაუკავშირდეთ,არც გონიერება აკლია და არც პატიოსნება და მისი ფონდიდან იქნებ დაგეხმაროთ ყოველშემთხვევისთვის ნორმალურ რჩევა-დარიგებას მაინც მიიღებთ. სცადეთ.
გურული
30 მარტი 2015 14:09
ისე გვჭირს თურაშაულის პატრონი ტყეში რომ პანტას ეძებს,ასეთი ჭკვიანი ადამიანი სჭირდება დღეს ზუსტად საქართველოს

რედაქტორის რჩევით