რატომ გარდაიცვალა დუშეთის რაიონში 2 ახალგაზრდა?! - საშიში სექტები
09-03-2015
რატომ გარდაიცვალა დუშეთის რაიონში 2 ახალგაზრდა?! - საშიში სექტები
"ბევრი სექტა ქრისტიანობის სახელით მანიპულირებს, რაც ერთგვარი სატყუარაა"

ბოლო ერთი თვის განმავლობაში დუშეთის რაიონში 2 ახალგაზრდა გარდაიცვალა­ - 18 წლის ამიკო და 15 წლის მარიამი. მათი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ გახდება ცნობილი. დუშელები ეჭვობენ, რომ ახალგაზრდები სექტის წევრები იყვნენ. დუშეთში სექტის არსებობის­ შესახებ ინფო­რმაცია პარტია "რეფორმატორების" ერთ-ერთმა ლიდერმა,­ ნინო ჩარკვიანმა გაავრცელა. ამბობს,­ რომ სატანისტურ სექტაში 50 ბავშვია გაწევრებ­ული. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ ისინი რიტუალებს ასრუ­ლებენ და სასაფლაოზე
ცხოველებს აწამებენ, წყვილთა მსხვერპლშეწირვასაც მიმართავენ. შესაძლოა, სწორედ ამ ფაქტს უკავშირდება­ ამიკოსა და მარიამის გარდაცვალება. გავრცელებუ­ლი ინფორმაციით, ახალგაზრდებმა კალიუმის ციანიდი დალიეს...საქართველოში საშიში სექტების არსებობის­ შესახებ "კვირის პალიტრა"­ ისტ­ორიის მეცნიერებათა დოქტორს, ეთნოკულტურის მკვლევარს, პროფესორ ელდერ ნადირაძესა და ისტორიკოს სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.


სოსო მანჯავიძე:
- სატანისტები ისეთ ახალგაზრდებს
იზიდა­ვენ, რომ­ელთაც­ დარღ­ვეული აქვთ ფსიქიკა და მათი ზომბირება ადვილია. სისხლიანი რიტუა­ლები სწორედ ასეთი, ჰიპნო­ზი­რებული და მანიაკური გადახრების მქონე­ ადამიანე­ბის წრეში შეიძლება მოხდეს­.
ძალიან ფრთხილად, ღრმა კონსპირაციის პირობებში ხდება წევრების შერჩ­ევა და მათგან სატანისტური სექტ­ების შეკოწიწება.

სამწუხაროდ, ჩვენთანაც გამოჩნდა სატა­ნი­სტური სექტის ნიშნები, ვგულისხმობ ახალგაზრდების თვითმკვლელობას დუშეთში. თუ მართლა მსხვერპლშეწირვასთან გვაქვს საქმე, სასწრაფოდ არის ზომები მისაღები, რადგან, როგორც ყოველგვარ ავადმყოფობას, ამასაც ახასიათებს გავრცელების ტენდენცია. თითქმის ყველა სატან­ისტური კულტი სისხლიან მსხვერპლშეწირვ­ას მისდევს, რაც, როგორც წესი, დაკავშირებუ­ლია ტანჯვასთან.
სამსხვერპლო თუ არ ჰყავთ, შეიძლება გამოიყენონ ფოტო ან მსხ­ვერ­პლშეწირვის ობიექტის მსგავსი თოჯინა... არსებობს ტოტალიტარული­ სექტები, რომლებიც არანაკლებ საშიშია და ეწინააღმდეგება ქრისტიანობას.
რაც შეიძლება სწრაფად უნდა მიიღონ კანონი "რელიგიის შესახებ", სადაც ზუსტად იქნება გაწერილი, რომელია რელიგია და რომელი - სექტა. ტოტალიტარული სექტა, როგორც წესი:

1. იწვევს თავისი წევრების დაპირისპირებას საზოგადოებასთან;
2. ითხოვს უპირობო მორჩილებას.­ სექტის­ ხელმძღვანელის განუსაზღვრელი­ ავტორიტეტი ფსიქიკის შეუქცევად დეგრადაციას განაპირობებს. ადამიანები ვერ თავისუფლდებიან გავლ­ენი­­სგან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ სექტა­ განადგუ­რდა, ვერ უბრუნდებიან საზოგადოებას;­
3. სექტის ხელმძღვანელს შეუძლია მოუწოდოს სექტის წევრებს, ჩაიტარონ სუი­ციდი­ ან განახორციელონ ანტიჰუმანური, ანტისახ­ელმწიფოებრივი ქმედება. მაგალითად, იაპო­ნიაში "ამომავალი მზის ორდენმა"­ აპოკალიფსური მოლოდინის გამო მასობრივი თვითმკვლელობა­ ჩაიდინა; ჩარლზ მენს­ონმა ამერიკაში კალიუმის ციანიდი დაალე­ვინა 1000-ზე მეტ კაცს, რის შედეგადაც ისინი­ საშინელი ტანჯვით გარდაი­ცვალნენ;
4. ტოტალიტარული სექტებისთვის დამახასიათებელია სექსუალური აღვირახსნი­ლ­ობაც­ - სექტის ხელმძღვანელის სექსუა­ლური სურვილების დაკმაყო­ფილება უდიდეს პატივად ითვ­ლება სხვა წევრებისათვის.
უნდა ვაცნობიერებდეთ,­ რომ მთავარი მაშველი რგოლი ამ სამყაროში კრიტ­იკული აზრო­ვნების უნარია­. ადამიანი თავისით უნდა მივიდეს ჭეშმარ­იტებამდე და ერთმანეთში­ არ აერიოს პატივისცემა და ბრმა მორჩილება.
ყველა ტოტალიტარული სექტა საშიშია.­ მას ადამიანები ჭეშმარიტი გზიდან გადაჰყავს და სულს ჰპარავს. არადა, ადამიანის დანიშნულება ხომ ის არის, სულის ამაღლებით სასუფევ­ლისკენ გაიკაფოს გზა. სექტები კი საკუთ­არ სულზე უარის თქმასა და სხვა ადამიანის თაყვანისცემას­ მო­ითხოვენ, რაც სულიერ სიკვდილს იწვევს.
ელდერ ნადირაძე: - ყველა ქვეყანაში რელიგიურ სექტებს ადგილი აქვთ მიჩენილი, მათ არავინ ებრძვის, მაგრამ დადგენი­ლია, რომ ქვეყნის კონსტიტუციას, კანონმდებლობასა და სამართლებრივ წესრიგს არ უნდა უპირისპირდებოდნენ... რელიგიის ძალადობრივი პროპაგანდა ყველგან აკრძალულია.

სექტანტები არ მონაწილეობენ სახელმ­წი­ფოს შენებაში, მაგალითად, არ მიდიან ჯარში. თუ საზოგადოების ნაწილი ხარ და მისი სიკეთეებით სარგებლობ, მაშინ­ ამ ქვეყნის ყველაფერი უნდა გაითავისო და მის აღმ­შენე­ბლობაში მიიღო მონა­წილეობა. ზოგიერთი სექტის წარმო­მადგ­ენლები სისხლის გადასხმას რომ არ ცნობენ, ამის გამო ხომ შეიძლება დაი­ღუპოს­ ადამიანი? გორის ციხიდან რომ გადმოხტნენ­ თუ გადმოფრინდნენ, რითაც საზოგადოებას აუწყეს აღსასრულის მოახლოება, ეს ნორმა­ლურია?

დასავლეთ საქართველოში იყო შემთ­ხვევა,­ სადაც ერთ-ერთი სექტის წევრებს­ შორის ჯგუფური სექსი დაფიქსირდა. ბევრი­ სექტა ქრისტიანობის სახელით მანიპულირებს, რაც ერთგვარი სატყუარაა. მიდიან იქ, სადაც­ დაძაბული სიტუაციაა და დახმარებით ნიღბავენ ყველაფერს.

სექტები იმისთვის არის შექმნილი, რომ მართლმადიდებლობა, როგორც რელიგია, გააუბრალოონ და დაირღვეს მთავარი ღირებულებები: ოჯახი, სულიერება, მორა­ლი, პატიოსნება, ტრადიციები...

ნანა ფიცხელაური
სიტყვაი ქორა
15 მარტი 2015 15:30
"იეჰოველთა" პოსტებს ვეხმაურები.ციტატა თქვენი პოსტიდან: "მატ არ სწამტ არც სუოლის უკვდავების და არც იმ ზგაპრების,ტიტქოს სული სადმე განაგრდზობს არსებობას".
თქვენი მთავარი საარტილერიო სიტყვაა-"ბიბლიაში ყველაფერი წერია".მერე რატომ ეწინააღმდეგებით მას?არ იცით,რომ წინააღმდეგობაში ხართ ბიბლიასთან?სულის უკვდავებაზე ბიბლიაში იმდენ ადგილასაა დაწერილი,რომ ამაზე საუბარიც კი ზედმეტია,რადგან ეს არის მთავარი საკითხი,რომლის უარმყოფელიც უარყოფს ბიბლიასაც.მე,როგორც ერთი რიგითი მართლმადიდებელი,მოვიყვან რამდენიმე მაგალითს.(მხოლოდ იმათთვის,ვინც ამ სექტებში შემთხვევით მოხვდა,ან ჩემნაირი მართლმადიდებელის შემხედვარე გული აიცრუა))).
ლუკა 24:42 მან უთხრა:"იესო, გამიხსენე,როცა შენს სასუფეველში მოხვალ".
ლუკა 24:43 იესომ უთხრა მას: "ჭეშმარიტად გეუბნები შენ:დღესვე ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში".
ამ დღეს(წითელ პარასკევს)როცა უფალმა ეს სიტყები უთხრა ჯვარცმულ ავაზაკს, უფალი აღესრულა.ამავე დღეს აღესრულნენ ჯვარცმული ავაზაკებიც--ჯარისკაცებმა უროებით დაუმსხვრიეს წვივები ისედაც დატანჯულ ადამიანებს და ასეთი წამებით ამოხადეს სული,რათა შაბათს ჯვარზე არ დარჩენილიყვნენ,ვინაიდან ის შაბათი დიდი იყო იუდეველთათვის.იმ დღესვე ყველანი აღესრულნენ. მაშ რომელ სამოთხეზე ეუბნებოდა უფალი?სწორედ იმ სამოთხეზე,რომელშიც გარდაცვლილ მართალთა სულები არიან და რომელიც თქვენ არ გწამთ.
ფერისცვალება არ წაგიკითხავთ?როცა უფალმა თაბორის მთაზე აიყვანა პეტრე,იაკობი და იოანე.
მარკოზი 9
9:3 გაბრწყინდა მისი ტანისამოსი და ძალზე თეთრი გახდა, ისეთი, რომ გამთეთრებელს ამ ქვეყანაზე არ ძალუძს ისე გათეთრება.
9:4 ეჩვენა მათ ელია მოსესთან ერთად და ესაუბრებოდნენ იესოს.
9:5 პეტრემ უთხრა იესოს: „რაბი, კარგია ჩვენთვის აქ ყოფნა. გავაკეთოთ სამი კარავი. ერთი შენ, ერთი მოსეს და ერთიც ელიას."
9:6 ვინაიდან არ იცოდა რა ეთქვა, რადგან ყველა შეშინებული იყო.
ანუ, გამოეცხადათ ორი წინასწარმეტყველი მოსე და ელია,რომლებიც დიდი ხნის გარდაცვლილნი იყვნენ და ესაუბრებოდნენ ჯვარცმაზე,რომელიც უნდა აღსრულებულიყო იერუსალიმში.დიდი ხნის წინ გარდაცვლილი ადამიანების სულები ესაუბრებოდნენ!!!!!!!!ამაზე რას იტყვით?(შეგახსენებთ თქვენს სიტყვებს-ბიბლიაში ყველაფერი წერია).
იოანე 8:56 აბრაამს,მამათქვენს,უხაროდა, რომ იხილავდა ჩემს დღეს.იხილა და გაიხარა.
როგორ უნდა ეხილა და გაეხარა აბრაამს,დიდი ხნის წინ გარდაცვლილ ადამიანს?განა შეუძლიათ ძვლებს რაიმეს დანახვა ან გახარება,ან რაიმე ემოციის გამოხატვა?ვერ ხვდებით,რომ სულზეა ლაპარაკი.იმ უკვდავ სულზე,რომელიც თქვენ არ გწამთ.(ბიბლიაში ყველაფერი წერია).
არც მდიდარის და ლაზარეს იგავი წაგიკითხავთ?საიქიოს მყოფი სულები ერთმანეთს ესუბრებიან,გრძნობენ და განიცდიან. ან ეს ადგილი არ წაგიკითხავთ:
მეორე კორინთელთა.თავი5.
გამოსვლა სხეულიდან და უფალში დამკვიდრება.
5:1 რადგან ვიცით,რომ როცა დაინგრევა ეს ჩვენი მიწიერი სახლი-კარავი, ღვთისაგან გვაქვს შენობა ცაში, ხელთუქმნელი სახლი, საუკუნო.
5:2 ვინაიდან მართლაც ვოხრავთ და ვნატრობთ ჩვენი ზეციური სახლით შემოსვას,
5:4 ვინაიდან, მართლაც ამ კარავში ტვირთქვეშ ვოხრავთ,რადგან გახდა კი არა გვსურს, არამედ შემოსვა, რათა მოკვდავი შთაინთქას სიცოცხლით.
5:5 სწორედ ამისათვის შეგვამზადა ჩვენ ღმერთმა და მოგვცა სული საწინდრად.
5:6 ამიტომ ყოველთვის მხნედა ვართ და ვიცით, რომ სანამ დამკვიდრებულნი ვართ სხეულში, განშორებულნი ვართ უფლისაგან,
5:7 ვინაიდან რწმენით დავდივართ და არა ხილვით.
5:8 მხნედა ვართ და გვირჩევნია სხეულს განვშორდეთ და უფალთან დავბინავდეთ.
5:9 ამიტომ ვცდილობთ კიდეც-აქ ვიქნებით თუ იქ, მისთვის სასურველნი ვიყოთ.
5:10 ვინაიდან ჩვენ ყველანი უნდა გამოვცხადდეთ ქრისტეს სამსჯავროს წინაშე, რათა თითოეულმა მიიღოს იმის მიხედვით,რასაც სხეულის სიცოცხლის დროს აკეთებდა-კეთილს თუ ბოროტს.
სექტა არა ხართ?აგერ წერია,ტერმინი "სექტა"-ს მნიშვნელობა:
http://www.nplg.gov.ge/gwdict/index.php?a=term&d=5&t=4491
იქ წერია ესეთი რამ: (გადოვიღე ასლი)
სექტა
"ამ ტერმინს დღეისათვის სულ ცოტა ორი მნიშვნელოვნელობა მაინც გააჩნია - თეოლოგიური და სოციოლოგიური. ლათინური სიტყვა „secta“ სკოლას, სწავლებას ნიშნავს. ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად იგი მომდინარეობს სიტყვიდან sequi=მიმდევრობა. თუმცა, არსებობს სხვა მოსაზრებაც. ამ უკანასკნელის მიხედვით, მის საფუძველს წარმოადგენს არა სიტყვა sequi, არამედ “secare” რაც გამოყოფას, გამოცაკლკევებას აღნიშნავს. თავდაპირველად სექტას მხოლოდ თეოლოგიური დატვიერთვა გააჩნდა. იგი დიდი რელიგიური გაერთიანებიდან რაღაც საფუძველზე გამოყოფილი, მცირერიცხოვანი ჯგუფის აღსანიშნავად გამოიყენებოდა.გამოყოფილ ჯგუფებს შორის განსხვავების ზრდის კვალობაზე, სიტყვა სექტის მნიშვნელობაც გაფართოვდა და მან თეოლოგიურთან ერთად გარკვეული სოციოლოგიური შეფერილობაც შეიძინა.ამ უკანასკნელის შესაბამისად სექტა გულისხმობს ადამიანთა ჯგუფს, რომელიც ახალ კულტურას, ღირებულებებსა და ცხოვრების წესს ამკვიდრებს საზოგადოებაში.ამასთან, აღნიშნული ჯგუფი, თავის თავს განიხილავს არა როგორც საზოგადოების შემადგენელ ნაწილს, არამედ როგორც მასთან დაპირისპირებულ ძალას. საზოგადოდაც, შეიძლება ითქვას, რომ დღეისთვის სექტა წარმოადგენს დაპირისპირების შედეგს არა იმდენად რელიგიურ ურთიერთობათა სფეროში, რამდენადაც საზოგადოებრივში. საქმე ისაა, რომ სექტა თავისი ქმედებებით დისონასში მოდის, არა მარტო იმ რელიგიურ გაერთიანებასთან, რომლის წიაღშიც იგი წარმოიშობა, არამედ მთლიანად საზოგადოებასთან. ცნობილია, რომ ბალანსი, რომელიც ჯგუფებს შორის ურთიერთობისას მიიღწევა, მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული იმ შინაგან, ხშირ შემთხვევაში გაუცნობიერებელ შეთანხმებაზე, რასაც შეიძლება საერთო მსოფლმხედველობრივი კონსენსუსი ეწოდოს. სექტა, რომელიც უპირისპირდება კონკრეტულ მსოფლმხედველობას, უპირველეს ყოვლისა წინააღმდგებაში მოდის სწორედ ჯგუფებს შორის მიღწეულ ამგვარ საერთო მსოფლმხედველობრივ კონსენსუსთან, ანუ მულტიკულტურული რეალობის პირობებში ჩამოყალიბებულ იმ ბალანსთან, რომლის დაცვაც აუცილებელია მსგავსი საზოგადოების შემდგომი არსებობისათვის."
არა ხართ სექტა?არ გამოეყავით დიდ რელიგიურ ჯგუფს? არ უპირისპირდებით იმ დიდი რელიგიის მიმდევრებს და მის აღმსარებელ საზოგადოებას და ამ საზოგადოებაში დამკვიდრებულ ცხოვრების წესებსა და ტრადიციებს?ქართული ქრისტიანული ტრადიციები თქვენთვის მიუღებელი არა არის?გეძლევათ უფლება,წაიკითხოთ მართლმადიდებლური ლიტერატურა?ადვილია თქვენი ორგანიზაციიდან გამოსვლა?თქვენი წესებით(სისხლის გადაუსხმელობით) საფრთხეში არ აგდებთ ადამიანის სიცოცხლეს?თქვენი ორგანიზაციის ერთგულების გამო არ ანგრევთ ოჯახებს?ქუჩაში მომაბეზრებლად არ ცდილობთ ადამიანების გადმობირებას? სექტა ხართ ბატონებო,სექტა.
სოსო მანჯავიძეს:
14 მარტი 2015 00:17
წინამდებარე ჩემს კომენტარში შეცდომა იყო,ვინაიდან სოსო მანჯავიძე პრფესორთან გავაიგივე და მას მივმართე,აქედან გამომდინარე მინდა ბოდიში მოვიხადო შეცდომისთვის და მივმართო სოსო მანჯავიძეს,მცირეოდენი ჩასწორებებით:
თავდაპირველად სტატიაში სატანისტებზე იყო საუბარი თუ არ ვცდები,ჰოდა ბატონო სოსო ილაპარაკეთ იმ შემთხვევაზე რასაც სატანიზმი ჰქვია,ნუთუ იმდენად მწირია ამ თემაზე თქვენი ცოდნა რომ სხვა არავინ გაგახსენდათ მოწმეების გარდა?ისიც ფარულად,შემპარავად,მზაკვრული გადამისამართებით,მათ ქმედებებზე!..
იეჰოვას მოწმეებთან ბრძოლა თუ გნებავთ,სხვა ჭრილში აჯობებდა მათი მოხსენიება!ცრუ ბრალდებებით კი არ უნდა ებრძოლოთ და ამ საკითხში გაუთვითცნობიერებელი ხალხი კი არ უნდა ააჯანყოთ,არამედ თქვენი აზრი რეალურ ფაქტებზე უნდა დააფუძნოთ და პირდაპირ აღიაროთ მათ მიმართ თქვენი უარყოფითი დამოკიდებულება!რადგან ისტორიკოსი ბრძნდებით შეცდომის უფლება არ გაქვთ და თქვენი აზრი მრავალჯერ გადამოწმებულ რეალურ ფაქტებზე უნდა იყოს დაფუძნებული!
ისტორიას ბევრი ისტორიის გადამწერი ახსოვს ანუ ისინი ვინც რეალური ფაქტების დამახინჯებით ამა თუ იმ მოვლენას ან ცამდე აიყვანდა ან მიწასთან ასწორებდა,ხომ არ ფოქრობთ ,რომ მსგავსი გავლენა გაქვთ?
ბრალი რომ წაგიყენონ რა კონტექსტშიც იეჰოვას მოწმეებს მოიხსენიებთ,ხომ მოგეჭრათ თავი,რატომ არ უფრთხილდებით თქვენს რეპუტაციას?თქვენც ხომ ის მაინც იცით,რომ მათ საერთო არ აქვთ უკანონობასთან და ნებისმიერი მათი ქმედება დაფუძნებულია ბიბლიურ და ქვეყნის კანონებზე!
არ შეიძლება ასეთი საქციელი,წინ უნდა გაიხედოთ თქვენს სიტყვას,წონა აქვს და ნუ გააუფასურებთ მათ!...
თვალსაზრისად წოდებულს..
13 მარტი 2015 14:29
პირდაპირ გეტყვით თქვენი თვალსაზრისი ოკულისთთანაა წასაყვანი, რომელ ვეება ევროპაშია იეჰოვას მოწმეები სექტად წოდებული იქნებ ერთერთი ქვეყანა დაგვისახელოთ ვეება ევროპიდან?თქვენ ქვეყანაში არიცით ვინ ვინაა,რომ გიგა ბოკერიას საერთოდ არა აქვს იეჰოვას მოწმეებთან შეხება,გარდა იმ შემთხვევისა ბასილ მკალავიშვილის დევნის დროს მათ უფლებებს რომ იცავდა და ევროპის სახელით როგორ ლაპარაკობთ?ძალადობის იმ ვერსიაზე რასაც თქვენ მოიხსენიებთ,შეგიძლიათ არმოუსმინოთ,სად გაგონილა მარტო თქვენი მხრის გამართლება,მარტო თქვენ გაქვთ უფლებები ჩვენს სახელმწიფოში და სხვას არა?
უსმენთ და მერე აპროტესტებთ ძალადობააო,სამართლებრივად უსუსური არგუმენტებით,მათ აქვთ უფლება როგორც მოქმედებენ თქვენც თქვენი უფლება გამოიყენეთ ზრდილობიანად არმოსმენის!!!მარხვა თუ გინდათ და რამდენდღიანიც შეგიძლიათ ესეც თქვენი უფლებაა,ოღონდ თავის დაზიანებამდე!! რაც შეეხება მოსეს მარხვას ის იმ პასუხისმგელობას უკავშირდებოდა რაც მას უნდა გაეკეთებინა 10მცნების ჩამოტანით და ასეთი 40 დღიანი მარხვა არსადაა ბიბლიაში ნახსენები,რომ მთელ ერს მოეთხოვებოდა!!..ასევე იყო იესოს მარხვის შემთხვევაშიც ისიც მონათვლის შემდგომ პასუხსმგებლობის გაცნობიერებას მოიცავდა და არავის მოუწოდებდა მსგავსად ემოქმედა!მარხვისას მოსეს კანონის თანახმად, თავი უნდა დაემდაბლებინათ და არა უფლის წყალობა მიეღოთ,როგორც თქვენ განმარტეთ ანუ ემარხულათ წელიწადში ერთხელ გამოსყიდვის დღეს (ლევიანები 16:29)და ეს მითითებულ მუხლშიც გამოჩნდა რომ საქმისგან თავშეკავება იყო და არა საკვებსგან!! მოსეს რჯული კი იესომ გააუქმა რა გვევალება ქრისტიანებს ახლა დასკვნა თავად გამოიტანეთ და ბოლოს თქვენეულად დავამთავრებ თუკი რომელიმე იეჰოვას მოწმეს თვლით,გაწუწკებულ,სულის სანაცვლოდ ფულზე გაყიდულ ქართველებად,ეს რომ სიმართლე იყოს და ამ ლეგენდის თქვენც გჯეროდეთ, დარწმუნებული ვარ პირველი მათ რიგებში თქვენ იქნებოდით!!!...

რედაქტორის რჩევით