"ამ შავი ღვინით "კვირის პალიტრის" სადღეგრძელოს დავლევ!"
16-03-2015
"ამ შავი ღვინით "კვირის პალიტრის" სადღეგრძელოს დავლევ!"
"ბავშვობი­დან თქვენი გაზეთის მკითხველი ვარ - ჯერ კიდევ ბაბუაჩემი ყიდულობდა "კვირის პალიტრას", შემდეგ - მამა"

ერთგული მკითხველისთვის საჩუქრების გადაცემას "კვირის პალიტრა" კვლავ აგრძელებს. ამჯერად, მორიგი იღბლიანი მკითხველის გამოსავლენად, მოსკოვის პროსპექტზე გავედით. ზუსტად ათწუთიანი ლოდინის შემდეგ, "კვირის პალიტრით"“ხელში, ახალგაზრდა მამაკაცი­ შევნიშნეთ. ამჯერად, საყვარელი გაზეთისგან საჩუქარი 24 წლის სტუდენტმა, ღვთისავარ ანთაძემ მიიღო, რომელსაც "პალიტრა L"-ის მიერ გამოცემული ქართული ხალხური ზღაპრები“ და ერთი ბოთლი შავი ღვინო გადაეცა.


- დიდი მადლობა! მსმენია თქვენი აქციის
შესახებ და მოხარული ვარ, რომ მეც გამიმართლა.

- რამდენი ხანია, რაც "კვირის პალიტრას" კითხულობ?

- შეიძლება ითქვას, რომ ბავშვობი­დან თქვენი გაზეთის მკითხველი ვარ - ჯერ კიდევ ბაბუაჩემი ყიდულობდა "კვირის პალიტრას", შემდეგ - მამა. რაც სტუდენტი გავხდი და გურიიდან თბილისში წამოვედი სასწავლებლად, მას შემდეგ, უკვე ექვს
წელზე მეტია, გაზეთის თითქმის არც ერთი ნომერი არ გამომიტოვებია.

- სად სწავლობ?

- თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სოციოლოგიური ფაკულტეტის მაგისტრატურის მეორე კურსზე... ყოველ ორშაბათს ახლა უკვე მე ვყიდულობ "კვირის პალიტრას" და გურიაში რომ ჩავდივარ, ჩემებთან მიმაქვს წიგნებთან ერთად. ძალიან მომწონს„თქვენი გაზეთი და რაც ყველაზე მთავარია, ობიექტური და მიუკერძოებელია. აქ დაბეჭდილი თითოეული სიტყვა უტყუარი და სანდოა. ზოგადად "პალიტრამედიის" გულშემატკივარი ვარ. ხშირად ვკითხულობ თქვენს  სხვა გამოცემებსაც.

- საყვარელი რუბრიკა თუ გაქვს?
- ბოლო წლებში, "კვირის პალიტრის" კითხვას მერაბ მეტრეველის "კვირის ფიქრებითა" და ხათუნა ლაგაზიძის "პოლიტიკური მიკროსკოპით" ვიწყებ. ასევე მაინტერესებს და ყოველთვის ვკითხულობ კვირის თემას - ექსპერტების მოსაზრებებს... მიუხედავად იმისა, რომ სპორტის შესახებ ინფორმაციას ძირითადად გაზეთ "ლელოდან" ვიღებ, "კვირის პალიტრის" სპორტის გვერდსაც სიამოვნებით ვეცნობი. დიდი მადლობა, რომ გაზეთი თითქმის ყველა სფეროს ეხმიანება. ძალიან მომწონს, პროექტი "49 წიგნი". აქტიურად ვსარგებლობ "ბიბლუსის" მომსახურებითაც.

- გმადლობთ ასეთი­ ერთგულებისთვის.­ სწორედ ამისთვის საყვარელი გაზეთისგან საჩუქრებს, "ქართულ ხალხურ ზღაპრებსა" და შავ ღვინოს გადმოგცემთ.
- გმადლობთ უეცარი და საინტერესო საჩუქრისთვის. ამ შავი ღვინით "კვირის პალიტრის" სადღეგრძელოს დავლევ! წარმატებას ვუსურვებ მთლიანად ჰოლდინგს და კონკრეტულად იმ ადამიანებს, ვინც "კვირის პალიტრას" ქმნიან. ვიმედოვნებ, რომ ჩემსავით კიდევ არაერთ მკითხველს გაახარებთ.

შეგახსენებთ, რომ "კვირის პალიტრის" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებული ღონისძიებების ფარგლებში, 2015 წლის 5 იანვრიდან 18 აპრილამდე, ყოველ ორშაბათს გეძლევათ შანსი, საჩუქარი მიიღოთ თქვენი საყვარელი გაზეთისგან! ნუ დაკარგავთ შანსს, მიიღოთ ჩვენი საჩუქარი...

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები