"ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რისთვისაც ბავშვები გამოიყენეს"
23-03-2015
"ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რისთვისაც ბავშვები გამოიყენეს"
"ადრე შეიძლებოდა ბავშვებისთვის ამ კადრების ჩვენება, ახლა არ შეიძლება?!"

"თუ ვინმემ ბავშვი მოატყუა, უთხრა, "სამი მუშკეტერის" სანახავად მიმყ­ავხარო და იძულებით ამ ფილმს აყურებინა, დასასჯელია"


რეგიონებში ფილმის "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმი" ჩვენებას აჟიოტაჟი მოჰყვა. განსაკუთრებით იმ ინფორმაციას, რომ ბავშვები ფილმის საყურებლად იძულებით მიჰყავდათ. ამ საკითხზე ფილმის ჩვენების ერთ-ერთ ორგანიზატორს, არასამთავრობო ორგანიზაციის "ყველა თაობა საქართველოსთვის" ხელმძღვანელ გია სალუქვაძეს გავესაუბრეთ:


- "ნაცმოძრაობის" მთელი აჟიოტაჟი მიმართული იყო იქით, რომ როგორმე შეჩერებულიყო ფილმის ჩვენება რეგიონებში­. ამას
მიეძღვნა მთელი ეს პროპაგანდა, რომ თურმე ბავშვები აღმოჩნდნენ ფილმის მსვლელობისას დარბაზებში. რეალურად კი ის უფრო აღელვებდათ, რომ "სააკაშვილის სისხლიანი რეჟიმის" ჩვენება 21 მარტის წინა დღეებში გაიმართა.
იანვარში, ბრიუსელში, ევროპარლამენტის პრესკლუბში ამ ფილმის ინგლისურენოვანი ვერსია წარვადგინეთ. შემდეგ, ჩამოვედით თუ არა, ქართული ვერსია მოვამზადეთ და დავაანონსეთ, რომ
ხალხს­ ფილმს რეგიონებშიც ვაჩვენებდით.

- გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვებს ფილმის ნახვას აიძულებდნენ...
- ბათუმში ფილმის ჩვენებისას ბავშ­ვები არ შემიმჩნევია, ზუგდიდშიც არავის მიუყვანია ფილმის საყურებლად. შენობაში, სადაც დარბაზი დავიქირავეთ, სხვადასხვა კულტურული ღონისძიება იმართება და შესაძლოა, საბავშვო წრეზე ვინმე­ მართლაც იყო მისული და შემთხვევით დაათვალიერა ფოტო­გალერეა. ფოთში კი მართლაც ისხდნენ დარბაზში ბავშვები.

ფილმის დემონსტრირების წინ, როცა საზოგადოებისთვის უნდა მიმ­ემართა, ჩოჩქოლი ატყდა... გადა­ღებული გვაქვს ვიდეომასალა,­ სადაც ჩანს, როგორ შენიშნეს ჩვენმა გულშემატკივრებმა "თავისუფალი­ ზონის" წევრები და მათ დარბაზის­ დატოვება მოსთხოვეს. ისინი ცოტა ხანში გავიდნენ და შედეგად, ვიხი­ლეთ ვიდეოფირი, სადაც ერთი ყმაწვილი "რუსთავი 2"-ს უყვება,­ როგორ აიძულეს ფილმის ყურება.
ეს იყო წინასწარ დაგეგმილი პროვოკაცია, რისთვისაც ბავშვები გამოიყენეს. უნდა ვაღიარო, რომ ფოთის დარბაზში­ სხვა არასრულწლოვნებიც ისხდნენ, რომლებმაც­ ფილმს ბოლომდე უყურეს, მაგრამ
თუ ვინმემ ბავშვი მოატყუა, უთხრა, "სამი მუშკეტერის" სანახავად მიმყ­ავხარო და იძულებით ამ ფილმს აყურებინა, დასასჯელია.

მალე გაირკვევა, ვისი მითითებით მიიყვანეს ბავშვები. ვგულისხმობ იმ შემთხვევას, როცა საქმე მათ მოტყუებას ეხება, თორემ სხვა მხრივ საგანგაშო არაფერია. მაგალითად, ევროპის ქვეყნებს ოსვენციმში, ბუხენვალდსა და სხვა სიკვდილის ბანაკებში საგანგებოდ ჩაჰყავთ მოზარდები და ანახებენ უმძიმეს ფოტოკადრებს. მომავალ თაობებს აგებინებენ, რომ ასეთი რამ არასდროს არ უნდა მოხდეს...

ჩემი შუათანა შვილი მას შემდეგ დაავა­დდა, რაც მის თვალწინ რვა ნიღბიანმა მანქანაში ჩამტენა. თავის ქალის დესტრუქცია მაქვს იმის გამო, რომ ორი დღე უმოწყალოდ მცემდნენ.
არ დამავიწყდება, ჩემი და კიდევ რამდენიმე პატიმრის თვალწინ როგორ სცემეს 17 წლის ბიჭს, რომელმაც დედის შეგინება ვერ აიტანა­ და სიტყვა შეუბრუნა. ბიჭმა, მას შემდეგ, რაც წიხლებით სცემეს, გონება­ დაკარგა. გლდანის #8 საპყრობილის ყოფილმა უფროსმა ოლეგ ფაცაციამ კი მუხლზე გადაიწვინა და მჯიღები ურტყა ხერხემალში. მერე მოვიდა ექიმი და თქვა, ხერხემალში გადატეხილიაო...

- ხომ შეიძლება, ბავშვებს ფილმში თავიანთი ოჯახის წევრები ამოეცნოთ?
- ფილმში არ ყოფილა ისეთი კადრი გამოყენებული, რაც, თავის დროზე,­ თუნდაც "რუსთავი 2"-ს არ გაუშვია. ადრე შეიძლებოდა ბავშვებისთვის მათი ჩვენება და ახლა არ შეიძლება?! ისიც კი თქვეს, ბავშვებს გაუპატიურების კადრები აჩვენ­ესო. ასეთი რამ ფილმში არ ყოფილა.

- თქვენი აზრით, ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები არ იყვნენ ჩართული ფილმის ჩვენების ორგანიზებაში?
- არა, ჩართულნი იყვნენ მხოლოდ ყოფილი პოლიტპატიმრები. ადგილობრივი­ ხელისუფლება საქმის კურსში იყო, რომ ფართობის დაქირავება გვჭირდებოდა. ვიღაცამ ისიც კი თქვა, ზუგდიდის საკრებ­ულოს თავმჯდომარე მერაბ ქვარაია ფილმის ჩვენებას რატომ დაესწრო, თუ ამ ყველაფერთან კავშირში არ იყოო. მასთან ერთად 7 წელი მაქვს გატარებული ციხეში­ და ჩვენებას თუ დაესწრო, რა გასაკვირია. 

ჩვენი ორგანიზაციის მიზანი არ ყოფილა მაინცდამაინც არასრულწ­ლოვნებისთვის ამ ფილმის ჩვენება.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ საქართველოში დემოკრატიის მაჩვენებელს გასულ წლებთან შედარებით?