"აი, სიურპრი­ზიც ამას ჰქვია!" - კვირის პალიტრა

"აი, სიურპრი­ზიც ამას ჰქვია!"

"ათ წელზე მეტია, თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ"

მორიგი იღბლიანი მკითხველის გამოსავლენად ვარკეთილში ვიყავით. მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდა. რამდენიმე წუთში "კვირის პალიტრით"“ხელში ახალგაზრდა ქალბატონი შევნიშნეთ, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად მეტროსკენ მიიჩქაროდა.„"კვირის პალიტრის"“ იღბლიანი მკითხველი ამჯერად მაკა ბიძინაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც "პალიტრამედიის" სახელით გამომცემლობა ,,პალიტრა  L-"ის გამოცემული ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და ბოთლი ღვინო გადავეცით.

-   გაზეთ "კვირის პალიტრიდან" ვართ. თქვენ აღმოჩნდით იღბლიანი მკითხველი, რომელიც პირველი შეგვხვდა ჩვენი გაზეთით ხელში. "პალიტრამედიის" სახელით თქვენ გადმოგეცემათ პრიზი. გაგვეცანით...

-   აი, სიურპრიზიც ამას ჰქვია! მსმენია ამ აქციის შესახებ და მიხარია, რომ მეც მერგო თქვენი საჩუქარი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენთვის გაწეული შრომისთვის და დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი.

პროფესიით ფარმაცევტი ვარ, განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენი გაზეთის მედიცინის გვერდი. თუ უფრო მეტი სტატია იქნება ამ თემაზე, უფრო გამახარებთ.

- რამდენი წელია, რაც "კვირის პალიტრას" კითხულობთ?

- ათ წელზე მეტია, თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ. "კვირის პალიტრა" ყველა ასაკის ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს. აქტიური მკითხველები არიან ჩემი მეუღლე და დედამთილიც. მე თუ დამავიწყდა ორშაბათს გაზეთის ყიდვა, ისინი ყიდულობენ.

- სწორედ ამ ერთგულებისთვის საყვარელი გაზეთი სამახსოვრო პრიზით დაგასაჩუქრებთ...

- ძალიან გამახარეთ. წარმატებებს გისურვებთ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 18 აპრილს„"კვირის პალიტრის" პირველი ნომრის გამოსვლიდან 20 წელი ხდება. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ყოველ ორშაბათს გაზეთის ჟურნალისტები ქალაქის სხვადასხვა უბანში გავდივართ და სპეციალური პრიზით ვასაჩუქრებთ იმ იღბლიან ადამიანს, რომელიც პირველი შეგვხვდება„"კვირის პალიტრით" ხელში.

თორნიკე ყაჯრიშვილი

სიუჟეტი იხილეთ

"palitra TV"-ზე