"აი, სიურპრი­ზიც ამას ჰქვია!"
"აი, სიურპრი­ზიც ამას ჰქვია!"
"ათ წელზე მეტია, თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ"

მორიგი იღბლიანი მკითხველის გამოსავლენად ვარკეთილში ვიყავით. მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე დიდხანს ლოდინი არ დაგვჭირდა. რამდენიმე წუთში "კვირის პალიტრით"“ხელში ახალგაზრდა ქალბატონი შევნიშნეთ, რომელიც მცირეწლოვან შვილთან ერთად მეტროსკენ მიიჩქაროდა.„"კვირის პალიტრის"“ იღბლიანი მკითხველი ამჯერად მაკა ბიძინაშვილი აღმოჩნდა, რომელსაც "პალიტრამედიის" სახელით გამომცემლობა ,,პალიტრა  L-"ის გამოცემული ნოდარ დუმბაძის "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" და ბოთლი ღვინო გადავეცით.


-   გაზეთ "კვირის პალი­ტრიდან" ვართ. თქვენ აღმო­ჩნდით იღბლიანი მკითხველი, რომელიც პირველი
შეგვხვდა ჩვენი გაზეთით ხელში. "პალიტრამედიის" სახელით თქვენ გადმოგეცემათ პრიზი. გაგვეცანით...

-   აი, სიურპრი­ზიც ამას ჰქვია! მსმენია ამ აქციის შესახებ და მიხარია, რომ მეც მერგო თქვენი საჩუქარი. დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ჩვენთვის გაწეული შრომისთვის და დიდი მადლობა ამ საჩუქრისთვის. სიმართლე გითხრათ, ნამდვილად არ ველოდი.
პროფესიით ფარმაცევტი
ვარ, განსაკუთრებით მაინტერესებს თქვენი გაზეთის მედიცინის გვერდი. თუ უფრო მეტი სტატია იქნება ამ თემაზე, უფრო გამახარებთ.

- რამდენი წელია, რაც "კვირის პალიტრას" კითხულობთ?

- ათ წელზე მეტია, თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ. "კვირის პალიტრა" ყველა ასაკის ადამიანის გემოვნებას აკმაყოფილებს. აქტიური მკითხველები არიან ჩემი მეუღლე და დედამთილიც. მე თუ დამავიწყდა ორშაბათს გაზეთის ყიდვა, ისინი ყიდულობენ.

- სწორედ ამ ერთგულებისთვის საყვარელი გაზეთი სამახსოვრო პრიზით დაგასაჩუქრებთ...
- ძალიან გამახარეთ. წარმატებებს გისურვებთ.
შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 18 აპრილს„"კვირის პალიტრის" პირველი ნომრის გამოსვლიდან 20 წელი ხდება. საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, ყოველ ორშაბათს გაზეთის ჟურნალისტები ქალაქის სხვადასხვა უბანში გავდივართ და სპეციალური პრიზით ვასაჩუქრებთ იმ იღბლიან ადამიანს, რომელიც პირველი შეგვხვდება„"კვირის პალიტრით" ხელში.

თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხილეთ
"palitra TV"-ზე

bibi
24 მარტი 2015 16:06
მარტო თბილისში რომ აჯილდოებთ ხალხს, სხვა ქალაქებმა და რეგიონებმა რა დააშავა?
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები