ბიჭები მომავლიდან - ახალციხელი მოსწავლეების გამოგონებას NASA-ში ელოდებიან - კვირის პალიტრა

ბიჭები მომავლიდან - ახალციხელი მოსწავლეების გამოგონებას NASA-ში ელოდებიან

"ეს არის მულტიკლიმატიზატორი, რომელიც მეშვეობითაც, ფერმერები მოსალოდნელი წვიმის შესახებ 2-3 დღით ადრე შეიტყობენ. ხელსაწყოს დახმარებით ასევე შესაძლებელია მიწის ტენიანობისა და ტემპერატურის გაზომვა, რაც ფერმერებს ნიადაგის გაკონტროლებაში დაეხმარება."

"ჩემი სახლის აივანზე გვაქვს მოწყობილი პატარა სამუშაო ოთახი, სადაც მე და კარლო ერთობლივად ვმუშაობთ გამოგონებებზე"

ყველაფერი ერთ-ერთი ახალგაზრდა გამომგონებლის სახლის აივანზე სახელდახელოდ მოწყობილ "სამუშაო ოთახში" დაიწყო და სულ მალე სერიოზული გამოგონებები მოჰყვა... ირაკლი კაპანაძე ახალციხის მე-6 საჯარო სკოლაში სწავლობს, კარლო ხუციშვილი კი - კერძო სკოლა "მზექაში." მათი ინოვაციური გამოგონება მულტიკლიმატიზატორი "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს" მიერ განხორციელებული "ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის" გამარჯვებული გახდა.  ქართველი მოსწავლეები მალე აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ინოვაციების ყოველწლიურ სამიტში მიიღებენ მონაწილეობას.  "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს" მიერ განხორციელებული "ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი" წელს პირველად ჩატარდა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის განცხადებით, კონკურსის მიზანი საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიების დარგში სკოლის მოსწავლეების ინოვაციური იდეებისა და STEM პროექტების განხორციელების წახალისება იყო.

ჩვენ ვესაუბრეთ გამარჯვებულებს.

კარლო ხუციშვილი, პროექტის გამარჯვებული:

- მე და ჩემს მეგობარს მუდმივად გვესმოდა, რომ კახეთში ხშირი იყო შემთხვევები როდესაც კახეთში სეტყვა მოდიოდა და ფერმერებს მოსავალი ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო უფუჭდებოდა. ამის შესახებ პირველად იდეა ირაკლის გაუჩნდა. ერთი სიტყვით, გადავწყვიტეთ შეგვექმნა ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ფერმერები მოსალოდნელი ზიანის თავიდან აცილებას შეძლებდნენ. ეს არის მულტიკლიმატიზატორი, რომელიც მეშვეობითაც, ფერმერები მოსალოდნელი წვიმის შესახებ 2-3 დღით ადრე შეიტყობენ. ხელსაწყოს დახმარებით ასევე შესაძლებელია მიწის ტენიანობასა და ტემპერატურის გაზომვა, რაც ფერმერებს ნიადაგის გაკონტროლებაში დაეხმარება. გარდა ამისა, მულტიკლიმატიზატორში ჩამონტაჟებული GPშ-ითა და უპილოტო საფრენი აპარატის მეშვეობით, შესაძლებელი იქნება მონაცემების ნებისმიერი ადგილიდან მოპოვება. კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატი გაზომავს ატმოსფერულ ტენიანობას, ტემპერატურას და მიწის მარილიანობას. ნაჩვენები მონაცემებით შესაძლებელი იქნება მიწის ნაყოფიერების განსაზღვრა, რაც ფერმერებს მიწის რაციონალურად გამოყენებაში დაეხმარება.

შესაძლებელია მულტიკლიმატიზატორის მიერ დათვლილი ყველა მონაცემი უკაბელოდ მივიღოთ 3 კილომეტრის მანძილზე, ეს ინფორმაცია გადავიტანოთ LCD display -ზე და ასევე კომპიუტერის ეკრანზე. თუკი მოხდე ისე, რომ მომხარებელი, ანუ ხელსაწყოს მეპატრონე სახლში არ იმყოფება, შესაძლებელია მას მულტიკლიმატიზატორის მიერ დათვლილი მონაცემები მობილურ ტელეფონში მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით მიუვიდეს. ასევე მას დავუმაგრეთ ვიდეოკამერა, რომლის საშუალებითაც გარემოზე დაკვირვება შეიძლება. კამერა მიმართულებას იცვლის.

თუ იმ ადგლიზე სადაც მუტლიკლიმატიზატორია დამაგრებული ხანძარი გაჩნდა, ინფრაწითელი ფოტოდიოდების საშუალებით შესაძლებელია, შევიტყოთ ამის შესახებ.

- მულტიკლიმატიზატორი როგორ იმუხტება?

- მზის ენერგიით. ხელსაწყო უსაფრთხოა ადამიანებისა და გარემოსთვის.

- კარლო, ვიცი, რომ ადრეც მიგიღიათ მსგავსი სახით კონკურსებში მონაწილეობა...

- დიახ, ეს იყო პროექტი "ლეონარდიო და ვინჩი". სადაც ასევე მულტიკლიმატიზატორი წარმოვადგინეთ და მეორე ადგილზე გავედით. პროექტის ფარგლებში ამერიკაში მივდივართ... საერთოდ, მე და ირაკლი ყოველთვის ძალიან გვიყვარდა ჩხირკედელაობა, ჩვენთვის სულ რაღაცებს ვაკეთებდით ხოლმე.

- კარლო, როგორ მოიძიეთ საჭირო ინფორმაცია და ლიტერატურა, ინტერნეტში?

- ეს სფერო, ორივე ბავშვობიდან გვაინტერესებდა და მუდმივად ძიებაში ვართ. ვეძებთ როგორც ინტერნეტში, ისე წიგნებში. ძირითადი, საფუძვლები ინტერნეტში ინგლისურად მოვიძიეთ და შემდეგ ვთარგმნეთ.

- რაც შეეხება სამუშაო გარემოს, სად ააწყვეთ ხელსაწყო?

ირაკლი კაპანაძე:

- ჩემი სახლის აივანზე გვაქვს მოწყობილი პატარა სამუშაო ოთახი, სადაც მე და კარლო ერთობლივად ვმუშაობთ გამოგონებებზე... რაც შეეხება საჭირო ხელსაწყოებსა და მოწყობილეობას, ბევრი ჩვენთვის საჭირო ნივთი საქართვლოში არ იშოვებოდა და სხვადასხვა უცხოური საიტებიდან ვიწერდით. თუმცა, რაღაც-რაღაცები პოვნა თბილისის მაღაზიებშიც შეიძლება... 6-7 წლისანი ვიყავით, როდესაც ელქეტრონულ სქემებზე ვმუშაობდით, მაგალითად, მახსოვს, ტაიმერზე მოციმციმე ნათურა ავაწყვეთ. შემდეგ თანდათან "გავართულეთ". ადრეც ინტენსიურად ვმონაწილეობდით სხვადასხვა კონსკურსებში, რამდენიმე ხნის წინ, აგრარულ უნივერსიტეტში ჩატარდა ახალგაზრდა ფიზიკოს-ექსპერიმენტთა კონკურსი, ასევე იყო, თურქული პროექტი, - ახალგაზრდა გამომგონებელთა ოლიმპიადა. ამ პროექტში მონაწილეობამდე ე.წ. "ელექტომაგნიტური იარაღიც" გამოვიგნეთ, რომელიც რკინის საგნებს საკმაოდ დიდ მანძილე ისვრის. ასევე, გავაკეთეთ "აქსერო ხელთათმანი".

- რა ფუნქცია აქვს ამ "ხელთათმანს?"

- "აქსერო ხელთათმანი", მრავალპროფილიანი გამოგონებაა და მისი მიზანია ხელი შეუწყოს, როგორც საავტომობილო, ასევე საავიაციო და საზღვაო მანქანათმშენებლობისა და სათამაშოების მწარმოებლებს და სხვა. ასევე მრავალი სხვა ფუნქციის შესრულება შეუძლია. "აქსერო ხელთათმანის" საშუალებით შეიძლება ავტომობილების, თვითმფრინავების, საზღვაო ტრანსპორტის, რობოტების, შშმ პირების ეტლის, სათამაშოებისა და სხვა ელექტრო ტექნიკის მართვა. კომპიუტერულ თამაშებში მისი გამოყენება, ჩემთვის და ალბათ ჩემი თანატოლებისთვისაც სახალისო იქნება. მისი საშუალებით ხელის ერთი მოძრაობით შეიძლება ნებისმიერ ზემოთ ხსენებულ ტექნიკის გადაადგილება. ის უსადენოა და გადამცემი საშუალებით მუშაობს.

- ვიცი, რომ კარგი მეგობრები ხართ...

- დიახ, უფრო მეტიც, - კარლო ჩემი ნათლულია.

- სამომავლო გეგმებზე რას გვეტყვით?

- ახლა მთლიანად ამ პროექტზე ვართ გადართული, მის დახვეწასა და გაუმჯობესებაზე ვზრუნავთ. ძალიან კარგია, რომ გავიმარჯვეთ, მაგრამ არ უნდა შევჩერდეთ.

ლალი პაპასკირი (სპეციალურად საიტისთვის)