რატომ უნდა ვიკითხოთ დეტექტივები?
30-03-2015
რატომ უნდა ვიკითხოთ დეტექტივები?
თითქმის ყველა გამოჩენილი საზოგადო მოღვაწე, The New Yorker-ის ინფორმაციით, დასვენების ჟამს დეტექტივის კითხვას არჩევს. ეს არის ლიტერატურა, რომელიც ითრევს მკითხველს და დამღლ­ელი საქმიანი დღის შემდეგ ხელს უწყობს­ გონების განტვირთვას და დასვენებას.

დეტექტივი მწერლობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჟანრია. ყოვე­ლ­­თვის ჰყავს მკითხველი, რადგან საიდუმ­ლოს ჩაწვდომა, დანაშაულის გახსნა, დაფ­არულის გამოაშკარავება იზიდავს ადამი­ანის ცნობისმოყვარე ბუნებას. ეს ერთი შეხედვით უწყინარი, გასართობი ლიტერატურა დიდ საქმეს აკეთებს - დეტექტივის მკითხველს უვითარდება ლოგი­კური აზროვნება, ხდება მიზანსწრაფული,­ თანამიმდევრული, ინტერესდება
ფსიქოლოგიით, რაც ეხმარება ცხოვრების მოწყობ­ასა და კარიერულ წინსვლაში.

ლოგიკური აზროვნება დღეს განათლების სისტემაში ყველაზე­ ანგარიშგასაწევ ღირებულებად მიიჩნევა­. ამას ეფუძნება მის­აღები გამოცდებიც. თუ გსურთ, თქვენმა შვილმა საგამოცდო საკი­თხები იოლად აითვისოს, ბავშვობიდანვე შეაყვა­რეთ დეტექტივები!

- დეტექტივი ადამიანის ფსიქოლოგ­იური პორტ­რეტის შესაქმნელად საჭირო ცოდნით მამდიდრებს, - ამბობს დეტექტივების მოყვარული,
"კვირის­ პალიტრის" ერთგული მკითხველი ნოდარ გაბარაშვილი. მას მაღაზია "ბიბლუსის" სტენდთან გავესაუბრეთ:

- დეტექტივები მეც მომწონდა, როგორც ყველა ბიჭს, ვკითხულობდი დროის გასაყვანად, გასართობად... მაგრამ მერე, ჩემდა უნებურად, აღმოვაჩინე, რომ დეტე­ქტივების სიყვარულმა ადამიანის გამო­ცნობა მასწავლა. შემდეგ პატარა კორპო­რაცია შევქმენი და როცა თანამშრო­მლ­ების აყვანა დამჭირდა, ჩემმა ალღომ დიდი სამსახური გამიწია. ახლაც, როცა ვისვენებ, დეტ­ექტივებს ვკითხულობ და ეს მეხსიერების სავარჯიშო საუკეთესო საშუალებაა...
დეტექტიურ ჟანრს უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს. ყველა ხალისით გვიდა­სტურებდა, რომ დეტექტივების კითხვამ არაერთი საინტერესო დღე აჩუქა...

ხალხს უყვარს გამოცანები და თავსატ­ეხები. საიდუმლო - ეს არის ქვაკუთხედი­, რომელზეც აგებულია ცნობისწადილი. სწორედ ეს გვიჩენს კითხვის სურვილს. ეს მარტივი ფორმულირებაა. ამასთან, კარგი დეტექტივი ყოველთვის გვაცნობს მნიშვნელოვან ინფორმაციას.
მსოფლ­იოში დეტექტივების­ რამდენიმე პოპულარული ავტორია ცნობ­ი­ლი, მაგრამ ამ ჟანრის მოყვარული მკითხველი უპირველესად­ მაინც ართურ კონან­ დოილსა და აგათა­ კრისტის ასახელებს.­ მათ დეტექტივებს თითქმის­ ყველა ქვეყნისა და ასაკის ადამიანი სიამოვნებით კითხ­ულობს, დაუვიწყარ პერსონაჟებს კი მაყურებელი არაერთი­ ფილმითაც იცნობს...

აგათა­ კრისტის ქალური ინტუიცია ზრდის ინტერესსა და მის ნაწარმოებებს სულმოუთქმელად ვკითხულობთ.
"აგათა კრისტის შემოქმედებამ "მეორე სუნთქვა" გამიხსნა, - წერს მისი შემოქმედების ინგლისელი თაყვანისმცემელი­ რასელ მერი ბლეისი, - მისმა წიგნებმა­ საპენსიო ასაკში დამიბრუნა რწმენა და ხალისი, გამიჩინა შეგრძნება, რომ ყველაზე­ საინტერესო პერიოდი მაქვს ცხოვრებაში.­ ეს მთელი სამყაროა, სადაც ადამიანები ახალგაზრდული ენთუზიაზმით ცხოვრობენ მას შემდეგაც, რაც 70 წელს მიაღწევენ... ეს მეორე ცხოვრებაა, რომელიც იმდენად მიყვარს, ვერაფრით შეველევი. ის პირველი მწერალია მსოფლიო დეტექტიურ ჟანრში".

"დეტექტივი არის ჟანრი, რომელიც ფსიქიკისა და მეხსიერების ერთგვარი "მასაჟია", რათა სულ ფორმაში იყოს, - ამბ­ობს ექიმი მეიერშტერნი, - მით უმეტეს, თუ დეტექტივი "კეთილია", ისე, როგორც აგათა კრისტის დეტექტივები.
ნებისმიერი მკვლელობა სისასტიკეა, მაგრამ არს­ე­ბობს გადმოცემის მანერა, როცა სისა­სტიკე მეორე პლანზე ინაცვლებს, ავტორის თხრობის ტონი მშვიდია და გამორიცხულია,­ წაკითხული დეტექტივი ღამის კოშმარად გექცეს. ასეთია აგათა კრისტი. მე მას ნერვი­ულ პაციენტებსაც კი ვურჩევ".
დეტექტიური ჟანრი დრომ და უამ­რ­ავმა­ მკითხველმა გამოცადა. ეს არის მიმზიდველი და საინტერესო ლიტერატურა, სასარგებლო ზემოქმედებითა და მნიშვნელოვანი შედეგით.

ლეილა გაგუა
გიო
24 აპრილი 2015 13:54
armen, ქართული დეტექტივებიც გვაქვს, გული რომ არ დაგწყდეთ. ვაჟა-ფსაველას და სხვა ქართველ გენიოსებს, თავისი ადგლი აქვთ. უბრალოდ, არის ხანდახან დრო, როცა ტვინის დასვენება გინდა და ამ დროს მსუბუქ საკითხავად გევლინება დეტექტივი. მე პირადად დიდად ვერ ვწყალობ მათ, მაგრამ საერთოდ ასეა.
armen
30 მარტი 2015 16:58
ვაჟა-ფშაველა და ნოდარ დუმბაძე რომ ურჩიოთ მკითხველს, არა?!
თუ მაინცდამაინც საზღვარგარეთელი უნდა იყოს, დაილია ნამდვილი ლიტერატურა, რომ მაინცდამაინც დეტექტივებს მიადექით?
პრესასთან ერთად წიგნების გამოცემა რომ დაიწყო, ერთ-ერთი პირველი სერია იყო ,,მსოფლიო ლიტერატურის შედევრები და ბესტსელერები". სულ თორმეტი ტომი გამოვიდა, თითქმის ყველა ერთმანეთზე უკეთესი,-მარკესი, მაქს ფრიში, ალბერტო მორავია, ლიოსა... ყველა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე (ზოგი მათგანი მეოთხედ და მეხუთედ) და უცბად რა მოხდა?-შეწყდა ამ სერიის გამოცემა და...დეტექტივებით გაგრძელდა.
რასაც მასიურად სთავაზობენ მკითხველს, ის ხდება შესაბამისად პოპულარულიც და კლასიკა ყურადღების მიღმა რჩება. დიდ გამომცემლობებს თავისუფლად შეუძლიათ შექმნან კარგი ამინდი ლიტ.პროცესებში, მაგრამ ხშირად მხოლოდ აუარესებენ.
პირადად მე ყველა წაკითხულ დეტექტივს ვნანობ (კონან დოილის გარდა), დროის ფუჭად ხარჯვად მიმაჩნია, მათ შორის აგატა კრისტისაც. ჩემს კომენტარს კი მხოლოდ ის გაიგებს, ვინც ლიტერატურას არა მხოლოდ გასართობად კითხულობს და ვისაც შეუძლია წიგნი რამდენიმე თვით ,,გამოიზოგოს", რომ მალე არ გავიდეს ბოლოში.
წარმატებები!
პ.ს. ისე კი კომპიუტერთან ჯდომას და სულელური, ეპატაჟური შოუების ყურებას, ისევ დეტექტივების კითხვა ჯობია :)

რედაქტორის რჩევით