"ჯართად გაყიდული გემები ახლა სხვა ქვეყნების დროშით დაცურავენ და მათ ბიუჯეტებს ავსებენ"
30-03-2015
"ჯართად გაყიდული გემები ახლა სხვა ქვეყნების დროშით დაცურავენ და მათ ბიუჯეტებს ავსებენ"
საქართველოს ფლოტის დაშლა-დანაწევრება არაერთხელ გამხდარა საზოგადოების  განსჯის საგანი. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რა ბედია ეწია გემებს, რომლებსაც დიდი ქართველების: "დავით აღმაშენებლის", "აკაკი წერეთლის", "ილია ჭავჭავაძის", "აკადემიკოს უზნაძის", "ნოდარ დუმბაძის" და სხვათა სახელები ერქვა. ზოგი ჯართად დაიჭრა, ზოგი კი უცხო ქვეყნის დროშით დაცურავს... ამ და სხვა საინტერესო თემებზე "კვირის პალიტრას" კინემატოგრაფთა კავშირის წევრი და  კინორეჟისორი პაატა ტაბაღუა ესაუბრა, რომლის არაერთი ნამუშევარი საზღვაო სფეროს ეხება.

- არაერთი ტელეგა
დაცემა მომიმზა­დებია შორეულ სანაოსნო რეისებზე და უამრავი საინტერესო ამბის მომს­წ­რეც გავმხდარვარ. ამ ხნის მანძილზე უიშვიათესი საარქივო მასალის თავმოყრა შევძელი.­ ამასობაში საბჭოთა კავშირი დაიშალა, ჩვენ დამოუკიდებელ საზღვაო სახელმწიფოდ ვიქეცით, დაგვრჩა ფლოტი, რომელიც, სამწუხაროდ, ვერ შევინარჩუნეთ. დამოუკიდებელ ქვეყანაში დიდი პოლიტი­კურ-ეკონომიკური ცვლილებების გამო უცბად ვერ აეწყო მენეჯმენტი და ვერ დას­აქმდა გემები, რისი პრობლემაც
საბჭოთა კავშირის დროს არ იყო. იმხანად, რასაკვ­ი­რველია, ათასმა მედროვემ და ავანტიურ­ი­­სტმა ამღვრეულ წყალში თევზის იოლად დაჭერა სცადა, ხელი შეუწყო პროცესების უარყოფითად განვითარებას და ძვირფასი გემები ჯართის ფასად გაიყიდა. არადა,
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ­ ჩვენი სანაოსნოს ბალანსზე 56  გემი ირიცხებოდა.

აქედან ნახევარზე მეტი თხევადი ტვირთის­ გადამტანი ტანკერი იყო, 16-17 - ბალკერი (სამშრალტვირთო გემი). თითოს დაახ­ლოებით ოცდაათკაციანი ეკიპაჟი ჰყავდა. ამას ემატებოდა ნავსადგურების პერსონა­ლი, გემთსაჭერი ფლოტი, მეზღვა­ურთა ის რაოდენობა, რომლებიც ნაპირზე­ იყვნენ და თავიანთ რეისს ელოდებოდნენ. შედეგად, სავალალო მოცემულობა მივიღეთ:

აღარ გვყავს სავაჭრო-საზღვაო ფლოტი,  მთლიანად განადგურებულია გემთსაშენი ფლოტი.
რა გასაკვირია, რომ აღარც საზღვაო-სამხ­ედრო ფლოტი გაგვაჩნია. 1999 წლისთვის ყველაფერს ბოლო ჰქონდა მოღებული.­ ათასობით ადამიანი დაგვრჩა დაუსაქმებ­ელი, ბევრი  უცხოური  კომპანიების გემე­ბზე დასაქმდა, თუმცა, ზოგს გაუმართლა და სოლიდურ კომპანიას ემსახურება. კიდევ­ უფრო სავალალო ის არის, რომ  
ჯართად გაყიდული გემები ახლა სხვა ქვეყნების დროშით დაცურავენ­ და მათ ბიუჯეტებს ავსებენ.
შეიძლება ითქვას, ეს გემები სათითაოდ მყავს გამოტირებული.

- რომელიმე მათგანს ხომ არ დაგვისახელებთ?
- მას შემდეგ, რაც საქართველომ დამ­ოუკიდებლობა მოიპოვა, დაგვრჩა ორი უზარმაზარი გემი - "აკაკი წერეთელი"  და "დავით აღმაშენებელი". რასაკვირველია, მათ სახელები შეუცვალეს და ბოლო დრომდე თურქეთის დროშით დაცურავდნენ. შარშან ორივე ხელახლა გაიყიდა.
ასევე გვყავდა "აკადემიკოსი ვეკუა", "ნოდარ დუმბაძე", "ილია ჭავაჭავაძე",  "აკადემიკოსი უზნაძე" , "ნატო ვაჩნაძე" და ა.შ.  "ნოდარ დუმბაძე" ჯართად დაჭრეს.
ის გემები კი, რაც გაიყიდა, თანამედროვე სანავიგაციო ტექნიკით  აღჭურვილი, მაღალი კლასისა და  ავტომატიზაციის საზღვაო ხომალდები­ იყო. მათ თავის დროზე მსოფლიოს 60-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე ნავსადგურში ჰქონდათ ღუზა ჩაშვებული.

"აკადემიკოსი უზნაძე" ამჟამად კორეელებს­ ჰყავთ. ჩვენი "კოლხიდა" კი, რომელიც დღესაც დაცურავს, უკვე დომინიკელთა რესპუბლიკას ეკუთვნის. საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ყოფილი ბალკერი "გიორგი ლეონიძე" 2003 წლის 31 მარტს სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, ვიეტნამის სანაპიროსთან მეჩეჩზე შეჯდა და ჩაიძირა, ის ვიეტნამის დროშით დაცურავდა და უკვე  BACH DANG GIANG-ი ერქვა.

- ამ გემებიდან ყველაზე დიდი სიგრძი­თაც და წონითაც რომელი იყო?
- "დავით აღმაშენებელი" და "აკაკი წერეთელი".

- და რამდენად გაიყიდა?
- მიზერულ ფასად. რასაკვირველია, ეს ჩვენს სავალალო მდგომარეობას ასახავს.­ ჩემთვის ერთგვარი კლასიკაა­ ფოტო, სადაც გემ "შოთა რუსთაველს"  ღუზა ჩაშვებული აქვს სოხუმის ნავსადგ­ურში. ყველა გემი, რომლებზეც გიამბეთ, საქართველოს საზღვაო ისტორიას წერდა.    

- დაგვისახელეთ პირველი გემი საქა­რთველოს ისტორიაში...
- 1967 წელს ქვეყნისთვის უმნიშვნელ­ოვანესი ამბავი მოხდა, ბათუმში საქართველოს საზღვაო-სანაოსნო დაარსდა, სადაც­ გამოჩნდა პირველი ტანკერი "ალაგირი". აქედან იღებს სათავეს ქართული ფლოტი­.  ზღვისპირა ქვეყანა  ვართ და ამის მიუხედავად, მხოლოდ საზღვაო სახელმწიფოდ ჩამოყალიბების გზაზე ვდგავართ, ჯერ კიდევ შორია ამ პროცესის დასასრულამდე...

საქართველო, როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა, გაწევრდა საერთაშორისო  საზღვაო ორგანიზაციაში, რომელიც გაეროს ეგიდით მოქმედებს. დაგვეკისრა ყველა იმ მოვალეობის შესრულება, რასაც ჩვენგან ეს ორგანიზაცია მოითხოვს. არასწორი პოლიტიკური მიდგომებითა და შეცდომების შედეგად დროთა განმავლობაში შავ სიაში შეგვიყვანეს. საქართველოს­ საზღვაო  ტრანსპორტის სააგენ­ტოს ხელმძღვანელმა, კაპი­ტანმა მამუკა ახალაძემ, ახა­ლგაზრდულ გუნდთან ერთად მიაღწია იმას, რომ შავი სიიდან გადავინაცვლეთ ე.წ. ყავისფერ სიაში და თეთრ სიაში დაბრუნების პერსპექტივაც გაგვიჩნდა. მსოფლიომ უნდა აღიაროს ჩვენს ქვეყანაში გაცემული სერტიფიკატები, რათა მეზღვაურებმა ევროკავშირის ქვეყნების დროშით მცურავ გემებზე დასაქმება მოახერხონ. იმის გამო, რომ ამ სიკეთეს მოკლებული არიან, საეჭვო კომპანიების სახიფათო გემებზე მუშაობენ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს საზღვაო-სატრანზიტო ფუნქციის ამოქმედება. საქართველო საზღვაო ქვეყანაა და ჩვენი ადგილმდებარეობა დიდ პრივილეგიას გვანიჭებს.    
გიორგი
12 აპრილი 2015 17:24
ასლანმა რომ გაყიდა გემები და განადგურა სანაოსნო იმაზე რატომ არავინ საუბრობს?
ბერიბერი
03 აპრილი 2015 12:37
მეფე ედუარდ
არა ჰკლებია საქართველოს კაცის მკვლელები,
გამცემი, ქლესა, მორალატე, ცრემლის დამდენი,
ყოველთვის იყვნენ თღლითები, გაიძვერები,
ყოველთვის იყვნენ, . . . მაგრამ ამდენი?
ყოველთვის იყვნენ მოლაყბენი, ნაძირალები,
ყოველთვის იყო ავი საქმის მცოდნე, ჩამდენი,
ყოველთვის იყვნენ ქურდები და ავაზაკები,
ყოველთვის იყვნენ, . . . მაგრამ ამდენი?
ყოველთვის იყო მაბეზღარი და მაწაყევარი,
იყო ბუნაგი ოპიუმის, იყო ბორდელი,
ყოველთვის იყო ნარკომანი, ლოთი, მეძავი,
ყოველთვის იყო,. . . მაგრამ ამდენი?
აქა იქ ხანაც, ანაშინის მწეველიც ჩანდა,
ქალიც მინახავს სულწასული და აბეზარი,
მაგრამ ქუჩები ასე მძაფრად, არასდროს ყარდა,
არა ყოფილა არასოდეს, ის რაც დღეს არი.
. . . არც არასოდეს არ გვყოლია ასე წამხდარი,
მეფე მუხთალი და ზნეობის დამაქცევარი
იანვარი 2003წ.
*
ამირანი
03 აპრილი 2015 12:19
სტატია არის ზედაპირული.აქ შევარდნაძტ ფხსენეს და რატომღაც გამოგრჩათ თუ გამოტოვეტ ნაძირალა მიშა. რომელმაც გაყიდა ბოლო 13 გემი.რათა ტელევიზორში ეპიარა ხედავთ რა კარგი ვარ ასფალტტ ვაგეფო.ამ გემებიდან ორი ახალი იყო.ერთი იყო ერთი წლის მეორე წლინახევრის.

რედაქტორის რჩევით
რუბრიკის სხვა სიახლეები