გრანდიოზული აქცია და უზარმაზარი რიგი მაკულატურის ჩამბარებელ პუნქტთან
30-03-2015
გრანდიოზული აქცია და უზარმაზარი რიგი მაკულატურის ჩამბარებელ პუნქტთან
აქცია 28 მარტს დაიწყო და 3 აპრილის ჩათვლით გაგრძელდება. ერთი კვირის განმავლობაში მსურველებს საშუალება ექნებათ დილის 10 საათიდან, საღამოს 7 საათამდე ჩააბარონ მაკულატურა და გადაცვალონ ახალ წიგნებზე. თან უნდა  იქონიონ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

ქაღალდის ნაწარმით დატვირთული ავტომობილების კოლონა და უზარმაზარი ცოცხალი რიგი მაკულატურის ჩამბარებელ პუნქტთან - ასე გამოიყურებოდა 28 მარტს სავაჭრო ცენტრ "დიდუბე პლაზას" ეზო, სადაც "მაკულიტერატურის" აქციაში ჩასართავად მოსახლეობის ნაკადი მთელი დღის განმავლობაში არ წყდებოდა. მეტიც, მონაწილეთა რიცხვი იმდენად
მაღალი იყო, რომ მაკულატურის ჩასაბა­რებლად განკუთვნილი სპეციალური ყუთები ერთ საათში თითქმის გაივსო.

მოგეხსენებათ, მედიასახლმა "პალიტრამ" წიგნის მოყვარულებსა­ და ბუნების დამცველებს გრანდი­ოზული აქცია შესთავაზა და "დედამიწის საათთან" დაკავშირებით მაკულატურის ტარიფი უპრეცედ­ენტოდ გაზარდა -
მხოლოდ 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით, 1 კგ მაკ­ულატურის 1 ლარის ღირ­ებულების წიგნში
გადა­ცვლის შანსი გეძლევათ!

უსარგებლო მეორეულ ქაღალდებს, ჟურნალებს, წიგნებს, ფლაერებსა თუ სხვა ქაღალდის ნაწარმს თქვენთვის სასურველ ახალ წიგნში გადაცვლით, რომლის შერჩევაც 500-ზე მეტი დასახელების წიგნიდან შეგიძლიათ. რაც მთავარია, გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება­ 17 ხეს გადაარჩენს, რის შედ­ე­­გადაც 26 კუბმეტრი წყალი­ და 2,3 კვმ მიწის მოცულობა დაიზოგება...

"კვირის პალიტრა" აქციაში მონაწილეებს გაესაუბრა:


დავით ბაშალიშვილი: - "მაკულიტერატურაში" წიგნებს პერიოდულად ვაბარებ, შესაბამისად, ამ პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მაქვს, სიახლეებს კი, საიტ მაკულიტერატურა.გე-ზე ვიგებ. ბუნებრივია, ვიცოდი, რომ მედიასა­ხლი "პალიტრა" გრანდიოზული აქციისთვის ემზადებოდა, ამიტომ მაკულატურის ჩაბარება 28 მარტს დავამთხვიე. დიდი ხანია­ "ჩემი რჩეული ლიტერატურა - ქართველი მწერლების" შეძენა მინდა და მაკულატურის ჩაბარებამ ჩემი ბიბლიოთეკის ამ წიგნებითY გამდიდრების შესაძლებლობა­ მომცა. ვფიქრობ,
"მაკულიტერატურა" მთელი საქართველოსთვის მნიშვნ­ელოვანი აქციაა, რადგან მისი წყალობით თუნდაც ჩემ ირგვლივ უამრავი ადამიანი ქაღალდს აღარ ყრის და შესაბამისად, არც გარემოს აბინძურებს.
მეორე მხრივ, მაკულატურას წიგნებში გიცვლიან და არა ფულზე, რაც ქაღალდის შეგროვებისთვის დამატებითი სტიმულია.

ასმათ ვასაძე, 108-ე სკოლის პედაგოგი: - ჩვენი სკოლის საბ­უნებისმეტყველო კათედრა "მაკულიტერატურის" აქციისთვის განსაკუთრებულად ემზადებოდა. ამ ეტაპზე,
მაკულატურა მე-5 და მე-6 კლასის მოსწავლეებმა შეაგროვეს, რომლის სანაცვ­ლოდ აღებულ წიგნებს სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქ­რად გადავცემთ.

დაახლოებით ნახევარი ტონა მაკულატურა უკვე შევაგროვეთ, თუმცა, აქციაში მონაწილეობას მომა­ვალშიც გავაგრძელებთ. ეს მნიშვნელოვანი წამოწყებაა ჩვენი ქვეყნისა და მომავალი თაობისთვის, რადგან მოსწავლეები ადრეულ ასაკში მოქალაქეებად ყალიბდებიან და აცნობიერებენ, რომ გარემოზე ზრუნვა მათი მოვალეობაა.

ია ხუციშვილი: - როგორც კი ამ აქციის შესახებ შევიტყვეთ, მთელი ოჯახი ქაღალდების მოგ­როვებაში ჩავერთეთ. ყველა სახლ­შია უსარგებლო ქაღალდები, სკოლის დროინდელი რვეულები, თაბახის ფურცლები, ძველი წიგნები... რაც მთავარია, გამიხარდა, რომ გამოუსადეგარი ძველი წიგნების გადაყრა არ მომიწევდა და მათ სანაცვლოდ ახალ წიგნებს მივიღებდი. დღეს დაახლოებით 70 კილოგრამი მაკულატურა მოვიტ­ანე და კატალოგში სასურველი წიგნებიც შევარჩიე. სამეცნიერო ლიტერატურასთან ერთად, საბავ­შვო წიგნებიც მიმაქვს, რადგან სახლში სამი შვილი მოუთმენლად მელოდება. ამისთვის აქციის ორგანიზატორებს მადლობას ვუხდი...

მზია რჩეულიშვილი:
- ადრიანად მოვედი, რომ რიგში დიდხანს ლოდინი არ დამჭირვებოდა. ისედაც დიდი ხანია ამ აქციას ველოდები. "მაკულიტერატურაში" მონაწილეობა ადრეც მივიღე და სასიამოვნოდ გაკვირვებული­ დავრჩი, რომ მაკულატურის სანაცვლოდ საინტერესო ახალი წიგნები მივიღე.
აქციაში მთელი ოჯახი ჩავერთეთ და თითქმის ერთი წლის განმავლობაში ქაღალდს ვაგროვებდით. კარგი იქნება, თუ ეს პროექტი მომავალშიც გაგრძელდება.

თაკო გეგეშიძე:
- "მაკულიტერატურის" აქციის შესახებ ინტერნეტის საშუალებით შევიტყვე და მადლობის სათქმელად მაშინვე მედიასახლ "პალიტრაში" დავრეკე. ეს აქცია ბუნების დაცვას ემსახურება, რადგან, როგორც ვიცი, 1 ტონა მაკულატურის გადამუშავება­ 17 ხის გადარჩენის შესაძლებლობას გვაძლევს...

ლია ჯაიანი: - მაკულატურას ხშირად ვაბარებ, რითაც ჩემი ბიბლიოთეკა გავამდიდრე. ახალ წიგნებს ჩემი შვილიშვილებიც სიამოვნებით კითხულობენ. რაც მთავარია, მათ ვასწავლი, რომ მაკულატურის ჩაბარებით ბუნებას­ გადარჩენაში ვეხმარებით. ჩემი აზრით, ამ აქციას თითოეული ადამიანი უნდა შემოუერთდეს, მით უმეტეს, რომ ამისკენ პატრიარქი მოგვიწოდებს.

რუსუდან შელია
მაია
02 აპრილი 2015 16:20
ოზურგეთში როდის ჩამოხვალთ? წიგნიც არ მინდა, 1 ხეს მაინც გადავარჩენ!!!!!
თამტა
02 აპრილი 2015 12:22
ნამდვილად კარგი აქციაა, მაგრამ რეგიონებმა რა ვქნატ? თბილისში ხომ ვერ ჩამოვიტანთ, ყველას არ აქვს მაგის საშუალება. ოზურგეთშიც ჩამოდით და მაგის ნახევარი ფასი იყოს
მთვარისა
01 აპრილი 2015 14:30
რეგიონებმა რა ვქნათ?

რედაქტორის რჩევით