"მაკულიტერატურის" განსაკუთრებული აქცია ქუთაისში ჩატარდება
06-04-2015
"მაკულიტერატურის" განსაკუთრებული აქცია ქუთაისში ჩატარდება
რვადღიანი აქციის ­ფარგლებში 150-160 ტონაზე­ მეტი მაკულატურა ჩაბარდა, სანაც­ვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირ­ებულების წიგნი გაიცა

თუმცა, გრან­დიოზული აქცია ამით არ ამოწურულა - პროექტმა­ დედ­აქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა. პირველი "მასპინძელი" ქუთაისი იქნება, რომლის შემდეგაც "მაკულიტერატურა" საქარ­თველოს სხვადასხვა ქალაქს ეწვევა,­ მათ შორის, ბათუმს, სენაკს, ხაშუ­რსა და ყვარელს. ქუთაისში აქცია 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით გაიმართება, რომლის დროსაც ერთი კილო მაკულატურა გადაიცვლება ისევ ერთი ლარის ღირებულების წიგნში. დანარჩენ ქალაქებში აქციის ჩატარების ზუსტ განრიგს
უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

"აქციე მაკულატურა წიგნად" - ამ მოწოდებით მედიასახლმა­ "პალიტრამ" 28 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით მოსახლეობას­ უპრეცედენტო აქცია შესთავაზა, რომლის ფარგლებშიც წიგნის მოყვარულებს 1 კგ მაკულატურის 1 ლარის ღირებულების ახალ წიგნში გადაცვლის შესაძლებლობა ჰქონდათ. მიუხედავად იმისა, რომ ამ აქციის ხანგრძლივობა მხოლოდ ერთი კვირით იყო
განსაზღვრული, მაგრამ მასში­ მონაწილეთა რიცხვი იმდენად დიდი იყო, რომ პროექტ "მაკულიტერატურის" ორგანიზატორებმა აქცია კიდევ ერთი დღით გაახანგრძლივეს.

საბოლოოდ, რვადღიანი აქ­ც­ი­ის­ ფარგლებში 150-160 ტონაზე­ მეტი მაკულატურა ჩაბარდა, სანაც­ვლოდ კი, 150 ათასი ლარის ღირ­ებულების წიგნი გაიცა.

თუმცა, გრან­დიოზული აქცია ამით არ ამოწურულა - პროექტმა­ დედ­აქალაქიდან რეგიონებში გადაინაცვლა. პირველი "მასპინძელი" ქუთაისი იქნება, რომლის შემდეგაც "მაკულიტერატურა" საქარ­თველოს სხვადასხვა ქალაქს ეწვევა,­ მათ შორის, ბათუმს, სენაკს, ხაშუ­რსა და ყვარელს. ქუთაისში აქცია 22 აპრილიდან 25 აპრილის ჩათვლით გაიმართება, რომლის დროსაც ერთი კილო მაკულატურა გადაიცვლება ისევ ერთი ლარის ღირებულების წიგნში. დანარჩენ ქალაქებში აქციის ჩატარების ზუსტ განრიგს უახლოეს მომავალში გაცნობებთ.

"კვირის პალიტრა" აქციის მონაწილეებს ესაუბრა:
თამილა მაჭავარიანი: "როგ­ორც კი "მაკულიტერატურის" აქციის შესახებ შევიტყვე, უსარგებლო ქაღალდების შეგ­როვება დავიწყე. დაახლოებით 100 კილოგ­რამი მაკულატურა შევაგროვე, რომლის სანაცვლოდ ჩემთვის სასუ­რველი წიგნები შევარჩიე. რამდენიმე წიგნი­ შვილებისთვისაც წამოვიღე, მიხარია, რომ ახალი წიგნის კითხვის სურვილი მათაც გაუჩნდებათ.

"მაკულიტერ­ა­ტურა" მართლაც უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა, ფაქტობრივად,­ ნაგავში­ გადას­აყრელად გამზადებული ძველი ქაღალდების სანაცვლოდ ახალ წიგნებს გვაძლევენ".

ლელა წიფურია: "წიგნი ჩემი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კითხვა ბავშვობიდან მიყვარს და ახლაც, როგორც კი თავისუფალ დროს მოვიხელთებ, ოჯახის ბიბლიოთეკისკენ გავრბივარ - იქ ყოველთვის ვპოულო რაღაც ახალს, რაც დღემდე არ წამიკით­ხავს. სამწუხაროდ, ჩემს ბიბლიოთეკაში უამრავი ფასეულობადაკარგული წიგნი იყო, რომლის გადაყრა მენა­ნებოდა, ახლა კი, როცა "პალიტრის" აქციის შესახებ შევიტყვე, ყველა მათგანი ახალ წიგნებში სიხარულით გადავცვალე.
მაკულატურის შეგროვებას მომავალშიც ვაპირებ, ქაღალდებსა და გაზეთებს შევინახავ და ახალ წიგნებში უსასყიდლოდ გადავ­ცვლი".

ეს პროექტი ბუნების გადარჩ­ენის თვალსაზრისითაც უმნიშვნელოვანესი წამოწყებაა. ოფიციალ­ური მონაცემებით, ბოლო 40 წლის განმავლობაში მსოფლიოში­ ქაღალდზე მოთხოვნა 400%-ით გაიზარდა - დღეს მსოფლიო წელიწადში დაახლოებით 300 მილ­იონ ტონა ქაღალდს მოიხმარს. შესაბამისად, ხეების ჩეხის სტატის­ტიკური მაჩვენებელიც­ კატასტროფულად იზრდება. ამ მხრივ, საქა­რთველოშიც კატასტროფული მდგომარეობაა. არადა, სულაც არ არის აუცილებელი, ქაღალდის წარმოებას მწვანე საფარი შეეწიროს,­ რადგან საამისოდ მეორეული ქაღალდის გადამუშავება და ამ გზით ქაღალდის ბაზარზე დაბრუნება შესაძლებელია.

მიუხედავად იმისა, რომ "დედამიწის საათისთვის" მიძღვნილი აქცია დასრულდა, "დიდუბე პლაზას" ეზოში მაკულატურის მიღება­ გრძელდება. ამჯერად, "ნერგი ბარა­თზე" ერთი კილოგრამი მაკულატ­ურის ჩაბარების სანაცვლოდ, ერთი "ნერგი", ანუ 20 თეთრი დაგერიცხებათ, რომლის გადაცვლაც სასურველ წიგნში შეგიძლიათ.
გახსოვდეთ, ერთი ტონა მაკულატურის გადამუშავება­ 17 ხეს გადაარჩენს, რის შე­დეგადაც 26 კუბ/მეტრი წყალი და 2,3 კვადრატული მეტრი მიწა დაიზოგება.

რუსუდან შელია
მანონი
03 მარტი 2017 08:44
თუ შეიძლება გურიაში ჩატარდეს მსგავსი აქცია? ქუთაისში რა მისამართზე შეიძლება მაკულატურის მიტანა
ლიანა
07 აპრილი 2015 21:21
გორშიც კარგი იქნება თუ ასეთი აქცია მოეწყობა.
maia
07 აპრილი 2015 20:12
ვერ მოვასწარი 50კგ მაკულატურის ჩაბარება და ძალიან მწყდება გული,ხანმოკლე აქცია იყო.

რედაქტორის რჩევით