სახიფათო მონაკვეთი - ამ გზაზე ბოლო წლებში 20-მდე უბედური შემთხვევა­ მომხდარა
13-04-2015
სახიფათო მონაკვეთი - ამ გზაზე ბოლო წლებში 20-მდე უბედური შემთხვევა­ მომხდარა
"მთელი სოფელი უნდა ამოწყდეს, ხიდი რომ გააკეთონ?!"

6 აპრილს სურამში სკოლიდან შინის­კენ მიმავალ გოგონებს ბუღაურას გადასა­სვლელზე სატვირთო ავტომობილი დაეჯა­ხა.­­ გვანცა ადგილზე გარდაიცვალა, მძიმედ დაშავებული ნინო კი თბილისში გადმოიყვანეს. როგორც იქაურები ჰყვებიან, მძღოლს პატარები ვერ დაუნახავს. ტრაგედიის შემდეგ ის პოლიციას ჩაბარდა. შემთხვევა ცენტრალურ გზაზე მოხდა. ეს ­სახიფათო მონაკ­ვეთია - ბოლო წლებში აქ 20-მდე უბედური შემთხვევა­ მომხდარა.

- სოფელ ურთ­ხვადან გამომავალი მანქანა ცენტ­რალურ გზაზე უნდა დადგეს, რომ დაინახოს, რომელიმე მხრიდან მანქანა­ მოდის
თუ არა. იქვეა სკოლაც და ბავშვების სიცოც­ხლეს საფრთხე ემუქრება. რა გახდა ერთი გადასასვლელი ხიდი, მთელი სოფელი უნდა ამოწყდეს, ხიდი რომ გააკეთონ?!  - ამბობს ერთ-ერთი სურამელი.
ვანო გელაშვილი, დაბა სურამის გამგ­ებლის წარმომადგენელი: - როგორც ჩანს, შუა გზაზე მდგა­რი ბავშვები დაიბნენ და დიდი სიჩქარით მომავალ“ტრაილერს ვერ გადაასწრეს.
კი ბატონო, მაგისტრალია,­ მა­გრამ აუცილებლად უნდა იყოს ნიშანი, რომელიც ავტომანქანების დიდი სიჩქარით მოძრაობას აკრძალავს. ეს უკვე მერამდენე უბედური შემთხვევაა... პრობლემის მოგვარება საგზაო დეპარტამენტის საქმეა. ხალხს რამდენჯერმე მიუმართავს მათთვის, მაგრამ რეაგირება­ არ მოჰყოლია. რაკი მათ არაფ­ერი იღონეს, გამგეობამ შიდა ქართლის საპა­ტრულო პოლიციასთან ერთად მოძებნა­ გამოსავალი - შეგვპირდნენ, რომ 10 დღეში გაკეთდება სიჩქარის შემზღუდველი საგზაო ნიშანი, რათა ამ მონაკვეთზე მძღოლებმა მოძრ­აობა შეანელონ. დამონტაჟდება­ ვიდეოთვალიც და სიჩქარის გადაჭარბების შემთხვევაში მძღოლი დაჯარიმდება.

- მოსახლეობა ხიდის აგებას ითხოვს...
- ამ ადგილას გადასასვლელი ხიდის აგება რთულია - დიდ სიმაღლეზე­ უნდა ავიდეს, ამასთან, მშენებლობას დრო სჭირდება... ამ მონაკვეთზე დიდი სიჩქარით­ მოძრაობა უნდა აიკრძალოს. 32-ტონიან ტრაილერს დრო სჭირდება, სიჩქარე რომ შეანელოს. ამკრძალავი ნიშანი რომ ყოფი­ლიყო, ეს უბედურება არ მოხდებოდა. მძღ­ოლი თავისი ფეხით მისულა პოლიციაში. 

- ამბობენ, რომ ექსპერტს გორიდან სამი საათი ელოდნენ და ამ ხნის განმავლ­ობაში გარდაცვლილი ბავშვი გზაზე ესვენა.
- მარტო ექსპერტები გვაკლია? სასწრაფოს გამოძახება რომ დაგჭირდეს, ხაშურის ბრიგადები თუ გასულები არიან, ბორჯომიდან უნდა გამოიძახო. ადრე სურ­ამში ტრავ­მატოლოგიური საავადმყოფო იყო, რომელ­იც დაიწვა, მერე აშენდა, მაგრამ მიატოვეს­ და ნაგვის­ ბუდედ არის ქცეული. მე­პ­ატ­რ­ონესაც ვერ მივაგენით. ბოლოს და ბოლოს, საკურორტო ზონაა, მიხედონ­ აქაურობას!

ჩვენ დავუკავშირდით საავტომობილო გზების დეპარტამენტს იმის გასარკვევად, მიმართა თუ არა მათ სურამის მოსახლეობამ და აქამდე რატომ არაფერი იღონეს. აპარატის უფროსმა გვირჩია, ინფორმაციის მისაღებად მათთვის წერილობით მიგვემართა.

P.S. გვანცა გელაშვილის ტრაგედიამ 13 წლის თაკო ფერაძე გაგვახსენა, რომელიც შარშან ზაფხულში ასევე დიდი სისწრაფით მომავალმა ტრაილერმა რიკოთზე იმსხვერპლა. სატვირთო ავტომობილი, რომელსაც თურქი მძღოლი მართავდა, საპირისპირო მხრიდან მომავალ ავტობუსს შეეჯახა და გადააბრუნა. ავტობუსში ბულგარეთში გასტ­როლებზე მიმავალი ხალხური სიმღერის ანსამბლის -“"ბასიანის" წევრები­ და მათი პედაგოგი ისხდნენ. 10 ბავშვი მსუბუქად დაშავდა, უკანა სავარძელზე­ მჯდომ თაკოს კი ფანჯრისთვის მიურტყამს საფეთქელი...
მსგავსი შემთხვევები ვიღაცისთვის სტატისტიკაა, ან უბრალოდ, ერთი უბედური შემთხვევა, დაღუპულის ოჯახის წევრებისთვის კი - ცხოვრების დასასრული...

ნანა ფიცხელაური
dato
16 აპრილი 2015 15:55
რიკოთ ზე მომხდარი ავარიაში ტრაილერიერის მძღოლი ქართველი იყო არა თურქი ავარიაც სხვანაირად მოხდა არა აქ რომარის მოყვანილი გაიგე ავტორრრრრრრრრრრრრრრ
dato
16 აპრილი 2015 15:42
რიკოთზე მომხდარი ავარიას სხვნანარირად მოხდა გდამოწმეთ იმფორმაცია და ისე დაწერეთ
nari
15 აპრილი 2015 22:49
ძალიან გთხოვთ ისეთი რამის დაწერისგან თავი შეიკავეთ რაც დაზუსტებით არ იცით, გვანცას თურქი მძღოლი არ დაჯახებია და არს დაკრძალვის დღეს გასკდომია გული. მე გვანცას დედა ვარ და პატივს დამდებთ ასეთ ცრუ ინფორმაციას თუარ გაავრცელებთ, ცხვის ტკივილს პატივი ეცით, ეს თემა ასე განსახილველი არაა. ყველას კარგად ყოფნას ვუსურვებ, რაც შეეხება გზის პრობლემას გვანცას შევპირდი და ამას გავაკეთებ ყველას მივმართავ სადაც საჭიროა, გვანცა თავის ლოცვით ბევრს დაეხმარება... ღმერთმა ნათელში გამყოფოს დედიკოო, ძალიან მტკივა უშენობა და მენატრები ჩემო ანგელოზო

რედაქტორის რჩევით