20-04-2015
სამხრეთ აფრიკას ტურიზმის მექას უწოდებენ. მხოლოდ მის ერთ ქალაქს, კეიპტაუნს, წელიწადში 7 მილიონი კაცი სტუმრობს; მართალია, მათ შორის ქართველები ცოტანი არიან, მაგრამ სამხრეთ აფრიკაში ცხოვრობს ხალხი, რომელიც ერთი ქართველის გამო ამაყობს. ესენი ადგილობრივი თეთრკანიანები, ბურები არიან. უმამაცესი ნიკო ბაგრატიონი (ნიკო ბური) მათ თავისუფლებისთვის იბრძოდა.სამხრეთ აფრიკაში აპარტეიდი 1991 წელს გაუქმდა, თუმცა, ეს არ აღმოჩნდა საკმარისი თანასწორობისთვის. რასიზმი აქ კვლავ არის - თუმცა, ეს უფრო შავკანიანთა შურისძიებას წააგავს, ახლა უკვე თეთრკანიანთა

XVII საუკუნიდან სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ ჰოლანდიელები, ფრანგები, გერმანელები, რომელთაც მალაიზიიდან და მადაგასკარიდან შემოიყვანეს იაფი მუშახელი - მონები. 1795 წელს ბრიტანელებიც გამოჩნდნენ და დაიწყეს გავლენის მოპოვება. თავისუფლების დაკარგვა აქ დამკვიდრებულმა ბურებმა ვერ აიტანეს და ატყდა ინგლის-ბურების ომი, რომელსაც კინაღამ ჩვენი ნიკო ბაგრატიონი შეეწირა.
* * *

ეგვიპტეში ყური მოჰკრა, - ინგლის-ბურების ომი დაწყებულაო და ზუსტად ისე ანერვიულდა, როგორც იქაურები. "სასტუმროს პატრონმა მითხრა: - საზიზღრები არიან ეს ინგლისელები! თავისუფლების მოყვარული ბურების დამონება და მათი ქვეყნის კოლონიად ქცევა უნდათო. გამახსენდა საყვარელი საქართველო! მომიცვა ბურებისადმი თანაგრძნობამ და უყოყმანოდ გულში ამოვიჭერი, დავხმარებოდი თავისუფლების მოყვარულ პატარა ხალხს, რომელსაც ინგლისი მოსპობას უპირებდა" - დამარცხებულ ბურებს სამეფო გვარის კაცი ტყეში გაჰყვა პარტიზანული ბრძოლებისთვის. იქ ინგლისელებმა დაიჭირეს და ბაღლინჯოებიან საკანში შეაგდეს. დახვრეტას ქართულმა ჩოხამ და დედის სურათმა გადაარჩინა...
ეგ ქალი ვინ არისო, ჰკითხა სურათზე გამოსახული ქალის უცნაური სამოსით გაკვირვებულმა ინგლისელმა და როცა მიხვდა, სამეფო გვარის შთამომავალს კლავდა, ხელი აუკანკალდა... ასე გადარჩა - წმინდა ელენეს კუნძულზე გადაასახლეს. იქიდან ჯერ საფრანგეთში, შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნდა.
* * *

18 წელიწადი გაატარა ამ ციხეში სამხრეთ აფრიკის ეროვნულმა გმირმა ნელსონ მანდელამ. გადარჩა, მაგრამ მხედველობა დაუზიანდა - პატიმრებს მაღაროებში ამუშავებდნენ და მადნის მტვერი აბრმავებდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ, 1994 წელს,

* * *
მანდელა სამხრეთ აფრიკის ეროვნული გმირია, მაგრამ რაც შეეხება დემოკრატიას, მის მიღწევამდე აქ კიდევ შორია. ეს იმითაც დასტურდება, რომ ტურისტებს აფრთხილებენ, - ღმერთი არ გაგიწყრეთ და ფეხი არ შედგათ შავკანიანთა უბნებშიო. წარსულის გამო აგრესია რასიზმად იქცა და თეთრკანიანებს დაატყდა თავს.
აფრიკის 49-მილიონიანი მოსახლეობიდან 9.1% თეთრკანიანია. მათ შორის 39% ბრიტანელების შთამომავალნი არიან, ხოლო 59% - ბურები

ბოლო 20 წლის განმავლობაში ბურებს ათასჯერ მაინც დაესხნენ თავს, დაიღუპა 3000 ბური. ფერმერების დასასჯელად შეიქმნა "აფრიკელთა ეროვნული კონგრესი", რომლებიც თავისიანებს სიმღერითაც კი მოუწოდებენ: "მოკალი ბური, მოკალი ფერმერი"... პარტიის საყვარელი ლოზუნგია "ერთი ფერმერი - ერთი ტყვია!" განსაკუთრებით აგრესიულია კონგრესის ახალგაზრდული ფრთა, რომელიც შავკანიანებს მოუწოდებს, თეთრკანიანებს ბიზნესიც

* * *
საუკუნეების განმავლობაში დაგუბებული აგრესიის შედეგად თავად აფრიკელებს შორისაც გაღვივდა ძალადობა, - აქ ქმარი ან პარტნიორი ყოველ 6 საათში თითო ქალს კლავს, ძირითადად ცემით... მდგომარეობას ართულებს შიდსი, რომელიც ბუნებრივ მოვლენად ითვლება... აქ სიცოცხლის ხანგრძლივობა ძალიან დაბალია.
...და მაინც, ეს მიწიერი სამოთხე სამუდამოდ ატყვევებს ადამიანს... აქ ტურისტები მილიარდობით დოლარს ხარჯავენ...

იყავი პირველი!