პირველი ნობელიანტი ქალი საქართველოში ცხოვრობდა
20-04-2015
პირველი ნობელიანტი ქალი საქართველოში ცხოვრობდა
ბერტა კინსკის "ქართული ცხოვრება"

მასთან საუბარსა და ნაცნობობას სახელმწიფოთა მეთაურები დიდ პატივად მიიჩნევდნენ


ალბათ, ბევრმა არც კი იცის, რომ XIX საუკუნის მიწურულსა და  XX  საუკუნის  დამდეგს მშვიდობის დარგში პირველი ნობელიანტი ქალი, რომელთან შეხვედრას, საუბარსა და ნაცნობობას სახელმწიფოთა მეთაურები დიდ პატივად მიიჩნევდნენ, საქართველოში მეუღლესთან ერთად ცხრა წელი ცხოვრობდა, აქედან ხუთი წელი ზუგდიდში, ეკატერინე ჭავჭავაძის სასახლეში გაატარა. 1904 წელს ბერტა ფონ ზუტნერი ამერიკის შეერთებული შტატების იმჟამინდელმა პრეზიდენტმა თეოდორ რუზველტმა თეთრ სახლში სასაუბროდ
მიიწვია. როგორ აღმოჩნდა მწერალი ქალი საქართველოში, ქრონოლოგიურად გიამბობთ:


ავსტრიელი გრაფის ქალიშვილი ბერტა კინსკი 1843 წელს პრაღაში დაიბადა. მამის გარდაცვალების შემდეგ ოჯახს იმდ­ენად გაუჭირდა, რომ ბერტა იძულებული გახდა, ვენაში, ბარონ ფონ ზუტნერის ოჯახში გუვერნანტად ემუშავა. სწორედ აქ გაიცნო მომავალი მეუღლე - ბარონის ვაჟს მასზე­ შვიდი წლით
უფროსი მოსამსახურე შეუყვარდა. არტურ ფონ ზუტნერის მშობლებმა­ ბერტა არასასურველ სარძლოდ მიიჩნიეს და მწერალი იძულებული გახდა, საცხოვრ­ებელი ადგილი შეეცვალა - პარი­ზში გაემგზავრა, სადაც ალფრედ ნობელის პირად მდივნად დაიწყო მუშაობა.­ აღსანიშნავია, რომ სწორედ ბერტამ იქონია გავლენა ნობელის გადაწყვეტილებაზე, მშვიდობის დარგში პრემია დაეარსებინა.

გამომგონებლის ბიოგრაფები იმასაც ამბობენ, რომ ბერტა ალფრედ ნობელსაც შეუყვარდა, თუმცა, მდივნად მუშაობის დაწყებიდან მცირე ხანში გოგონა ვენაში დაბრ­უნდა და არტურ ფონ ზუტნერთან მალულად იქორწინა. შემდეგ წყვილმა ვენა დატ­ოვა და მომდევნო ცხრა წელი საქართველოში გაატარა, სადაც მათი პირველი მასპინძელი ეკატერინე ჭავჭავაძე იყო. ბერტამ და სამეგრელოს სამთავროს უკანასკნელმა­ დედოფალმა ერთმანეთი 1866 წელს, ქალაქ­ ჰამბურგში გაიცნეს. ეკატერინე მას საქართ­ველოს ისტორიასა და ბუნებაზე ბევრს უყვებოდა, რამაც ცნობილ ავსტრიელ ქალბატონს საქართველოში ჩამოსვლა გადააწყ­ვეტინა. "ჩვენი მიზანი იყო იმ ქვეყანაში მოხვედრა, საიდანაც იაზონმა ოქროს საწმისი გაიტაცა... ჩვენ წინაშე მოულოდნელობით აღსავსე ახალი სამყარო გადაიშალა", - წერს ბერტა თავის მოგონებებში და დეტა­ლურად აღწერს დედოფლის გემოვნებით მოკაზმულ აპარტამენტსაც და თქვენ წარმ­ო­იდგინეთ, იმ სურნელსაც კი, რომელიც ეკატერინე ჭავჭავაძის საბრძანებელში სუფ­ევდა: "რუსული სიგარეტებისა და ყავის სუნი შეზავებული იყო ფორთოხლის ყვავილების სუნთან. მრავალი წლის მანძილზე მინახავს დედოფალი ეკატერინე სხვადასხვა ადგილას და სადაც კი ის დაიდებდა ბინას, უმალ ეს სურნელება დგებოდა. ნივთები ყველგან ასე სუნთქავდნენ". 

დედოფალ ეკატერინე ჭავჭავაძესთან ავსტრიელმა სტუმარმა პრინცი ერეკლე გაიცნო­ - ალექსანდრე ბატონიშვილის ვაჟი, ერეკ­ლე მეორის შვილიშვილი. ბერტა თავის მოგ­ონებებში არ მალავს, რომ ქართველი­ პრინცი მოეწონა და იმასაც ამტკიცებს, პრი­­ნცსაც მოვეწონეო. ბერტას სიყვარულის­ გულშემატკივარი ეკატერინე ჭავჭავაძე ყოფილა, მაგრამ ქართველმა პრინცმა ავსტ­რიელი მწერლის სიყვარული უარყო და ცო­ლად ეკატერინე ჭავჭავაძის ძმისშვილი შეირთო. სხვათა შორის, ბერტას მემუარებში ეკატერინე ჭავჭავაძეზე პიკანტურ დეტალებსაც ამოიკითხავთ.
მაშინდელ თბილისს ელვის სისწრაფით მოედო ჭორი, ეკატერინე, დადიანის ქვრივი, ბარათაშვილის ჰაეროვანი­ სატრფო, ესპანეთის მდიდარსა და დიდგვაროვან ელჩს ცოლად გაჰყვაო, თუმცა, მალევე ყველ­ამ ჩათვალა, რომ ეს მხოლოდ დედ­ოფლის წინააღმდეგ გავრცელებული­ ბოროტი ჭორი გახლდათ. არადა­, ბერტა მემუარებში წერს, რომ  ეკატ­ერინეს­თვის ბიარიცში ესპანელ დიდ­გვაროვანს, ჰერცოგ დე ოსუნას, ხელი მართლაც უთხოვია. ბერტა იგონებს, რომ ეკატერინემ თანხმობა­ ვერ გაბედა. ის თავისი შვილების მომავლისთვის ცოცხლობდა და გული საქართველოსკენ მოუწევდაო.

ზუგდიდში ბერტა და მისი მეუღლე, მწერა­ლი არტურ გუნდაკარ ფონ ზუტნერი ფრანგ ჟურნალისტ ჟიულ მურიესა და იონა მეუნ­ა­რგიას "ვეფხისტყაოსნის" ფრანგულად თარგმნაში ეხმარებოდნენ. 1882 წელს, ეკატერინეს გარდაცვალების შემდეგ, ავსტრიელი ცოლ-ქმარი თბილისში დასახლდა. არტური ავეჯის ფაბრიკაში მხატვარ-გამფორმებლად მუშაობდა, ბერტა კი - ფრანგულ და გერმანულ ენებს, ასევე მუსიკას ასწავლიდა.­ რაც მთავარია, ბერტაც და არტურიც მწერლებად და პუბლიცისტებად საქართველოში­ ჩამოყალიბდნენ.
ბერტა ზუტნერი მშვიდობისათვის თავდადებული მებრძოლი იყო და ომს გახმაურებული რომანი "ძირს ია­რ­აღი" მიუძღვნა, რომელ­იც­ 16 ენაზეა თარგმნილი. პირვე­ლი­­ ეგზემპლარი ზუგდიდში, დადი­ა­­ნების სასახლეში ინახება. სწორედ­ ამ ნაწარმოებმა მიიღო 1905 წელს მშ­ვ­იდობის დარგში ნობელის პრემია.
ბერტა ფონ ზუტნერი ვენაში 1914 წლის 21 ივნისს, პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე თვე-ნახევრით ადრე გარდაიცვალა.

რუსუდან შელია
ზოია
23 აპრილი 2016 14:32
მაპატიეთ ბაჩო, მაგრამ მთელ მსოფლიოს სძულს რუსი და ქართველი მასზე უარესი როგორ წარმოგიდგენია? კი უამრავი ნაკლი გვაქვს, როგორც ყველა ერს, მაგრამ დადებითი რომ გადასწონის როცა საწორზე ვდებთ ჩვენს თვისებებს,
რატომ ამტკიცებთ რომ ყველაზე უარესია ქართველი?
irma
22 აპრილი 2015 15:29
ჩვენც ისეთივე ხალხი ვართ როგორც სხვა ერები,ჩვენი დადებითი და უარყოფითი თვისებებით,უბრალოდ ბევრი მიზეზის გამო შეფერხდა ჩვენი ქვეყნის განვითარება.გაჭირვებამ და არასტაბილურმა ცხოვრებამ ჩვენი უარყოფითი წინა პლანზე წამოსწია.სხვის დამოძღვრას და ჭკუის სწავლებას სჯობს ყველამ საუთარ თავში ეძებოს მიზეზი და გამოსწორების გზები.
nino
22 აპრილი 2015 10:17
ბაჩო თუ ოდნავ მაინც იცნობ ხალხთა ისტორიას და მათი ცხოვრების სტილს,მიხვდები რომ ყველა ქვეყანაშია ცუდი და კარგი და ჩვენ ქართველები მართლა ძალიან კეთილი და მოაზროვნე ხალხი ვართ, როდესაც შენ მიუთითებ ნაკლზე და ვცდილობთ მის გამოსწორებას ეს კარგია, მაგრამ როცა მარტო ილანძღებით მარტო სხვა მოგწონთ ეს ღამურის სიმღერაა --ჯერ შენ თვითონ შეჰქმენი და იღვაწე ქვეყნისთვის და მერე .... თუ არადა მიბრძანდით ამ ქვეყნიდან და იღვაწე ისეთ კრგ ქვეყანაში რომელიც ჩვენ გვჯობია და შენს Hესაძლებლობებს განავითარებს ...როცა გაქვს პრეტენზია, ჯერ შენ თავს მოკითხე

რედაქტორის რჩევით