"კვირის პალიტრა" - 20 წელი ერთად! - კვირის პალიტრა

"კვირის პალიტრა" - 20 წელი ერთად!

„კვირის პალიტრას“ გულითადად  ვულოცავ  საიუბილეო  თარიღს. 20  წელი ცოტა არ არის გაზეთის არსებობისთვის; მეტად მნიშვნელოვანია, რომ ამ ხნის მანძილზე მათ შეძლეს აკადემიური დონის შენარჩუნება და მოსახლეობისთვის მრავალფეროვანი და სწორი ინფორმაციის მიწოდება, რითაც ხალხის ნდობა და სიყვარული მოიპოვეს.

ჩვენ განსაკუთრებული დამოკიდებულება გვაქვს აღნიშნული გამოცემისადმი.  იგი დაარსებულია ჩვენთვის ფრიად საპატივცემულო, მორწმუნე ქალბატონის, ლალი გუნთაიშვილის მიერ, რომლის საქმესაც მისი შვილები კიდევ უფრო დიდი წარმატებით აგრძელებენ და შეიძლება ითქვას, რომ დღეს უკვე მათ ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საგამომცემლო გაერთიანება აქვთ შექმნილი.

მრავალფეროვან თემატიკასთან ერთად,  „კვირის პალიტრა“ აშუქებს სოფლის მეურნეობასთან დაკავშირებულ საკითხებსაც, რაც ჩვენი კურთხევით განხორციელდა. ვფიქრობთ, ეს მიმართულება მოსახლეობის ბუნებით დაინტერესებას, ამ მიმართულებით მათი ცოდნის გაღრმავებას და დასაქმებას უწყობს ხელს.

ღმერთმა დალოცოს „კვირის პალიტრის“ გამომცემელნი და დიდხანს ამსახუროს ღვთისა და მოყვასის საკეთილდღეოდ.

ღმერთმა დალოცოს ამ გაზეთის მკითხველნი და სრულიად საქართველო.

სრულიად საქართველოს

კათოლიკოს-პატრიარქი

"მიხარია, რომ თქვენი მკითხველი ვარ"

გიგა ბათიაშვილი, არქიტექტორი: "მოხარული ვარ, რომ ქვეყანაში ფუნქციონირებს ისეთი მედიასაშუალება, რომელიც ყურადღებას  ქვეყნის კულტურულ საკითხებსაც აქცევს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ ეპოქაში, როცა საზოგადოება კულტურასა და ხელოვნებას ნაკლებ ყურადღებას აქცევს. არადა, ყველაფერს მოევლება, მაგრამ კულტურულ ფუძეს თუ დავკარგავთ, სერიოზული პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით. მადლობა "პალიტრას", რომ ამ საშვილიშვილო საქმეში ლომის წილი მიუძღვის. მიხარია, რომ თქვენი მკითხველი ვარ".

"საზოგადოების პულსზე გიდევთ ხელი"

ნანა ჩაჩუა, ფსიქოლოგი: "მედიასახლ "პალიტრას" ვულოცავ იმ დიდ წარმატებას, რომელსაც ამ ოცი წლის განმავლობაში მიაღწია. ვიცი, რომ ეს საკმაოდ დიდი შრომის შედეგია. თანამედროვეობაში მედია საკმაოდ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგა. როგორც ჟან ბოდრიარი ამბობდა, მედიამ შთანთქა რეალობა... რეალობადაკარგული მედია კი "საინფორმაციო უდაბნოს" ქმნის, რაც საბოლოოდ, აძევებს ისეთ ღირებულებებს, როგორიც ინტელექტი, ხელოვნება და შრომაა. მათ ნაცვლად ადგილს ფსევდო-ინტელექტუალობა, ფსევდო-ხელოვნება, ფსევდო-მოქმედებები იკავებს. სწორედ ასეთ რთულ ვითარებაში "კვირის პალიტრა" რეალობის ობიექტური აღმქმელი და მიუკერძოებელია. რაც მთავარია, "პალიტრა" საზოგადოების პატივისცემას გამოხატავს და ვითარების შეფასების შესაძლებლობას საზოგადოებას ანდობს. საზოგადოების პულსზე გიდევთ ხელი. მადლობა ამისთვის!

"მართლაც გემოვნებიანი მკითხველი გყავთ"

კახი კავსაძე, მსახიობი: "თქვენი გაზეთის აქტიური მკითხველი ვარ, იმედი მაქვს, სულ ასეთ საინტერესო და დადებით ინფორმაციებს მიაწვდით მკითხველს. დაბადების დღეს გილოცავთ, კიდევ დიდხანს მდგარიყავით ხალხის სამსახურში. თქვენ მართლაც გემოვნებიანი მკითხველი გყავთ".

"მივესალმები თქვენს ხვალინდელ დღეს"

ჯანსუღ ჩარკვიანი, პოეტი: "ისე როგორც სიყვარული, ძალაც ღვთისმიერია. ღვთიური ძალა კი, საიდუმლოებაა. ამ საიდუმლოებას გამოჩენა სჭირდება. მაშ, ვინ გამოაჩენს ამ სიყვარულით სავსე საიდუმლოებას? ვინ და ქართული ეშხითა და ერთგულებით სავსე "კვირის პალიტრა!" 20 წელია სიყვარულის გზით მავალი "კვირის პალიტრა" შინაგანი შუქით აბრწყინებს მკითხველის გულს. მეც "კვირის პალიტრის" მკითხველი ვარ და მივესალმები მის ხვალინდელ დღეს..."

"სიმართლით კიდევ ათჯერ ოცი წელი გეხარებინოთ"

გოგა ხაინდრავა, კინორეჟისორი: "კვირის პალიტრის" პირველი ნომერიც კი მახსოვს და თქვენი ერთგული მკითხველი გაზეთის დაბადების დღიდან ვარ. ხშირად ვუსმენ თქვენს რადიოს, საინფორმაციო საიტებსაც ვეცნობი და საერთოდ, მედიასახლ "პალიტრის" ბევრი პროდუქტის მომხმარებელი ვარ. ირაკლი და გოგა თევდორაშვილებს მადლობას ვუხდი იმ დიდი საქმისთვის, რასაც ისინი წლების განმავლობაში ახორციელებენ. გულისტკივილით მინდა გავიხსენო ქალბატონი ლალი გუნთაიშვილი, რომელიც ამ დიდი საქმის სულისჩამდგმელია... ქართველი ხალხი სიმართლით კიდევ ათჯერ ოცი წელი გეხარებინოთ".

"მტკიცედ სდექ!"

თამაზ ჭილაძე, მწერალი: "იუბილეს ვულოცავ გაზეთს, რომელმაც დღევანდელი ინფორმაციული წარღვნის, ერთგვარი ინფორმაციული განუკითხაობის პირობებში შეინარჩუნა დამოუკიდებლობა და ღირსება. ამ იუბილეზე, წარმატებებთან ერთად, ამ გამორჩეულ გაზეთს მინდა ქართული მწერლობის ერთ-ერთი ცნობილი ფრაზით მივმართო: "მტკიცედ სდექ"! "კვირის პალიტრას" ვუსურვებდი ყოველთვის ყოფილიყოს ამ პრინციპის ერთგული, რომ არ არსებობს უფრო დიდი სენსაცია, ვიდრე სიმართლე".

"ასე გააგრძელეთ!"

რევაზ ჭეიშვილი, მწერალი: "კვირის პალიტრას" ყოველთვის ვკითხულობ, რადგან საქართველოში ერთადერთ თუ არა, ერთ-ერთ დამოუკიდებელ მედიასაშუალებად მივიჩნევ. გილოცავთ 20 წლის იუბილეს... ასე გააგრძელეთ!"

"კიდევ ბევრი 20 წელი"

კოტე ჯანდიერი, მწერალი: "გულითა და სულით გილოცავთY იუბილეს. მომავალშიც ასევე პრინციპულ და საინტერესო გზაზე სიარულს გისურვებთ".

"ლამაზად გევლოთ სულიერების ურთულეს გზებზე"

ლაშა თაბუკაშვილი, მწერალი: "პალიტრა" 20 წლის გახდა... ორი ათწლეული, როცა ცხოვრებამ თითქოს პირი შეკრაო წიგნისა და ლიტერატურის წინააღმდეგ. შეუპოვრობა და მაღალნიჭიერება გმართებდათ, ლამაზად გევლოთ ქართული სულიერების ურთულეს გზებზე. მრავალ სხვა ადამიანთან ერთად მეც მინდა ჩემი პატივისცემა და სიყვარული გამოგიცხადოთ. თქვენი ლაშა თაბუკაშვილი.

"თქვენ მთელი ეპოქა შეჰქმენით!"

მამუკა ჩარკვიანი, მომღერალი: "გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმ დამოუკიდებლობის შენარჩუნებას გისურვებთ, როგორებიც ამ ოცი წლის განმავლობაში იყავით. "თქვენ მთელი ეპოქა შექმენით!" "კვირის პალიტრას" ყოველთვის ვკითხულობ და მინდა, რომ კიდევ უფრო მასშტაბურ წარმატებას მიაღწიოთ".

"ობიექტური და დროული"

ალექსანდრე ჩივაძე, ვეტერანი ფეხბურთელი: "წლებია, "კვირის პალიტრის" ერთგული მკითხველი ვარ, რადგან ყველა სფეროს ობიექტურად და დროულად აშუქებს. გილოცავთ და კიდევ მეტ მკითხველსა და პოპულარობას გისურვებთ!

"სახლში სულ მხვდება"

ვიქტორ სანიკიძე, კალათბურთელი: - საზღვარგარეთიდან თქვენი გაზეთის პუბლიკაციებს ვებგვერდის მეშვეობით ვეცნობი. გარდა ამისა, "კვირის პალიტრა" ჩემი ოჯახის წევრების საყვარელი გაზეთია და სახლში ყოველთვის მხვდება ყოველკვირეული გამოცემის რამდენიმე ნომერი. ძალიან რეიტინგული გაზეთია და უამრავი მკითხველი ჰყავს, მაგრამ მაინც გისურვებთ - 30 წლის იუბილეს ასეთივე ობიექტურები შეხვდით, ორჯერ მეტი მკითხველით!

"სარაგბო სამყარო გილოცავთ!"

გია ნიჟარაძე, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი: "მთელი სარაგბო სამყაროს სახელით, 20 წლის იუბილეს ვულოცავ ჩემს საყვარელ გაზეთს! "კვირის პალიტრაში" გამოქვეყნებული ყველა პუბლიკაცია მკითხველს ფიქრისა და წაკითხულის გააზრებისკენ უბიძგებს, რადგან საინტერესო, ობიექტური და ანალიტიკურია... რაც მთავარია, გაზეთი წლების განმავლობაში ინარჩუნებს სტაბილურობასა და ობიექტურობას! ჩემთვის, როგორც სპორტის წარმომადგენლისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ "კვირის პალიტრა" სპორტსაც კვალიფიციურად და საინტერესოდ აშუქებს. დარწმუნებული ვარ, წლების მატებასთან ერთად, თქვენი გაზეთის მკითხველების რაოდენობაც გაიზრდება".

"მხოლოდ სიმართლე!"

გიორგი ნემსაძე, ვეტერანი ფეხბურთელი: "თქვენი გაზეთის მთავარი მიზანია, მკითხველამდე მხოლოდ სიმართლე მიიტანოს. ყოველთვის დარწმუნებული ვარ, რომ "კვირის პალიტრის" გვერდებზე გადამოწმებულ და რაც მთავარია, ობიექტურ ინფორმაციას წავიკითხავ. "კვირის პალიტრას" აუცილებლად ვყიდულობ ყოველ ორშაბათს!"

"ყოველთვის ვპოულობ საინტერესო სტატიას"

არჩილ არველაძე, ვეტერანი ფეხბურთელი: "გილოცავთ და გისურვებთ, ყოველთვის დარჩეთ ასეთივე ობიექტურ და პოპულარულ გამოცემად! არ დავმალავ - გაზეთზე ხშირად, "კვირის პალიტრის" ინტერნეტვერსიას ვეცნობი და ყოველთვის ვნახულობ საინტერესო სტატიასა თუ ინტერვიუს".