რას გულისხმობს შობადობის გაზრდის ახალი ინიციატივა
20-04-2015
რას გულისხმობს შობადობის გაზრდის ახალი ინიციატივა
"საქართველოს დემოგრაფიული აღ­ორ­ძინების ფონდის" ახალი ინიციატივა მაღ­ალმთიან რეგიონებში დაქორწინების წახალისებას ეხება. რა ასაკობრივ კატეგორიაზე გაიცემა დახმარება და რომელ სოფლებ­ში გვყავს ყველაზე მეტი დაუოჯახებელი? - ამ თემებზე "საქართველოს დემოგრაფიული­ აღორძინების ფონდის" თავმჯდომარე თამარ­ ჩიბურდანიძე გვესაუბრება:

- ისედაც დაცარიელებულ სოფლებში­ თითო-ოროლა ახალგაზრდაა შემორჩენილი და ისინიც თანდათან უშვილძიროდ ბერდებიან... ეს არის მძიმე ფსიქოლოგიური, ტრა­გედიამდე მისული მდგომარეობა, რაც მთიან რეგიონებს შავ ფონად გასდევს. ყაზბ­ე­­გის მაჟორიტარმა დეპუტატმა გვით­ხრა: არც კი გინდათ სტატისტიკის მოშველი­ება, გამგეობაში შემოაბიჯეთ,
ყოველი თუ არა, მეორე კაცი მაინც უცოლოაო. ჩვენი­ ინფორ­მაციით, მცხეთა-მთიანეთის სოფელ ხევსურთსოფელში კანტიკუნტად არიან ახალგაზრდები და მათგან­ (30 წლის ზემოთ) 27 უცოლოა, რაც უმთავრესად მძიმე სოციალურ-ეკონომიკური პირობ­ებით არის განპირობებული. მოსახლეობისა და ქორწინების რაოდენობათა შეფარდებ­ით, ყველაზე მძიმე მდგომარეობაა მცხეთა­-მთიანეთში, შემდეგ რაჭა-ლეჩხუმში, გური­ა­ში, სამეგრელოში, სვანეთში... იმერეთში შედარებით
უკეთესი ვითარებაა.

- ეს რით არის გამოწვეული?

- იმერეთიდან­ ყველაზე მეტი ჩვენი მოქალაქეა ემიგრაციაში და ოჯახების რჩენას­ გამოგზავნილი თანხებით ახერხებენ, ეს კი ქორწინების სტატისტიკაზეც აისახება.

- რომელ ასაკობრივ ჯგუფშია ყველაზე ხშირი ქორწინება?

- ყველაზე ხშირია 16-19 წლამდე ახალ­გ­აზრდებში, თუმცა, ამ ასაკობრივ სეგმ­ე­­ნტში­ განქორწინებაც მრავლადაა. ასევე,­ ხშირია 20-დან 24 წლამდე ქორწინებები. იშვ­ი­ათია 35-დან 40-მდე, 40-დან 45 წლამდე­ კი დაოჯახებულთა რაოდენობა ძალიან მცირეა.­ ამასთან, ირკვევა, რომ 2013 წელს უფრო მეტი წყვილი დაოჯ­ახდა, ვიდრე­ 2014 წელს. ეს რით არის განპირობებული,­ ვერ გეტყვით... გადავწყვიტეთ, პარლამენტს შევთავაზოთ ახალი ინიციატივა, რომლის თანახმადაც, ახალდაქორწინებულები ერთჯერად დახმარებას მიიღებენ. ეს ინიციატივა "მთის შესახებ" კანონში ცვლილების სახით უნდა შევიდეს.

მაღალმთიან რეგიონებში ბინების პრობ­ლემა არ არსებობს (მიტოვებული სახლები­ დაცარიელებულია), ახალგაზრდებს ფინან­სური დახმარება სჭირდებათ. გამოვდივართ ინიციატივით, რომ მათ ერთჯერადად 5 ათასი ლარი გადავცეთ ან იმავე ოდენობის­ თანხის ფარგლებში მცირე ბიზნესის (სასოფლო-სამეურნეო პროექტების განხორციელ­ებაში) წამოწყებაში შევუწყოთ ხელი.

ექვსი რეგიონი (რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვან­ეთი, სამეგრელო-ზემო სვანეთი, გურია, იმერეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი) დემოგრაფიულად კატასტროფის ზონებია. ამის მიზეზია შობადობის ნაკლებობა, ქორწინე­ბათა შემცირება, აბორტების რაოდენობა, სოციალურ-ეკონომიკური პირობები. ამ პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე­ ინიციატივას უკვე შევასხით ხორცი, როგ­ორიც იყო, მაგალითად, ყოველ მესამე და შემდეგ ბავშვზე - ყოველთვიურად 150 ლარის, მთიან რეგიონებში კი 200 ლარის გაცემა. ჩვენმა ინიციატივებმა გაამართლა­ - დღეს ბევრად უკეთესი მდგომარეობაა.

- რა ასაკის მოქალაქეებს ერგებათ დაწესებული "ჯილდო" დაქორწინების შემთხვევაში?
- დახმარებას მიიღებენ ახალშექმნილი­ ოჯახები, სადაც ქალები 25-დან 40 წლამდ­ე ასაკობრივ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ეს რეპროდუქციული ასაკია.­ სახელმწიფო­ იმიტომ გაიღებს ამ თა­ნხას, რომ წყვი­ლის დაოჯახებას მოჰყვეს შობადობა!

- ასეთი განსაზღვრება დისკრიმინაციული ხომ არ არის, მით უფრო, რომ შვილებს 45 წლამდე ქალებიც აჩენენ?

- პარლამენტი იმსჯელებს­ და გადაწყ­ვეტს ასაკობრივ კრიტერიუმს.
შესაძლოა, დახმარება გაიცეს იმ ახალ­შექმნილ ოჯახებზე, სადაც 30-დან 45 წლამდე ქალები იქნებიან.
მჯერა, რომ ჭკვიანური მიდგომებითა და გათვლებით შევძლებთ ქვეყნის იმ კრიზისული მდგომარეობიდან გამოყვანას, რასაც დემოგრაფიული კატასტროფა ეწოდება!
kargi
11 მაისი 2015 13:59
იგივე დახმარება თბილისსაც რომ შეეხოს სოფლისკენ კაცისვბილი აღარ გაიხედავს.ამდენი უბინაო ხალხი გამრავლდა, საიდან არ კითხულობთ?. მესმის ბატონო მათი ვინც ბანკმა გაყვლიფა,ვინც სოფლიდან აიბარგა დედა-ბუდიანად და ქირის ფულს ვეღარ იხდიან,იმათზე რას იტყვით,სწორეა ასეთ მიდგომა?.ააღორძინეთ სოფელი, შეუქმენით საარსებო საშუალება,მიეცით სტიმული და ნახავთ ,მარტო სოფლიდან გამოქცეული კი არა ბევრი ქალაქელიც მიაკითხავს მამა-პაპეულ კარმიდამოს.რატომ შემოდის დაავადებული კარტოფილი,სტაფილო და ქათამ-კვერცხი,რა ყველაფერი გაფიცულია თუ რა.ვინც დაავადებულ პროდუქტს შემოიტანს იმ კომპანიას უნდა ჩამოერთვას ლიცენზია ციხეში უკრან თავი.იდეა შობადობის გაზრდაზე მოსაწონია,გარკვევით ჩაიწეროს ქართველზე,თორემ ვინც მრავლდება და გამრავლდება შეხედავთ,მალე წითელ წიგნში შესატანი ვიქნებით ქართველები.
tengo
10 მაისი 2015 13:36
ყ უ რ ა დ ღ ე ბ ა ტელეფონების ყველა მფლობელს თვეში ერთხელ დაექვითოს ე რ თ ი ლარი და ეს ტანხა მოხმარდეს დემოგრაფიულ აღორძინების ფონდს






kaxi
01 მაისი 2015 08:28
მთელმა საქართველომ თბილისში მოიყარა თავი, ეხლა გაგახსენდათ რეგიონები? სადაც არანაირი ინფრასტრუქტურა არ არის, სკოლები დაიხურა, სამედიცინო დაწესებულება არაა, გზები სავალალო მდგომარეობაშია, კინოთეატრები დახურულია და სოფელში ვინ გაჩერდება.

რედაქტორის რჩევით