რიჩარდ ნორლანდის ოჯახური დღიური
20-04-2015
რიჩარდ ნორლანდის  ოჯახური დღიური
"მე ამ სტატიას ყველა იმ ქართველ ქალს ვუძღვნი, რომლებიც წარმატებული არიან სამსახურსა და სახლში, ასევე იმათ,  რომლებიც ამის მიღწევას ცდილობენ"

"საქართველოში ქალებს ხშირად სოციალური ნორმები ზღუდავს, რის გამოც კარიერულ წინსვლას ოჯახური მოვალეობების შესრულებას ამჯობინებენ"


"როგორ დავაბალანსოთ ოჯახური ცხოვრება და კარიერა?" - ეს აქტუალური კითხვა­ ბევრი ჩვენგანის წინაშე არაერთხელ დამდგარა. მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში ამ შეკითხვას სხვადასხვაგვარად პასუხობენ, გააჩნია, ოჯახში როგორ არის განაწილებული ფუნქციები.

საქართველოში ქალებს ხშირად სოციალური ნორმები ზღუდავს, რის გამოც
კარიერულ წინსვლას ოჯახური მოვალეობების შესრულებას ამჯობინებენ.

საქართველო სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა. ყოველდღიურად ბევრ ნიჭიერ, აქტიურ და ჭკვიან ქალს ვხვდები ჩვენი საელჩოს, ასევე საქართველოს სამთავრობო უწყებებისა და სამოქალაქო ორგანიზაციების თანამშრომლებს შორის. ამის მიუხედავად, ამ ქვეყანაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე შეუსაბამოდ მცირე რაოდენობის ქალი მუშაობს.

საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ
თვრამეტია ქალი. ადგილობრივი თვითმმართველობის­ ორგანოებში არჩეულ თანამდებობ­ის პირებს შორის ქალები საერთო რაოდენობის მხოლოდ 11%-ს შეა­დგე­ნენ, მთავრობაში კი 20 მინისტრიდან მხოლოდ სამი ქალია.

სასამართლო ხელისუფლებაში მოსამართლეების დაახლოებით 50% ქალია, თუმცა, მათგან სასამართლოს თავმჯდომარის ან სხვა ხელმძღვანელი თანამდებობა ძალიან ცოტას უჭირავს. ბევრმა ქართველმა ქალმა ოჯახის შექმნას მსხვერპლად შესწირა კარ­იერული წარმატება. საქართველოს კონსტიტუციისა და კანონის თანახმად, ქალი და მამაკაცი თანასწორნი არიან, თუმცა, ეს სტატისტიკა მნიშვნელოვან კითხვას ბადებს: აქვთ თუ არა თანაბარი შესაძლებლობები ქართველ ქალებს? საქართველოში ჩატარებული კვლევების შედეგები მსოფლიოს ბევრ სხვა სახელმწიფოში გამოვლენილი შედეგების მსგავსია, მათ შორის, აშშ-ის ჩათვლით და ცხადყოფს, რომ მამაკაცებს ქართველ საზოგადოებაში დომინანტური პოზიცია უკავიათ. გენდერული თანასწორობის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულების შესახებ გამართული ბოლო კვლევის მიხედვით,

ქართველების 72%-ს სჯერა, რომ ოჯახის ფინანსურად მხარდაჭერა­ მამაკაცის მოვალეობაა, ხოლო სა­ხ­ლის და ოჯახის მოვლა - ქალის­ ფუნქცია. კვლევაში მონაწილე რესპონდენტების 52% ეთანხმება აზრს, რომ ქალებს არ შეუძლიათ ისეთივე წარმატებული კარიერა ჰქონდეთ, როგორიც მამაკაცებს, რადგან ამაში ხელს საოჯახო საქმეები უშლით.
ბოლო რამდენიმე წელია, აშშ-ში ხშირად იმართება დებატები თემაზე, შესაძლებელია თუ არა, ქალს ჰქონდეს სრულყოფილი­ ოჯახური ცხოვრება და იმავდროულად, წარმატებული კარიერა. ამის საუკეთესო მაგალითია რუთ გინზბერგი, აშშ-ის უზენა­ესი სასამართლოს მოსამართლე და ამერიკის­ უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქალი. მან წარმატებული პროფესიული კარიერა შეიქმნა, ამასთან, არის შესა­ნიშნავი მეუღლე და დედა. როცა ჰკით­ხეს, როგორ მოახერხა ეს, გინზბერგმა უპასუხა: "მე გვერდით მყავდა ადამიანი, რომელიც ფიქრობდა, რომ ჩემი სამუშაო ისეთივე მნიშვნელოვანი იყო, როგორიც მისი". მისი მეუღლე კი ამბობს:„"მე თავიდ­ანვე მხარს ვუჭერდი ჩემს ცოლს, ის კი - მე. ეს მსხვერპლი არ არის, ეს ოჯახია".

ვერც ერთი საზოგადოება ვერ გა­ნვ­ითა­რდება, თუ თანაბარ შესაძლებ­ლობებს, რეს­ურსებსა და ცხოვრებისეულ პერსპექტივებს­ ვერ უზრუნვ­ელყოფს როგორც მამაკაცებისთვის, ასევე ქალებისთვის. დღესდღეობით, როგორც ჩანს, საქართველოში მამაკაცებს უფრო მეტი ძალაუფ­ლება აქვთ.
ჩვენ, მამაკაცებმა, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ დავეხმაროთ ქალებს ეკონომი­კური დამოუკიდებლობის მიღწევასა და სრულყოფილი ოჯახური ცხოვრების შექმნ­აში. აშშ-ში ახლა ქალთა ისტორიის თვე აღინ­იშნება და მე ამ სტატიას ყველა იმ ქართველ ქალს ვუძღვნი, რომლებიც წარმატებული არიან სამსახურსა და სახლში, ასევე იმათ, ვინც ამის მიღწევას ცდილობს. 

"სამსახური სახლში,  ბავშვებთან"

საგარეო სამსახურში (აშშ-ის დიპლომატიურ კორპუსში) წინსვლა საკმაოდ რთულია... შესაბამისად, რამდენად კარგი შეიძ­ლება იყოს თქვენი კარიერული წინსვლისთვის შვიდთვიანი შვებულების აღება (ანაზ­ღაურების გარეშე) მხოლოდ იმისთვის, რომ შვილებთან ერთად სახლში იყოთ, მაშინ, როცა თქვენი იურისტი ცოლი კარიერას იკეთებს? სავარაუდოდ, პასუხი უარყოფითი იქნება. თუმცა, შეიძლება, დადებითიც იყოს.
დიპლომატიურ სამსახურში კარიერული­ წინსვლის ერთ-ერთი ასპექტია პერსპექტივა­ და ფართო თვალთახედვა და მე არ მახსენდ­ება­ უკეთესი გზა თქვენი ჰორიზონტის გაფართ­ოებისთვის, ვიდრე დეპარტამენტის კლაუსტროფობიული ფარგლებიდან გამოსვლა და ოჯახური ცხოვრების რეალობაში­ შესვლაა. ორი წლის განმავლობაში სამხ­რეთ აფრიკის საკითხებზე მუშაობისა და შუალედური დონის კურსებზე გატარებული­ ოთხი თვის შემდეგ ძალიან გამიხარდა, რომ
შვიდი თვით უფასო შვებულებაში გასვლა შევ­ძელი, რათა შინ დავრჩენილიყავი და ჩემი ორი შვილისთვის, 5 წლის დანიელისა და 1 წლის ქეითისთვის, მომევლო.

ჩემს ცოლს, მერი ჰარტნეტს, ახალი აღებ­ული ჰქონდა იურისტის დიპლომი (ორი წელი დააგვიანდა იმის გამო, რომ ჩვენ ბაჰრეინში წასვლა მოგვიხდა). მერი ვაშინგტონის ერთ-ერთ იურიდიულ ფირმაში აპირ­ებდა მუშაობას, ხოლო 1985 წელს უკვე ვიცოდით, რომ მომავალი წლის ივლისში ტრომსეში, ნორვეგიაში, გადავიდოდით. ეს მისთვის კარგი შესაძლებლობა იყო იურისტის კარიერის დასაწყებად. ლოგიკურად, ჩვენს ახალდაბადებულ ქეითისთან ერთ-ერთი ჩვენგანი უნდა დარჩენილიყო და არჩევანი ჩემზე გაკეთდა.

„მეტი აღარ“


როცა შინ საქმიანობას შევუდექი, პირვ­ელი, რამაც ძალიან გამაოცა, ის იყო, რომ დღეები საათების მიხედვით არ იყო აწყობ­ი­ლი: ავტობუსზე უკვე აღარ მაგვიანდებოდა,­ სამუშაო მაგიდაზე ტელეფონები გამუდმებ­ით აღარ რეკავდნენ. საერთოდ, სამუშაო მაგიდა აღარ არსებობდა. ასევე გაქრა ეგოისტური თვითკმაყოფილება, რასაც მაშინ ვგრძ­ნობდი, როცა თანაშემწე მესალმებოდა.

ერთხანს მხოლოდ ჩემი პატარა შვილების ენის მოჩლექით მოსალმება მესმოდა. მეორე შოკი იყო კომუნიკაციის გარეშე დარჩენა. შედეგი: როცა ვინმეს შევხვდებოდი, მაგალითად, სათამაშო მოედანზე, როცა ის საქანელაზე ბავშვს აქანავებდა, უცებ ენად გავიკრიფებოდი, ძალიან მიხაროდა, რომ ვიღაცასთან საუბრის შანსი მომეცა. რა თქმა უნდა, საუბრის თემა ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო. უზომოდ მიხაროდა, თუ ხანდახან­ სადილის დროს საუბარში ჩავებმებოდი მეგობრებთან ერთად, რომლებიც დიპლომატიური სამსახურის ინსტიტუტში სწავლობდნენ, მიუხედავად­ იმისა, რომ ბავშვების თანდასწრებით საუბარი რთული იყო.

"ეს შოკი იყო"


მსოფლიო ამბებისა და ქვეყანაში მიმდინარე სიახლეების ამსახველი პრესა ჩემთვის ნაკლები მნიშვნელობის გახდა. ყოველდღიური რუტინა ბავშვებზე ზრუნვამ ჩაანაცვლა. პირველად მეგონა, ბევრი დრო მექნებოდა და ყავის დალევისას დილის გაზეთის წაკითხვას შევძლებდი. შემდეგ ვიფიქრე, ალბათ, მხოლოდ სათაურების გადახედვას მოვახერხებ-მეთქი. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოვ­აჩინე, რომ ესეც კი ნაკლებად სავარაუდო და უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი ელემენტი იქნებოდა ჩემს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ფაქტობრივად, მივხვდი, რომ საინფორმაციოებში გადმოცემულ ძალიან ცოტა ამბავს აქვს დიდი მნიშვნელობა საშუალო-ამერიკული ოჯახის ყოველდღიური ცხოვრ­ებისთვის. ეს, რა თქმა უნდა, შოკი იყო, რადგანაც მაშინ, როცა მე აფრიკის საქმეების ბიუროში ვმუშაობდი, მართლა მეგონა, რომ საშუალო-ამერიკელები ქუჩის კუთხეში იმას ელოდნენ, რომ ერთმანეთთან, აშშ-ისა და სამხრეთ აფრიკის ურთიერთობებზე ჩემი ბოლო მემორანდუმის პროექტი განეხილათ. იმ წელს ქვეყანაში მიმდინარე სიახლეებიდან ერთადერთი საკითხი, რომელმაც რაღაც ხელშესახები ცვლილება მოახდინა ჩემზე, მარტინ ლუთერ კინგის დღის დაწესება იყო. ერთ დღეს ეს ახალი ამბავი გახლდათ, რადგანაც პოლიტიკოსები ამ მოვლენის ჩაშლით იმუქრებ­ოდნენ, მეორე დღეს კი ეს ფედერალური დღეს­ასწაული გახდა, რომელიც მე ჩემს შვილებთან ერთად კაპიტოლიუმის ბავშვთა მუზეუმში გავატარე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვა, აღმოვაჩინე, რომ
არ არის აუცილებ­ელი, ტელევიზი­ით გადმოიცეს ან გაზეთში დაიწეროს ისეთი რამ, რაც რეალობაა. ოჯახური ცხოვრება რეალობაა, თავიდან ბოლომდე თვითმყოფადი რეალობა, რომელიც გაცილებით მეტ რამეს ითხოვს და უფრო უშუალოა, ვიდრე ყველაფერი ის, რაც ყოველდღე მასმედიით გადაიცემა.

მოშივებული ბავშვები გემრიელ საკვებს ელო­დებიან: მარცვლეულის ფაფას, კრეკერ­ებს, მიწისთხილის კარაქსა და ჟელეს. საფენ­ები გამოსაცვლელია. წლამდე ასაკის ბავშვ­ებს, რომლებიც პირველ ნაბიჯებს დგამენ, მშობლების მზრუნველი ხელები სჭირდებათ, რომ ბეტონის საფეხურზე არ დაეცნენ. ბავშვებს ყურადღება, თამაში და სიყვარული, უსაფრთხო გარემოში თანატოლებთან გართობა სჭირდებათ. მათ მრავალფეროვ­ნება სჭირდებათ, ასევე რეჟიმი და თავისუფალი, თუმცა, მკაცრი გარემოც.

საბავშვო ბაღში


დანიელის საბავშვო ბაღში კოოპერატივი­ იყო, სადაც მე დამხმარე მშობლად ვმუშაო­ბდი ორ კვირაში ერთხელ.
საოცარი სანახ­ავი იყო, როგორ სწავლობდა ჩემი შვილი ახალ საგ­ა­ნზე ან პროცესზე დაკვირვებას, ახალი ცნების გათავისებას. ეს სი­ხა­რული ჩემს მოუსვენარ ქეითისთ­ან ყოფნამ გამიორმაგა, მას ხომ მუდმივად სადმე აცოცების სურვი­ლი არ ასვენებდა. მისი პირველი სიტ­ყვები მე გავიგონე და მე მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვ­ანი საიმედო ადამიანი გავხდი. ეს შეგ­რძნებები არცთუ მცირე მნიშვნელობისაა.
სასიამოვნო იყო იმის აღმოჩენაც, რომ უჩ­ვ­ეულო ყურადღებასა და მხარდაჭერას ვიღებდი მაღაზიის მეპატრონეებისგან, ავტობუსის მძღოლებისა და სხვებისგან, როცა ქალაქში ბავშვებთან ერთად გავიდოდი. თითქოს ხალხს სიამოვნებას ჰგვრიდა სამივე ჩვენგანის დანახვა, როცა მე, საფენებიანი ჩანთით ხელში, ხმაურიანად მივაგორებდი ეტლს; როცა ვცდილობდი, ტრიალა კარში გავსულიყავით (მათ განსაკუთრებით ახალისებდათ ჩვენი დანახვა აეროპორტებში, სადაც ახუნძლული ვიყავი ბარგით, დანიელს ხელი ჩემს ჯიბეში ჰქონდა ჩაყოფილი და ასე მომყვებოდა, მე კი ხელში ქეითი მყავდა, თან მანქანის საბავშვო სავარძელი და სხვა რამეებიც მიმქონდა). სხვების ამგვარი­ რეაქცია მამხნევებდა და კმაყოფილებას მგვრიდა. იმასაც მივხვდი, რომ ქალი, ალბათ, ამგვარი მხარდაჭერით არ სარგებლობს­. შვილების მოვლას ხომ ბევრი მხოლოდ ქალების მოვალეობად თვლის.

"უხასიათობა..."

მე ისიც აღმოვაჩინე, რომ ადამიანებს ხშირად არ იღებენ მოზრდილთა სამყარ­ოში, თუ მათ თავიანთი შვილების გარდა, სახლის გარეთ, სხვა ინტერესები არა აქვთ.

მივხვდი, რომ მშურდა, როცა მერის სამა­რთლებრივ საკითხებსა და პოლიტიკაში­ ჩართულს ვხედავდი, მაშინ, როცა ჩემი როლი "ბალიშთან მრჩევლობით" შემოიფა­რგლებოდა,
თანაც, საუკეთესო შემთხვევაში. ეს უმნიშვნელო რამ არ იყო, ამან შეიძლება­ გუნება-განწყობა გააფუჭოს და თვალთახედვა დაგიმძიმოს, რომელიც ყველაზე ნათელ დღესაც ჩაამუქებს. დღის ბოლოს, მერის ოფისის წინ სადგომზე დაყენებულ მანქან­აში ლოდინი ძლივს აკმაყოფილებდა ჩემს ეგოს. დავინტერესდი, დიასახლისებსაც­ ოდესმე მსგავსი შეგრძნება უჩნდებოდათ თუ არა...

გავიდა ხანი და საქმეს დავუბრუნდი. ინსტიტუტში ნორვეგიულს ვსწავლობდი, მაგრამ ძალიან ვწუხდი, რომ მთელ დღეს ამაში ვხარჯავდი, რომ ერთბაშად მოვწყდი ჩემს შვილებს, რომლებიც უკვე მოჯაჭვულნი იყვნენ ჩემზე, განსაკუთრებით კი ქეითი. ამას კი ნებისმიერი მშობელი გაიგებს, ვინც მთელ დროს ბავშვთან ატარებს. მენატრება ის თავისუფლება, რაც საოფისე ვალდებულ­ებების არარსებობას მოაქვს; თავისუფლება, რომ ბავშვებს ხელი მოჰკიდო და ნათესავებს ესტუმრო ან მუზეუმსა თუ პარკში გაისეირნო; როცა ჰალსტ­უხი არ გიკეთია და არც ავტობუსზე გაგვიანდება დილის 8 საათზე. რამდენად უცნაურია, რომ ჩვენ საკუთარ თავს ასეთი უკიდურესი არჩევანის წინაშე­ ვაყენებთ: იყო პროფესიონალი და რეალ­ურად არც იცნობდე საკუთარ შვილებს, ან იყო მხოლოდ მშობელი და თავი ჩამო­აშორო საქმიან გარე სამყაროს, საზოგადოებრივ საქმეებს. ვოცნებობ იმ დღეზე, როცა შუალედურ გზას ვიპოვით და, რაც უფრო მნიშვნელოვანია, როცა ჩვენი დაწესებულებები თავიანთ თანამშრომლებს საშუალებას მისცემენ, ამ გზას გაჰყვნენ.

რიჩარდ ნორლანდი, აშშ-ის ელჩი საქართველოში
imereti
24 აპრილი 2015 13:55
კარგია, მისასალმებელია ნამდვილად, ამ ადამიანის ამ მხრიდან დანახვა...
digmeli
21 აპრილი 2015 17:39
ეს კომენტარი ეძღვნება ამერიკელ ქალებს. დროა დასრულდეს უსამართლობა და ამერიკის ელჩად საქართველოში დაინიშნოს ქალი! დროა ამერიკელებმა შეიგნონ ბატონო ნორლანდ, რომ აუცილებელია ქალი პრეზიდენტი ან ვიცე-პრეზიდენტი მაინც. სირცხვილია ბოლოს და ბოლოს ამხელა დემოკრატიული ქვეყანა ხართ, მთელი მსოფლიო თქვენ გიყურებთ და ჯერ არ გყოლიათ ქალი პრეზიდენტი! მარტო სტრიპტიზ-ბარში ჯოხზე ტიტველა ტრიალი ხომ არ არის ამერიკელი ქალის საქმე ბატონ რიჩარდ. რას იტყვის ხალხი. აგერ ჩამორჩენილ ისლამურ პაკისტანს წლების განმავლობაში ქალბატონი ბენაზირ ბჰუტო მართვადა და რა დააშავა ამერიკელმა ქალმა? ქართველო ქალებო ამოიღეთ ხმა და შეურთდით ქალბატონ მანანას დღედაღამ ამერიკის საელჩოსთან რომ აქციებს მართავს. აღარ გვინდა ეს ნორლანდები, ბასები და იალოვიცები, გამოგვიგზავნეთ სინდი კრაუფორდი, ან ანჟელიკა ჯოლი ელჩად და დაგვანებეთ თავი. თქვენც დაისვენებთ და ჩვენც!
vera
21 აპრილი 2015 01:46
Qartveli mamakatsebisatvis es sasatsilo iqneba magram tsivilizebuli adamianebistvis araperi gasakviri-chveulebrivi koveldgiuri tsxovreba. Ojaxi mxolod samzareulo Ar Aris,es ori adamians tanabari uplebebia DA pasuxismgebloba,neta chventan rodis shemova tsivi-lizatsia DA gamoikvans qals samzareulodan?

რედაქტორის რჩევით