10 სამაგიდო წიგნი, რომელიც გჭირდებათ! - კვირის პალიტრა

10 სამაგიდო წიგნი, რომელიც გჭირდებათ!

რას ნიშნავს სამაგიდო წიგნი? ეს არის წიგნი, რომელიც მუდმივად თქვენთან ახლოს უნდა იყოს, რადგან აქ მოცემული ინფორმაცია ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ, სხვადასხვა მიზნისთვის შეიძლება დაგჭირდეთ.

სწორედ ასეთი სამაგიდო 10 წიგნის შესახებ უნდა გამცნოთ, რომელიც გამომცემლობა "პალიტრა L"-მა ერთ დიდ სერიად აქცია და დღეიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, თვეში ერთხელ გაიყიდება .ეს არის წიგნები, რომლებიც ყველა ოჯახში უნდა იყოს. ათივე წიგნი სხვადასხვა დროის ბესთსელერია, რომლებიც ახლა უკვე განახლებული დიზაინითა და თანამედროვედ რედაქტირებული გამოიცემა.

სერია "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული" ათ ყველაზე სასარგებლო და პრაქტიკულ წიგნს გთავაზობთ.

ახალი გამოცემები საშუალებას მოგცემთ თქვენს ბიბლიოთეკას ისეთი წიგნები შემატოთ, როგორიცაა "სიბრძნის ენციკლოპედია", "ყველაფერი ყველაფერზე", "დიდი საოჯახო ენციკლოპედია", "საოჯახო სამზარეულო", "ქართული ხალხური ზღაპრები", "მეურნის ენციკლოპედია"…. და სხვა წიგნები

"სიბრძნის ენციკლოპედია" - მსოფლიო მნიშვნელობის ბრძნულ გამონათქვამებსა და აზრებს მოიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს.

"ყველაფერი ყველაფერზე" - ეს არის წიგნი, სადაც მართლაც ყველა თემაზე შეგიძლიათ სასურველი ინფორმაციის აღმოჩენა: იქნება ეს ცნობილი, საინტერესო პიროვნება, რომელიმე ქვეყანა, ტერმინი, ბუნება, მსოფლიოს საოცრებები, ლიტერატურა და არქიტექტურა, ცნობილი ფაქტი თუ მოვლენა, ყველაფრის მოკლე და საინტერესო განმარტებას ამ ტომში იპოვით.

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" - გინდათ იცოდეთ გავრცელებული დაავადებები და მათი თავიდან აცილების შესაძლებლობები? ეს არის წიგნი, რომლის შექმნაზეც 24 ცნობილი ქართველი პროფესორი და ექიმი მუშაობდა. ეს წიგნი სანდო, კომპეტენტური და მეტად საჭირო მეგზურია ნებისმიერი თქვენგანისთვის, ჯანმრთელობისკენ მიმავალ გზაზე.

"საოჯახო სამზარეულო" - გსურთ, გახდეთ უკეთესი დიასახლისი და უკვე არსებულ გამოცდილებას მეტი სიახლე, მეტი მრავალფეროვნება შესძინოთ? არაერთი თაობის კულინარიული რეცეპტების საუკეთესო კრებული თქვენი მარჯვენა ხელი გახდება სამზარეულოში.

"ქართული ხალხური ზღაპრები" - უძველესი ქართული საგანძური, რომელიც თქვენს შვილებს, პატარა მეგობრებს, ან თუნდაც, ნებისმიერ ბავშვს კიდევ ერთხელ გადაუშლის ქართული ზღაპრების ორიგინალურ სამყაროს და ქართველი გმირების თავგადასავლების ჯადოსნურ სივრცეში ამოგზაურებს.

"მეურნის ენციკლოპედია" - ეს არის წიგნი, რომელში არსებული ილუსტრირებული ცნობარი დაგეხმარებათ, იყოთ წარმატებული მცენარეებთან დაკავშირებულ ნებისმიერ საქმიანობაში. იქნება ეს ოთახის მცენარეების მოვლა, ჩითილების გამოყვანა, თუ ფერმერული მეურნეობა.

ცხოველები: ცხოველთა სამყარო მეტად მრავალფეროვანია და საინტერესო. ამ დიდ  წიგნში ყველაფერია: ცხოველები, ფრინველები, მწერები, თევზები, მედუზები... სად ბინადრობს ცხოველის ესა თუ ის სახეობა? რით იკვებება, როგორ მრავლდება? ამ და სხვა კითხვებზე  პასუხს აქ იპოვით, თუ ცხოველები გიყვართ, ეს წიგნი უნდა გქონდეთ!

"ქართლის ცხოვრების ქრონიკები": ვახტანგ ჭელიძის "ქართლის ცხოვრების ქრონიკები" უმდიდრეს სამეცნიერო ნაშრომებსა და სხვადასხვა მემატიანეთა ცნობებზე აგებული მხატვრულად მოთხრობილი საქართველოს ისტორიაა და ნაწარმოების განსაკუთრებულობასაც სწორედ ეს განაპირობებს.

წიგნის ფურცლებზე ესა თუ ის კონკრეტული გმირები, ეპოქა თუ მოვლენები  ცოცხლდება. ეს სიცოცხლის ხაზი თაობიდან თაობას, საუკუნიდან საუკუნეს გადაეცემა და ასე მკითხველის თვალწინ ერთ მთლიან ჯაჭვად იკინძება ქართველი ხალხის მდიდარი ისტორიული მონაგარი. ასე, რომ ესაა წიგნი-შუამავალი წარსულსა და მკითხველს შორის.

"ვეფხისტყაოსანი": ქართველი ერის უდიდესი საგანძური, პოემა, რომლიც ქართული ეროვნული ღირსებაა და ყველა ოჯახის ბიბლიოთეკის მთავარი წიგნია, პოეზია, რომელიც მეცნიერებას, სიბრძნეს და უზარმაზარ ინფორმაციას მოიცავს. პოემა, რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს.

დღეიდან, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, თვეში ერთხელ, "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეულის" თითო წიგნი გამოვა. აღსანიშნავია, რომ ამ წიგნების უმეტესობა განსხვავებული ფორმატით უკვე იყო გამოცემული, 30-დან 40 ლარამდე ღირდა და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა. ახლა კი წიგნების ეს სერია "კვირის პალიტრის" ყველა მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი. მკითხველი მის შეძენას სპეციალურ ფასად 18.50 ლარად შეძლებს. გაზეთთან ერთად სულ 20 ლარი ეღირება. ახალი გამოცემის სამაგიდო წიგნები უფრო დიდი ზომისაა და თითოეულ წიგნს სამი სანიშნე მოყვება, რაც ამ სერიის წიგნების გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის.

თამარ კორკოტაშვილი