კაცი, რომელიც ბავშვების სამყაროს ქმნიდა
27-04-2015
კაცი, რომელიც ბავშვების სამყაროს ქმნიდა
მათი ბედი თავიდანვე გადაწყვეტილი იყო - იქმნებოდნენ ეკრანისთვის დაუვიწყარი გმირები და მერე ანადგურ­ე­­ბდნენ, რათა ერთი და იგივე თოჯინა რამდენიმე ანიმაციურ ფილმში არ გამოეყენებინათ. განადგურებას შემთხვევით გად­აურჩნენ ქართული თოჯინური ფილმის პერსონაჟები.

გადაღების პროცესი ხშირად რამ­დენიმე­ თვე (ზოგჯერ წელიწადიც) გრძელდებოდა და თოჯინა ზიანდებოდა, ამიტომ ერთი თოჯინას სამი დუბლიკატი მაინც კეთდებ­ოდა. კარლო სულაკაური, არაერთი ანიმა­ციური ფილმის ავტორი და რეჟისორი, თავისი ფილმების პერსონაჟები რომ გად­აერჩინა, დუბლიკატებს იპარავდა. ამაღლების #23 ის ადგილია, სადაც­ თოჯინური ფილმებიდან
რეალობაში გადმ­ოსული, განადგურებას გადარჩენილი­ გმირები ცხოვრობენ. აქ შეხვდებით "სალამურას", "ბომბორას",„"საზამთროს", "გოგონას და შადრევანს"...

ამ თოჯინებმა ეპოქა შექმნეს

თოჯინას ესკიზის დამტკიცების შემდეგ თოჯინებს ლითონის კონსტრუქციით ამზადებდნენ და კაუჩუკით ფარავდნენ. კარლო სულაკაურის თოჯინებს ცოლ-ქმარი, ლილიანა და გენადი ლუტინსკები ამზ­ადებდნენ.­ ერთი თოჯინას შექმნა საკმაოდ ძვირი­ ჯდებოდა და ათი
დღე სჭირდებოდა.
არჩილ სულაკაური, კარლო სულაკაურის ვაჟი: -„ერთხელ ლუტინსკებს ისეთი ბუზი გაუკეთებიათ, რომ მაყურებელს ნამდვილი ეგონა... მსგავსი თოჯინების მუზეუმი­ საბჭოთა კავშირის ქვეყნებში არ არსებობს. მუზეუმი სარემონტოა, თოჯინები კი სარესტ­ავრაციო, ამიტომ კარლო სულაკაურის თოჯინების მუზეუმი დამთვალ­იერებე­ლს­ ბოლო რამდენიმე თვეა, ვეღარ იღებს. თოჯინებმაც ბინა დროებით ქართული ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში დაიდეს.„
1999 წელს, ამაღლების ქუჩაზე, ჩვენი სახლის ერთ პატარა ოთახში მამამ მუზეუმი­ გახსნა. გვინდა, რომ ეს ოთახი გავაფართო­ოთ, რადგან დამთვალიერებელთა დიდი ჯგუფის ერთად შეყვანას ვერ ვახერხებთ. გვსურს, ფილმებიც გავუშვათ, რათა პატ­არებმა უკეთ აღიქვან თოჯინები.  

გზა ანიმაციური ფილმების გადაღებამდე...

კარლო სულაკაურის თეატრალურ სა­მყა­როსთან შეხება ქუჩის მსახიობებს უკავ­შირდება. მის ბავშვობაში­ მოხეტიალე მსახ­იობები ეზო-ეზო მართავდნენ წარმოდგენებს. ერთ დღეს ბიჭი მსახიობებს უკან გაჰყოლია. ბოლოს, ავლაბარში მიაგნეს... 8 წლის იყო, მამა რომ გადაუსახლეს და ოჯახის სიმძიმე­ მხრებზე მას დააწვა... ანიმაციური ფილმის რეჟისორობამდე  გრძელი­ გზა გაიარა...

კარლო სულაკ­აურის მოგონებებიდან: "თელავის თეატრში დავდგი სპექტაკლი "ბარათაშვილი", მაგრამ ეს მხოლოდ უფროსებისთვის იყო. მომინდა, ბავშვებისთვის შემექმნა თოჯინების თეატრი. ჩემი პირვე­ლი სპექტაკლი იყო "ბებია დარეჯანის ზღაპრები"... შემდეგ გადამიყვანეს რუსთავში, იქიდან - თბილისის თეატრში... კულტურის სამინისტრომ სერგეი ობრაზცოვთან­ (თოჯინების თეატრის დამაარსებელი და ხელმძღვანელი) სტაჟირებაზე გამგზავნა მოსკოვში 1959 წელს. იმავე წელს გადაწყდა, რომ თბილისის სტუდიაში თოჯინური ფი­ლმე­ბის გადაღება დამეწყო. მოცულობითი­ მულტიპლიკაციის შესწავლა დავი­წყე "სოიუზმულტფილმში". მოსკოვიდან დაბრუნებულმა რეჟისორ შალვა გედევანიშვილთან ერთად გადავიღე ფილმი­ "ნიკო და სიკო". ამის შემდეგ დავიწყე და დღემდე მოვდივარ"...

კარლო სულაკაური სულ 21 თოჯინური­ ფილმის ავტორია. ერთ-ერთია ძმის, მწერ­ალ არჩილ სულაკაურის ნაწარმ­ო­ების, "სალამურას თავგადასავლის" თოჯ­­ინური ვერსია. ამ სრულმეტრაჟიანი ფილმის­ გადაღება­ სამი წელი მიმდინარეობდა. "სალამურას", რომელსაც 30-მდე პერსონაჟი ჰყავს, ერთი მსახიობი ათამაშებდა. ყველა გმირს კი თავისი რეალური პროტოტიპი ჰყოლია. 

არჩილ სულაკაური:
- მისი პირველი თოჯინური ფილმი "ნიკო და სიკო" ახალი სიტყვა იყო ქართულ ანიმაციურ სამყაროში. ახლა ანიმაციას კომპიუტერით აკეთებენ, მაშინ ხელით კეთდებოდა, შრომატევადი იყო, მაგრამ შედეგი ყველაფერს გავიწყებდა.“ 

კარლო სულაკაური 75 წლისა 2001 წელს გარდაიცვალა. ბოლოს "რწყილი და ჭიანჭველაზე" მუშაობდა... როდესაც ყველაფერი დასრულდა და ფირის გამჟღავნების პროცესი დაიწყო, შუქი ჩაქრა და ყველაფერი წყალში ჩაიყარა...
არჩილ სულაკაური ამბობს, რომ კაცს, რო­მე­ლიც ბავშვების სამყაროს ქმნიდა,­ დღეს თოჯინებს ართმევენ - მურაზ მურვანიძე "ბომბორას" მეორე სერიის (პირველი სერია 1968 წელს, ხოლო მეორე - 1973 წელს გადაიღეს) თოჯინას ავტორობას იბრალებსო... დავა სასამართლომდეც მივიდა და მურაზ მურვანიძე გამართლდა. არჩილ სულაკაური გასაჩივრებას აპირებს. გული სწყდება, რომ მამამისის ფილმებს ტელევიზიები აღარ უჩვენებენ. ამბობს, რომ დღეს ანიმაციური ფილმების უმეტესობა ძალადობის ამსახველ სცენებს შეიცავს­ და მოზარდის ფსიქიკას აზიანებს.­ ისეთი უწყინარი ფილმები კი, როგორსაც­ წლების წინ იღებდნენ, აღარავის აინტერესებს.

თორნიკე ყაჯრიშვილი
სიუჟეტი იხ. პალიტრა  TV-ზე

Teona
29 ნოემბერი 2016 13:05
გთხოვთ მომაწოდოთ კოორდინატები.ვერაფრით ვერ ვუკავშირდები.

რედაქტორის რჩევით