დღეიდან 11 მაისის ჩათვლით "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული "კვირის პალიტრასთან" ერთად
04-05-2015
დღეიდან  11 მაისის ჩათვლით "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული "კვირის პალიტრასთან" ერთად
უძველესი პერიოდიდან დღემდე კაცობრიობამ განვითარების რამდენიმე მნიშვნელოვანი საფეხური გაიარა: გვაროვნული წყობილება, აგრარული პერიოდი, ინდუსტრიული საზოგადოება. XXI საუკუნის ადამიანი კი სრულიად ახალ ფორმაციაში ცხოვრობს, რომელსაც საინფორმაციო საზოგადოება ჰქვია და რომლის ფორმირებაც გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან დაიწყო - დღეს ინფორმაციასა და ცოდნას განსაკუთრებული პრიორიტეტი ენიჭება. ბუნებრივია, ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად, ინფორმაციის მიღების ერთ-ერთ მთავარ წყაროდ ინტერნეტი იქცა, თუმცა, ვირტუალურმა სამყარომ წიგნის მაგიური ძალის ჩანაცვლება მაინც ვერ შეძლო და დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ ამას
ვერც მომავალში მოახერხებს! წიგნის კითხვისას ვფიქრობთ, ვაზროვნებთ და ვმსჯელობთ, რაც მიღებული ინფორმაციის სრულად აღქმას გვიადვილებს, არ იფიქროთ თავს პირად მოსაზრებებს  გახვევდეთ, მეცნიერები დიდი ხანია ამ დასკვნამდე თავად მივიდნენ...

"პალიტრა  L"-ი უკვე რამდენიმე წელია წიგნის მოყვარულებს მსოფლიო ბესტსელერებითა და სხვადასხვა ჟანრისა თუ მიმართულებისა და საყოფაცხოვრებო მნიშვნელობის
წიგნებით ანებივრებს. ამჯერად გამომცემლობა "პალიტრა L"-ი გრანდიოზულ პროექტს - "სამაგიდო წიგნების უნივერსალურ ათეულს" გთავაზობთ, რომელშიც გაერთიანებული წიგნების ნაკრები 4 მაისიდან გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად თვეში ერთხელ გაიყიდება. ეს დიდი სერია სხვადასხვა დროის ბესტსელერებს მოიცავს, რომლებიც საგანგებოდ უკვე განახლებული დიზაინითა და თანამედროვედ რედაქტირებული დაიბეჭდება. ეს არის დიდი მოცულობის მქონე წიგნები, მაგარი ყდითა და სუპერით.

"სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული" საშუალებას მოგცემთ, თქვენს ბიბლიოთეკას ისეთი წიგნები შემატოთ, როგორიცაა "სიბრძნის ენციკლოპედია", "ყველაფერი ყველაფერზე", "დიდი საოჯახო ენციკლოპედია", "საოჯახო სამზარეულო", "ქართული ხალხური ზღაპრები", "მეურნის ენციკლოპედია"...
ერთი სიტყვით, ნაკრები ყველა თაობაზეა გათვლილი. ეს წიგნები  მუდმივად თქვენთან ახლოს უნდა იყოს, რადგან აქ მოცემული ინფორმაცია ცხოვრების მანძილზე ბევრჯერ სხვადასხვა მიზნისთვის შეიძლება დაგჭირდეთ. ინფორმაციის მოძიება სხვადასხვა სფეროზე ინტერნეტშიც მარტივია, თუმცა, ამ წიგნების უპირატესობა ის არის, რომ აქ, ინტერნეტისგან განსხვავებით, სანდო  ინფორმაციას წაიკითხავთ, რადგან სამედიცინო, კულინარიულ, სამეურნეო თუ სხვა თემებზე მაღალკვალიფიციურმა პროფესიონალებმა იმუშავეს.

"სიბრძნის ენციკლოპედია"


მსოფლიო მნიშვნელობის ბრძნულ გამონათქვამებსა და აზრებს მოიცავს, რომლებმაც, შესაძლოა, ნებისმიერი ჩვენგანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოს. ხშირად ცნობილი ადამიანების ნააზრევი კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებაშიც გვეხმარება, სტიმულსა და მეტ თავდაჯერებულობასაც კი გვმატებს. ასე რომ, ბრძნული აზრების საგანძური ბევრ საკითხზე კიდევ ერთხელ დაგაფიქრებთ და ცხოვრებას გაგიმრავალფეროვნებთ.

"ყველაფერი ყველაფერზე"

ამ წიგნში სასურველი ინფორმაციის მიღებას ყველა თემაზე შეძლებთ. ის უამრავ საინტერესო საკითხს აერთიანებს და ასობით შეკითხვაზე პასუხს შეიცავს. მათ შორის, ცნობილ პირებზე, ქვეყნებზე, ტერმინებზე, ბუნებაზე, მსოფლიოს საოცრებებზე, ლიტერატურასა და არქიტექტურაზე, ცნობილ ფაქტებსა თუ მოვლენებზე - ყველაფრის მოკლე და საინტერესო განმარტებას ამ ტომში იპოვით.

"დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია"


ამ წიგნის შექმნაზე 24 ცნობილი ქართველი პროფესორი და ექიმი მუშაობდა, ამიტომ ის გავრცელებული დაავადებების შესწავლასა და მათი პრევენციისთვის ნამდვილად გამოგადგებათ. გახსოვდეთ, ვინც გაფრთხილებულია, ის შეიარაღებულია. "დიდი საოჯახო სამედიცინო ენციკლოპედია" ნებისმიერ თქვენგანს ჯანმრთელი ცხოვრებისთვის სანდო, კომპეტენტურ და აუცილებელ მეგზურობას გაგიწევთ.

"საოჯახო სამზარეულო"

ქართველები გურმანები ვართ, კარგი კერძის ფასიც ვიცით და არც გემოვნება გვაკლია. ასე რომ, თუ გსურთ ოჯახის წევრებსა თუ ახლობლებზე შთაბეჭდილება მოახდინოთ, "საოჯახო სამზარეულო" თქვენი სამაგიდო წიგნი და მარჯვენა ხელი გახდება - ის უკეთეს დიასახლისად გაქცევთ და უკვე არსებულ გამოცდილებასაც გაგიმდიდრებთ.

"ქართული ხალხური ზღაპრები"

ეს წიგნი შვილებთან თუ პატარა მეგობრებთან ერთად ჯადოსნურ სამყაროში გამოგზაურებთ. უძველესი ქართული საგანძური ნებისმიერ ბავშვს ქართული ზღაპრების ორიგინალურ და ჯადოსნურ სამყაროს გადაუშლის.

"მეურნის ენციკლოპედია"


ეს არის წიგნი, რომელშიც არსებული ილუსტრირებული ცნობარი დაგეხმარებათ, ისწავლოთ სამეურნეო საქმიანობა: იქნება ეს ოთახის მცენარეების გახარება, ჩითილების გამოყვანა თუ ფერმერული მეურნეობა.

"ცხოველები"

ცხოველთა სამყარო მეტად მრავალფეროვანი და საინტერესოა. ამ დიდ  წიგნში ყველაფერია: ცხოველები, ფრინველები, მწერები, თევზები, მედუზები... სად ბინადრობს ცხოველის ესა თუ ის სახეობა? რით იკვებება, როგორ მრავლდება? ამ და სხვა კითხვებზე  პასუხს აქ იპოვით. თუ ცხოველები გიყვართ, ეს წიგნი უნდა გქონდეთ!

"ქართლის ცხოვრების ქრონიკები"

ვახტანგ ჭელიძის "ქართლის ცხოვრების ქრონიკები" უმდიდრეს სამეცნიერო ნაშრომებსა და სხვადასხვა მემატიანის ცნობებზე აგებული მხატვრულად მოთხრობილი საქართველოს ისტორიაა და ნაწარმოების განსაკუთრებულობასაც სწორედ ეს განაპირობებს.
წიგნის ფურცლებზე ესა თუ ის კონკრეტული გმირი, ეპოქა თუ მოვლენა ცოცხლდება. ეს სიცოცხლის ხაზი თაობიდან თაობას, საუკუნიდან საუკუნეს გადაეცემა და მკითხველის თვალწინ ერთ მთლიან ჯაჭვად იკინძება ქართველი ხალხის მდიდარი ისტორიული მონაგარი.
ასე რომ, ესაა წიგნი-შუამავალი წარსულსა და მკითხველს შორის.

"ვეფხისტყაოსანი"

ეს არის ქართველი ერის უდიდესი საგანძური, პოემა, რომელიც ყველა ოჯახის ბიბლიოთეკის მთავარი წიგნია და რომელსაც დრო ვერაფერს დააკლებს.

ამ წიგნების უმეტესობა განსხვავებული ფორმატით უკვე იყო გამოცემული და 30-დან 40 ლარამდე ღირდა. მრავალფეროვანი შინაარსისა და პრაქტიკულობის გამო, ამ წიგნებზე დიდი მოთხოვნა იყო.  ახლა კი, წიგნების ეს სერია "კვირის პალიტრის" ყველა მკითხველისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

მკითხველი მის შეძენას სპეციალურ ფასად - 18.50 ლარად შეძლებს, გაზეთთან ერთად კი, სულ 20 ლარი ეღირება.
ახალი გამოცემის სამაგიდო წიგნები უფრო დიდი ზომის არის და თითოეულს სამი სანიშნე მოჰყვება, რაც ამ სერიის წიგნების გამოყენებას უფრო მოსახერხებელს ხდის.

"სამაგიდო წიგნების უნივერსალურ ათეულს" უმნიშვნელოვანეს წამოწყებად მიიჩნევს ექიმი ლადო კახაძე: "როგორც ექიმი, ყველას ვურჩევ "სამაგიდო წიგნების უნივერსალური ათეული" მართლაც სამაგიდო წიგნად აქციონ. მასში თაობების ნაშრომებია გაერთიანებული და ადამიანებს ზღვა ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აძლევს. მიხარია, რომ ჯანმრთელობის საკითხი ნაკრებში ცალკე წიგნადაა შესული. ადამიანებს საკუთარი ანატომიის შესახებ ზოგადი ცოდნა მაინც უნდა ჰქონდეთ. მსგავს გამოცემებს ყოველთვის მივესალმები".

ბაია დვალიშვილი, მსახიობი: "წიგნს ყველაზე დიდ ფასეულობად მივიჩნევ და ნებისმიერ ახალ გამოცემას მივესალმები. მით უმეტეს, თუ ის მკითხველს მრავალფეროვან ინფორმაციას აწვდის. პირადად მე, ვფიქრობ, "სამაგიდო წიგნების უნივერსალურ ათეულში" შემავალი ყველა წიგნით დავინტერესდები".

თიკა ფაცაცია, წამყვანი: "როგორც სამი შვილის დედას, ბავშვებთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია მაინტერესებს. "სამაგიდო წიგნების უნივერსალურ ათეულს" აუცილებლად გავეცნობი, მით უმეტეს, თუ მასში ბავშვების ფსიქოლოგიაზე მეტ ინფორმაციას შევიტყობ. ყველა დედას ვურჩევ, პატარების სამყაროს გამრავალფეროვნებაზე მაქსიმალურად იზრუნოს. ამაში ასეთი წიგნები ძალიან დაგეხმარებათ".

რუსუდან შელია
ია
18 მაისი 2017 14:36
გამარჯობათ, ქართული ხალხური ზღაპრები რამდენი ტომია და როდიდან შეგვიძლია შეძენა?
იოსები (სოსო)
27 აპრილი 2015 10:27
"ვეფხისტყაოსანი"ს შესახებ ყოველი სიახლე ჩემთვის განსაკუთრებით სასიხარულოა, უფრო მეტი კი მისი ავტორისა. წიგნი კი საერთოდ ფასდაუდებელი სიმდიდრეა, რომლის გარეშე ადამიანური ცხოვრება ალბათ გაუგებარი იქნება
. . .

რედაქტორის რჩევით