"შვილი რომ წამართვან, ვერ გადავიტან"
27-04-2015
"შვილი რომ წამართვან, ვერ გადავიტან"
"ბავშვი უკვე 11 წლისაა და მამა შეაძულეს, არადა, მის გარდა არავინ მყავს"

რედაქციაში ახალგაზრდა მამაკაცი გვესტუმრა და შემოგვჩივლა, სხვადასხვა უწყება­ში ამაოდ დავდივარ, სამართალი ვერ ვიპო­ვე, შვილის ნახვის უფლებას არ მაძლევენო. ხელში სასამართლოს გადაწყვეტილება ეჭირა,­ სადაც შვილთან შეხვედრის დღეებია აღნიშნული, მაგრამ დღემდე გადაწყვეტილების აღსრულება ვერ ხერხდება.


რევაზ მჭედლიშვილი: - გორი-ცხინ­ვალის სამარშრუტო ხაზზე ვმუშაობდი. გავიცანი გოგონა, რომელიც გორის სამედი­ც­ინო სასწავლებელში სწავლობდა. მომეწონა. რამდენიმე თვეში შევუღლდით. მალე ბიჭი შეგვეძინა. 9 წელი ვიცხოვრეთ ერთად.
აგვისტოს ომის დროს გორიდან თბილისში წამოვედით. მანქანა მყავდა და ვტაქსაობდი.­ 2010 წელს ჩემმა მეუღლემაც დაიწყო მუშ­აობა ექთანად ერთ-ერთ კლინიკაში, მაგრამ მალე ურთიერთობა დაგვეძაბა... ბევრჯერ გამოვიჭირე ტყუილში. მძინარე ბავშვს ტოვებდა, თვითონ კი ვითომ სამსახურში მიდიოდა. ერთხელ სამსახურის ნომერზე დავურეკე, მითხრეს, - დღეს მორიგე არ არისო. თანამშრომელს
ვუთხარი, მეუღლე ვარ, ბავშვი ავად არის-მეთქი. როგორც ჩანს, შეატყობინეს. ცოტა ხანში დამირეკა, - ბავშვს რა მოუვიდაო. მეტრო "ახმეტელთან"­ დამითქვა შეხვედრა... ერთი სიტყვით, ერთმანეთს ეჭვიანობის ნიადაგზე დავშორდით. ჩვენი ნაქირავები ბინიდან ყველაფერი წაიღო­ და წავიდა.

- თქვენს მეუღლეს დამცავი ორდერი მოუთხოვია. სცემდით?

- 2013 წელს დამაკავეს და მის ცემაში დამდეს ბრალი. პოლიციის განყოფილების სარდაფში ჩამიყვანეს, მოითხოვდნენ, მეღიარებინა ცოლის ცემა. არ ვაღიარე, ამიტომ პოლიციელებმა მცემეს. ძალით მომაწერინეს აღიარებაზე ხელი.

- უმიზეზოდ ხომ არ გასცემდნენ დამცავ ორდერს, ალბათ, სცემდით ცოლს.
- სანამ დამაპატიმრებდნენ, მანამდე სერიოზული უთანხმოება მქონდა­. შვილს ოთხი თვე მარტო ვზრდიდი, ის ცალკე ცხოვრობდა, ახლა კი ბავშვს არ მაკარებს,­ თავის­ მშობლებთან ჰყავს, თვითონ­ თბილისშია და შვილს ხშირად არც ნახულობს.­ არ მიცემია, თუმცა, სიტყვიერი შეურაცხყოფა მივაყენე. როცა დამაკავეს, პოლიცია­ ერთთვიან ადმინისტრაციულ სასჯელს ითხოვდა, მაგრამ მოსამართლემ ეს არ გააკეთა.­ პროცესზე მკითხა, რა დაა­შავე ისეთი, შენი ერთი თვით ციხეში გამოკეტვა რომ უნდათო.

- თქვენი მეუღლე ექსპერტიზით ამტკიცებდა, რომ ნაცემი­ იყო?

- თვითონ დამიბარა ერთ დღეს. ფეხებში­ ჩექმიანი ფეხი მირტყა... დაზარალებული მე ვიყავი, დალურჯებული მქონდა ფეხები. საცემი იყო, მაგრამ არ მიცემია. ჩვენ 2013 წლის 14 მაისს განვქორწინდით. სამშაბათს და ხუთშაბათს 2-2 საათით შვილის ნახვის უფლება მაქვს, პარასკევს 9 საა­თიდან შაბათის 9 საათამდე კი შემიძლია, ჩემთან მყავდეს, მაგრამ სასამართლოს გადაწყვეტილება არ სრულდება...

- აღმასრულებლისთვის არ მიგიმართავთ?
- ბევრჯერ მივმართე სააღსრულებლო ბიუროს წარმომადგენელს, მაგრამ ამაოდ.

- ალიმენტს იხდით?
- სასამართლომ თვეში 80 ლარი დამაკისრა, მაგრამ არ გადამიხდია. 2.000 ლარს გადასცდა ალიმენტის თანხა. შემახვედრონ შვილს და, რაც მექნება, იმას მივცემ. სკოლაშიც ბევრჯერ მივაკითხე, მაგრამ იქაც არ მომცეს უფლება, მენახა. ბავშვი უკვე 11 წლისაა. მამა შეაძულეს, არადა, მის გარდა არავინ მყავს. შვილთან ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა. შარშან, 10 თებერვალს, 10 წლის გახდა, ოქროს დაბა­დების დღე ჰქონდა. საჩუქრად ვუყიდე ოქროს ყელსაბამი, ტორტი, წვენები, ასაწყობი კონსტრუქტორი - ვიცოდი, გაუხარდებოდა. ასი ლარიც მედო ჯიბეში, რომ შვილისთვის მიმეცა. სკოლაში მივაკითხე. დირექტორმა დამინახა და პოლიცია გამოიძახა. უბნის რწმ­უნებულთან იმ დღეს შელაპარაკება მომიხდა. მითხრა, შენს შვილს შენი ნახვა არ უნდაო. გორის სოციალური სააგენტოს უფროსსაც ბევრჯერ ვთხოვე, დამ­ხმარებოდა, მაგრამ უშედეგოდ. შვილს არ მაჩვენებენ და რადგან ალიმენტი არ გადავ­იხადე, პროკურატურას გადასცეს მასალები. ძმის სახლში ვარ ჩაწერილი, იქ ჩემი არაფ­ერია, მაგრამ მემუქრებიან, შენს ძმას გავუყიდით ქონებას და ალიმენტის თანხას გადაგახდევინებთო. დამეხმარეთ, რომ ვიპ­ოვო სამართალი, შვილი რომ წამართვან, ვერ გადავიტან.

ჩვენ დავუკავშირდით ჯანდაცვის სამინისტროს მეურვეობისა და მზრუნველობის სამმართველოს მთავარ სპეციალისტს, გიორგი კუპრეიშვილს­.

- ცოლ-ქმარს შორის დავა 2013 წლიდან გრძელდება. რამდენჯერმე პოლიციაც გამოიძახეს. დედას გაუგ­ზავნია შეტყობინება­, რომ სააგენტოში მოსულიყო... როგორც მითხრეს, მამის აგრესიის გამო, ეს შეხვედრა­ ჩაიშალა. მამას არა მარტო ყოფილი ცოლის, შვილის მიმართაც ჰქონდა აგრესია.

- მამა ამბობს, რომ ბავშვი იზრდება დედის­ ოჯახში და მას მამა შეაძულეს. თუ ბავშვზე ხდება ფსიქოლოგიური ზეწოლა, თქვენ რა მექანიზმი გაქვთ ამის საწინააღმდეგოდ?

- ამ საქმეში სასამართლო დავის პროცესში ჩართული იყო ფსიქოლოგი. გად­აწყვეტილება არ აღსრულდა ბავშვის უარის­ გამო.

- ბავშვის მამა ამბობს, დედას შვილს ხშირად არ ნახულობს, თვითონ თბილისში ცხოვ­რობს, ბავშვი კი მის მშობლებთან იზრდებაო.
- ჩვენი ინფორმაციით, ამჟამად ბავშვი დედამ თბილისში წამოიყვანა. ვიცით, რომ საცხოვრებლად გადავიდა ისანში. ახლა ისნის სოციალური სამსახური ცდილობს, დაადგინოს მათი ადგილსამყოფელი. როცა მისამართი დაზ­უსტდება, კიდევ ერთხელ დავიწყებთ საა­ღ­სრულებლო მოქმედებებს.

- თუ ვერ იპოვეთ?

-  მაშინ პოლიციის დახმარებით  მოვძებნით და ხელახლა დაიწყება აღსრულების პროცესი. დედა ვალდებულია, მამას შვილი­ აჩვენოს. ხშირად ბავშვები ობიქტური მიზ­ეზებით ამბობენ უარს მშობლის ნახვაზე. ისე, ეს ქალბატონი ერთხანს ოჯახური ძალ­ადობის მსხვერპლთა თავშესაფარშიც ცხოვრობდა შვილთან ერთად.
სამწუხაროდ, დაპირისპირებული მხარეები ხშირად ვერ აცნობიერებენ, რომ ასეთი აგრესიის დროს ყველაზე მეტად ბავშვი­ ზარალდება. ვფიქრობ, ამ შემთხვევაში ყველაფერი მოგვარდება და მამას შვილის ნახვის­ საშუალებას მისცემენ.

თეა ხურცილავა
hmmmm
06 მაისი 2015 17:55
Sasocarkvetili qali xo autanelia magram kaci sasocarkvetili upro sashineli shesaxedi...roca or adamians shors mtavrdeba sikvaruli iq kvelaferi meore xarisxovania da am dros garchevebs azri ar aqvs,mxolod civilurad mtavar sakitxebze shetanxmebaa esec roca bavshvi saertoda,sxva shemtxvevashi cirki da arena gamodis da ager batono mogcont exla esssss
ნინა
30 აპრილი 2015 12:28
ქალები მართლაც ცუდად იქცევიან,რაც ბავშვების მომავალზე აუცილებლად აისახება.
inga
30 აპრილი 2015 07:10
ამათ დახედეთს-ს სამაგიეროდ მე მინახავს და თან არაერთი. ზოგჯერ მიფიქრია , რით არ სჯობია ასეთებს ცირკის მეძავი, ეს უკანანასკნელი იცი, რომ სხეულს ყიდის, მეორეები ღალატობენ ქმრებს, და მერე ყველაფერზე მიდიან "ოჯახის" შესანარჩუნებლად. შედეგად უდროოდ გარდაცვლილი უბედური კაცები, შავად შემოსილი ქვრივი არაქალები. არაკაცები კი პირდაპირ ცემენ, კლავენ და ეს უკანასკნელნიც მიდიან ციხეში. მკვლელი არაქალები დაუსჯელები დადიან. ყოველშემთხვევაში აქ დედამიწაზე. ბოზური სულის მქონემ გამოიგონა- " კარგ კაცს ცოლი არ, გაუბოზდება" არ გინდა ქმარი დასვი წერტილი და მერე წადი სხვასთან. მე ქმარიც მყავს და ჯერ რძალი არ მყავს. ღმერთმა დამიფაროს და აქ პირადი არ მაწერინებს, ამიტომ ავღნიშნე ეს.

რედაქტორის რჩევით