"პალიტრამედიის" სოციალური პროექტი "ისწავლე და იმუშავე" დაიწყო!
27-04-2015
"პალიტრამედიის" სოციალური პროექტი "ისწავლე და იმუშავე" დაიწყო!
მათ, ვინც სტუდენტია ან უკვე დაამ­თ­­­­­ავრა უმაღლესი სასწავლებელი, "პალ­ი­ტ­რამედია" დასაქმებისა და კარიერის შექ­მ­ნის უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს. "ისწავლე და იმუშავე"- ასე ჰქვია­ მედიაჰ­ო­ლდინგის ახალ სოციალურ პროექტს, რომელიც მოტივირებულ, მიზანდასახულ და კრეატიულ ადამიანებს სწავლასთან ერთად დასაქმების რეალურ შანსს სთავაზობს.

რაც მთავარია, პროექტი უფასოა, რომლის ფარგ­ლ­­ებ­შიც შერჩეული კონ­კურსანტები­ 2-თვიან ტრენინგებს გაივლიან, ყველ­აზე წარმატებულები­ კი "პალი­ტ­რაში" დასაქმდებიან.
შეთავაზება განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, როცა დასაქმება წლებია, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. აუცილებელი­ მოთხოვნაა, რომ კონკურს
ანტი უმაღლ­ე­სდ­ამთავ­რ­ებული ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი იყოს (ნებისმიერი სპე­ც­ი­ალ­იზაციის მიხედვით).

მონაწილეები­ შეის­წავლიან: გაყიდვების ტექნიკას, მოლაპარაკების ხელოვნებას, საზოგადოებასთან ურთიერთობას და რეკლამის ფსიქოლოგ­იას. კონკურსში მონაწილეობა 20-დან 32 წლამდე პირებს შეუძლიათ. "ისწავლე­ და იმუშ­ავე" პროგრამის მონაწილ­ეთა შერჩევა ხდება კონკურსის საფუძველზე, რაც გულ­ი­ს­ხმობს კადრების შერჩევის სტანდარტული­ ეტაპების (ტესტირება, გასაუბრება) გავლას.

პროექტის
დეტალებზე ჰოლდინგის ადამიან­უ­რი რესურსების მართვის დეპარტამენტის­ უფროსი ნინო ფეიქრიშვილი გვესაუბრება:

- ეს პროექტი ჩვენთვისაც სიახლეა იმ მხრივ, რომ "პალიტრამედია" პირველად­ იწყებს ისეთ მასშტაბურ სოციალურ პრო­ექტს  როგორიცაა "ისწავლე და იმუშავე". პროგრამა მეტწილად გათვლილია ახალგაზ­რდებზე, სტუდენტებზე, კურსდამთავრებულებზე, ვისთვისაც სამსახურის პოვნა რთულია. ჩვენ მათ ვთავაზობთ სწავლასა და მუშაობას. თეორიულ კურსს ლექტორები წაიკითხავენ, ხოლო პრაქტიკას ისეთ მსხვილ მედიაჰოლდინგში გაივლიან, როგორიცაა "პალიტრამედია". აქ მუშაობენ 10, 20-წლიანი სტაჟის მქონე ადამიანები და მათთან პრაქ­ტიკის გავლა ნებისმიერი სტუდენტისთვის დიდი გამოცდილების საფუძველი იქნება.

- როგორ შეირჩევიან კონკურსანტები?

- საწყის ეტაპზე რეზიუმეები გადაირჩ­ევა. აქცენტი სამოტივაციო წერილზე გაკეთ­დ­ება. ამიტომ მნიშვნელოვანია, სამოტივაც­იო წერილი რამდენად სწორად და მოკ­ლედ იქნება ჩამოყალიბებული. საბოლოოდ 25 მონაწილე შეირჩევა. პრაქტიკას ყველა მათგანი გაივლის. ცხადია, ყველა ვერ დას­ა­ქმდება. მხოლოდ ისინი დარჩებიან, ვინც პროექტს წარმატებით გაართმევენ თავს. პრაქტიკისა და თეორიის კურსები ერთმანეთის პარალელურად წარიმართება. მაგალითად, ერთ დღეს - თეორია, მეორე დღეს - პრაქტიკული ნაწილი. თეორიული ნაწილი "პალიტრამედიის" ტრენინგცენტრში ჩატარდება. ჩვენი ტრენინგცენტრი მთელ მედ­იაჰოლდინგს ემსახურება. ტრენინგი კოსტავას 47-ში გაიმართება. კონკურსი უკვე გამ­ოვაცხადეთ. სავარაუდოდ, ტრენინგებს მაისში დავიწყებთ. რაც მთავარია, ეს არის უფასო კურსები.

- პროექტში მონაწილეობა ნებისმიერი­ პროფესიის ადამიანს შეუძლია?

- პროფესიას უპირატესობას არ ვანი­ჭებთ. ნებისმიერი სპეციალიზაციის მქონეს შეუძლია რეზიუმე გამოგზავნოს. მთავარია მონდომებულები, კრეატიულები იყვნენ. შესაძლოა, ზოგიერთი კონკურსანტი გაყიდვებში გამოცდილიც კი იყოს და პროექტში მონაწილეობა იმიტომ მიიღოს, რომ "პალი­ტრამედიაში" მუშაობა სურს. ვინც დამწყები­ იქნება და ჩვენთან დასაქმდება, ისინი ჯერ სტაჟირებას გაივლიან. 

- პროექტი ერთჯერადი იქნება თუ მომავალშიც გაგრძელდება?

- ჯერ არ ვიცით, პროექტს როგორი­ გამოხმაურება მოჰყვება, თუმცა, ჩვენი გათვლებით, დაინტერესება იქნება, რადგან ასეთი მასშტაბური პროექტი საქართველოში­ ბევრი არ არის. თუ მოთხოვნა დიდი იქნება,­ შეიძლება ორი გუნდიც გავაკეთოთ. გვინდა,­ ეს პროექტი წელიწადში ორჯერ მაინც განვახ­ორციელოთ.
განცხადების მიღება უკვე დაიწყო. მსუ­რველებმა CV და სამოტივაციო წერილი გამოგზავნეთ:­ hr@palitra.ge არა უგვიანეს 15 მაისისა.

სალომე გოგოხია

სააკაძე
04 მაისი 2015 16:38
,,უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური ან ფინანსური მიმართულებით)"

ეს ფრაზა თქვენი ვაკანსიების განცხადებიდან არის (არაერთია). ეკონომიური რა, მომჭირნე და ყაირათიანი?
მაგის დამწერი უნდა გამესაუბროს?
saakaZe
04 მაისი 2015 16:37
,,უმაღლესი განათლება (სასურველია ეკონომიური ან ფინანსური მიმართულებით)"

ეს ფრაზა თქვენი ვაკანსიების განცხადებიდან არის (არაერთია). ეკონომიური რა, მომჭირნე და ყაირათიანი?
მაგის დამწერი უნდა გამესაუბროს?

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?