"ჯორჯიელები" საოცნებო ქვეყანაში - ნენეს დაუჯერებელი ამბავი
27-04-2015
"ჯორჯიელები" საოცნებო ქვეყანაში -  ნენეს დაუჯერებელი ამბავი
არაოფიციალური მონაცემებით, საქარ­თ­­ველოდან აშშ-ში 100 ათას კაცზე მეტი წავიდა. უმეტესობა ქალია... მუშაობენ მომვლელად, ძიძად, დამლაგებლად, მიმტანად... ვიზის მოლოდინში, ამერიკის­ საელჩოში არაერთი ქართველი დგას...

ნენეს დაუჯერებელი ამბავი

ნენეს გაუმართლა - პირველად ამერიკაში სამსახურის წყალობით მოხვდა... ამ ქვეყანამ­ ისე მოხიბლა, რომ მეუღლესთან ერთად ნიუ-იორკში საცხოვრებ­ლად წასვლა გადაწყვიტა. ვიზა იოლად მიიღეს. ნაცნობის მეშვეობით ბრუკლინში იქირავეს ბინა.
ნენემ ღერი ინგლ­ისური არ იცის და ნიუ-იორკში ენის შემსწავლელ კურსებზე შევიდა. დასაქმების სააგენტოდან ერთ-ერთ რესტორანში გაგზავნეს, მაგრამ
არ გაუმართლა - სამსახური ენის ცოდნას მოითხოვდა. მეორედაც სცადა ბედი და...

ნენე ბიწაძე: "ჩემმა მეუღლემ ენა იცის და მუშაობა ჩასვლის დღიდანვე დაიწყო. მითხრა, სანამ ენას არ ისწავლი, სამსახურზე არც იოცნებოო. არ დავუჯერე და მეგობათან ერთად დასაქმების­ სააგენტოს მივმართე. პირველად მანჰეტენზე, ერთ რესტორანში გამგზავნეს. სატელეფონო ზარებისთვის
უნდა მეპასუხა და ადგილები დამეჯავშნა, მაგრამ ინგლისური რომ არ ვიცოდი, უარით გამომი­სტუმრეს. იმედგაცრუებული წამ­ოვედი, მაგრამ მეორე დღეს დასაქმების სააგენტომ ბრუკლინზე, იტალიურ რესტორნაში, მიმტანის ასისტენტის გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამიშვა. რესტ­ორნის მეპატრონე ქალმა თბილად მიგვიღო. ჩემს­ მეგობარს კარგა ხანს ესაუბრა. მე ხმა არ ამომიღია, გაღიმებული ვიჯექი. რა თქმა უნდა, ჩემი ,,დაყენებული" ღიმილი არ გამოჰპარვია. რაღაც მკითხა. არ დავიბენი - Yes-მეთქი, ვუპასუხე. მერე ისევ რაღაც მკითხა, ამჯერად No-მეთქი, ვუთხარი, მაგრამ ჩემს მეგობარს რომ გავხედე, ფერი აღარ ედო... რესტორნის მეპატრონეს სიცილი აუტყდა და ქმარს გასძახა. აღმოჩნდა, რომ წლების წინ ჩამოსულ ცოლ-ქმარს ჩემსავით ინგლისური არ სცოდნიათ და შესაბამისად, სამსახურის შოვნა ძალიან გაუჭირდათ...
რომ გიყურებ, ჩემი ახალგაზრდობა მახსენდება და შანსი უნდა მოგცეო, - მითხრა ჯულიამ...­ ჩემი მოვალეობაა კლიენტის მაგიდამდე მიცილება და მიმტანის მოხმობა. უკვე მეორე თვეა, რაც ვმუშაობ, თან ენას ვსწავლობ. საათში 10 დოლ­არს მიხდიან. აქ საოცარი გარემოა - ხშირად შემოდიან ჰოლივუდის მსახიობები, მათ შორის ჯეიმზ კევიზელი­ (ფილმში "ქრისტეს ვნებანი" იესოს­ როლის შემსრულებელი), რომელიც რესტორნის VIP-კლიენტია. სამწუხაროდ, ჯერ იმდენი ინგლ­ისური არ ვიცი, რომ გამოველაპარაკო. გამიმართლა. მეგონა, ასეთი რამ მხოლოდ ფილმებში ხდებოდა. ეს არის ქალაქი, სადაც ოცნებები სრულდება.
ლევანის მეორე სამშობლო

ლევანმა დასაქმებამდე გრძელი და რთული გზა გაიარა.­ ქალაქ ბრაიტონში სამსახურის­ შოვნა გაუჭიანურდა. ეს რამდენიმე წლის წინ იყო... დღეს კი საკუთარი ბიზნესი­ აქვს. მისი შემოსავალი წლიდან წლამდე­ იზრდება. ამბობს, რომ ამერ­იკა მისი მეორე სამშობლოა.

ლევან მაისურაძე: ,,ძველი მოცეკვავე ვარ. პირველად ამ ქვეყანაში საგასტროლოდ ჩამოვედი. საქართველოში დაბრუნებულმა, თუკი რამე ღირებული გვქონდა ოჯახში­, ყველაფერი გავყიდე და დიდი წვალებით ჩამოვედი ამერიკაში. ჯიბეში 2 ათასი დოლარი მქონდა. ქალაქ ბრაიტონში ბევრი ქართველი და რუსი ცხოვრობს.­  რუსმა და ქართველმა ახალგაზრდებმა სამსახურის შოვნა შემომთავაზეს - თვეში 5 ათას დოლარამდე გექნება,­ ოღონდ სანაცვლოდ 1.000 დოლარი წინას­წარ უნდა გადაიხადოო. გადავიხადე, მაგ­რამ ისე გავიდა ერთი თვე, არავის დაურეკავს. მერე გავიგე, რომ ყველას ასე ატყუებდნენ. ბოლოს და ბოლოს მუშაობა დავიწყე. მერე ჩემმა ამერი­კელმა თანამშრომელმა კერძო ბიზნესში მეწილეობა შემომთავაზა. დღეს კერძო კომპანიას ვფლობთ­, სადაც 50-მდე კაცი გვყავს დასაქმებული. რამდენიმე წლის წინ გამოჩნდა ნაითლი და თავდა­ვიწყებით შემიყვარდა... ორი წლის შემდეგ­ ვიქორწინეთ. დღეს ორი ვაჟი - დავ­ით-მაილო და რევაზ-­მაიკლი გვყავს. შარშან მშობლებიც ჩამოვიყვანე და ბედნიერად ვცხოვრობთ".

,,აქ  ჩვენი საქართველო გვაქვს"...

40 წლის ნელი შეროზიასთვის ამერიკა ბავშვობის ოცნება არასდროს ყოფილა. წლების წინ, მეუღლე და შვილი ავტოკატ­ასტროფაში დაეღუპა. მეგობრის შემოთავაზებას დათანხმდა და ამერიკაში გაემგზავრა.
ნელი შეროზია: ,,ერთი თვით ჩამოვედი­, მაგრამ უკვე 20 წელია, აქ ვარ. მეგობარს რომ არ წამოვეყვანე, საქართველოში ალბათ, ფსიქიატრიულში დავასრულებდი სიცოცხლეს. ერთი წელი მეგობრის ხარჯზე ვცხოვრობდი. მერე მოხუცი­ ქალბატონის მომვლელად დავიწყე მუშაობა. ქეთლინს ზუსტად 5 წელი ვუვ­ლიდი, ძალიან შემიყვარდა და ისიც დიდ პატივს მცემდა. სამწუ­ხაროდ, გულის შეტევით გარდაიც­ავალა. მას შემდეგ კიდევ ორ ქალბატონს ვუვლიდი, მაგრამ ვერ შევეგუე და წამოვედი. ახლა ერთ ხანდაზმულს ვუვლი. ბევრჯერ მიფიქრია საქართველოში დაბრუნებაზე, მაგრამ ვიცი, ისევ აქ უნდა და­ვბ­რუნდე...

გასულ საუკუნეში ქართველებს რამდენიმე ოფიცი­ალური მილიონერი აშშ-შიც გვყავდა.­ მაგალითად, მსოფლიოში სახელგანთქმული მინის მრეწველი ჯორჯ კობი (გრიგოლ კობახიძე). ამერიკაში ქართველები მიმობნეულნი არიან. ბევრმა ბიზნესს მოჰკიდა ხელი. ვიმედოვნებთ, ქართველებიდან ბევრი გახდ­ება ,,ჯორჯ კობი"...

ჯორჯ კობის მინის სამყარო

ქართველმა მილიონერმა ჯორჯ კობიმ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკაში­ მინი­ს საახალწლო სათამაშოების წარმოებით გაითქვა სახელი. გრიგოლ კობახიძე 1883 წელს ამბროლაურის რაიონში დაიბადა. 10 წლისა შინიდან გაპარულა, ბორჯომში ჩასულა­ და მინის ქარხანაში დაუწყია მუშაობა. გამომგონებლობის ნიჭიც აღმოაჩნდა - შეიმუშავა პროდუქციის გაზრდის მეთოდი. ქარხნის გამგებელმა, გერმანელმა შუმანმა ბიჭი ბორჯომის მეპატრონეს, დიდ მთავარ მიხეილსა და მის მეგობარ კონსტანტინე მუხრან-ბატონს წარუდგინა. ქებითა და ფულადი ჯილდოთი წახალისებული გიგო ჯერ თბილისის, მოგვიანებით კი ოდესის შუშის ქარხანაში გადავიდა სამუშაოდ. 1903 წელს 20 წლის გიგო დონბასის სამრეწველო ცენტრ კონსტანტინოვკაში მუშაობს მინის დიდ ქარხანაში. 1907 წელს ჯერ გერმანიაში, შემდეგ ინგლისში მიემგზავრება.

მოგვიანებით ნიუ-იორკში ჩადის. იმ დროს აშშ-ში საკმაოდ იყვნენ ქართველები, მათ შორის რაჭველები, რომელთა ერთ ნაწილს მეპურეობისთვის მოეკიდა ხელი. გრიგოლი სწორედ მათი დახმარებით მოეწყო ამერიკაში. ცხრა წელიწადს ცოლთან ერთად კომპანია ""ჯენერალ ელექტრიკში"" მუშაობდა და თავისი საქმის დასაწყებად ფულს აგროვებდა. დამატებითი შემოსავალი გამოგონებებს მოჰქონდა, რამდენიმე პატენტი მიიღო ავტომატურ საწერ-კალმებზე. მცირე ბიზნესიც წამოიწყო. კალმებითა და სხვა წვრილმანი საკანცელარიო ნივთებით იმდენი­ ფული დააგროვა­, რომ ქარხნის გამართვა შეძლო მასაჩუსეტსის შტატში. 1922 წელს მისი წარმოება ფეხზე დადგა. სულ მალე მისმა The Coby Glass Products Company-მ ამერიკის აღმოსავლეთის შტატებში სახელი  გაითქვა. მილიონერის სტატუსის მიუხედავად, უსაქმოდ არასოდეს მჯდარა - მისი 60-ზე მეტი პატენტი წარმოებას პრესტიჟს მატებდა. 1929-1933 წლების "დიდ დეპრესიად" მონათლული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი ჯორჯ კობისაც შეეხო. მისი წარმოებაც გაკოტრდა. კომპანიონმა იუჯინ (ევგენი) იგნატიევმა თავი მოიკლა. კობი მილიონებს "დაემშვიდობა", მაგრამ იმედი არ დაუკარგავს.­ სახლთან მოაწყო მინის წვრილმანი ნივთების ფაბრიკა და ბევრ რამეს თავისი ხელით აკეთებდა. მუშტარიც ბევრი გაიჩინა. მისი წარმოების გასაფართოებლად მნიშვნელოვან მოვლენად იქცა გიორგი მაჩაბლის შეკვეთა - "საქართველოს დედოფლის" ჯვრიანი­ ოქროს გვირგვინის ფორმის სუნამოს ფლაკონი. აგრეთვე ავიაკონსტრუქტორ ალექსანდრე ქართველიშვილის თვითმფრინავისთვის ზემტკიცე მინის კაბინის დამზადება... ომის შემდეგ კობიმ ფერადი მინისგან სხვადასხვა ფორმის სათამაშოების დამზადება დაიწყო და "ორნამენტი" უწოდა. ყუთებში ჩაწყობილ სათამაშოებს ეწერა: Coby - საშობაო ხის მინის ორნამენტები. სათამაშოები კანადაშიც გადიოდა. გრიგოლ კობახიძე 84 წლისა გარდაიცვალა.

თორნიკე ყაჯრიშვილი
rezo
01 მაისი 2015 20:44
გიგი,ამერიკის მოქალაქე თუ ხარ და გადაწყვეტ ალასკაზე ცხოვრებას შესაბამის სტრუქტურაში უნდა განაცახდო და მიწას იაფად იყიდი და თან მთავრობა ყოველთვიურად ფულსაც გადაგიხდის.
gigi
30 აპრილი 2015 10:03
სალამი. რა მაინტერესებს იცით, ვინმემ ალიასკაზე რა ხდება იცით? წარმატებული შტატია თუ არა? ვიცი ძნელია ცხოვრება და კლიმატი იქ , მაგრამ რა ხდება როგორც ასეთი? იქნებ დამაკვალიანოთ ჰაა. გაიხარეთ
ეთერი
29 აპრილი 2015 04:05
ეს წერილი ამერიკაში ქართველთა გამგზავრების რეკლამას ემსახურება.ისედაც ყველას ჰგონია,რომ ამერიკაში ფული ხეებს ასხია.როგორ გაადვილებულად არის დასახული აქაური მდგომარეობა.კობი აქ ჩამოვიდა თითქმის 100 წლის უკან.დღეს აქ სხვანაირი მდგომარეობაა.დღესაც ,უფრო სწორად დაახლოებით 20 წლის წინადაც, ხდებოდა საოცრება ხანდახან და წარმატებას აღწევდა ათასში ერთი ქართველი.ძირითადად ყველანი გაჭირვებულები ვართ სულიერადაც და მატერიალურადაც.იმდენ ფულს ვშოულობთ,რომ ჩვენი ნათესავები ვარჩინოთ,ვერც ვერაფრის მოგროვებას ვერ ვახერხებთ და ვერც ფუფუნებით ცხოვრებას.ჯობს გამხმარი პური ვჭამოთ და ჩქვენს სამშობლოში ვიყოთ ჩვენს ოჯახებთან ერთად.რადგან აქ ყოფნა ჯოჯოხეთში ყოფნის ტოლფასია

რედაქტორის რჩევით