ვინ არის CNN-ისა და FOX NEWS-ის ქართველი ჟურნალისტი
ვინ არის CNN-ისა და FOX NEWS-ის ქართველი ჟურნალისტი
"ამერიკაში ბალეტის ტურმა ჟურნალისტიკით დამაინტერესა"

"კვირის პალიტრას" ექსკლუზიურად ესაუბრა ჟურნალისტი ნუნუ ჯაფარიძე, რომელიც, ჯერჯერობით, ერთადერთი ქართველია, ვინც ყველა ჟურნალისტის საოცნებო CNN-ში მუშაობდა, ამჟამად კი FOX NEWS-ის ყველაზე რეიტინგული პოლიტიკური შოუს პროდიუსერია. როგორ მიაღწია მიზანს და რას უსურვებს "კვირის პალიტრას" - ამ შეკითხვებს აშშ-ში წარმატებული ჟურნალისტი პასუხობს.

ბავშვობა

- ბავშვობიდანვე წიგნების კითხვა ძალ­იან მიყვარდა. ეს ჩემთვის სხვა, მიუწვდომელ­ სამყაროსთან დაკავშირების გზა იყო. მეოცნებე ვიყავი, ცოტა უცნაური ბავშვიც... სწავ­ლ­ას სერიოზულად ვეკიდებოდი და
სკოლაში ფრიადებს მიწერდნენ. ამასთან, ბალეტით ვიყავი გატაცებული. 7 წლისა ხელოვნების სკოლაში დავდიოდი. მეუბნებოდნენ, რომ კარგი მონაცემები მქონდა და ბალეტს უნდა გავყოლოდი­. შინ თუ გარეთ, სულ ვცეკვავდი. ხანდახან ტელევიზორს შპაგატში ჩამჯდარი ვუყურ­ებდი. ნინო ანანიაშვილი­ ჩემი კერპი იყო და ვოცნებობდი, მეც სახელგანთქმული­ ბალერინა გამოვსულიყავი. მშობლები არასდროს მზღუდავდნენ.
მამა მასაწვლიდა, ბავ­შვობიდანვე თავად მიმეღო გადაწყვეტილებები, უმნიშვნელო საკითხებზეც კი...

53-ე სკოლაში ვსწავლობდი.­ კარგად მახსენდება ეს პერიოდი... 10 წლისა ამერიკაში პირველად­ ჩამოვედი საბალეტო გასტროლზე. მაშინ მივაქციე ყურადღება ამერიკულ ჟურნალისტიკას. მომეწონა, რომ სასტუმროში ტელეარხების დიდი არჩევანი იყო და წამყვ­ანები ძალიან ლამაზად გამოიყურებოდნენ. ასე რომ, ამერიკაში ბალეტის ტურმა ჟურნალისტიკით დამაინტერესა. მიზნად დავისახე, რომ აუცი­ლებლად დავბრუნდებოდი ამ ქვეყანაში. ეს ზღაპრული სამყარო იყო და არ შეესაბამებოდა საბჭოთა კავშირის დროს ამერ­ი­კ­აზე გადაღებულ ფილმებს, სადაც ნაჩვენები­ იყო უმუშევართა რიგები, მათხოვრები­... 7 წელი დამჭირდა, რომ ოცნება რეალობად მექცია...

წარმატების საათმა ჩამოჰკრა

17 წლისამ ამერიკის სახელმწიფო დეპ­არტამენტის დაფინანსებულ კონკურსში გავ­იმარჯვე. 3 წელი ვმონაწილეობდი. მეორე წელს რეზერვში მოვხვდი - მესამე ვიყავი (იმ წელს პირვ­ელი ორი წავიდა ამერიკაში). გულნატკენი დავრჩი, მაგრამ ფარ-ხმალი­ არ დამიყრია. შემდეგ წელს ისევ მივიღე მონაწილეობა და გავიმარჯვე.

განათლება დასავლეთ კენტუკის უნივე­რ­სიტეტის ჟურნალისტიკის სკოლაში მივიღე.­ უნივერსიტეტს თავისი სატელევიზიო არხი და გამომცემლობა ჰქონდა. მაღალი ნიშნებ­ის­ გამო სატელევიზიო არხის კორესპ­ონდენ­ტად ამირჩიეს. უნივერსიტეტში თეორიას ვსწავლობდი, ტელევიზიაში კი პრაქ­ტ­იკას გავდიოდი, რაც ჟურნალისტისთვის აუცილებელია. მალე ნახევარ განაკვეთზე დამიქირავეს PBშ აფფილიატ -ის ტელევიზიაშიც...

მტკიცედ გადავწყვიტე, CNN-ზე მემუშ­ავა. თუმცა, აუხდენელი ოცნება იყო. არადა, ეს იდეა არ მასვენებდა.­ ერთ დღეს ჩანაფიქრი ერთ პროფესორს გავუზიარე. იმედგაცრუებული რომ არ დავრჩენილიყავი, შემამზადა, - CNN-ზე მოხვედრა ძალიან რთულია და ყველა ჟურნალისტის ოცნებააო. არადა, პროფესორთან საუბარმა უფრო გამიღვივა­ იქ მუშაობის სურვილი. უნივერსიტეტში სწავლისას კონკურსებში ვმონაწილეობდი. ორჯერ პირველი ადგილი ავიღე  Associate Press-ის კონკურსში...

ერთხელ უნივერსიტეტს ეწვია ჟუ­რნა­ლისტური ორგანიზაცია Poynter Institute-ის წარმომადგენელი და შემთხვევით აღმოჩნდა­ სტუდენტების მიტინგზე, რომელსაც ჩვენ ვაშუქებდით. ჩემი რეპორტაჟით დაინტერესდა­ და მირჩია, CNN-ში პრაქტიკის გავლაზე განაცხადი შემეტანა. ჩემი მასალების გაცნობის შემდეგ კი თავად გამიწია რეკომენდაცია. ძალიან ამაღელვებელი რამდენიმე ინტერვიუს შემდეგ CNN-მა ატლანტის მთავარ­ ოფისში პრაქტიკის გავლა შემომთავაზა...

ახდენილი ოცნება


მახსოვს პირველი დღე - როცა CNN-ში  მივედი, თვალებს არ ვუჯერებდი... ხელმძღვანელები ჩემი მუშაობით კმაყოფილი დარჩნენ და ცოტა ხანში მთლიან განაკვეთზე მუშაობა შემომთავაზეს. ეს უფლის წყალობა იყო, ჩემი მიზანდასახულობის გამო!

CNN-ზე 14 წელი ვიმუშავე, შემდეგ ატლ­ანტის ოფისიდან ამერიკის დედაქალაქში გადავედი. ვიყავი ახალი ამბების მაძიებელი,­ პროდიუსერის ასისტენტი ნიუსრუმში, პირდაპირი ეთერის პროდიუსერი და ბოლოს, ყველა პლატფორმის პროდიუსერი.

CNN-ში მუშაობა სტრესებით­ აღსავსე, მაგრამ ძალიან საინტ­ერესო იყო...
განსხვავებულ თემებზე ვამზადებ სიუჟ­ეტებს. გასულ კვირას კლიმატის­ ცვლილ­ე­ბებზე გავაკეთე რეპორტაჟი, ამ დღეებში ჰილარი კლინტონზე­ მიწევს სიუჟ­ეტის­ მომზადება. ურთი­ერთობა მაქვს სხვადასხვა პროფესიის, განსხვავებული კულტურისა და წარმომავლობის ხალხთან. ერთ დღეს შეიძლება ქვეყნის­ პრეზიდენტს ვესაუბრო, მეორე დღეს - უსახლკაროს...

ცვლილებების დრო

CNN-ში 14-წლიანი მუშაობის შემდეგ მი­ვხვდი, რომ ცვლილებების დრო მოვიდა.­ რაღაც განსხვავებული მინდოდა, სადაც ახალი დაბრკოლებების გადალახვას შევეცდებოდი. არჩევანი­ FOX NEჭშ-ზე შევაჩერე. ის CNN-ის მთავარი კონკურენტია. CNN-ს ყველაზე დიდი საერ­თაშორისო­ აუდიტორია ჰყავს, FOX NEჭშ-ი კი რეიტინგით პირველია ამერიკაში. ჩემმა გადაწყვეტ­ილებამ CNN-ის ხელმძღვანელობას ძალიან ატკინა გული. ეცადნენ დარწმ­უნებას, რომ კონკურენტთან არ წავსულიყავი, მაგრამ ეს ნაბიჯი ჩემი კარიერისთვის­ უმჯობესი იყო.

ამჟამად, FOX NEWS-ზე ყველაზე რეიტინგ­ული პოლიტიკური შოუს - შპეციალ ღეპორტ With Breat Bair-ის პროდიუსერად ვმუშაობ. საპრეზიდენტო არჩევნები ახლოვდება და ყველაზე აქტუალური თემა პრეზიდენტ­ო­ბის კანდი­დატებია.­ თუმცა,­ ყოველდღიურად ვაშუქებთ ისეთ საკითხებსაც, რაც აშშ-ირანის მოლაპარაკებებსა თუ რუსეთ-უკრაინის საომარ ვითარებას უკავშირდება.

მთავარი ოჯახია


სამსახური ჩემი ცხოვრების მთავარი ნაწილია, მაგრამ პირველ ადგილზე მაინც ოჯახია - თავშესაფარია, სადაც სიყვარულია. გამიმართლა, რომ ისეთი­ მეუღლე შემ­ხვდა, რომელსაც ჩემი ესმის. ის ქართველია - შოთა დვალიძე.­ საქ­ართველოში ძალიან ახლოს ვცხოვრობდით, მაგრამ ერ­თ­მანეთი­ ამერიკაში გავიცანით. გვყავს 2 გოგონა - 12 წლის ელენე და 8 წლის ელიზაბეტი.

რთული დავალება

ეს რუსეთ-საქართველოს ომის გაშუქება­ იყო. დამავალეს საქართველოდან ინფორმაციის მოპოვება, ჩემს რუს კოლეგას კი რუსული მხარის გაშუქება. არადა, გვერდიგვერდ ვისხედით... ცრემ­ლები მომდიოდა, როცა გორიდან გამოქც­ეულ პატარა­ გოგონას ვახმოვანებდი - დაღ­უპულ მშობლებს ეძებდა საავადმყოფ­ოში. ორი კვირა დღე-ღამეს ვასწორებდით...

"იუბილეს გილოცავთ!"


"კვირის პალიტრას" ვულოცავ 20 წლის იუბილეს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. მინდა, გყავდეთ კიდევ უფრო მეტი მკითხველი და არასოდეს მოგკლებოდეთ საინტერესო თემები. მომავალშიც მრავალი იუბ­ილე გადაგეხადოთ და მუდამ წარმატებული­ ყოფილიყავით!
მკითხველის კომენტარი (8)
MXOLOD SIMARTLES
08 მაისი 2015 10:01
პატივცემულო მხოლოდ სიმართლევ, თავის დროზე ვერა პუტინაზე ინფორმაციის გავრცელებას რამდენიმე ჟურნალისტი ემსხვერპლა. ეს ერთი. ყველა მზვერავს აქვს საკუთარი ლეგენდა ანუ გამოგონილი ბიოგრაფია და ამხანაგი პუტინიც გამონაკლისი არ უნდა იყოს. ეგ მეორე. და კიდევ - ჟურნალისტების არ გჯერათ და პუტინის მოყოლილი გულისამაჩუყებელი ამბები დაიჯერეთ???????

გმადლობთ ყურადღებისთვის.
მხოლოდ სიმართლე
30 აპრილი 2015 19:50
ეს კარგია რომ ასეთი ჟურნალისტებიც გვყანან მაგრამ ისინი ვინღა არიან რომ წერენ პუტინის დედა კასპში ცხოვრობსო---წაიკითხონ პუტინმა ეხლა რომ დაწერა თავის მშობლებზე---ასეთი სისულელეები შეიძლება?90-იანებშიც წერდნენ ჯორჯ ბუში ვასილ ყუშიტაშვილის შვილიაო--სადამ ხუსეინი სტალინის შვილისშვილი---ვიღაცა მოხუცი ქალი რომანოვაც ნახეს ადრე და დაწერეს ნიკოლოზ -2 გადარჩენილი ქალისშილიაო---ვასო გოძიაშვილი ცოცხალი რომ იყოს ალბად გეტყოდათ--თქვენ უკაცრავად სულელები ხომ არ ბრძანდებით??????




































მალხაზ კურცხალია
29 აპრილი 2015 15:58
აღფრთოვანებული ვარ თქვენი ქართული, ნაღდი სვანური შეუპოვრობითა და მიზანდასახულობით აფერუმ შენს ქალობას ღმერთმა ამრავლოს შენნაირი შვილები საქართველოში
მაია
29 აპრილი 2015 11:29
წარმატებებს ვუსურვებ ყველა ქართველს.ნამდვილად საამაყოა ერისთვის ასეთი შვილები. სამწუხაროდ,საქართველოში პროფესიონალების დეფიციტია.ამას შველა უნდა
sopo
27 აპრილი 2015 23:56
Gvimravlos!mixaria eset ambebs ROM vkitxulob DA vamakob ROM qartvelebi Arian!sul tsarmatebebi gelodebodet DA sixaruli,ra kargebi xart!
lala
27 აპრილი 2015 16:10
რა კარგი ხართ, ყოჩაღ...გისურვებთ წარმატებებს.
levan
27 აპრილი 2015 16:02
Nunus da sofo, premieris mrchevelia.orive upatiosnesi da dzalian ganatlebuli gogoa.hkavt patara dzma, romelic agretve amerikasi scavlobs
mari
27 აპრილი 2015 12:44
მომეწონა ლამაზი გოგონა ჩანს როგორც სულიერად ისე ფიზიკურად

რუბრიკის სხვა სიახლეები
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ გიორგი მარგველაშვილის საქმიანობას საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა