როგორ "იჭრება" ფული ნაგავში?! - "მენაგვე" ჩინოვნიკების კიდევ ერთი კორუფციული სქემა
27-04-2015
როგორ "იჭრება" ფული ნაგავში?! - "მენაგვე" ჩინოვნიკების კიდევ ერთი კორუფციული სქემა
"თუ ასე გაგრძელდა,  მალე ვირთხები შეგვჭამენ, ზოგიერთი მართლა "ვირთხა" ჩინოვნიკის გადამკიდე"

"ნაგავს რომ ყრიან,  ღამით ტერიტორიას ტრაქტორით ასწორებენ,  ვითომც აქ არაფერიო,  მაგრამ კვალი
მაინც რჩება"


"ნაგავი ჩვენთვის გადაუჭრელ პრობლემად იქცა. თითქოს ის არ გვყოფნიდა, რომ ზოგიერთი ჩვენი მოქალაქე ნაგავს იქ ყრის, სადაც მოესურვება. ამას ისიც ემატება, რომ ნაგვის მანქანებს შორს წასვლა "ეზარებათ"”და ნარჩენებს ხეობებსა თუ ჭალებში სპეციალურად ამოთხრილ ორმოებში  ყრიან. შემდეგ კი კვალის დასაფარად მათ ტექნიკით მიწას აყრიან. როგორც გავიგეთ,
ეს შემთხვევით სულაც არ ხდება. თურმე ზოგიერთი ჩინოვნიკი ნაგვითაც ფულს აკეთებს. თუ ასე გაგრძელდა, მალე ვირთხები შეგვჭამენ, ზოგიერთი მართლა "ვირთხა" ჩინოვნიკის გადამკიდე. მაგალითისთვის მხოლოდ "თეატრონის" ტერიტორიაც გამოდგება", - გვწერენ მცხეთიდან.
ჩვენ მცხეთის რაიონს ვესტუმრეთ.



როგორც ჩანს, მთავარი პრობლემა ნაგავი კი არ არის, არამედ ის, რომ
ადგილობრივ ჩინოვნიკებს არაფერი ანაღვლებთ,­ გარდა საკუთარი ხელფასებისა და პრემიებისა. მაგალითად, მათ არ ანაღვლებთ, რომ მცხეთა წმინდა ქალაქადაა აღიარებული, ქართული წმინდა ტაძრების დიდი ნაწილი ამ ქალაქშია თავმოყრილი - საგურამოში წმინდა ილია მართლის სახლ-მუზეუმია, იქვეა წიწამურიც, უამრავი მიმსვლელ-მომსვლელია, მათ შორის უცხოელი ტურისტებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მავანს არ ადარდებს. აAმის­ მისახვედრად კვლევის ჩატარება საჭირო  არ არის - მიიხედ-მოიხედეთ და ყველაფერში თავად დარწმუნდებით. დაგრჩებათ შთაბეჭდილება, რომ ვიღაცას გადაუწყვეტია, - მცხეთის რაიონი ერთ დიდ ნაგავსაყრელად აქციოს.

თუ ულამაზესი ხედებით დატკბობას გადაწყვეტთ, სჯობს,­ ეს მანქანიდან გააკეთოთ, რადგან შესაძლოა, ან ვირთხამ გიკბინოთ, ან სხვა მღრღნელმა, რომელიც უხვად ბუდობს ნაგვის მთებში. ამაში თავადაც დავრწმუნდით, როდესაც "თეატრონის" ჭალაში დახვავებული ნაგავი ვიხილეთ.

თუმცა, რა უჭირს, მხოლოდ ფეხებზე მკიდიაობასა და უუნარობაში რომ იყოს საქმე. რა შეიძლება ეწოდოს იმას, რომ შენ სპეციალურად ანაგვიანებ გარემოს და ამაში თან ფულს აკეთებ(!) როგორც ადგილობრივებმა გვითხრეს, არაერთხელ შეუნიშნავთ ნაგვის მანქანები, რომლებიც ნარჩენებს პირდაპირ ჭალებსა თუ ხეობებში ყრიან. Eეს უკვე ვანდალიზმიც აღარ არის. ეს პირდაპირ მავნებლობაა!

არსებული ინფორმაციით, ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მყარი ნარჩენების კომპანიას გამოუვლენია და ამის გამო საკუთარი თანამშრომელი გაუთავისუფლებია. თუმცა, ყველაზე საინტერესო ის არის, ამ თანამშრომლის დაკითხვის შემდეგ ანტიკორუფციულმა სააგენტომ გამოძიება დაიწყო.

სად ნაგავი და სად ანტიკორუფციული სააგენტოო, - იკითხავთ ალბათ. Aამ კითხვაზე პასუხისთვის მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ნუგზარ ყიფიანს მივმართეთ.
ნუგზარ ყიფიანი: - მცხეთის­ თემის 60 ათას მოსახლეს ორი სპეცმანქანა ემსახურება. მანქანები ჩინური წარმოებისაა, ხშირად ზიანდება­, ნაწილებს ხანდახან ორი თვე ელიან და ფაქტობრივად, ამხელა რეგიონი ერთი მანქანის ანაბარა რჩება. ამიტომ ვერ ხერხდება ნაგვის დროულად გატანა.

აუცილებელია ტენდერის გამა­რ­თვა და მანქანების შესყიდვა... არის კიდევ ერთი პრობლემა­ - სპეცტექნიკა და ურნები გადაცემული აქვს მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებულ ააიპ-ს. მათი მოვალეობაა ნაგ­ვის დროულად გატანა და სისუფთავეზე პასუხისმგებლობა.

ტექნიკის­ ნაკლებობას ემატება საქმისადმი არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულებაც.
კასპის მყარი ნარჩენების ნაგავსაყრელზე მცხეთის, გორის, ხაშურის მუნიციპალიტეტების ნაგავიც მიაქვთ. იქ, სპეციალურ ჟურნალში, ნაგვის­ მანქანების რაოდენობა უნდა აღირიცხოს, მაგრამ ზუსტ ციფრს არ აფიქსირებენ.

- რას ნიშნავს ნაგვის მანქა­ნების არაზუსტი აღრიცხვა?
- ვთქვათ, დღის განმავლობაში მცხეთიდან ნაგავსაყრელზე 5 მანქანა უნდა წავიდეს (ანუ, ამდენი რეისი უნდა შესრულდეს). ჟურნალში­ 5 მანქანა მართლაც ჩაიწერება, მაგრამ რეალურად ნაგვის დასაცლ­ელად მხოლოდ ერთ ან ორ მანქანას გზავნიან. ცდილობენ, დანარჩენი ნაგავი ქალაქის ახლოს, მოფარებულ ადგილებში დაყარონ. მათ შორისაა ,,თეატრონის" ტერიტორიაც...
ნაგავს რომ ყრიან, შემდგომ ღამით ტერიტორიას ტრაქტორით ასწორებენ, ვითომც აქ არაფერიო, მაგრამ კვალი მაინც რჩება.

- კონკრეტულად კორუფციის სქემა რაში მდგომარეობს?
- როგორც გითხარით, კასპის ნაგავსაყრელზე ჟუ­რ­ნალში ფიქსირდება ყველა მანქა­ნა, მძღ­ოლი და შესვლის დრო... სინამდვილეში, ნაგვის მანქანა არ შედის, მაგრამ ოპერატორი, გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ, ჟურნალში ატარებს, თითქოს მანქანა შევიდა. რეალურად, ნაგავი იყრება სხვაგან, მიმდებარე ტერიტორიებზე, არაგვის ხეობაში და ა.შ.

ბენზინი კი, რომელიც მცხეთიდან კასპამდე ჩასვლისთვის არის საჭირო, "იზოგება". აბა, დაიანგარ­იშეთ - 10, 20 თუ 100 რეისს რა თანხის საწვავი სჭირდება.

მაქვს­ ინფ­ორმაცია, რომ შიდა ქარ­თ­ლში­ და ყველგან ანალოგიური სიტუაციაა...

- არაგვთან დაყრილი ნაგავი­ წყლის დაბინძურებისა და ეპიდემიის საფრთხეს არ ქმნის?

- ნაგავი, ცხადია, მდინარეში­ ხვდება და ეს სიბინძურე არაგვსა და მტკვარში ჩაედინება...
მცხეთის მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახურის უფროსი ნოდარ კაპანაძე ამბობს, რომ მცხეთის ტერიტორიაზე ნარჩენებს­ არ ყრიან და ამ ფაქტს მის მიმართ­ აგო­რებულ შავ პიარად მიიჩნევს.

- ორი 14 და ერთი 7-კუბიანი­ მანქანები ეზიდებიან მცხეთიდან ნაგავს კასპის ნაგავსაყრელზე, სადაც ჟურნალში ფიქსირდება ყოველი მანქანა და რეისი, საწვავსაც პლასტიკური ბარათებით ასხამენ, სპიდომეტრის ჩვენებაც კი ფიქს­ი­რდება და როგორ შეიძლება, რეისი­ არ გააკეთო და აჩვენო?! მცხეთის მუნიციპალიტეტ­ის ტერიტორიაზე დგას 150 ბუნკერი, რომელსაც მექანიზებული წესით იღებს მანქ­ანა და კასპის ნაგავსაყრელზე მიაქვს. თვეში 2 ათასი­ კუბი ნაგავი გაგვაქვს.

,,თეატრონის" ტერიტორიაზე ერთი დაჭაობებული ადგილია, რომელსაც გრეიდერით ვასწორებთ­ და მიწას ვაყრით... იქ ნაგავს ჩვენ არ ვყრით. არ ვიცი, თქვენ რას გად­აუღეთ ფოტოები...

- გვითხრეს, რომ ამ საქმეს­ ანტი­კორუფციული სამსახური იკვლევს...­
- ვიღაცას უნდა, ყველაფერი­ შავად დახატოს. ვიცი, მცხეთაში ერთ კაცს უნდა წყლის ამღვრევა...
გვაქვს სამი დახურული ტიპის და ერთი ღია მანქანა. მყარი ნარჩენები, ვთქვათ, ქვები, ღია ტიპის მანქანით მიგვაქვს ,,თეატრონის" ტერიტორიაზე, ჭაობში ვყრით და მერე ვასწორებთ(?!).

P.S. მცხეთიდან ნაგავი კასპის ნაგავსაყრელზე ყოველდღიურად ხან ერთი, ხანაც - ორი მანქანით­ გააქვთ. გზა მცხეთიდან ნაგავსაყრელამდე დაახლოებით 40 კილომეტრია. ნაგვის ჩასატანად და უკან დასაბრუნებლად 80 კილომეტრის გავლაა საჭირო. მცხეთის დასუფთავების სამსახურის მანქანების ნაწილი ბენზ­ინზე, ნაწილი კი დიზელზე მუშაობს. როგორც გვითხრეს, ავტომობილებს საწვავი დადგენილი ნორმით 100 კილ­ომეტრზე 43 ლიტრი ეძლევათ.­ საწვავის ფასი 1,68 ლარიდან იწყება. უხეში გათვლებით, ყოვ­ე­ლი ასეთი ,,ხალტურა" დასუფთავების სამსახურს ერთ რეისზე დაახლოებით 72 ლარის ,,გათეთრების" საშუალებას აძლევს (!).
თუ საშუალოდ ვიანგარიშებთ დღეში 10 რეისს, ყოველდღე ჩინოვნიკების ჯიბეში 720 ლარი "დანაზოგი" აღმოჩნდება.

თუ ამ ციფრს 365-ზე გადავამრავლებთ...მოკლედ, როგორც ჩანს, სანიტარიულმა კორუფციამ მართლაც იცის ჩათრევა. ეტყობა ზოგიერთმა პირდაპირი მნიშვნელობით გაიგო, ფულს სუნი არ ასდისო.
ამის ფონზე სასაცილოა ტურიზმის განვითარებასა და რაღაც პროექტებზე საუბარი. ისე, საზღვარგარეთის ზოგიერთ ქვეყანაში მას, ვინც ნაგავს უადგილო ადგილას დაყრის, ჯარიმის გარდა, რამდენიმე დღე მეეზოვედაც ამუშავებენ. აAნტიკორუფციული სააგენტოს ადგილას რომ ვიყო, ეკოლოგიის ხარჯზე გამდიდრების სურვილით შეპყრობილ ამ ჩინოვნიკებს საკუთარი ხელით დავასუფთავებინებდი მცხეთის რაიონს, ოღონNდ ხელთათმანებისა და ნაგვის მანქანების გარეშე. ვინძლო, ამან სხვა ჩინოვნიკებზე გამომაფხიზლებლად იმოქმედოს. "Kკვირის პალიტრა" თვალყურს მიადევნებს მოვლენების განვითარებას და მასალებს­ მომდევნო ნომრებში შემოგთავაზებთ.

თორნიკე ყაჯრიშვილი
ვახო
30 აპრილი 2015 20:09
ვიღაცას სერიოზული ფანტაზია ქონია(ავადმყოფური) ორმოს თხრიან და ნაგავს შიგ ყრიან, მერე უფრო დიდ ორმოს თხრიან და იმ მიწას იმ ორმოში ყრიან, სულ გაგიჟდით ხალხო?! ან სად ნახეთ მცხეთაში თაგვები და ვირთხები
mudo
29 აპრილი 2015 03:46
აბა ნავთი იაფად. ლამნფისთვის გამოგადგებათ მალე არც შუქი იქნება წყალი და გაზიც გაორმაგდება ასე აცხადებენ ჩვენი მთავრობა. ნავთი მააქ იაფად ვისაც გინდათ
ლელა დ.
28 აპრილი 2015 20:34
მალე ვირთხები ბინის ორდერს წაგვართმევენ და მერე ვინ გვიშველის?! ნაგავსაყრელების პრობლემა ისევ აქტუალურია!!!

რედაქტორის რჩევით