27-04-2015
შავფაროსნებმა იმპერიის დედაქალაქი დაიპყრესქართველმა შავფაროსნებმა“უკვე მესამედ მიიღეს მონაწილეობა იტალიურ ფესტივალში "ნატალე დი რომა". გრანდიოზულ სანახაობაში იმ ქვეყნებს იწვევენ, რომელთაც ისტორიული ურთიერთობა ჰქონდათ რომის იმპერიასთან. ამიტომაც ფესტივალი ყოველწლიურად მრავალრიცხოვან მონაწილეებსა და მაყურებლებს მასპინძლობს. შავფაროსნების რომში გამოჩენის შემდეგ კი მაყურებელთა რაოდენობამ ერთიორად იმატა. ხალხი მოუთმენლად ელის ქართველთა საბრძოლო ხელოვნებას, განსაკუთრებით - ხევსურულ და თუშურ ფარიკაობებს, რომელთაც ანალოგი არ გააჩნია.
წელს„შავფაროსნები მარადიულ ქალაქს ფოლკლორულ ჯგუფ "ჩვენებურებთან" ერთად ეწვივნენ და საბრძოლო და მუსიკალური
"კვირის პალიტრა" ჯერ კიდევ რომში ყოფნისას ესაუბრა ერთ-ერთ შავფაროსან ირაკლი ქოქოსაძეს.
- კიდევ ერთხელ შემოვიარეთ რომის ცენტრალური ქუჩები გლადიატორებთან, ლეგიონერებთან, ვიკინგებსა და სხვა, მრავალი ქვეყნის საბრძოლო ჯგუფებთან ერთად... კიდევ ერთხელ ვიამაყეთ ჩვენი ბიჭების შთამბეჭდავი გამოსვლით, კიდევ ერთხელ აღიარეს, რომ ყველაზე ძლიერი ჯგუფი ვართ, კიდევ ერთხელ დიდებულად იმღერეს„"ჩვენებურებმა" და შევძელით, რომში გვეთქვა, რომ ჩვენ დიდი კულტურის ერი ვართ. წარმოუდგენელი სიყვარული ვიგრძენით ქართველი ემიგრანტებისგან, ჩვენთან ერთად რომ გამოიარეს საჩვენებელი ოთხი კილომეტრი და შავფაროსანთა გუნდი ლაშქარივით წარმოაჩინეს.
- მაინც რით განსხვავდებით სხვა მონაწილეებისგან?
- თვალში საცემია ჩვენი სრულიად განსხვავებული სამოსი. ყველა ქვეყნის წარმომადგენლებს რატომღაც რომაელი ლეგიონერების ან გლადიატორების მსგავსად აცვიათ.
გავოცდით, როდესაც რუსებიც კი ლეგიონერების ფორმებით გამოცხადნენ. საყოველთაოდ ცნობილია, რომ "ნატალე დი რომა" მხოლოდ იმ ქვეყნებს მასპინძლობს, ვისაც ოდესმე ჰქონია ურთიერთობა რომის იმპერიასთან. სად რუსეთი და სად რომი? არც გვიცდია, მათთვის რამე გვეკითხა. ძალიან შეშინებულები კი გვიყურებდნენ.
სამოსის გარდა, დიდი მნიშვნელობა აქვს საჩვენებელ გამოსვლებს. სხვა ქვეყნების მონაწილეები იარაღს აჩვენებენ მაყურებელს, ორთაბრძოლებს არ მართავენ, ჩვენ კი სპორტული ორთაბრძოლების ან გუნდური ბრძოლების სცენებს ვდგამთ. მაყურებელი ამ ნატურალიზმს აფასებს და აპლოდისმენტებით ინგრევა ყველაფერი.

- სხვა ფესტივალებზეც მიუწვევიხართ.
- დიახ, რუმინეთსა და ბულგარეთში. ოღონდ ჩამოდით და ერთადერთი ჯგუფი იქნებით, ვისაც აეროპორტშივე დავხვდებით და სასტუმროში ჩვენი ხარჯებით დავაბინავებთო.
- გყავთ მაყურებელი, რომელიც საგანგებოდ თქვენს სანახავად მოდის?

- საქართველოში რა შეიცვალა რომში წარმატებული გამოსვლის შემდეგ?
- ძალიან პოპულარულები გავხდით მედიაში; ამასთან, ძველი ქართული საბრძოლო ხელოვნების შესწავლის მეტი მსურველი გამოჩნდა.
შავფაროსნები ჰოლივუდელი ფოტოგრაფის ობიექტივში
ცნობილმა ჰოლივუდელმა ფოტოგრაფმა ჯეიმზ ჰიგინსონმა შავფაროსნებს სპეციალური ალბომი უძღვნა, რის შემდეგ მათზე ფილმის გადაღებაც გადაწყვიტა.

უძველეს დროში, როდესაც ქართველთა მცირერიცხოვანი ჯარი ურიცხვ მტერთან პირისპირ შებმას ერიდებოდა, პარტიზანულ ბრძოლას აჩაღებდნენ. მტერზე იერიში ღამით მიჰქონდათ და ფარებს შავად ფერავდნენ, მთვარის შუქი რომ არ არეკლილიყო და მტერს ისინი ვერ შეემჩნია. ამიტომ მათ შავფაროსნები უწოდეს. ისინი მტერს დიდ ზიანს აყენებდნენ და უნიკალური საბრძოლო ოსტატობით გამოირჩეოდნენ.
ფარსმან II ქველი
ქართულ-რომაული უძველესი კავშირის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პერიოდია ფარსმან ქველის მეფობის ხანა (დაახლ. 120-170 წლები). მისი მეფობის დროს იბერიის სამეფომ უდიდეს ძლიერებას მიაღწია. მეფობის დასაწყისშივე ფარსმანმა ილაშქრა ალბანეთსა და კაპადოკიაში, 130 წლისთვის კი მთელი სამხრეთი კავკასია ემორჩილებოდა; სომხეთის სამეფო იბერიის ვასალი გახდა, რამაც გაანაწყენა რომი. იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა, რაზეც ფარსმანის ცივი უარი მიიღო. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა. 144 წელს რომის ახალი იმპერატორის, ანტონინუს პიუსის მიწვევით ფარსმანი ოჯახითურთ რომში სტუმრად ჩავიდა, სადაც გაფორმდა რომისა და იბერიის მოკავშირეობის ხელშეკრულება. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო კოლიზეუმში. ანტონინუს პიუსის ბრძანებით მარსის მოედანზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა ცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში.
"ნატალე დი რომას" წარმოდგენებიც კოლიზეუმიდან იწყება და ქალაქის ცენტრალურ ნაწილში ოთხი კილომეტრის მანძილზე გრძელდება.
ეს ბაქიბუქობაა არაა, ამას სხვადასხვა ისტორიული წყაროებიც იუწყება, მერეც ეს იმას არ ნიშნავს რომ რომი ჩვენთან დამარცხდებოდა, შეიძლება სასტიკადაც დავემარცხებინეთ მაგრამ უაზრო ომს მოერიდა და კეთილმეგობრული ურთიერთობა ამჯობინა, ხოლო შემდეგ საუკუნეებში გაყოფილი რომის აღმოსავლეთ იმპერიას, ბიზანტიას საკმაოდ დიდი გავლენა ქონდა საქართველოზე.