"ამ ცხენებმა საქართველოს დიდება უნდა მოუტანონ"
04-05-2015
"ამ ცხენებმა საქართველოს დიდება უნდა მოუტანონ"
ცხენის ყოლა დღეს დიდი ფუფუნებაა. იპოდრომის თავ­ლაში უვლიდნენ­ როგორც ექსპრეზიდენტის, ასევე ირაკლი ღარიბაშვილის ცხენებს, რომლებიც მარნეულის სოფელ ყულარის ცხენსაშენიდან მაღალ ფასად იყიდეს.

ნებისმიერი ქვეყნისთვის ფუფუნებად ითვლება სპორტული დოღიც, რაზეც ჩვენმა ქვეყანამ შეჭირვების გამო თქვა უარი. უსახსრობამ შესაძლოა, ყულარის ცხენსაშენის წმინდა სისხლის გენეტიკური­ ფონდიც დაგვაკარგვინოს. ამ ფონდის შესახებ ალბათ ბევრმა არც იცის, მაგრამ ის ზუსტად 110 წლის წინ შექმნა­ მაგნატმა ალექსანდრე მანთაშოვმა. მას, სხვა უძრავ-მოძრავ ქონებასთან ერთად, ბაქოში ნავთობის ჭაბურღილებიც ეკუთვნო
და და ყულარის საცხენეში დიდი ფულის ჩადება არ გასჭირვებია. 1905 წელს შექმნილმა ცხენსაშენმა უკვე 1914 წლისთვის დაჯაბ­ნა­ რუსეთის ერთადერთი და უმდიდრესი­ პეტერბურგის ცხენსა­შენი, რომელიც იმპ­ერიის უდიდეს მაგნატებს, ძმებ ლაზარევ­ებს ეკუთვნოდათ. ამ დროისთვის­ ყულარში 57 წმინდა სისხლის რაში ჰყავდათ და განსაცვიფრებელი გამარჯვებაც მოიპოვეს - ყულარის ულამაზესმა ინგლ­ისურმა
ულაყმა 1914 წელს მოიგო რუსეთის იმპერიის მთავარი დერბი... 

ყულარიდან ცხენები იმპერიის მთავარ­ დოღზე მატარებლით მიჰყავდათ. მანთაშოვის ცხენსაშენი იმპერიაში საარაკოდ იქცა, - წითელი აგურით ნაშენებ თავლებზე­ მაგნატმა თუჯის კაუჭებით სპილენძის ლამპები დაკიდა, რომლითაც ცხენსაშენი­ კილომეტრებზე ანათებდა.

ბოლშევიკური რევოლუციის შემდეგ­ ცხენსაშენის ნაციონალიზაცია მოხდა, თუმცა, მისი დაკნინება არც ბოლშევიკებს­ მოსვლიათ აზრად, პირიქით, მაქსიმალურად ააყვავეს. დღეს ამ ლეგენდარული ცხენსაშენიდან 20-მდე წმინდა ჯიშის ცხენი დარჩა; შეინარჩუნეს კვიცებისთვის სახელის დარქმევის ტრადიციაც (უნდა იწყებოდეს დედის სახელის პირველი ასოთი და გარეული ჰქონდეს მამის სახელიდან რომელიმე ასო) და მანთაშოვის თავლები.
ელდარ ზამანოვი, ყულარის ცხენსაშენის მომვლელი: - აქ ათეული წლებია ვმუშაობ. გული მტკივა, რომ ეს ის ადგ­ილი აღარ არის, რაც იყო. წესით, ცხენსაშენი თბილისის იპოდრომს ეკუთვნის, მაგრამ არც ფულია და არც გული... კიდევ კარგი, მწვრთნელი ვიქტორ გოგლიძე თბილისიდან თითქმის ყოველდღე დადის და ცხენებს­ პატრონობს... არადა, ამ წმინდა სისხლის ცხენებით მსოფლიო დიდებისა და ფულის მოპოვება შეიძლება. საბ­ჭოთა დროს აქ მარტო ცხენებს კი არა, მხედრებსაც ვზრდიდით - ნიკოლაი ნას­იბოვი ამ ცხენსაშენში გაიზარდა, გაუშვეს ამერიკაში 1966 წელს და გაიმარჯვა! აქ რუსეთიდან ჩამოჰყავდათ სპეციალისტები­ ყულარის "ცისფერსისხლიანების" გასაზრ­დელად. მათ შორის მიხაილ პეტროვიც იყო. ცხენის სიყვარულის გარდა სხვა სიმ­დიდრე არც ჰქონია. 1974 წელს ჩამოვიდა­ და დარჩა. აქ მოკვდა და ყულარში დავასაფლავეთ...

ვიქტორ გოგლიძე: - ცხენი ჩემთვის ყველაფერია, მის გვერდით გავატარე­ მთელი სიცოცხლე. მათთან ყველა სადარდელი გავიწყდება და ამიტომაც ვერ ვეშვები, მენანება... ამ ცხენებმა ჩვენ მსოფლიო დოღზე უნდა გაგვიყვანონ, საქართველოს დიდება მოუტანონ - დალაგებული ქვეყნები დოღში უზარმაზარ­ ფულს დებენ, ჩვენ კი ისიც ვერ შევძელით, რომ ცხენების წმინდა სისხლის იდენტიფიკაცია მოგვეპოვებინა და მსოფლიო დოღზე­ დავეშვით. არადა, მართლაც წმინდა სისხლის ცხენები გვყავს, - მანთაშოვმა რომ დაიწყო და ინგლისიდან ჩამოჰყავდა ცხელსისხლიანი­ ულაყები­ შესაჯვარებლად, ჩვენც რამდენიმე წლის წინ უკანასკნელი ძალები მოვიკრიბეთ­ და ამერიკიდან ჩამოვიყვანეთ. მათი წმინდა სისხლი ჩეხეთში დასტურდება - ამისთვის ცხენის ბალანს ვგზავნით, იქ მათი "მამა-პაპის" გენეტიკური მონაცემები უკვე აქვთ, იკვლევენ და გვიდასტურებენ, რომ ახალდაბადებული კვიცი წმინდა სისხლისაა.

მაგრამ მხოლოდ შესწავლა არ არის საკმარისი - საჭიროა წმინდასისხლიან­ობის ლიცენზიის მოპოვება, რომ მსოფლ­იო­­­ დერბზე გასვლისა და ძველი დიდების დაბრუნების შანსი მოგვეცეს. ჯერჯერობით მხოლოდ აზერბაიჯანის დერბამდე მივედით. შარშან გავიმარჯვეIთ კიდეც და წელსაც გავიმარჯვებდით, წასვლა რომ შეგვძლებოდა.

- რატომ ვერ მოახერხეთ?
- ფულია ყველაფერი... იმ საპრიზო­ თანხიდან, რომელიც აზერბაიჯანელებს­ უნდა მოეცათ და დოღზე გავეყვანეთ, ნაწ­ილი მოგვცეს და ისიც დაგვიანებით...

- ეს ხომ ოფიციალური ღონისძიებაა?..

- ოფიციალური უძახეთ, მაგრამ ეს ბიზნესი აზერბაიჯანში ისეთ კაცს ეკუ­თვნის, მასთან ბრძოლა მე კი არა, თვით აზერბაიჯანში არ შეუძლიათ. ის სასაზღვრო ჯარების გენერალია. თან საპრიზო ფონდებიც დასწიეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენი ცხენების ფასიც დაეცა - ყულარის ცხენსაშენიდან ცხენებს ძირითადად აზერბაიჯანელები ყიდულობენ. იქ ჩვენი ცხენი დღესაც ისე ასპარეზობს, ვერავინ დაეწია.

ჩვენი ცხენების ფასი 10 ათასიდან 60 ათას დოლარამდე მერყეობს... ცხენსაშენს სახნავ-საძოვრებიც აქვს, მაგრამ ტერიტორიების უმეტესობა, რომელიც ცხენსაშენს საუკუნის მანძილზე ოფიციალურად ეკუთვნოდა, ცუდი სახელმწიფო პოლიტიკის გამო ჩამოართვეს და სოფლის მოსახლეობას ამოფარებულ მაფიას გადასცეს.
წითელი აგურის თავლებს ვუყურებდით. რამდენიმე მათგანი უკვე ცარიელი იყო, მაგრამ თითქოს ძველ დიდებას მაინც ინახავდა. ერთ-ერთი თავლიდან მეჯინიბემ წმინდა სისხლის ულაყი გამოიყვანა. წმინდა სისხლის ცხენის სიმაღლე ზურგიდან ფეხების ჩათვლით იზომება, დაახლოებით 180 სანტიმეტრია, თავი და კისერი სიმაღლეში არ ითვლებაო! - მითხრა და ულამაზეს ულაყს ხელი გადაუსვა. მერე - წამოდი, რა განახოო და თავლაში შემიყვანა - ახალდაბადებულ კვიცზე ლამაზი არაფერიაო.

საოცარი სანახავი იყო - კვიცი დედას ფერდზე აჰკვროდა. მეჯინიბე წარწერებიან ქვასთან ჩამოჯდა. რომ ამოვიკითხე, თვალებს არ დავუჯერე - "გარნირი". 1955-1975. - ეს ცხენის საფლავია-მეთქი?! - "გარნირი" ჩვენი საუკეთესო ულაყი იყო. რუსეთიდან ჩამოვიყვანეთ, მაგის შთამომავლები ამერიკაში დღესაც დაჯირითობენ. იმდენად გვიყვარდა, რომ მოკვდა, ცხენსაშენის ეზოში დავმარხეთ.

- ძნელი საყურებელია ცხენის სიკვდილი?

- ძალიან. მაგის ცქერა არ შეიძლება. ამ საქმის სიკვდილი უფრო ძნელი საყურებელია, მაგრამ ის არ უნდა მოკვდეს!

საოცარი ამბავი

ცხენისა და ადამიანის სიყვარულის გამაოგნებელი მაგალითია საქართველოს ეკლესიის მიერ ახალმოწამედ შერაცხილი მამა სამსონ მძინარიშვილისა და მისი ცხენის ამბავი.

გორში, სოფელ მოხისის მოხუცებს დღემდე ახსოვთ მოძღვრისა და მისი ერთგული ცხენის მეგობრობა:  უკარება ცხენი ზურგზე სხვებს მხოლოდ მას შემდეგ შეისვამდა, რაც მამა სამსონი ცხენს, დადექიო, ჩასჩურჩულებდა. საოცრება ის იყო, რომ ძალიან შორს წასული ცხენისთვის თუნდაც ჩურჩულით რომ დაეძახა, ცხენი თქარათქურით გამორბოდა. მოძღვარი 1938 წელს ბოლშევიკებმა დახვრიტეს. იმ დღიდან თვეც არ იყო გასული, მისი ცხენი დარდით მოკვდა, - არც წყალს აკარებდა პირს და არც ჭამდა, იდგა და თვალები ცრემლით ჰქონდა სავსე. ასე დალია სული მშიერ-მწყურვალმა. 
სააკაძე
28 თებერვალი 2017 22:17
საქართველო ღირსი არაა რომ აწარმოოს ინგლისური ცხენები.როგორც სომხები.მათ შეუწყვიტეს ფუნქცია რათა აშენონ ინგლისური ცხენები. რამოდენიმე ადამიანს უნდა ვუმადლოდეთ რომ ეს ცხენსაშენი დღესაც რაღაცნაირად ფუნქციონერებს.სადოღე წრის არ არსებობაბ ჩაკლა ეს უდიდესი საქმე საქართველოში.კომუნისტები უფრო დიდი ქართველები ყოფილან ამ საქმეში.ასე რომ საქარველოში წარმოებული ინგლისური ცხენების გენოფონდი დღითიდღე უკან უკან მიდის.
gavazeli
14 მაისი 2015 18:56
აი შესანიშნავი მაგალითი იმისა, რომ ეკონომიკური გაჭირვებით არ უნდა გაამართლო შენი უნიათობა.
კომუნისტები რომ მოვიდნენ, უფრო ააყვავეს ცხენსაშენიო. რევოლუციის შემდეგ რა, დალხენილი ცხოვრება იყო? მაშინ იყო მართლა გაჭირვება, მაგრამ კომუნისტებიც კი მიხვდნენ, რომ ცხენსაშენი არ უნდა განადგურებულიყო, მიხედეს და ააყვავეს. საბჭოთა კავშირის შემდეგ კი სახელმწიფოს ხელში რაცაა, ყველაფერი პარტახდება და ნადგურდება.
avoieee
08 მაისი 2015 15:58
სახუმაროდ არ მიიღოთ.ვიცი,რომ არის მეგრული და თუშური ცხენის ჯიშები,მაგრამ ამაზე არ წერთ.მე უფრო მაინტერესებს ვირი.არის ქართული ვირის ჯიში?ან თუ არის,სად შეიძლება მისი ნახვა.არაბული ვირები ვიცი და აზიურებიც.

რედაქტორის რჩევით