საბჭოთა იდეოლოგიასთან მებრძოლი ჩარკვიანები
04-05-2015
საბჭოთა იდეოლოგიასთან მებრძოლი ჩარკვიანები
"გოგი სვამდა, ირაკლი ნარკოტიკებს მოიხმარდა... ორივე ძალიან ადრე გარდაიცვალა"

ხვამლის მთა განსაკუთრებ­ული ადგილი იყო. ეს იცოდა კანდიდ ჩარკვი­ანმა. მუშაობით დაღლილი აუცილ­ე­ბლად მიდიოდა ხვამლზე, შემდეგში ვაჟებ­თან ერთად დადიოდა, მერე პირველ შვილიშვილს, ირაკლის ასეირნებდა... კანდიდ ჩარკვიანი რას იფიქრებდა, თუ მისი შვილი, გოგი და შვილიშვილი  ირა­კლი, ყოველგვარ კლიშეებს დაარღვევ­დნენ. არც "მოწესრ­იგებული" ინტელიგენტები იქნებოდნენ... სანაცვლოდ, მათ ექნებოდათ თავისუფლებისკენ დაუოკებელი სწრაფვა, რაც ასე საშ­იში იყო საბჭოთა დროში.


გოგი ჩუმი იყო, თვალში არავის მოხვდებ­ოდა. ირაკლის ყველა
იცნობდა, ზოგჯერ ეპატა­ჟურადაც იქცეოდა.


გელა ჩარკვიანი:
- ჩემი ძმა გოგი ძალიან მორიდებული კაცი იყო... მახსოვს­, ბავშვობაში, მოსკოვში ცხოვრებისას უცებ გაიზარდა სიმაღლეში და  ბეჭებში­ მოიხარა.­ გარეგნობაზეც კი დაეტყო­ მორიდებული ხასიათი. მამას ჩვენი უფროსი ძმა - მერაბი­ უფრო ეკამათ­ებოდა პოლიტიკაზე. გოგი ირონიულად თუ გაიცინებდა.­ მისთვის პოლიტიკა ძალაუფლებისთვის
ბრძოლას ნიშნავდა. ირაკლიც ირონიულად უყურ­ებდა საბჭოთა იდეოლოგიას. ბოლო პერიოდში კი გამოხატა თავისი დამოკიდებულება კულტურის პოლიტიკის მიმართ. ამბობდა, რომ უნდა შეგვექმნა ისეთი­ ხელ­ოვნება, რომელიც საქართველოდან გავიდოდა უცხოეთში და ჩვენი სახე იქნებოდა. უდიდეს პატივს სცემდა ძველს - ხალ­ხურს, მაგრამ ხედავდა ახლის შექმნის აუცილებლობას.

გოგი ჟურნალისტად მუშაობდა, მაგ­რამ­ პოეტი იყო... ამიტომ ცხოვრობდა, როგორც პოეტი... სამწუხაროდ, სვამდა, ირაკლი ნარკოტიკებს მოიხმარდა (ამაზე "მშვიდ ცურვაშიც" წერს). ორივე ძალიან ადრე გარდაიცვალა.  
ნესტან ჩარკვიანი, გოგი ჩარკვიანის ქალიშვილი: - არ მახსოვს, ირაკლის ვინმეზე მჭახედ ეთქვას რამე. ჰქონდა სცენური­ სახე, რომელიც განსხვავდებოდა რეალური­ ირაკლისგან. მამაც და ირაკლიც არაპრაქტიკულები­ იყვნენ, უბრალონი. ორივე ცხოვრობდა თავისი შემოქმედებისთვის...

კანდიდ ჩარკვიანის ოჯახში მხოლოდ ახალ წელს აღნ­იშნავდნენ. ბავშვების დაბადების დღეებსაც კი არ იხდიდნენ. ამიტომ მამასაც და ჩემს ბიძებსაც განსაკუთრებულად უყვარდათ ახალი წელი. ბებიასთვის წარმოუდგენელი­ იყო, როგორ შეიძლებოდა, გულხელდა­კრეფილი მჯდარიყავი... მამაჩემი და ბიძები ბაბუასთან სიგარეტს არ ეწეოდნენ, ძალიან დიდი პატივისცემა ჰქონდათ მშობლების...

მამა დემოკრატი იყო. დიდ პატივს სცემდა სხვის აზრს, არასდროს ასწავლიდა­ ჭკუას. თუ ლაპარაკობდა, უფრო პოეზიაზე­. ირაკლი, მაშინაც კი, როცა გელაპარაკებოდა, გიტარას უკრავდა...
ერთხელ მე და მაქსიმე (ირაკლი ჩარკვიანის ვაჟი) წაგვიყვანა კლუბში. სიმღერა რომ დაიწყო, მივხვდი, სულ სხვა ადამიანი იყო სცენაზე.

გელა ჩარკვიანი: - ლეჩხუმში მამა გვათოხნინებდა ხოლმე. მიწასთან­ სიახლოვე­ იქიდან მოგვდგამს. მიწა უყვა­რდა­ ირაკლისაც. სიხარულით მიდიოდა ლეჩხუმში.

ნესტან ჩარკვიანი:
- ირაკლი რომ გარდაიცვალა, მამა ჩუმად იყო, ხმას არ იღებდა... ასეთი იყო, რაც ძალიან აწუხებდა, იმაზე ლაპარაკი არ შეეძლო... თვითონ ახალი წლის განთიადისას გარდაიცვალა ძილში - თავისთვის ყველაზე საყვარელ დღეს მშვიდად წავიდა...
ბიძა-ძმისწული ერთი ძირიდან ნაყარი ყლორტები იყვნენ, ერთმანეთისა ესმოდათ და სტკიოდათ. გოგი ჩარკვიანს ერთი ლექსი აქვს ფირ­ოსმანზე:

"ცბიერია გარიჟრაჟი,/ არ თავდება ფილაქანი./ ქედუხრელი მიდის ვაჟი,/ ლურჯი კაჟი - ფიროსმანი".
ისიც და ირაკლიც თითქოს ლურჯი კაჟები იყვნენ - ძალიან მტკიცე და მაგარი, ამავდროულად ლაჟვარდისკენ გაფრენილი, ლურჯი სივრცეებისკენ გაჩვეული­ სულით...


კანდიდ ჩარკვიანი

კანდიდ ჩარკვიანი სტალინის, ბერ­იას და გვიანდელი სტალინური ეპოქის პარტიული მოღვაწე გახლდათ. იყო საქ­ართველოს ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. მას მერე, რაც სტალინი გარდაიცვალა, მუშაობდა  ტაშკენტის სამშენებლო ტრესტის მმართველად; ეს იყო ერთგვარი იძულებითი განრიდება საქართველოდან...
1981-1988 წლებში, უკვე მოხუცი, მუშაობდა საქართველოს სსრ ეკონომიკისა და სახალხო მეურნეობის დაგეგმვის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორად.
კანდიდ ჩარკვიანი გარდაიცვალა 1994 წელს,  87 წლის ასაკში.
123
24 აპრილი 2016 09:12
გელა ჩარკვიანი იყო კგბ ს ნომრიანი აგენტი. აბა როგორ წარმოგიდგენიათ იმ დროში როცა ხალხს ბულგარეთში არ უშვებდნენ ეგ ამერიკაში ცხოვრობდა. ამ ოჯახმა კარგად შეირგო სსრკ ს სიკეთეები.თორემ კანდიდის მამა და ბაბუახ ხო იყვნენე ნიფხავგამოხეულები. ისე როგორც ქართველების უმრავლესობა

ანი პირდაპირი
23 აპრილი 2016 23:09
ვისაც არ ესმის რატომაა ირაკლი ჩარკვიანი გმირი გეტყვით, რომ ის გმირია სტერეოტიპების ნგრევის გამო, იმიტომ რომ მან ლამის საბჭოთა ეპოქაში იმღერა ,, შენ აფრენ" და ეს იყო პირველი თავისუფალი ( თუ გენიალური არა) ფრაზა ქართულ ესტრადაზე...ირაკლი იყო პირველი ვინც გვაცნობა რომ სამშობლოსა და ქალის სიყვარულის გარდა სხვა თემებიც არსებობს დედამიწაზე...აცხონოს ღმერთმა...
dina
23 აპრილი 2016 22:07
იმ ქვეყანაში სადაც ქურდსა და ახალგაზრდების გამრყვნელს დიდუბის პანთეონში ასაფლავებენ, რა გიკვირთ, სამაგიეროდ მე 20სუკუნის ეროვნულ გმირებს არც კი იცნობს ახალგაზრდობა...არა უშავს თუ დავით აღმაშენებელს 4 საუკუნის მერე ეწოდა ეს სახელი მათი ჯერიც დადგება, ხოლო ეს ცხოვრების ნამსხვრევევბი არავის ემახსოვრება , ხოლო მათ სახელს სამშობლო სანთლებად დაინთებს

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები