"კატასტროფული შედეგი: ქვეყნიდან 740 ათასი ქართველია წასული"
04-05-2015
"კატასტროფული შედეგი: ქვეყნიდან 740 ათასი ქართველია წასული"
"გიორგი ვაშაძემ 2007-2009 წლებში მთლიანად გააყალბა დემოგრაფიული მონაცემები"

"რეგიონები იცლება, თუ ასე გაგრძელდა, 15 წელიწადში რაჭა-ლეჩხუმი გაუკაცრიელდება"


საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2014 წლის ნოემბერში ჩატარებული მოსახლეობის საყოველთაო აღწერის წინასწარი შედეგები გამოაქვეყნა, რამაც­ "ხუთმილიონიანი ქვეყნის"”მითი საბოლოოდ დაამსხვრია.

თენგიზ ცეკვავა, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე:
- წინა აღწერის მაჩვენებელთან შედარებით, მოსახლეობის 14,7%-ით კლება დაფიქსირდა­, რაც საგანგაშოა. ეს ციფრი აზუსტებს არსებულ მდგომარეობას და, უპირველესად მიგრაციულ პროცესებს, რომლებიც 90-იანი წლებიდან დაიწყო და დღემდე
გრძელდება.

შემცირებული მოსახლეობის პირობ­ებში დადებითი მაჩვენებელი ის არის, რომ საქართველოში, ევროპის­ ქვეყნებთან შედარებით, შობადობა მაღალია. ჩვენი მონაცემებით, 2014 წელს 61 000 ბავშვი დაიბადა.
ანზორ თოთაძე, პროფესორი, დემოგრაფი:­ - მოსახლეობის აღწერამ კატასტროფული შედეგი მოგვცა. 2002 წლის მონა­ცემებთან შედარებით, 2014 წლის 5 ნოემბრის მდგომ­ა­რეობით, საქართველოს მოსახლეობა თით­ქმის
15%-ით შემცირდა, რაც ძირითადად, მიგრაციულმა პროცესებმა განაპირობა. ბევრი ადამიანი წავიდა ემიგრაციაში 1989-2002 წლებში. როდესაც ელვისებურად დაიშალა საბჭოთა კავშირი, საქართველოდან ბევრი ეროვნული უმცირესობის წარმომადგენელი­ წავიდა ისტორიულ სამშობლოში, რაც ასევე­ მძიმე სოციალურ-ეკონომ­იკურმა ფაქტო­რებმა, უკეთესი საცხ­ოვრებელი პირობებ­ის ძიებამ და შეიარაღებულმა კონფლიქტე­ბმა განაპირობა.

თუ 1989 წელს საქართველოში 341 172 რუსი ცხო­ვ­რობდა,­ 2002 წლისთვის მათი რაო­დენობა 100 071-ს შეადგე­ნ­და. სომხების­ რაოდენობა 1989 წელს 437 221, ხოლო 2002 წლისთვის 281 229 კაცით განისაზღვრებოდა. 100 ათასი ბერძენი­დან კი 15 ათასი დარჩა საქართველოში.
ბოლო წლებში ქვეყნიდან ძირითადად ქარ­თველები წავიდნენ, რომელთა რაოდენობამ 740 000 შეადგინა.

- მოსახლეობის 30% დედაქალაქში რომ ცხოვრობს, ეს ნორმალური მოვლენაა?
- ჩვენი დედაქალაქი თანდათან თავ­კო­მბალას ემსგავსება. თბილისში ადრე მოსახლეობის 24% ცხოვრობდა...

- აღწერით დადგინდა, რომ სოფლის მოსახლეობა თითქმის 24%-ით შემცირდა.­ რომელ რეგიონშია ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობა?
- 2002 წლის აღწერის მონაცემებით,­ ქალაქის მოსახლეობა 58% იყო, დანა­რ­ჩენი­ 42% კი სოფლისა. დღეს, ფაქტობ­რივად, იცლება ჩვენი რეგიონები. განსაკუთ­რებით შემცირდა მოსახლეობის რაოდენობა­ რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში. ასე თუ გაგრძელდა, 15 წელიწადში რაჭა-ლეჩხუმი გაუკაცრიელდება. წინა აღწერით იქ 51 000 კაცი ცხოვრობდა,­ ახლა - 32 000, ანუ მოსახლეობა 37%-ით შემც­ირდა. კლების მიხე­დვით მეორე ადგილზეა სამეგრელო-ზემო სვანეთი, მცხეთა-მთიანეთი, გურია, სამცხე-ჯა­ვახეთი... კახეთში, 80-იან წლებთან შედა­რ­ებით, ბოლო ათწლეულში სამჯერ შემცი­რდა შობადობა. მაშინ თუ 60 ათასი, დღეს 20 ათასი ბავშვი იბადება. კახეთში მაღალი შობ­ადობა მხოლოდ იმ რაიონებშია, სადაც მაჰ­მადიანი მოსახლეობაა.

- გაეროს მოსახლეობის ფონდის დასკვნით­ შობადობის მხრივ საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის დაწინაურებულია.
- მოსახლეობის ბუნებრივი მატება არის, მაგრამ იმდენი არა, რაც ადრე იყო.
2020 წლიდან შობადობა შემცირ­დ­ება,­ რადგან 1980-1989 წლებში დაიბადა 455 000 გოგ­ონა (დღეს ისინი დე­დობის ასაკში არიან),­ ბოლო ათწ­ლ­ეულში კი - 236 000 და ეს მცირე­ რიცხვი თავს იჩენს 2019 წლიდან - როცა ისინი დედობის ასაკში შევ­ლ­ენ, დაიწყება მოსახლეობის კლება.

ეს პროცესი როგორმე უნდა შევაჩეროთ და მერე მოსახლეობის გამრავლებაზე ვიზრუნოთ. 2007-2009 წლებში "ნაციონალები" ავრცელებდნენ ინფორმაციას მოსახლეობის­ ზრდის შესახებ. სტატისტიკის ეროვნული სამსახური ძირითადად აქვეყნებს სახელმწ­იფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებულ მონაცემებს, ადრე მას საჯა­რო რეესტრი ერქვა, რომელსაც გიორგი ვაშაძე ხელმძღვანელობდა. მან მთლიანად გააყალბა დემოგრაფიული მონაცემები.
"ნაციონალების" არასწორი მონაცემებით, 2007-2009 წლებში შობადობა გაიზარდა და 63 000 ბავშვი დაიბადა­. ამ შელამაზებულმა მონაცემებმა რამდენჯერმე ათქმევინა პრეზიდენტს, საქართველოში შობადობის ბუმიაო და ეს ხალხის კეთილდღეობის ამაღლებას დაუკავშირა... 

- ქვეყნის გენოფონდის გადასარჩენად ჯერ კიდევ პატრიარქმა იზრუნა, როცა ყოველი მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლის ინიციატივით გამოვიდა, ხელისუფლება რას აკეთებს?
- უწმინდესის და უნეტარესის ამ ინიც­იატივამ მართლაც გაზარდა შობადობის რიცხვი, თუმცა იყო შემცირებაც. მაგალითად, 2011 წელს 6 701 მესამე ბავშვი დაიბადა, ეს კი 396 ბავშვით ნაკლებია, ვიდრე წინა წელს იყო. ეს მონაცემი განსაკუთრებით შარშან გაიზარდა და შეადგინა 8 724. ამ პრობლემის მოსაგვარებლად "ქართული ოცნება" სხვადასხვა ღონისძიებას ატარებს, კერძოდ, იმ რეგიონებში, სადაც კლება მეტია,­ ყველა მესამე და შემდგომ ბავშვზე­ ყოველთვიურად გაიცემა 150 ლარი - ბარში­, ხოლო 200 ლარი - მთაში.

- 2002 წლის აღწერით, ქარ­თველი საქართველოში მოსახლეობის 83%-ს შეადგე­ნდა. ახალი აღწერით­ რა შედეგს ელით?
- მონაცემები ეროვნ­ულ ჭრილში ჯერ არ დამუშავებულა. ვიცით მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობა­ და ის, რომ საქა­რთველოდან 740 000 ქართ­ველია წასული...

სტატისტიკის ენით...


2014 წლის 5 ნოემბრის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობამ 3 729 635 კაცი შეადგინა, რაც წინა, 2002 წლის აღწერის (4 371 535 კაცი) შედეგთან შედარებით, 14,7%-ით ნაკლებია. ქალაქის მოსახლეობა - 2 140 126, სოფლის კი - 1 589 509 კაცია. თბილისის მოსახლეობის წილმა­ 30% შეადგინა (1 118 035 კაცი). "საქსტატი" აღწერის საბოლოო შედეგებს 2016 წლის აპრილში გამოაქვეყნებს.

ნანა ფიცხელაური
ნ.
21 მაისი 2015 19:21
ახლა ისიც დაწერეთ, ამ პერიოდში რამდენი ჩინელი, ინდოელი, ირანელი და თურქი შემოვიდა. ერთი მაგდენი კი იქნება.
maxo
14 მაისი 2015 00:14
1989 წლამდე ცუდი ცხოვრება გვქონდა და არავინ არსად არ მიდიოდა,ახლა 25 წელია დამოუკიდებლები ვართ ევროპაში და ნატოში მალე შევალთ ხალხი კი გარბის სძღვარი რომ გახსნა არავი აღარ დარჩება და მაინც ვამბობთ წინ მივიწევთო რის მხრივ საინტერესოა.
nesto
13 მაისი 2015 15:34
თბილისს აღარ ყავს მშობელი დედა და წარმოიდგინეთ სოფელში ცხოვრების პირობები: გზა არა, ინტერნეთი არა, გაზი არა , შუქი ხანდახან, გათბობა და ცხელი წყალი. ტექნოლოგიები არა, შრომის გაიოლება, არა, დახმარება არა, მართო პარლამენტში ლაპარაკით რომ სოფელი შენდებოდეს? ახლა გიკვირთ რატომ ცარიელდება სოფლები. არაუშავს ვისაც მილიარდები აქვს ის მიხედავს თავის თავს .

რედაქტორის რჩევით