საქორწინო წეს-ჩვეულებანი
04-05-2015
საქორწინო წეს-ჩვეულებანი
"დაუფარავად ხდებოდა ქალის გასინჯვა­ თბილისის აბანოებში,  რომელიც გასულ საუკუნეში ქალთა თავშეყრის ერთ-ერთი­ ძირითადი ადგილი იყო"

რამდენიმე დღის წინ ვარკეთილში, სამარშრუტო მიკროავტობუსში უცნაურ ამბავს­ შევესწარი: მძღოლმა ჯიბიდან წითელი, გულის ფორმის ხავერდის კოლოფი ამოიღო და გაჩერებაზე ჩასასვლელად მომზადებულ გოგონას თავისი შვილის სახელით ცოლობა სთხოვა. დაბნეულმა­ გოგონამ­ ჯერ მგზავრებს გამოგვხედა, შემ­დეგ მძღოლს შეხედა და ის იყო, ჩასვლა დააპირა, რომ მიკროავტობუსში 20-ოდე წლის ბიჭი ამოვიდა, მძღოლს წითელი კოლ­ოფი გამოართვა და იმავე კითხვით გოგონას მიმართა.
დაბნეულმა ქერათმიანმა თანხმობის ნიშნად თავი დახარა და მის წინ დაჩოქილ ყმაწვილს გადაეხვია. ახალგაზრდები ტაშითა და შეძახილებით ჩავაცილეთ მიკროავტობუსიდან. სამამამთილომ, - ჩემს ერთადერთ ვაჟს პირველი კლასიდან უყვარს თანაკლასელიო. მერე გაიღიმა და - დღეს ყველას უფასოდ გემსახურებითო.


ამ შემთხვევამ ძველი დრო გამახსენა, ოჯახები გარიგებით ან მოტაცებით, უსიყ­ვარულოდ
რომ იქმნებოდა. დღეს, საბედნ­იეროდ, ახალგაზრდების უმრავლესობა მეუღლეს თავისი სურვილით ირჩევს.­ ეთნოლოგი­ თინა იველაშვილი დიდი ხანია იკვლევს ოჯახის შექმნის წეს-ჩვეულებას.

­- ქორწინების მრავ­ალმა ტრადიციამ საუკუნეებს გაუძლო და დღემდე მოაღწია, როგორც ერის სულიერი ცხოვრების მაჩვენებელმა. ივანე ჯავახიშვილი ამბობდა, - ქორწინების შესახებ მხოლოდ ქრისტიან­ო­ბის დამკვიდრების შემდგომი ცნობები მოგვეპოვებაო. ქრისტიანობამ წარმართული­ წესების ნაცვლად თავისი შემოიღო, მაგრამ შორეული წარსულის ნაშთი მაინც დარჩა...

შერჩევა - გაკითხვა


- ძველად ოჯახი როცა შვილის დაქ­ო­რწინებას გადაწყვეტდა, სასურველი სარძ­ლოს მოძებნას შეუდგებოდა. მაგალითად, აჭარაში­ კაცს საცოლეს ურჩევდა დედა ან რძალი.­ ასევე იყო საქართველოს სხვა კუთხეებშ­იც. ცალკეულ კუთხეში კი (განსაკუთ­რე­ბით მთიანეთში) სარძლოდ ქალს ძირითადად მამაკაცი (ვაჟის მამა, ძმა) ირჩევდა, რომელიც რელიგიურ დღეობაზე­ თუ ხელსაყრელ შემ­თხვევაში შეათვალიერებდა სარძლოს. ზოგჯერ თავად დასაქორწინებელი­ ვაჟი ქორწილსა თუ რომელიმე დღეობაზე შეარჩევდა საცო­ლეს და მერე ახლობლის პირით მშობლებს შეატყობინებდა თავის განზრახვას. ქალის ავკარგიანობის გაკითხვის შემდეგ,­ თუ ვაჟის მშობლები რაიმე მიზეზით სარძ­ლოს დაიწუნებდნენ, ვაჟი ვერ შეეწინააღმდ­ეგებოდა. დიდი ყურადღება ექცეოდა როგორც ქალის, ისე ვაჟის ჯიშ-ჯილაგიანობას. ამით განსაკუთრებით დაინტერესებული იყო ვაჟის­ ოჯახი, რადგან მას კარგი ჯიშ-ჯილაგის ქალის რძლობა­ ჯანსაღი თაობისა და სახელისთვის სჭირდებოდა.

ქალის გაკითხვის დროს უპირველესად­ კითხულობდნენ მის დედას, შემდეგ სარძ­ლოს თვისებებს აკვირდებოდნენ. ეს ფარულად ხდებოდა ნათესავ-ახლობლის ოჯახში, სადაც რაიმე მიზნით­ (მატყლის ჩეჩვა, ძაფის დართვა და ა.შ.) თავშეყრილი­ იყო უბნის ქალ-რძალი. ვაჟის ოჯახის წარმომადგენელი­, რომლის მოსვლის მიზეზი ხშირად მხოლოდ მასპინძელმა იცოდა,­ აკვირდებოდა შერჩეული ქალის­ ხელსაქმი­ანობას, თავდაჭერილობასა და სიტყვა-პას­უხს. ქალის­ დადებით თვისებად ითვლებოდა­ სადილ-ვახშმის მომზადების­ ცოდნა, ფარდაგებისა და შალის ქსო­ვა.
დაუფარავად ხდებოდა ქალის გასინჯვა­ თბილისის აბანოებში, რომელიც გასულ საუკუნეში ქალთა თავშეყრის ერთ-ერთი­ ძირითადი ადგილი იყო...

თუ ქალის ოჯახს სასიძო გარეგნულად არ მოეწონებოდა, სტუმრებს სუფრასთან არ მიიწვევდა. თუ მიიწვევდა, ისე უგულ­ოდ­, რომ ვაჟის მხარე ხვდებოდა, საქმე არას­ასიკეთოდ დამთავრდებოდა და თავად ამბ­ობდა პურმარილის მიღებაზე უარს.

ქორწინების ამკრძალავი ფაქტორე
ბი

- ქორწინების ამკრძალავ ფაქტორთა­ შორის ოდითგანვე ერთ-ერთი პირველი ნა­თესაობა იყო. საქართველოს მოსახლეობაში სისხლით ნათესავთა (პირდაპირი თუ გვერდითი ხაზით)­ დაქორწინება შვიდი თაობის მანძ­ილზე დაუშვებელი იყო. ნათესავთა დაქო­რწინება ზნეობრივ-ფსიქოლოგიურად და ეთიკურად იმდენად მიუღ­ებელი ყოფილა, რომ ამ აკრძალვის თუნდაც უნებლიე დამ­რღვევი თვითმკვლელობით ამთავრებდა სიცოცხლეს.
თუმცა, მიუხედავად მკაცრი აკრძალვებისა, საქ­ა­რ­თველოს თითქმის ყველა კუთხეში გვხვდება ცალკეული გვარები, რომელთა შიგნით­ ქალ-ვაჟის დაქორწინება ნებადართული იყო (ასეთ გვარებს "გატეხილ გვარ­ებს" უწოდე­ბდნენ). წერილობითი მონაცემებით, ქართველ დიდგვაროვანთა­ წრეში, განსაკუთრებით კი სამეფო საგვარე­ულოში, სისხლით ნათესავი ქალ-ვაჟის დაქორწინება­ ჩვეულებრივი მოვლენა იყო.

ნათელმირონობით დანათესავებულთა შორის ქორწინება არ შეიძლებოდა. "მირონის გაცვლა-შე­ბრუნება" ყოვლად დაუშვებელი იყო.

ქალ-ვაჟის ქორწინების ამკრძალავი ფაქტორი იყო სოციალური მდგომარეობაც­. თავადი­ არათუ გლეხთან, არამედ აზნაურთანაც კი ერიდებოდა დამოყვრება-დამძახლებას. ასევე­ იქცეოდა აზნაური გლეხის მიმართ.
თუ ქალიშვილი მშობლების სურვილის საწინააღმდეგოდ ჩუმად გაჰყვებ­ოდა მასზე წოდებრ­ივად დაბლა მდგომ ვაჟს, მამის ოჯახი სამ­უდამოდ თუ არა, ხანგრძლივი დროით მაინც მოიკვეთდა მას.

ქალ-ვაჟის დაქორწინების ამკ­რძალავ ფაქტორს წარმო­ადგენდა რელიგიის სხვადასხვაობაც.
ასევე მიუღებელი იყო (გან­საკუთრებ­ით­­ მთაში) არათუ უბნის,­ არამედ ერთი სოფ­ლის ქალ-ვაჟის დაქორ­წინება. მაგალ­ითად, აღმოსავლეთ საქართველოს მთაში (მთიულეთ-გუდამაყარი, ხევსურეთი, ხევი) სოფელი­ არ იძლეოდა ნებართვას თანასოფლელი ქალ-ვაჟის დაქორწინებაზე. ფშავში­ სამოსახლო ერთეულისა და სალოცავის მიხ­ედვით გამოყოფილი ჯგუფის შიგნით სასტ­იკად იკრძალებოდა ქორწინება. იქ თორმეტი გვარი თორმეტ თემად იყო დანაწილებული და თითოეული "ძმათაშვილებად" იწოდ­ე­ბოდა.
მიუხედავად ამისა, გადახვევებს მაინც ჰქონდა ადგილი. მაგალითად, უკანა ფშავ­ელს ნება ჰქონდა, თავისი თემის წევრის ქვრივთან ქორწინებისა.

პირველი ღამის უფლება

ქორწილის პირველ სამ ღამეს ნეფე-დედოფალს ერთად­ დაძინება არ შეეძლოთ.
დასა­ვლეთ საქართველოს­ ზოგიერთ კუთხეში (იმერეთი­, გურია, სამეგრელო) არსებობდა რწმენა, რომ ამ სამ ღამეს ნეფეს­ "ვაზირისთვის" (უცნობია ვინაობა) უნდა ეცა პატივი­ და ცოლის გვერდით არ უნდა დაეძინა. მაგ­ალითად, სამცხე-ჯავახეთში, დედოფალს როგორც პირველი, ისე მეორე ღამე ნათლ­იასთან ერთად უნდა დაეძინა...

თორნიკე ყაჯრიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით