"წამოდი, ხერხეულიძეების საფლავზე შესანდობარი ვთქვათ"
11-05-2015
"წამოდი, ხერხეულიძეების საფლავზე შესანდობარი ვთქვათ"
- მარაბდის სასაფლაოზე 9 ძმა ხერხე­უ­ლიძის საფლავებზე ყოფილხარ? - მკითხა­ ბატონმა ენრიკომ რედაქციაში შემ­ო­­სვლისთანავე. არა-მეთქი და შემრცხვა. ის თუ იცი, საიდან არიან ხერხეულიძეები?­ კი, სამა­ჩ­ა­ბლოდან, ფრონეს ხეობიდან. კარგია, რომ იცი, ბევრმა­ არც ეს იცის... მეც სამაჩაბლოდან ვარ. უმიწაწყლოდ დარჩენილი ხერხეულიძეების საფლავზე ავდივარ და მათ შევთხოვ, ჩემი მიწა დამიბრუნონ. ომი არც მარაბდაში მოგვიგია, - 9 000 ქართველი ვაჟკაცი იმ დღეს ერთად დაგვეხოცა, მაგ­რამ ნახე, რა ქნეს ხერხეულიძეებმა, - ძმებს­ და და
დედა გაჰყვნენ და როცა ყველა ძმა დაიხოცა, ქართული დროშა დამ აიტაცა... მერე დედას მანამდე ეჭირა, სანამ თვითონაც­ არ მოკლეს. აი, ეს არის ბრძოლა,­ - თუნდაც ერთი კაცი დარჩეს მთელი ერიდან ცოცხალი, იმ ერთსაც უნდა შეეძლოს თავ­ი­სი მიწის დაცვა! მერე დამარცხებულმა­ ქართველებმა ხერხეულიძეები 9 000 მკვდ­ა­რში
ამოარჩიეს და მარაბდის სასაფლაოზე­ დაკრძალეს - ვინც მომ­ა­ვალში ამ საფლავე­ბთან მივიდოდა, უნდა ესწავლა, სამშობლოს დაცვა რა არის. ჩვენ ეს ვერ შევძელით. რა გასაკვირია, მარაბდელების საფლავებიც კი გაფანტულია, - ბატონი ენრიკო გაჩუმდა, მერე უცებ: - წამომყვები ხერხე­ულიძეების სასაფლაოზე? ლიახველებსაც წამოვიყვან, ისინიც შესთხოვენ ამ ბიჭებს თავიანთი მიწის დაბრუნებას!

და წავედით მაისის ერთ დილას ხერხე­ულიძეების საფლავზე მე, ენრიკო კვიღინაძე,­ ციცინო ბაბუციძე და ვახტანგ კობერიძე. გზადაგზა ყაყაჩოები გვეგებებოდნენ. მარა­ბდელი პაპა-შვილიშვილი შემოგვეყარნენ. როცა გაიგეს, სად მივდიოდით, გაუხარდათ­ და სასაფლაოს კარიბჭეც შეგვიღეს. პატარა ეკლესია და ბალახებში გაფანტული ხავსიანი ქვები გამოჩნდა.

- ეს ხერხეულიძეების დისა და დედის­ საფლავებია, ძმებისა კი გაფანტულია! - ბატონმა ენრიკომ ანთებული სანთლები საფლავებ­თან ახალაღმართულ პატარა ობელისკზე­ დაამაგრა და არაყი ჩამოასხა. ჩავიჩოქე­ და ნაცრისფერ ქვებზე ამოჭრილ წარ­წერებს­ ხელი გადავუსვი: "და ხერხეულიძეთა", "დედა ხერხეულიძეთა"...

ციცინო ბაბუციძე ატირდა: -
სამაჩაბლოში ჩემს სახლს და მოხუც მამას ვტირი. 84 წლისა იყო და არ მომყვებოდა, - ჩემს სახლში უნდა მოვკვდეო. თბილისში რომ გამოვკეტე, 2 წელიწადი გაუნძრევლად იჯდა და გაუთავებლად იმეორებდა, ეს რა დაგვემართაო... 4 ვაჟი მყავს, უფროსი რომ ომში წავიდა, დანარჩენებიც­ მის კვალზე­ დადგნენ. მეც მზადება­ დავიწყე. ბიჭებმა­ - შენ სადღა მოდიხარო?! აქ ვიღას ვუყურო-მეთქი!

ამის გაგონებაზე სამაჩაბლოელმა კაცებმა გვერდზე გაიხედეს. მივხვდი, რატომაც, - ცრემლის დამალვა უნდოდათ...

- ახლა შესანდობარი ვთქვათო და ბატ­ონმა ენრიკომ მეც მომაწოდა სასმისი.­
- აწი მაინც ისე გვეცხოვროს, 4 საუკუნის შემდეგ დღევანდელი ქართველების საფ­ლავებზეც მოსულიყვნენ შესანდობრის სათ­ქმელად-მეთქი, ვთქვი და სასმისი გამოვცალე. თავი დამიქნიეს და ძმების საფლავების­ მოსაძებნად გაიფანტნენ. მეც მივყევი. რვა საფლავი ვიპოვეთ. მეცხრე ვეღარ - ბალ­ახს იქაურობა დაეფარა...


მარაბდის ბრძოლა


1625 წელს მარაბდის ველზე გამართულ ბრძოლაში მცირერიცხოვან ქართველთა­ სიმამაცემ შაჰ-აბასის ურდოები უკუაქცია, მაგრამ სარდალმა ისა-ხან ყორჩიბაშმა ბრძოლა არ დათმო. ამასობაში აზერბაიჯანის ბეგლარბეგი შაჰ-ბენდე-ხანიც მიეშველა და ქართველები უკუიქცნენ. დაეცა თეიმურაზ მუხრან-ბატონიც. მისი სიკვდილი ქართველებმა ომის დასასრულად მიიღეს. ეს იყო საბედისწერო შეცდომა, რასაც დავით ჯანდიერის, აღათანგ ხერხეულიძის, ბაადურ ციციშვილის, რუსთაველი­ და ხარჭაშნელი ეპისკოპოსების სიკვდილი მოჰყვა. ქართული დროშა ხერხეულიძეების ხელში რიგრიგობით გადადიოდა... გარიჟრაჟზე დაწყებული ბრძოლა გვიან ღამით ქართველთა მარცხით დამთავრდა. ბრძოლის ველზე მკერდგანგმირული იწვა ქრისტესა და მამულისთვის თავდადებული ცხრა ათასი ქართველი, მათ შორის ცხრა ძმა ხერხეულიძე, მათი დედა და ერთადერთი ნაბოლარა და...
თამარ
22 ოქტომბერი 2017 23:17
პირველ რიგში ანას უნდა ვუთხრა რომ ეს 1ივნის კი არ არის მარაბდობა არამედ 1ივლის ავღნიშნავთ მარაბდელები მარაბდობას
მაია
21 მაისი 2017 23:59
ანას მინდა გამოვეხმაურო❤ძალიან კარგი გოგო ხარ! მიხარია რომ არსებობ მარაბდაში...იცი რისთვის?უპირველესად იმისთვის რომ სიმართლეს ამბობ...ეს პირველ კლასელმაც იცის მარაბდაში, ვინ იყვნენ და სად არიან დასაფლავებულნი ცხრა ძმა ხერხეულიძენი..."ბირჟაზე"მდგომი ბიჭებით არ განისაზღვრება მთლიანად სოფელი ნამდვილად თანაც ზუსტად ვიცი რომ ის ბიჭები მარაბდელები არც იქნებოდნენ ეს უფრო "ჩამოსული" თბილისელი ბიჭების ტიპებია,რომლებმაც მართლა არ იციან ამ გმირების შესახებ არაფერი,ვინაიდან წიგნი არც გადაუშლიათ საქ-ოს ისტორიის...იცით რატომ? -ტიპობენ და იმიტომ...უმეტესი ასეა დღეს...და ამ დროს ამით ყველას უცოდინრობას უსვამთ ხაზს ისინი, ვინც მართლა არ ხართ ის ადამიანები ვინმეს კრიტიკის და განსჯის უფლება გქონდეთ!
ანა
15 მაისი 2015 19:43
ზოგადად ვცდილობ ხოლმე ასეთ კომენტარებს არ გამოვეხმაურო, მაგრამ ლაშას მინდა ვუპასუხო. ბირჟაზე მდგარმა ბიჭებმა კიარა, პირველი კლასის მოსწავლემაც კი იცის სად არის ცხრა ძმის საფლავი. არ ვიცი ,,ბირჟაზე" ვინ შეგხვდნენ, ან იმ დროს ეკლესიასთან ვინ გაირა, მაგრამ ერთი და ორი კაცით არ განისაზღვრება სოფელი და არც ხალხის გულღიაობა და უღიმღამობა... წლებია 16 აგვისტოს, ცხრა ძმის ხსენების დღეს ტაძარში და ეკლესიის ეზოში უამრავი ადამიანი იკრიბება და გმირების ხსოვნას უკვდავყოფს. წლებია 1 ივნისს მარაბდობის დღესასწაული აღინიშნება და ყველა ჯერ მათ საფლავებზე მიდის სანთლების ასანთებად, ტარდება წირვა-ლოცვა და შემდეგ ცხრა ძმის ობელისკთან საზეიმო ღონისძიება იმართება... და ვერ წარმომიდგენია რომელიმე აქაურმა მცხოვრებმა არ იცოდეს სად არის ცხრა ძმის საფლავი.

რედაქტორის რჩევით