მხატვარი აფხაზების ტყვეობაში გატარებულ დღეებს იხსენებს
11-05-2015
მხატვარი აფხაზების ტყვეობაში გატარებულ დღეებს იხსენებს
"ზღვა, რომელმაც გაგვზარდა, უჩვენობით გაღიზიანებულია"

დავით ბაძ­აღუას გამოფენები სხვადასხვა ქვეყნის­ სახელგანთქმულ გალერეებშიც ეწყობა. ხშირად აინტერესებთ, რას ნიშნავს წითელი ლაქა, რომლის კვალი­ ყველა ნახატს ატყვია.­ მხატვარი "კვირის­ პალიტ­რას" მონატრებულ აფხაზეთსა და იქ გატ­არებული ტყვეობის ორთვიან პერიოდზე­ ესაუბრა:

- 2001 წელს სამხატვრო აკადემიაში  დავაფუძნეთ არასამთავრობო ორგანიზაცია­ "აფხაზთა და ქართველ ახალგაზრდა ხელ­ო­ვანთა კავშირი", რომლის მიზანი აფხაზ ახალგაზრდებთან ურთიერთობების დათბ­ობა იყო. ხელოვნება ამისთვის საუკეთესო­ საშ­უალებაა. მამებმა ერთმანეთს იარაღი დაუმიზნეს, შვილებმა - არა. ამიტომ ახალგაზრდებმა
უნდა აიღონ სადავე. დღეს უკან-უკან მიდის ასეთ თემაზე ფიქრიც და აქტივობაც, შედეგად კი გული ცივდება.

- იქნებ გაიხსენოთ ის დრო, როცა აფხა­ზეთში დატყვევებული იყავით და ბევრს­ გარდაცვლილიც კი ეგონეთ...

- ეს ამბავი წლების წინ ჩვენი ორგ­ა­ნიზაციის აქტიურობას მოჰყვა. მახსოვს, გალის ტერიტორიაზე იქ დარჩენილი პედ­ა­გ­ოგების ძალისხმევით
ქართული სკოლები­ აღდგა. ისინი­ ჩვენ დაგვიკავშირდნენ, ვიდეოკამერით აღვ­ი­ჭ­ურვეთ და გალში გადავიღეთ ეს სავალ­ალო მდგომარეობა, რაც შემდეგ დოკუმ­ენტურ ფილმში - "ბედთან გაჯიბრება" აის­ახა.­ ამას დიდი რეზონანსი მოჰ­ყვა. გვინდოდა აფხაზეთის სკოლებში ჩაგვეტარებინა შემოქმედებითი კონკურსები და გამარჯვებული აფხაზი მოსწავლეები ქართველ ბავშვებთან ერთად­ დას­ასვენებლად საზღვა­რგარეთ გაგვეშვა.­ პროექტმა ნიუ-იორკში­ გაეროს ოფისში დიდი მოწ­ონება დაიმსახურა, ფაქტობრივად, ყველაფერს გვიფინანს­ე­ბდნენ. სოხუმში ჩავედი და შევხვდი იქაური პარლამენტის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ბათალ კობ­ახიას. განვიხილეთ იდეები, რომელიც პროექტების განხორციელებას­ უკავშირდებოდა. თუმცა, ბოლოს პასუხად მივიღე, შეცდომა დაუშვი, აფხაზეთში არ უნდა ჩამოსულიყავიო.

- თუ კარგად დაიწყო მოლა­პ­არაკება, მერე რატომ გაღიზია­ნდნენ აფხაზები?
- 2004 წელს ვარდებით ენგურის ხიდის მოხატვის იდეა გაგვიჩნდა. ხიდზე მოდის­ ჩვენება უნდა გამართულიყო, მაგ­რამ მერე სხვებმა განახორციელეს ეს იდეა... მახსოვს, გამოქვეყნდა სტატია "ვარდები­ უკვე ვლად­ისლავ არძინბასთვის", რამაც მაშინ აფხაზები ძალიან გააღიზიანა... ჩათვალეს, რომ აფხაზეთში არეულობის­ მოსაწყობად შევდიოდი. ჰოდა, სწორედ იმ დღეს, როცა კობა­ხიამ გამომისტ­უმრა და უკან ვბრუნდებოდი, ენგურის ხიდთან მე და ჩემი მეგობარი აფხაზებმა გაგვაჩერეს. იკითხეს, ბაძაღუა რომელიაო­. ჩემი მეგო­ბარი გაუშვეს, მე კი თვალები ამიხვიეს და სახლის სარდაფში­ 2 თვით გამომამწყვდ­იეს. თავიდან ძალიან მავიწროებდნენ, იარ­აღს მაბჯ­ენდნენ, მოკვლით მემუქრებოდნენ, მეუბნებოდნენ, გვიამბე, ვისგან რა დავალებას იღებ და რა მიზნით ხარ შემოსულიო. ვამბობდი, რომ მხოლოდ შემოქმედებითი პროექტების განხორციელება მსურდა. ათასჯერ მიბრუნებდნენ კითხვას  და ათასჯერვე ამას ვპასუხობდი.

მახსოვს, ხის ჯვარი მქონდა, რომელიც ერთ დღეს ტუჩთან მივიტანე, საოცრად გაცხელებული იყო. ეს სასწაულად აღვიქვი. ამ ჯვარმა ენით აუწერელი იმედი და ენერგია­ მომცა. თითქოს რაღაც ხმა მეუბნებოდა, გაძლიერდი, გადარჩებიო. უფრო დედაჩემსა და ძმაზე ვნერვიულ­ობდი, რომლებმაც არ იცოდნენ, ცოცხალი ვიყავი თუ მკვდარი. იმ პერიოდში აფხაზები თვეში ერთხელ წმენდას ატარებდნენ და იქ გადასული ქართველი თვალში თუ არ მოუვიდ­ოდათ, შეეძლოთ მოეკლათ.

უცხოური ორგანიზაციები­ს წარმომადგ­ენლები ჩემს გადასარჩენად ენერგიას არ ზოგავდნენ... ორი თვის შემდეგ, აფხაზებმა­ ისევ ამიხვიეს თვალი, სარდაფიდან გამიყვანეს და ჩაის პლანტაციაში დამაგდეს, სოფ­ელ სიდ­ასთან, საიდანაც ენგურის ხიდამდე­ 12-15 კმ-ია. ენგური გადმოვ­ცურე და გადმოსვლა ასე მოვახერხე.

- თქვენს შემოქმედებაში აფხაზეთის თემა დომინანტურია. ყურადღებას იქცევს ნახატების სახელებიც: "ჩემი ზღვა", "ნავსადგ­ური", "გადარჩენა", "მოლოდინი სოხუმის პორტთან"...

- ბევრი მათგანი ტყვეობის შემდგომ დავხატე, 2000-ზე მეტი სურათი. დღის განმავლობაში ემოციები გროვდება და ვცდილობ, ეს ტილოზე გადავიტანო. ყველა სურათზე­ წითელ ლაქას ვტოვებ. ის ჩემი ქართველების ტანჯვასა და აფხაზეთის დაკარგვას უკავ­შირდება. ტილოებზე ზღვის­ ტალღები თით­ქ­მის ყოველთვის აბობოქრებულია, თითქოს ერთმანეთს ეჭიდებიან, მაგრამ კომპოზიციურად ეს ყველაფერი აწყობილია. ეს არის სწორედ ჩემი ზღვა, რომელმაც გაგვზარდა და ჩვენ უმისობით ვართ გაღიზიანებული, ის კი უჩვენობით.

- სხვადასხვა ჟანრში ხატავთ, მაგრამ ამბობთ, აბსტრაქცია ჩემიაო...

-  აბსტრაქცია ხომ რაღაც­ გაუგებ­არს ნიშნავს. მეც რაღაც გაუგებარ სამყაროში დავიბადე, გაუგებარ სიტუაციაში ვარ (ჩემს ხალხთან ერთად). ამიტომ ამ გაუგებრობას ვხატავ, თუმცა, მასში მაინც რაღაცას ხედავენ... რაღაცის გაგება გაუგებრობაშიც შეიძლება. რას ვიზამთ, გაუგებრობა არის ჩვენი ქვეყნის ბედი. ასეა ნახატშიც!

რედაქტორის რჩევით