"ზღვაში სასიკვდილოდ ნუ გაგვიმეტებთ! ეს თქვენი სირცხვილი იქნება!"
11-05-2015
"ზღვაში სასიკვდილოდ ნუ გაგვიმეტებთ! ეს თქვენი სირცხვილი იქნება!"
"ზღვაში ჩარჩენილ მეზღვაურებს სამშობლოში დასაბრუნებელი თანხა არ აქვთ"

რამიზ ქათამაძე: "ეს ფული სესხად მაინც გამოგ­ვიყონ! ავიღებ სახელფასო დავალიანებას და ბოლო თეთრამდე
გავისტუმრებ"


"კვირის პალიტრა" ადრეც წერდა ზღვა­ში ჩარჩენილი კაპიტნის შესახებ, რომელიც­ თითქმის ორი წელიწადია დატყვევებულ­ გემზე ცხოვრობს (იხ. სტატი­ები: "ქართველ მეზღვაურთა გასაჭირი ნიგერიაში" (28.06.2014) და "ზღვაში ჩარჩენილი"­ (16.03.2015).
შეგახსენებთ, რომ ქართველი მეზღვაუ­რ­ები­ ნიგერიის ნავსადგურ ჰარკორტში­ გახმა­ურე­ბული ინციდენტისას დააკავეს - პან­ამის­ დროშით მცურავ გემზე (რო­მ­ლის მფლობელიც თურქი გახლდათ) იარაღით სავსე კონტეინერი
აღმოაჩინეს.

ქართველმა­ მეზღვაურებმა 38 დღე ნიგერიის პოლიციის შენობაში, მძიმე პირობებში გაატარეს, თუმცა, გემთ­მფლობელის დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლეს და პორტში დატყვევებულ გემზე გადაიყვანეს. რამდენიმე თვეში გემს ბრაზილიისკენ წასვლის ნება დართეს, სადაც ვიტორიასთან ჩაუშვა ღუზა. ვინაიდან გემთმფლობელი პორტში დგომის თანხებს­ აღარ იხდიდა, გემი იქაც დაატყვევეს. ეკიპაჟის სხვა წევრებმა­
თავიანთ ქვეყნებში დაბრუნება მოახერხეს, ქართველი მეზღვაურები კი, კერძოდ, კაპიტანი რამიზ ქათამაძე და მოტორისტი ჯაბა დუმბაძე ბოლო დრომდე გემის გაყიდვასა და მიღებული თანხიდან სახელფასო დავალიანების დაფარვას ელოდნენ. ეს პროცესი ძალიან გაჭიანურდა და ბრაზილიის პორტმა უარი თქვა მეზღვაურების დახმარებასა და რჩენაზე (რასაც აქამდეც კეთილი ნებით აკეთებდა) და გემზე დარჩენილ ეკიპაჟს ქვეყნის დატოვება მოსთხოვა. ამის მიუხედავად, ქართველი მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნებას მაინც ვერ ახერხებენ. რამდენიმედღიანი შიმშილის შემდეგ რამიზ ქათამაძემ "კვირის პალიტრასთან" სკაიპით დაკავშირება შეძლო.



რამიზ ქათამაძე:
"თქვენი იმედი გვაქვს.­ ვფიქრობთ, შეგვაწევთ სიტყვას მათთან, ვისაც ჩვენი დახმარება შეუძლია. უკვე მე-16 თვეა, რაც ბრაზილიის საპორტო­ ქალაქ ვიტორიაში დატყვევებულ გემზე ვიმ­ყოფებით. ამ ხნის განმავლობაში ყურად­ღ­ებას აქაური პორტის­ თანამშრომლები­ გვაქ­ცევდნენ. სამწუხაროდ, საქართველოს ხელ­ი­ს­უფლება ჩვენი ბედით სათანადოდ არ დაი­ნტერესებულა! ამჯერად, პორტის ხელმძღვ­ანელობა ითხოვს, რომ დატყვევებულ გემზე მყოფმა ეკიპაჟმა ბრაზილია დატოვოს, ჩვენ კი ამას ვერ ვახერხებთ. მათ გემის გაყიდვა უნდათ, რომელიც პორტში დგომის ხარჯებს ვერ ფარავს და დავალიანება დღითი დღე კოლოსალურად იზრდება.
გამოუვალ მდგომარეობაში ვართ: გემზე აღარ არის საკვები, წამალი,­ შუქი, საწვავი­, რომლითაც გენერ­ა­ტორს ვამუშავებდით. სიცო­ცხლისთვის საჭირო არავით­არი პირობა აღარ გვაქვს. დღეს ერთი პომ­იდორი და 2 კიტრი დავჭერით, რომელ­იც­ აქაურმა პროკურორმა მოგვიტანა, და 7-მა კაცმა გავინაწილეთ.

მათგან ორი ქართველი­ ვართ, ერთი რუსია, ერთი არაბი და სამი თურქი. სხვები ამ დღეებში გემს დატო­ვებენ და თავიანთ ქვეყნებს დაუბრუნდებიან, ჩვენ კი სრულ­იად უპატრონოდ ვრჩებით.
ამდენ სტრესსა და გულის ხეთქას ვეღარ ვუძლებ, სისხლში შაქრის შემცველობამ ძალიან აიწია. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ, როგორმე ჩემს ოჯახს მშვიდობით დავუბრუნდე.­

ჩვენს გამომგზავრებას 2.000 დოლარი სჭირდება, რაც არა გვაქვს. ერთი ბილეთის­ ფასი 1.000 დოლარს უტოლდება. საქართველოს კონსულს დავუკავშირდით ბრაზილ­იაში. მან ჩვენი თხოვნა საქართველოს საგა­რეო საქმეთა­ სამინისტროს გადასცა. ამ უწყებამ კი ეკონომიკის სამინისტროს მიმა­რ­თა, რომ­ე­ლმაც ფული არ გამოყო. ჯერ გვითხრეს, ყველაფერი კარგად არისო და წასასვლელ­ად გავემზადეთ. ახლახან კი კონსულმა გვაცნობა, საქართველომ თანხის გამოყოფაზე უარი განაცხადაო. გამოდის, სიკვდილისთვის გაგვიმეტეს. აბა, თევზები ხომ არა ვართ, ზღვაში ამდენ ხანს ყველა­ პირობის გარეშე ვიცხოვროთ?! ნუთუ მეტი არ ვღირვართ ქვეყნისთვის, რომელსაც წლების განმავლობაში ვემსახურეთ?! საზღვაო სფეროში მუშაობის თითქმის 50-წლიანი სტაჟი მაქვს. ეს ფული სესხად მაინც გამოგ­ვიყონ! ავიღებ სახელფასო დავალიანებას და ყველ­აფერს ბოლო თეთრამდე გავისტუმრებ".

გახსოვთ, ალბათ, სო­მა­ლელი­ მეკობრეების­ ტყვეობაში მყოფი ქარ­თველი მეზღვაურები როგორ გაათავის­უფლეს. მათ­ "აირზე­ნას" თვით­მფ­რინავი გაუგზავნეს კენ­იაში და ისე გადმოაფრინეს. ჩვენ ასეთ პატივს არ ველით, მაგრამ ბანკებთან მაი­ნც დაგვიდგნენ თავდებად, წამოსასვლელი თანხა ამ გზით რომ ვიშოვოთ. ისღა დაგვრჩენია, თქვენი გაზეთის მეშვეობით მივმართოთ საქართველოს ხელისუფლებას: "ძალიან გთხოვთ, ზღვაში სასიკვდილოდ ნუ გაგვიმეტებთ! ეს თქვენი სირცხვილი იქნება!"

რატომ არ დაეხმარა საქართველოს სახ­ელმწიფო გასაჭირში ჩავარდნილ თავის მოქალაქე­ებს, ამის გასარკვევად საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელს, მამუკა ახალაძეს დავუკავშირდით:

- სამი წლის წინ რამიზ ქათამაძე ბულგარეთის სანაპირო წყლებში დატყვევებულ გემზე იმყ­ო­ფებოდა ხელფასისა და სასიცოც­ხლოდ აუ­ცილებელი პირობების გარეშე. იმხანად შევაწუხეთ ბულგარეთის საზღვაო­ ადმინი­ს­ტ­რაცია, საერთაშორისო საზღვაო ორგან­ი­ზაცია და ერთგვარი ზეწოლის შედეგად, გემთმფლობელმა გამოიჩინა ნება, გადაეხადა­ ხელფასი და წამოსვლის საშუალება მიეცა. ამ ინციდენტიდან რამდენიმე თვეში ქათამ­აძე­ იმავე მდგომარეობაში აღმოჩნდა და  ჰარკორტთან დაკავებულ გემზე მოუწია­ უსახსროდ და უპატრონოდ ყოფნამ. ისევ ჩავერიეთ... ქათამაძე დავიხსენით, მისი გემი კი ბრაზილიაში გაემგზავრა. თუმცა, იქაც დაატყვევეს და ქათამაძე ახლაც შველას ითხოვს. ამ პრობლემის თავიდათავი ის არის, რომ ქათამაძე საეჭვო კომპანიაში დასაქმდა, რომელიც მასზე­ არავითარ პასუხისმ­გებლობას არ იღებს. ამ კომპანიის გემები კონტრაბანდული საქ­ონლის გადაზიდვაში არიან შემჩნეული. ქათამაძეს ჩვენთან კონსულტაცია რომ გაევლო, გავაფრთხილებდით­, რომ ამ კომპანიის გემზე არ დასაქმ­ებულიყო... არ გვაქვს არავით­არი ვალდებულება, მისი პრობლემის მოსაგვარებლად ვხარჯოთ ადმინისტრაციული რესურსი, დრო და ენერგია. 

- ესე იგი, თქვენ ურჩევდით ქათამაძეს, რომ დარჩენილიყო დაუსაქმებელი და არ დათანხმებოდა საეჭვო კომპანიის წინადადებას?

- რა თქმა უნდა, თუმცა, ჩვენთვის აზრი არ უკითხავს.

- სამწუხაროდ, ის არ არის ერთადერთი­ მეზღვაური, ვინც იძულებულია, ქვეყანაში არსე­ბ­ული მძიმე სოციალური თუ ეკონომიკური პირო­ბების გამო საეჭვო კომპანიის შემოთავაზ­ებას­ დათანხმდეს...
- კარგ კომპანიაში დასაქმება არც ერთ ქვეყანაში არ არის ადვილი. ამ მხრივ საქა­რთველო არც პირველია, არც უკანასკნელი!

- მას მხოლოდ სამშობლოში დაბ­რუნება უნდა. რამდენადაც ვიცი, აღარ აპირებს­ შორეულ ნაოსნობაში წასვლას...

- გასაგებია, მაგრამ ამისთვის სახელმ­წ­იფო თანხას ვერ გაიღებს. არსებობს მასზე არანაკლებ გაჭირვებული ათასობით საქა­რთველოს მოქალაქე, მნიშვნე­ლობა არა აქვს, მეზღვაურია თუ არა. ეკონომიკის სამინის­ტროსა და მასში შემავალ საზღვაო-სატრან­ს­პორტო სააგენტოს არ ევალება­ მეზღვაურთა რეპატრიაცია. მიგვაჩნია,  რომ ეს არამიზნობრივი ხარჯია. საქართველოს სახელმწიფოს რეპატრიაციისთვის  თანხის გაღება ევალება მხოლოდ მაშინ, თუ ადგილი აქვს სტიქიური უბედურებით­ გამოწვეულ შემთხვევებს - მიწისძვრას და ა.შ. 

- გამოდის, საქართველოს სახელმწიფოს არ ანაღვლებს ის, რომ მისი ორი მოქალაქე სიკვდილისთვის არის განწირული?
- ჯერ ერთი, მათ ვერავინ აიძულებს დატოვონ გემი. ამ სფეროში საერთაშორისო სამართლის მოქმედი ნორმების შესაბამისად, ეს შეუძლებელია.

- მაგრამ თუ საკვებით დახმარება შეუწყვ­იტეს, წყალი და სხვა პირობები აღარ აქვთ?

- მათ ჰყავთ ოჯახები, აქვთ ქონება, მანქანა და ა.შ. გაყიდონ ან ჩადონ იპოთეკაში და ბანკში აღებული კრედიტით გადაიხადონ ბილეთის ფული.
nia
15 მაისი 2015 15:41
რატომ ვართ ვალდებული ,დასაქმებული ,შრომისუნარიანი და თანაც საკმაოდ შეძლებული ადამიანი ორჯერ ,რომ ერთი და იგივე შეცდომას უშვებს ,რისკავს გამდიდრებისთვის, ჩვენი სახსრებით გადავარჩინოთ.... როცა ქვეყანაში უამრავი უპოვარი ,ხეიბარი ,მართლაც სიცოცხლის გადარჩენისათვის უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანი გვყავს. ვიღაცა მიდის რისკზე მისი ოჯახის კეთილდღეობისთვის და ჩვენი გადახდილი გადასახადებიდან გამოვამგზავროთ ,როცა მის სახელხე საკმარისი კაპიტალი ირიცხება....
.
15 მაისი 2015 15:00
რომ იძახით ზოგიერთები ხელფასები დიდი ექნებათ და ნუ მათხოვრობენო,ან ოჯახმა გადაურიცხოს და ჩამოიყვანოსო,18 თვეა ოჯახი საქართველოს საზღვრებს გარეთ უვლის ამ ხალხს დანარჩენი თვიტონ განსაჯეთ! და მამუკა ახლა ძე არაკაცი და ნაგავია. მკითხველს ვცემ პატივს თორემ დინების ღირსია!!!!
kapitans
14 მაისი 2015 18:52
Roca 50 cliani staji gakvt ase shemosavlian sakmeshi,eseigi ojaxistvisac gishromiat.ketili inebon tkveni ojaxis cevrebma da 2000 evros gulistvis nu gadagkargaven

რედაქტორის რჩევით